ძი­უ­დო­ის­ტე­ბი ახალ სე­ზონს ახა­ლი რე­ი­ტინ­გე­ბით ხვდე­ბი­ან
12 დეკემბერი, 2013
1889
print

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ახალი სეზონს ახალი სარეიტინგო ადგილებით ხვდება.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიო რეიტინგში ქართველები მრავლად არიან წარმოდგენილი, მაგრამ მათგან მხოლოდ ოთხს უკავია ადგილი მოწინავე სამეულში. მათ შორის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ევროპის მოქმედ ჩემპიონსა და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელს ავთანდილ ჭრიკიშვილს, რომელიც 81 კილოგრამ წონით კატეგორიას უდგას სათავეში.

ჭრი­კიშ­ვი­ლი დი­დი უპი­რა­ტე­სო­ბით უს­წ­რებს უახ­ლო­ეს მდევ­რებს. მას და ფრანგ ლუ­ის პი­ეტ­რის 400-ქუ­ლი­ა­ნი ზღვა­რი ყოფს.

მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გ­ში მე­ო­რე სა­ფე­ხურ­ზეა წლე­ულს ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბის ვერ­ცხ­ლის მე­და­ლო­სა­ნი ვარ­ლამ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი (90 კგ.), რო­მე­ლიც პირ­ველ ად­გილ­ზე მყოფ კუ­ბელ ეშ­ლი გონ­სა­ლესს 68 ქუ­ლით ჩა­მორ­ჩე­ბა.

1896 ქუ­ლით მე­ო­რე ად­გილ­ზეა 60 კი­ლოგ­რამ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში მო­ას­პა­რე­ზე ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი ამი­რან პა­პი­ნაშ­ვი­ლი. წო­ნის ლი­დერს, იაპო­ნელ ნა­ო­ჰი­შა ტა­კა­ტოს, ის დი­დი სხვა­ო­ბით - 1134 ქუ­ლით ჩა­მორ­ჩე­ბა.

მძი­მე­წო­ნო­სა­ნი ადამ ოქ­რუ­აშ­ვი­ლი 1742 ქუ­ლით მე­სა­მეა. აქ მო­წი­ნა­ვე სა­ფე­ხუ­რი ბრა­ზი­ლი­ელ რა­ფა­ელ სილ­ვას (2430) უკა­ვია.

თუ მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გის ათე­ულს გა­და­ვავ­ლებთ თვალს, აქ კი­დევ ორ ქარ­თ­ველს ვნა­ხავთ - 66 კი­ლოგ­რამ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში მო­ას­პა­რე­ზე ევ­რო­პის მოქ­მე­დი ჩემ­პი­ო­ნი ლა­შა შავ­და­თუ­აშ­ვი­ლი 1042 ქუ­ლით მე­ექ­ვ­სეა, ხო­ლო 1022 ქუ­ლით ლე­ვან წიკ­ლა­უ­რი (81 კგ.) - მერ­ვე.

ათე­ულ­თან ყვე­ლა­ზე ახ­ლო­საა ზე­ბე­და რეხ­ვი­აშ­ვი­ლი (73 კგ.), რო­მე­ლიც ორი სა­ფე­ხუ­რით აც­და ათე­ულს.

60 კგ.

1. ნა­ო­ჰი­შა ტა­კა­ტო (იაპო­ნია) 3030

2. ამი­რან პა­პი­ნაშ­ვი­ლი (სა­ქარ­თ­ვე­ლო) 1896

3. ამარ­ტუვ­შინ დაშ­და­ვაა (მონ­ღო­ლე­თი) 1882

66 კგ.

1. ტუ­მურ­ხუ­ლეგ და­ვა­ა­დორ­ჟი (მონ­ღო­ლე­თი) 1830

2. და­ვიდ ლა­რო­ში (საფ­რან­გე­თი) 1452

3. მა­სა­ში ები­ნუ­მა (იაპო­ნია) 1400

73 კგ.

1. ნი­ამ-ოჩირ სა­ი­ნი­არ­გა­ლი (მონ­ღო­ლე­თი) 2030

2. დირკ ვან ტი­ჩელ­ტი (ბელ­გია) 1698

3. შო­ჰეი ონო (იაპო­ნია) 1384

81 კგ.

1. ავ­თან­დილ ჭრი­კიშ­ვი­ლი (სა­ქარ­თ­ვე­ლო) 2192

2. ლუ­ის პი­ეტ­რი (საფ­რან­გე­თი) 1792

3. ვიქ­ტორ პე­ნალ­ბე­რი (ბრა­ზი­ლია) 1498

90 კგ.

1. ეშ­ლი გონ­ზა­ლე­სი (კუ­ბა) 2554

2. ვარ­ლამ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი (სა­ქარ­თ­ვე­ლო) 2486

3. კი­რილ დე­ნი­სო­ვი (რუ­სე­თი) 1796

100 კგ.

1. ელ­ხან მა­მა­დო­ვი (აზერ­ბა­ი­ჯა­ნი) 2376

2. ლუ­კაშ კრპა­ლე­კი (ჩე­ხე­თი) 2018

3. ჰენკ ხრო­ლი (ჰო­ლან­დია) 1730

+100 კგ.

1. რა­ფა­ელ სილ­ვა (ბრა­ზი­ლია) 2430

2. ტე­დი რი­ნე­რი (საფ­რან­გე­თი) 2300

3. ადამ ოქ­რუ­აშ­ვი­ლი (სა­ქარ­თ­ვე­ლო) 1742

სხვა სიახლეები
29 დეკემბერი, 2014 მანუჩარ კვირკველია შედეგების გაუმჯობესებას ახლა უკვე პრეზიდენტის რანგში გვიპრდება
23 დეკემბერი, 2014 საჭიდაო სამყაროში პერსპექტივაში ხმაურს ველით
01 დეკემბერი, 2014 ლუკა კურტანიძის გადადგომით საჭიდაო სამყაროში სტატუსკვო აღდგა
07 ოქტომბერი, 2014 ქართულ საჭიდაო ხალიჩაზე მოჩვენებითი ზავია
02 ოქტომბერი, 2014 ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებამ საჭიდაო სამყაროს ახალი მწვრთნელები მოუვლინა
22 სექტემბერი, 2014 ლუკა კურტანიძეს საჭიდაო სამყარო უტევს
15 სექტემბერი, 2014 ქართველმა ბერძენ-რომაელებმა მსოფლიო ჩააგდეს
12 სექტემბერი, 2014 კლასიკური მარცხი
25 აგვისტო, 2014 მსოფლიო ჩემპიონატი ამირანის ბრინჯაოს მედლით დაიწყო
27 დეკემბერი, 2013 ჭრი­კიშ­ვილ­მა 2013 წე­ლი დააიპონა