სერ­გე­ი­უს იოვა­ი­შას დღი­უ­რი­დან
10 დეკემბერი, 2013
1635
print

თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­და ლე­გენ­და­რუ­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლი სერ­გე­ი­უს იოვა­ი­შა, რო­მე­ლიც სა­მი დღით (6-8 დე­კემ­ბე­რი) გა­ჩერ­და ჩვენს ქა­ლაქ­ში.

გა­ვი­ა­როთ ლიტ­ვე­ლის დღი­უ­რი.

...სერ­გე­ი­უს იოვა­ი­შას სამ­დღი­ა­ნი ვი­ზი­ტი. ძვე­ლი შარ­მი, ტრა­დი­ცი­ე­ბი, სა­კა­ლათ­ბურ­თო და არა­სა­კა­ლათ­ბურ­თო დო­ნე­ზე შე­ძე­ნი­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა - ლიტ­ვე­ლი ვე­ტე­რა­ნი ქარ­თულ კა­ლათ­ბურთს სიბ­რ­ძ­ნით და პო­ზი­ტი­ვით ეხ­მა­რე­ბა.რუს­თა­ვის შეხ­ვედ­რას ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სო­ნა და­ეს­წ­რო - თბი­ლი­სის კა­ლათ­ბურ­თის გან­ვი­თა­რე­ბის კავ­ში­რის ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტი და სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ლათ­ბურ­თის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი მი­ხე­ილ გაბ­რი­ჩი­ძე, კომ­პა­ნია «ჰი­უნ­დაი აუტო ჯორ­ჯი­ას» პრე­ზი­დენ­ტი და­ვით გი­ორ­გო­ბი­ა­ნი, თბი­ლი­სის კა­ლათ­ბურ­თის გან­ვი­თა­რე­ბის კავ­ში­რის გამ­გე­ო­ბის წევ­რი ლე­ვან წუ­ლაია. ეს თბი­ლი­სი­დან რუს­თავ­ში ჩა­სუ­ლი ჯგუ­ფის შე­მად­გენ­ლო­ბაა. «რუს­თა­ვის» ოფის­ში ნა­ხე­ვარ­სა­ა­თი­ა­ნი სა­უ­ბა­რი გა­ი­მარ­თა. ქვე­მო ქარ­თ­ლის რე­გი­ო­ნის კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის მხრი­დან შეხ­ვედ­რას ეს­წ­რე­ბოდ­ნენ რა­მაზ გო­გო­ბე­რიშ­ვი­ლი, ირაკ­ლი ჯა­ფა­რი­ძე და მი­ხე­ილ ბე­რუ­აშ­ვი­ლი, ასე­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი სა­კა­ლათ­ბურ­თო წრე­ე­ბის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

მი­ხე­ილ გაბ­რი­ჩი­ძემ თა­ვი­სი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა გა­შა­ლა და რამ­დე­ნი­მე ძი­რი­თად პუნ­ქ­ტ­ზე გა­ა­კე­თა აქ­ცენ­ტი. დის­კუ­სი­ა­ში ჩა­ერ­თო სერ­გე­ი­უს იოვა­ი­შა, რო­მელ­მაც რუს­თა­ვე­ლებს ლიტ­ვის კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის მუ­შა­ო­ბის ას­პექ­ტე­ბი გა­აც­ნო. ლიტ­ვა კა­ლათ­ბურ­თია და რუს­თავ­ში კა­ლათ­ბურ­თი უყ­ვართ. დი­ა­ლო­გის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კა­ლათ­ბურ­თის მე­გობ­რე­ბი გა­და­ვიდ­ნენ დარ­ბაზ­ში, სა­დაც 14-წლამ­დელ­თა ვარ­ჯი­ში და­იწყო. იოვა­ი­შამ ბავ­შ­ვებს ლიტ­ვის ნაკ­რე­ბის კე­პე­ბი გა­დას­ცა და ჯგუფს «მოლ­ტე­ნის» ბურ­თე­ბი აჩუ­ქა.

