დუ­შან უჰ­რინ­მა მო­ი­გო და წა­ვი­და
06 დეკემბერი, 2013
2604
print

გა­ი­მარ­თა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის უმაღ­ლე­სი ლი­გის XV ტუ­რის დარ­ჩე­ნი­ლი შეხ­ვედ­რე­ბი, რომ­ლის ცენ­ტ­რა­ლურ მატ­ჩ­ში სა­ტურ­ნი­რო ცხრი­ლის ლი­დერ­მა, თბი­ლი­სის „დი­ნა­მომ“, „დი­ნა­მო არე­ნა­ზე“ ლან­ჩხუ­თის „გუ­რი­ას“ უმას­პინ­ძ­ლა და 3:1 და­ა­მარ­ცხა.

მატ­ჩის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ თბი­ლი­სის „დი­ნა­მოს“ მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის რან­გ­ში გუნდს უკა­ნას­კ­ნე­ლად გა­უძღ­ვა დუ­შან უჰ­რი­ნი - ჩე­ხი სამ­შობ­ლო­ში ბრუნ­დე­ბა, სა­დაც „პლზენს“ ჩა­უდ­გე­ბა სა­თა­ვე­ში.

დუ­შან უჰ­რი­ნი თბი­ლი­სის „დი­ნა­მოს“ მთა­ვარ მწვრთნე­ლად 2012 წლის ივ­ნის­ში და­ი­ნიშ­ნა. მი­სი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა­ზე ტი­ტუ­ლო­ვან­მა გუნ­დ­მა 2012-2013 წლე­ბის სე­ზონ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნო­ბა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს თა­სი და სუ­პერ­თა­სი მო­ი­გო.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ «დი­ნა­მო» VS „გუ­რი­ას», აქ ან­გა­რი­ში გუ­რუ­ლებ­მა გახ­ს­ნეს - 28-ე წუთ­ზე სტუმ­რე­ბი წინ ვი­ლი ისი­ან­მა გა­იყ­ვა­ნა. დი­ნა­მო­ე­ლებ­მა მატ­ჩის ბე­დის შე­მოტ­რი­ა­ლე­ბა მე­ო­რე ტა­იმ­ში შეძ­ლეს. 58-ზე ჯერ ჩის­კომ გა­ა­თა­ნაბ­რა, 79-ზე მას­პინ­ძ­ლე­ბი წინ გი­ორ­გი მე­რე­ბაშ­ვი­ლი გა­იყ­ვა­ნა, სა­ბო­ლოო ან­გა­რი­ში კი ჯა­ბა დვალ­მა 89-ეზე და­ა­ფიქ­სი­რა.

შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე «დი­ნა­მო არე­ნას» სტა­დი­ო­ნის მე­დია დარ­ბაზ­ში ტრა­დი­ცი­უ­ლი მატ­ჩის­შემ­დ­გო­მი პრეს­კონ­ფე­რენ­ცია შედ­გა.

რო­მან პო­კო­რა: ლან­ჩხუ­თის გუ­რია მატ­ჩამ­დე რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ჩემს გუნდს თა­მა­შამ­დე სრულ­ფა­სო­ვა­ნი ვარ­ჯი­შე­ბი არ ჩა­უ­ტა­რე­ბია. რო­გორც მწვრთნე­ლი და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი შე­დე­გით კმა­ყო­ფი­ლი ვერ ვიქ­ნე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა დღე­ვან­დელ და­პი­რის­პი­რე­ბას, მე­ტო­ქემ კლა­სი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის ხარ­ჯ­ზე გვა­ჯო­ბა, თა­ნაც დი­ნა­მოს გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი სა­თა­და­რი­გო­თა სკა­მი აქვს და ეს მათ ას­პა­რე­ზო­ბა­ზე აისა­ხე­ბა კი­დეც.

დუ­შან უჰ­რი­ნი: პირ­ვე­ლი ტა­ი­მის შემ­დეგ ჩვენ ვმარ­ცხ­დე­ბო­დით. ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი გრძე­ლი გა­და­ცე­მე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას მრავ­ლად უშ­ვებ­დ­ნენ შეც­დო­მებს. დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რის მე­ო­რე ტა­ი­მი კარ­გად და­ვიწყეთ და მატ­ჩი სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გით და­ვას­რუ­ლეთ. სა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ უახ­ლო­ეს მდე­ვარს ექ­ვ­სი ქუ­ლით გა­ვუს­წა­რით.

 

სხვა სიახლეები
13 ივლისი, 2013 წყალ­ბურ­თე­ლებ­მა მე­ო­რე ჯგუ­ფუ­რი ეტა­პი მო­გე­ბით და­იწყეს
30 მაისი, 2013 19-წლამ­დე­ლე­ბი ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე გა­ვიდ­ნენ
21 მაისი, 2013 ან­ჩე­ლო­ტის რე­ა­ლუ­რი სურ­ვი­ლი
12 მარტი, 2013 ესპანეთზე გამარჯვებამ ბორჯღალოსნებს რეიტინგში 0,1 ქულა შემატა
11 დეკემბერი, 2012 ცინცაძემ “დნიპროსთან” სეზონის მეორე შედეგი აჩვენა
09 ოქტომბერი, 2012 სა­მარ­თ­ლი­ა­ნი შე­დე­გი
28 აგვისტო, 2012 რუნი ერთ თვეს დაისვენებს
03 აგვისტო, 2012 ლონ­დო­ნი 2012. Top 7 სკან­და­ლი
07 ივლისი, 2012 ევ­რო­მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბი
23 ივნისი, 2012 რონალდუ "ოქროს ბურთს" უახლოვდება