პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი გორ­ში
05 დეკემბერი, 2013
1558
print

მი­ხე­ილ გაბ­რი­ჩი­ძე გორ­ში ჩა­ვი­და. სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი ჯერ არ ამ­თავ­რებს თა­ვის ტურ­ნეს და კი­დევ რამ­დე­ნი­მე გას­ვ­ლაა და­გეგ­მი­ლი.

გორ­შიც პრობ­ლე­მე­ბია. თით­ქ­მის ყველ­გან პრობ­ლე­მე­ბია და ეს უნ­და მოგ­ვარ­დეს. გაბ­რი­ჩი­ძემ მო­ის­მი­ნა, მო­ი­ნიშ­ნა, გა­აც­ნო და გა­ეც­ნო. სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რა იყო. სა­ინ­ტე­რე­სო და ორი­ვე მხა­რის­თ­ვის ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლად დატ­ვირ­თუ­ლი. გა­დავ­დი­ვართ დე­ტა­ლებ­ზე. დე­ტა­ლე­ბი უფ­რო პრობ­ლე­მუ­რია, თუმ­ცა მა­თი მოგ­ვა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა.

გო­რის სპორ­ტ­ს­კო­ლა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სპორ­ტ­ს­კო­ლაა. იმ შე­ნო­ბა­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ვარ­ჯი­შე­ბი, პრო­ცე­დუ­რე­ბი ტარ­დე­ბა. იმ შე­ნო­ბა­ში აგ­ვა­რე­ბენ პრობ­ლე­მებს. ალ­ბათ, ჩვე­უ­ლებ­რივ პრობ­ლე­მებს. მა­გა­ლი­თად, თუნ­დაც იმას, რომ კა­ლათ­ბურ­თე­ლე­ბის ვარ­ჯი­ში (ერთ-ერთ ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში) ტარ­დე­ბა ერ­თი მო­ედ­ნის ორ მხა­რეს და ვარ­ჯი­შის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა მხო­ლოდ 30 წუ­თია. მე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბა არ არის. ერთ ნა­ხე­ვარ­ზე ვარ­ჯი­შო­ბენ მონ­დო­მე­ბუ­ლი გო­გო­ნე­ბი და მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ზე - ასე­ვე მონ­დო­მე­ბუ­ლი ბი­ჭე­ბი. ბავ­შ­ვე­ბი ძა­ლი­ან მცი­რე დრო­ში ძა­ლი­ან ცო­ტას იღე­ბენ და ეს გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლია. ალ­ბათ ისიც, რომ კა­ლათ­ბურ­თე­ლე­ბი, მო­ჭი­და­ვე­ე­ბი, ხელ­ბურ­თე­ლე­ბი და ფრენ­ბურ­თე­ლე­ბი ერთ დარ­ბაზ­ში არი­ან. დრო თა­ნაბ­რად არ ნა­წილ­დე­ბა. არ გა­მო­დის. ამი­ტომ ყვე­ლა იჩაგ­რე­ბა.

მო­საგ­ვა­რე­ბე­ლია დარ­ბა­ზის პრობ­ლე­მა. დარ­ბაზ­ში ბევ­რი სხვა ნი­უ­ან­სია მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი. სადღაც იატა­კია შე­სა­კე­თე­ბე­ლი. სადღაც არ არის საკ­მა­რი­სი გა­ნა­თე­ბა. სადღაც მწვრთნელ­მა ბავშვს მე­ტი ყუ­რადღე­ბა უნ­და და­უთ­მოს. სადღაც ალ­ბათ ბავ­შ­ვ­მაც უფ­რო ყუ­რადღე­ბით უნ­და შე­ას­რუ­ლოს სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბა. ამ პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას დრო უნ­და. გო­რე­ლე­ბი ცალ­კე, სა­კა­ლათ­ბურ­თო დარ­ბა­ზის აშე­ნე­ბას ითხო­ვენ. დარ­ბა­ზის, რო­მელ­შიც არც მო­ჭი­და­ვე­ე­ბი ივარ­ჯი­შე­ბენ და არც ჰო­კე­ის­ტე­ბი. არც წყალ­ბურ­თე­ლე­ბი შევ­ლენ. ეს უნ­და იყოს მხო­ლოდ კა­ლათ­ბურ­თე­ლე­ბის დარ­ბა­ზი. სა­მარ­თ­ლი­ა­ნი მოთხოვ­ნაა. მი­ხე­ილ გაბ­რი­ჩი­ძემ ეს პრობ­ლე­მე­ბი მო­ის­მი­ნა, გა­ი­გო და და­ი­მახ­სოვ­რა. ყვე­ლა­ფე­რი ჩა­ნიშ­ნუ­ლია და გაბ­რი­ჩი­ძე უკ­ვე ფიქ­რობს პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის სქე­მა­ზე. კი­დევ ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რა და გა­ი­ზარ­და პრობ­ლე­მე­ბის რიცხ­ვი. დარ­ბა­ზი ერთ კვი­რა­ში ვერ აშენ­დე­ბა, მაგ­რამ სხვა პრობ­ლე­მებს ყუ­რადღე­ბას მი­აქ­ცე­ვენ. პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ­მა ეს თქვა და ის კი­დევ რამ­დე­ნი­მე შეხ­ვედ­რას გეგ­მავს. გორ­ში ნი­ჭი­ე­რი ბავ­შ­ვე­ბი არი­ან, მაგ­რამ... თბი­ლის­ში მი­დი­ან. გაბ­რი­ჩი­ძეს ესეც უთხ­რეს და მან კი­დევ ერ­თი ჩა­ნა­წე­რი გა­ა­კე­თა. ჩა­ნა­წე­რე­ბის რიცხ­ვი იზ­რ­დე­ბა. სლო­გა­ნე­ბით სა­უ­ბა­რი არ არის გაბ­რი­ჩი­ძის სტი­ლი. უფ­რო საქ­მე და მოქ­მე­დე­ბა. ეს უკე­თე­სია და უფ­რო შე­დე­გის მომ­ტა­ნი. ყვე­ლა მხა­რის­თ­ვის.