სერ­გე­ი­უს იოვა­ი­შა: «ამ ბავ­შ­ვებს იმა­ზე გა­ცი­ლე­ბით უკე­თეს პი­რო­ბებ­ში უწევთ ვარ­ჯი­ში, ვიდ­რე ჩე­მი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს. თუ გინ­და, რომ გახ­დე სა­უ­კე­თე­სო, ჩათ­ვა­ლე, რომ გახ­დე­ბი. ბევ­რი წლის შემ­დეგ შე­ნით მთე­ლი ქვე­ყა­ნა იამა­ყებს და გა­იხ­სე­ნებ იმ ხალხს, ვინც შე­ნი კა­რი­ე­რის და­საწყის­ში გვერ­დ­ში გედ­გა და რჩე­ვებს გაძ­ლევ­და. ხან­და­ხან ძველ თა­ო­ბას, ვე­ტე­რა­ნებ­საც უნ­და მო­ვუს­მი­ნოთ. ის, რაც ჩვენ უნ­და გა­ვი­ა­როთ, მათ­თ­ვის ნაც­ნო­ბი და ძვე­ლი ეტა­პია. წარ­სულს პა­ტი­ვი ვცეთ და მო­მა­ვალ­ში მეტს და­ვიმ­სა­ხუ­რებთ. რუს­თა­ვის სა­კა­ლათ­ბურ­თო სკო­ლას ბევ­რი ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვის გაზ­რ­დას ვუ­სურ­ვებ.»

* * *

სა­ქარ­თ­ვე­ლოს სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რ­დულ საქ­მე­თა მი­ნის­ტ­რის, ლე­ვან ყი­ფი­ა­ნის მო­ად­გი­ლე თა­მაზ თევ­ზა­ძე სპორ­ტის კო­ლექ­ცი­ო­ნე­რია. მის კა­ბი­ნეტ­ში, ერთ-ერთ თა­რო­ზე, რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბის ავ­ტოგ­რა­ფი­ა­ნი სა­სუ­ვე­ნი­რო ბურ­თია. არ არის მხო­ლოდ კა­ლათ­ბურ­თის. სერ­გე­ი­უს იოვა­ი­შას­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლის კო­ლექ­ცია გა­იზ­რ­დე­ბა. ლე­გენ­და­რუ­ლი ლიტ­ვე­ლის­გან თევ­ზა­ძე ავ­ტოგ­რა­ფი­ან ბურთს მი­ი­ღებს. თა­მაზ თევ­ზა­ძეს­თან შეხ­ვედ­რას ეს­წ­რე­ბოდ­ნენ «ჰი­უნ­დაი აუტო ჯორ­ჯი­ას» პრე­ზი­დენ­ტი და­ვით გი­ორ­გო­ბი­ა­ნი და თბი­ლი­სის კა­ლათ­ბურ­თის გან­ვი­თა­რე­ბის კავ­ში­რის გამ­გე­ო­ბის წევ­რი ლე­ვან წუ­ლაია.

თა­მაზ თევ­ზა­ძეს გა­მოც­დი­ლე­ბის თე­ო­რი­უ­ლად გად­მო­ცე­მის ძა­ლი­ან კარ­გი უნა­რი აქვს. უამ­რა­ვი პრობ­ლე­მუ­რი სა­კითხი­დან რამ­დე­ნი­მეს გან­სა­კუთ­რე­ბით დი­დი ყუ­რადღე­ბა და­ეთ­მო. კერ­ძოდ, ხა­ზი გა­ეს­ვა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სპორ­ტუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის სიმ­ცი­რეს. თევ­ზა­ძემ მო­იყ­ვა­ნა უნ­გ­რე­თის მა­გა­ლი­თი. ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ტე­რი­ტო­რი­უ­ლად სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 24 000 კვ. კი­ლო­მეტ­რით მეტს ფლობს, ბევ­რად გვის­წ­რებს სპორ­ტუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით. უნ­გ­რეთ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 3 000 სპორ­ტუ­ლი ობი­ექ­ტია. თევ­ზა­ძის თქმით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რ­დულ საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­რომ უკ­ვე და­იწყო მუ­შა­ო­ბა ობი­ექ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის გეგ­მი­ურ გაზ­რ­და­ზე, რაც პირ­და­პირ­პ­რო­პორ­ცი­უ­ლად აისა­ხე­ბა 2015 წლის სე­ზონ­ზე, რო­დე­საც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ფეხ­ბურ­თ­ში ევ­რო­პის სუ­პერ­თა­სი და ევ­რო­პის ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი ფეს­ტი­ვა­ლი ჩა­ტარ­დე­ბა. უშუ­ა­ლოდ სა­კა­ლათ­ბურ­თო ნი­უ­ან­სებ­ზე სა­უბ­რი­სას მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე შე­ე­ხო ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის პროგ­რესს, რაც ზე­დი­ზედ ორ­ჯერ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე გას­ვ­ლას უკავ­შირ­დე­ბა.

