ქარ­თუ­ლი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რის ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ლექ­სი­კო­ნი
12 დეკემბერი, 2013
1837
print

დღეს, 2013 წლის 12 დე­კემ­ბერს 15:00 სა­ათ­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი და შო­თა რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დი წარ­მოგ­ვიდ­გენს წიგ­ნის „ქარ­თუ­ლი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რის ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ლექ­სი­კო­ნი“ პრე­ზენ­ტა­ცი­ას.

ლექ­სი­კონ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია ქარ­თუ­ლი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რის სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი ტერ­მი­ნო­ლო­გია, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ და დამ­კ­ვიდ­რე­ბულ ისეთ დარ­გებს რო­გო­რი­ცაა: მე­თუ­ნე­ო­ბა, რკი­ნამ­ჭედ­ლო­ბა, ოქ­რომ­ჭედ­ლო­ბა, ქსო­ვა-ქარ­გ­ვა, ხითხუ­რო­ო­ბა, ქვითხუ­რო­ო­ბა, ტყა­ვის და­მუ­შა­ვე­ბა, სა­მი­წათ­მოქ­მე­დო იარა­ღე­ბი, საცხოვ­რე­ბე­ლი, სა­მე­ურ­ნეო და თავ­დაც­ვი­თი ნა­გე­ბო­ბა­ნი.

ნაშ­რომ­ში გან­მარ­ტე­ბუ­ლია ასე­ვე ტერ­მი­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ი­ცავს წვრილ­ხე­ლოს­ნუ­რი და ში­ნამ­რეწ­ვე­ლო­ბის თით­ქ­მის ყვე­ლა სფე­როს. ფაქ­ტობ­რი­ვად ლექ­სი­კონ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი მა­სა­ლით მკითხ­ველს ექ­მ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნა იმ წვლი­ლის შე­სა­ხებ რო­მე­ლიც ქარ­თ­ველ ხალხს შე­უ­ტა­ნია მსოფ­ლიო ეთ­ნო­კულ­ტუ­რის სა­გან­ძურ­ში.

ლექ­სი­კონ­ში გან­მარ­ტე­ბუ­ლია 2086 ტერ­მი­ნი, თან ახ­ლავს 500-ზე მე­ტი ფე­რა­დი და შავ-თეთ­რი ფო­ტო­ი­ლუს­ტ­რა­ცია და 150 მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ფე­რა­დი ჩა­ნარ­თი.

გა­მო­ცე­მა­ზე მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის 19 მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შ­რო­მე­ლი. პრო­ე­ტის ავ­ტო­რი და სა­მეც­ნი­ე­რო ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლია ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი ელ­დარ ნა­დი­რა­ძე, რე­დაქ­ტო­რი აკა­დე­მი­კო­სი რო­ინ მეტ­რე­ვე­ლი.მი­სა­მარ­თი: სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის აუდი­ტო­რია, ფურ­ცე­ლა­ძის ქ.1.

სხვა სიახლეები
17 ივლისი, 2015 მეთორმეტე „საბა“
14 ივლისი, 2015 კოშკას მოგზაურობა WORLDCON-ზე და უკან
22 მაისი, 2015 წიგნები მუსიკით
19 მაისი, 2015 მხედვარი ქართულად witcher-ს ნიშნავს
29 აპრილი, 2015 ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობა ცნობილია
27 მარტი, 2015 „საბას“ გრძელი სია
17 მარტი, 2015 პეტიცია სიკვდილს
11 მარტი, 2015 ქართული საბავშვო წიგნები ბოლონიაში მიემგზავრებიან
02 მარტი, 2015 ფანტასტიკური ”წიგნები ბათუმში”
25 თებერვალი, 2015 სვანის სიყვარული