მი­ხე­ილ გაბ­რი­ჩი­ძე: «რე­გი­ო­ნებ­ში შეხ­ვედ­რე­ბი არ და­მიმ­თავ­რე­ბია. მქონ­და შეხ­ვედ­რე­ბი და­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან. პა­ტი­ვი მქონ­და ჩავ­სუ­ლი­ყა­ვი გორ­ში, სა­დაც შევ­ხ­ვ­დი ხა­შუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რა თქმა უნ­და, გო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც. ენ­თუ­ზი­აზ­მი დი­დია, მათ უყ­ვართ კა­ლათ­ბურ­თი და, სა­ერ­თოდ, სპორ­ტი. მათ ყვე­ლა­ნა­ი­რად ხე­ლი უნ­და შე­ვუწყოთ. აუცი­ლე­ბე­ლია ახა­ლი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბა და წარ­დ­გე­ნა ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის­თ­ვის. აუცი­ლე­ბე­ლია მულ­ტი­ფუნ­ქ­ცი­უ­რი დარ­ბა­ზე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა და, რა თქმა უნ­და, მწვრთნე­ლე­ბი­სა და მსა­ჯე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა. ამ გზით უნ­და გან­ვი­თარ­დეს რე­გი­ო­ნებ­ში კა­ლათ­ბურ­თი. რა თქმა უნ­და, რე­გი­ო­ნუ­ლი კა­ლათ­ბურ­თის გან­ვი­თა­რე­ბის გა­რე­შე, ზო­გა­დად, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სპორ­ტის ეს სა­ხე­ო­ბა ბო­ლომ­დე ვერ გან­ვი­თარ­დე­ბა. მაქ­სი­მუმს გა­ვა­კე­თებ, რომ ეს პრობ­ლე­მე­ბი მოგ­ვარ­დეს. ამ ხალ­ხის გუ­ლის­ტ­კი­ვი­ლი ჩე­მი, თქვე­ნი გუ­ლის­ტ­კი­ვი­ლია. პრობ­ლე­მებს მივ­ხე­დავთ.“

მი­ხე­ილ გაბ­რი­ჩი­ძე გო­რი­დან წა­ვი­და. სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი ჯერ არ ამ­თავ­რებს თა­ვის ტურ­ნეს. კი­დევ რამ­დე­ნი­მე გას­ვ­ლაა და­გეგ­მი­ლი. გორ­შიც პრობ­ლე­მე­ბი იყო. თით­ქ­მის ყველ­გან პრობ­ლე­მე­ბია და ეს უნ­და მოგ­ვარ­დეს. გაბ­რი­ჩი­ძემ მო­ის­მი­ნა, მო­ი­ნიშ­ნა, გა­აც­ნო და გა­ეც­ნო. სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რა იყო.

სხვა სიახლეები
13 თებერვალი, 2015 ქართული ექსპანსია ბრუნდება
05 თებერვალი, 2015 16-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა
04 თებერვალი, 2015 ქართველი 16-წლამდელები ლიტვასთან დამარცხდნენ და მესამე ადგილისთვის ლატვიას შეხვდებიან
03 თებერვალი, 2015 საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა
03 თებერვალი, 2015 რუსეთიც მონტენეგროს გზას გავუყენეთ
01 აპრილი, 2014 ფაჩულიას ორმაგი დოზა
25 მარტი, 2014 ერთი ზაზა მილუოკიში
31 დეკემბერი, 2013 ზა­ზას სე­ზო­ნი
28 დეკემბერი, 2013 მტვრი­ა­ნი შტა­ტის პირ­ვე­ლი ცეკ­ვა
21 დეკემბერი, 2013 ორ­მა­გი ლებ­რო­ნი