სერ­გე­ი­უს იოვა­ი­შა: «მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლეს­თან სა­ინ­ტე­რე­სო სა­უ­ბა­რი გვქონ­და. სა­ქარ­თ­ვე­ლოს შე­უძ­ლია ძა­ლი­ან სწრა­ფად მი­ი­ღოს პროგ­რე­სი და არ ჩა­მორ­ჩეს ტემპს. მთა­ვა­რია, მი­ნის­ტ­რი და მი­სი გუნ­დი სწორ დას­კ­ვ­ნებს აკე­თე­ბენ და ცდი­ლო­ბენ ბი­უ­ჯეტ­ში არ­სე­ბუ­ლი თან­ხა რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად გა­და­ა­ნა­წი­ლონ (მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის მი­ხედ­ვით) ყვე­ლა სა­ხე­ო­ბა­ზე. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­იზ­რ­დე­ბა სპორ­ტუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის რიცხ­ვი, ბავ­შ­ვე­ბის დი­დი ნა­წი­ლი უფ­რო მონ­დო­მე­ბით ჩა­ერ­თ­ვე­ბა სპორ­ტ­ში. იმე­დი მაქვს, ორი წლის შემ­დეგ სა­ქარ­თ­ვე­ლო მზად იქ­ნე­ბა. თქვენ ხომ 2015-ში ორი დი­დი სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის მას­პინ­ძ­ლე­ბი იქ­ნე­ბით.»

* * *

სერ­გე­ი­უს იოვა­ი­შა ლე­გენ­დაა. სა­კა­ლათ­ბურ­თო აკა­დე­მი­ა­ში ნი­ჭი­ე­რი ბავ­შ­ვე­ბი ჩა­დი­ან. სა­ვარ­ჯი­შოდ, სა­თა­მა­შოდ, კა­ლათ­ბურ­თ­თან მე­გობ­რო­ბის­თ­ვის. ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის ლე­გენ­დას­თან გა­სა­უბ­რე­ბა უნი­კა­ლუ­რი შან­სია. ბავ­შ­ვებ­მა ლიტ­ვე­ლის­გან ოც­წუ­თი­ა­ნი სა­კა­ლათ­ბურ­თო გაკ­ვე­თი­ლი მი­ი­ღეს.

იოვა­ი­შა დარ­ბაზ­ში ჩა­დის. ცო­ტა ხან­ში და­იწყე­ბა თბი­ლი­სის 14-წლამ­დელ­თა ჩემ­პი­ო­ნა­ტის ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის თა­მა­ში, რომ­ლის ერთ-ერ­თი მო­ნა­წი­ლეა «ჰი­უნ­და­ის» კლუ­ბი, რო­მე­ლიც «დი­ნა­მოს» ხვდე­ბა. მა­ნამ­დე სერ­გე­ი­უს იოვა­ი­შა და­ეს­წ­რო «ბას­ტი­ო­ნი­სა» და «ოლიმ­პის» თა­მაშს, რო­მე­ლიც «ოლიმ­პ­მა» მო­ი­გო. სტუმ­რის­თ­ვის ეს არ იყო მთა­ვა­რი. იოვა­ი­შას მო­ე­წო­ნა «ოლიმ­პის» ოც­და­მე­სა­მე ნო­მე­რი - ძა­ლი­ან კარ­გი ბავ­შ­ვი.

თა­მა­შის დაწყე­ბამ­დე იწყე­ბა მას­ტერ­კ­ლა­სი. სერ­გე­ი­უს­მა პა­ტა­რებს ლიტ­ვის ნაკ­რე­ბის კე­პე­ბი და­უ­რი­გა. ძა­ლი­ან კარ­გი ჟეს­ტი ლიტ­ვე­ლის­გან, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვებს ესა­უბ­რე­ბა და პა­ტა­რე­ბი ბევრ სა­ინ­ტე­რე­სოს იგე­ბენ. პა­ტა­რე­ბი იგე­ბენ ის­ტო­რი­ებს ლე­გენ­დებ­ზე და იღე­ბენ რჩე­ვებს ლე­გენ­დის­გან.

