ზა­ზა ფა­ჩუ­ლია და „მი­ლუ­ო­კი“ ბო­ლო ად­გილს შე­ეჩ­ვივ­ნენ
06 დეკემბერი, 2013
1586
print

ზა­ზა ფა­ჩუ­ლი­ას „მი­ლუ­ო­კის“ წა­გე­ბებს ბო­ლო არ უჩანს - 15 წა­გე­ბით ცენ­ტ­რა­ლურ დი­ვი­ზი­ონ­სა და ასე­ვე მთელ აღ­მო­სავ­ლეთ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში ბო­ლო ად­გილ­ზეა.

გუ­შინ, გამ­თე­ნი­ი­სას, მი­ლუ­ო­კე­ლებ­მა სა­კუ­თარ მო­ე­დან­ზე „დეტ­რო­იტ პის­ტონ­ზ­თან“ 98:105 წა­ა­გეს.

მი­ლუ­ო­კელ­თა მწვრთნელ­მა ლა­რი დრი­უმ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის კა­პი­ტა­ნი სა­თა­და­რი­გო­თა შო­რის გა­ამ­წე­სა, სა­თა­მა­შოდ კი 06:12 წუ­თი მის­ცა. ქარ­თ­ველ­მა ცენ­ტ­რ­მა 2 სა­ჯა­რი­მო ჩა­აგ­დო, 2 ორ­ქუ­ლი­ა­ნი ააცი­ლა და ორ ქუ­ლას 2 მოხ­ს­ნა წა­ა­მა­ტა. ბურ­თი ერ­თხელ და­კარ­გა და ერ­თი პერ­სო­ნა­ლუ­რი მი­ი­ღო.

ზა­ზა ფა­ჩუ­ლი­ას მცი­რე სა­თა­მა­შო დრო­ის მი­ზე­ზი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კ­ვა - მარ­ჯ­ვე­ნა ფე­ხის ტრავ­მა მი­ი­ღო­ვო.

მი­ლუ­ო­კელ­თა თავ­კაც­მა მატ­ჩის შემ­დეგ თქვა, რომ ქარ­თ­ვე­ლი ცენ­ტ­რი მატ­ჩამ­დეც არ გრძნობ­და თავს კარ­გა­დო.

22 ქუ­ლით და 10 მოხ­ს­ნით მას­პინ­ძელ­თა­გან სა­უ­კე­თე­სო იყო თურ­ქი ერ­სან ილი­ა­სო­ვა, დეტ­რო­ი­ტელ­თა­გან კი ორ­მა­გი დუბ­ლი ორ­მა კა­ლათ­ბურ­თელ­მა შე­ას­რუ­ლა: ან­დ­რე დრა­მონ­დ­მა (24 ქუ­ლა, 19 მოხ­ს­ნა) და გრეგ მონ­რომ (18 ქუ­ლა, 17 მოხ­ს­ნა).

„ბაქსს“ მო­რი­გი მატ­ჩი „ვა­შინ­გ­ტონ უიზარ­დ­ს­თან“ სტუმ­რად უწევს.

მი­ლუ­ო­კი - დეტ­რო­ი­ტი 98:105 (19:26, 31:19, 17:35, 31:25)

მი­ლუ­ო­კი: მიდ­ლ­ტო­ნი (14 ქ.), ნა­ი­ტი (12 ქ.), ჰენ­სო­ნი (12 ქ. 9 მ.), მაიო (7 ქ.), იუდო (3 ქ. 6 დ.); ილი­ა­სო­ვა (22 ქ. 10 მ.), რიდ­ნუ­რი (10 ქ. 8 პ.), ნი­ლი (8 ქ.), ადე­ტო­კუმ­ბო (6 ქ.), ფა­ჩუ­ლია (2 ქ.), რა­დუ­ლი­ცა (2 ქ.).

დეტ­რო­ი­ტი: დრა­მონ­დი (24 ქ. 19 მ.), მონ­რო (18 ქ. 17 მ.), ჯე­ნინ­გ­სი (17 ქ. 11 პ.), სმი­ტი (17 ქ.), კოლ­დუ­ელ-პო­უ­პი (8 ქ.); სინ­გ­ლე­რი (15 ქ.), სტა­კი (4 ქ.), იერებ­კო (2 ქ.), სი­ვა, ჰა­რელ­სო­ნი.

სხვა სიახლეები
13 თებერვალი, 2015 ქართული ექსპანსია ბრუნდება
05 თებერვალი, 2015 16-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა
04 თებერვალი, 2015 ქართველი 16-წლამდელები ლიტვასთან დამარცხდნენ და მესამე ადგილისთვის ლატვიას შეხვდებიან
03 თებერვალი, 2015 საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა
03 თებერვალი, 2015 რუსეთიც მონტენეგროს გზას გავუყენეთ
01 აპრილი, 2014 ფაჩულიას ორმაგი დოზა
25 მარტი, 2014 ერთი ზაზა მილუოკიში
31 დეკემბერი, 2013 ზა­ზას სე­ზო­ნი
28 დეკემბერი, 2013 მტვრი­ა­ნი შტა­ტის პირ­ვე­ლი ცეკ­ვა
21 დეკემბერი, 2013 ორ­მა­გი ლებ­რო­ნი