მას­ტერ­კ­ლა­სის ფორ­მა­ტი შე­იც­ვა­ლა. მას­ტერ­კ­ლა­სი თე­ო­რი­ით დას­რულ­და და ბავ­შ­ვებ­მა კი­დევ ერ­თხელ გა­ი­გეს, რომ მა­თი უფ­რო­სი მე­გო­ბა­რი თა­ვის დრო­ზე ლა­რი ბერ­დის და მა­იკლ ჯორ­და­ნის წი­ნა­აღ­მ­დეგ თა­მა­შობ­და. იყო იმ გუნ­დის კა­პი­ტა­ნი, რო­მელ­შიც არ­ვი­დას სა­ბო­ნი­სი სო­ლი­რებ­და.

სერ­გე­ი­უს იოვა­ი­შა: «ძა­ლი­ან მონ­დო­მე­ბუ­ლი, სწრა­ფი ბავ­შ­ვე­ბი არი­ან. რაც მთა­ვა­რია, ყვე­ლას უყ­ვარს კა­ლათ­ბურ­თი და ყვე­ლა მაქ­სი­მუ­მის გა­კე­თე­ბას ცდი­ლობს. ამ ასაკ­ში ბევ­რის გა­კე­თე­ბას ას­წ­რებ. ეს თა­ო­ბა რე­ა­ლუ­რად ბევრს მო­ას­წ­რებს.»

* * *

სერ­გე­ი­უს იოვა­ი­შას ვი­ზი­ტის დას­კ­ვ­ნი­თი დღე სას­ტუმ­რო «შე­რა­ტონ მე­ტე­ხი პა­ლას­ში» ორ­მ­ხ­რი­ვი მე­მო­რან­დუ­მის გა­ფორ­მე­ბით დას­რულ­და. სა­კა­ლათ­ბურ­თო სკო­ლა «ჰი­უნ­დაი» და ლე­გენ­და­რუ­ლი ლიტ­ვე­ლი ვე­ტე­რა­ნი ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტალ­ზე ჩა­მო­ყა­ლიბ­დ­ნენ და ეს შე­თან­ხ­მე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ა­ფორ­მეს.

გა­ფორ­მე­ბუ­ლი მე­მო­რან­დუ­მი მო­ი­ცავს პი­რო­ბე­ბი­სა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის ნუს­ხას, რომ­ლე­ბიც კა­ლათ­ბურ­თის გან­ვი­თა­რე­ბის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი. მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ში შე­დის ისე­თი პუნ­ქ­ტე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა, ქარ­თ­ვე­ლი მწვრთნე­ლე­ბი­სა და აღ­საზ­რ­დე­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა ლიტ­ვა­ში ან ლიტ­ვე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ვი­ზი­ტი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ტრე­ნინ­გე­ბი­სა და მას­ტერ­კ­ლა­სე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად.

და­ვით გი­ორ­გო­ბი­ა­ნი («ჰი­უნ­დაი აუტო ჯორ­ჯი­ას» პრე­ზი­დენ­ტი): «ჩვე­ნი სკო­ლის­თ­ვის ეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ამ­ბა­ვია. სერ­გე­ი­უს იოვა­ი­შას ერუ­დი­ცია, მი­სი ინ­ტე­ლექ­ტი და გა­მოც­დი­ლე­ბა ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის უდი­დე­სი სტი­მუ­ლია. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს მე­მო­რან­დუ­მი მეტ მო­ტი­ვა­ცი­ას მის­ცემს ჩვე­ნი სკო­ლის მწვრთნე­ლებ­საც. «ჰი­უნ­და­ის» და ლიტ­ვუ­რი კა­ლათ­ბურ­თის გან­ვი­თა­რე­ბის მო­დე­ლი არა მარ­ტო ჩვე­ნი სკო­ლის­თ­ვის, მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სოა. სერ­გე­ი­უს იოვა­ი­შას­თან გვექ­ნე­ბა ხში­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი. მი­სი რჩე­ვე­ბი მხო­ლოდ და მხო­ლოდ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს «ჰი­უნ­და­ის» სკო­ლის სა­ბო­ლოო პრო­დუქტს.»

სერ­გე­ი­უს იოვა­ი­შა: «ვი­ცი, რომ «ჰი­უნ­და­ის» სკო­ლას შარ­შან სა­ქარ­თ­ვე­ლოს ასა­კობ­რივ ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ში სე­რი­ო­ზუ­ლი წარ­მა­ტე­ბა ჰქონ­და. ხუ­თი­დან სა­მი ასა­კობ­რი­ვი ტურ­ნი­რის მო­გე­ბა დი­დი წარ­მა­ტე­ბა და მწვრთნე­ლე­ბის სწო­რი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გია. მაქ­სი­მა­ლურ ყუ­რადღე­ბას და­ვუთ­მობ ამ სკო­ლას და ვეც­დე­ბი, ჩე­მი კონ­ტაქ­ტე­ბი და გა­მოც­დი­ლე­ბა მათ სა­სი­კე­თოდ გა­მო­ვი­ყე­ნო.»

* * *

ლიტ­ვე­ლი ლე­გენ­და სამ­დღი­ან ვი­ზიტს ამ­თავ­რებს. რამ­დე­ნი­მე მას­ტერ­კ­ლა­სი, გას­ვ­ლი­თი ტუ­რი რუს­თავ­ში, ბევ­რი და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი ეპი­ზო­დი, შეხ­ვედ­რე­ბი ძველ მე­გობ­რებ­თან... ლე­გენ­და არ იღ­ლე­ბა. სერ­გე­ი­უს იოვა­ი­შამ სა­ქარ­თ­ვე­ლოს დი­დი სით­ბო, ყუ­რადღე­ბა აჩუ­ქა. იოვა­ი­შამ სიყ­ვა­რუ­ლი ჩა­მო­ი­ტა­ნა და ლიტ­ველ­მა და­ის­ვე­ნა. იოვა­ი­შა არ იბ­ნე­ო­და მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო კლუ­ბე­ბის, მო­თა­მა­შე­ე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ და ცო­ტა და­იბ­ნა, რო­დე­საც თბი­ლი­სის სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში შე­ვი­და. იქ, სა­დაც მი­სი კა­რი­ე­რა მი­დი­ო­და.

ბო­ლო დღეს იოვა­ი­შა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ლათ­ბურ­თის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი მი­ხე­ილ გაბ­რი­ჩი­ძე, «ჰი­უნ­დაი აუტო ჯორ­ჯი­ას» პრე­ზი­დენ­ტი და­ვით გი­ორ­გო­ბი­ა­ნი და თბი­ლი­სის კა­ლათ­ბურ­თის გან­ვი­თა­რე­ბის კავ­ში­რის გამ­გე­ო­ბის წევ­რი ლე­ვან წუ­ლაია სა­ქარ­თ­ვე­ლოს ერ­თი­ა­ნო­ბის­თ­ვის და­ღუ­პუ­ლი გმი­რე­ბის მე­მო­რი­ალს ეს­ტუმ­რ­ნენ და პა­ტი­ვი მი­ა­გეს. იოვა­ი­შას­თ­ვის ეს სა­სი­ა­მოვ­ნო ეპი­ზო­დი იყო.

უბ­რა­ლოდ, კი­დევ ერ­თი კარ­გი ეპი­ზო­დი. სერ­გე­ი­უს იოვა­ი­შა ძა­ლი­ან უშუ­ა­ლო, უბ­რა­ლო, და­დე­ბი­თი პერ­სო­ნაა. იოვა­ი­შა მი­დის და უკ­ვე გვე­ნატ­რე­ბა. მე­ტი პო­ზი­ტი­ვი ლიტ­ვე­ლის­გან მეტ დროს მო­ითხოვს. ბო­ლო ვი­ზი­ტი ძა­ლი­ან კარ­გი, თბი­ლი ნა­ბი­ჯი იყო.

სერ­გე­ი­უს იოვა­ი­შა წა­ვი­და.

დი­დი მად­ლო­ბა ვე­ტე­რანს.

 

 

 

 

სხვა სიახლეები
13 თებერვალი, 2015 ქართული ექსპანსია ბრუნდება
05 თებერვალი, 2015 16-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა
04 თებერვალი, 2015 ქართველი 16-წლამდელები ლიტვასთან დამარცხდნენ და მესამე ადგილისთვის ლატვიას შეხვდებიან
03 თებერვალი, 2015 საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა
03 თებერვალი, 2015 რუსეთიც მონტენეგროს გზას გავუყენეთ
01 აპრილი, 2014 ფაჩულიას ორმაგი დოზა
25 მარტი, 2014 ერთი ზაზა მილუოკიში
31 დეკემბერი, 2013 ზა­ზას სე­ზო­ნი
28 დეკემბერი, 2013 მტვრი­ა­ნი შტა­ტის პირ­ვე­ლი ცეკ­ვა
21 დეკემბერი, 2013 ორ­მა­გი ლებ­რო­ნი