შენ­გე­ლი­ას რე­კორ­დუ­ლი 7
05 დეკემბერი, 2013
1569
print

მომრავლებული ტრავმიანობის გამო „ბრუკლინ ნეთსის“ და ლამის მთელი ძირითადი შემადგენლობის ლაზარეთში გადაბარგებამ სათადარიგოებს გაუხსნა გზა.

მათ შორის თორნიკე შენგელიასაც, რომელსაც ბოლო მატჩებია „ნეთსის“ რიგებში მეტ სათამაშო დროს აძლევენ. ასე იყო „დენვერ ნაგითსთან“ საშინაო შეხვედრაშიც, სადაც ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 17:39 წუთში მიმდინარე სეზონში მისთვის სარეკორდო 7 ქულას მოუყარა თავი.

დენ­ვე­რე­ლე­ბი ბრუკ­ლინს ზე­დი­ზედ მო­გე­ბუ­ლი 6 მატ­ჩით ეწ­ვივ­ნენ და მიჯ­რით მო­გე­ბუ­ლი მეშ­ვი­დე შეხ­ვედ­რით შინ დაბ­რუნ­დ­ნენ. შენ­გე­ლი­ამ და კომ­პა­ნი­ამ პირ­ვე­ლი მე­ოთხე­დი 29:27 მო­ი­გო, მაგ­რამ შემ­დეგ სტუმ­რებ­მა იძა­ლეს და სა­ბო­ლო­ოდ ძა­ლი­ან იოლად - 111:87 გა­ი­მარ­ჯ­ვეს.

ბრუკ­ლი­ნე­ლებს თით­ქოს ტრავ­მი­რე­ბუ­ლი მო­თა­მა­შე­ე­ბი აკ­ლ­დათ, რომ მათ სი­ას გუნ­დის ერთ-ერთ ლი­დე­რი პოლ პირ­სიც და­ე­მა­ტა - ხე­ლი მო­ი­ტე­ხა.

ერ­თი სიტყ­ვით, მე­ტად სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან ბრუკ­ლი­ნე­ლე­ბი. ეგაა, მომ­რავ­ლე­ბულ­მა ტრავ­მი­ა­ნო­ბამ სა­თა­და­რი­გო­ებს გა­უხ­ს­ნა გზა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ თორ­ნი­კე შენ­გე­ლის მომ­დევ­ნო შეხ­ვედ­რა­შიც მი­ე­ცე­მა თა­მა­შის სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მელ­მაც მის­თ­ვის სა­რე­კორ­დო 7 ქუ­ლას პლუს 2 მოხ­ს­ნა, 2 პა­სი და 1 ჩაჭ­რაც შე­მა­ტა. გარ­და ამი­სა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის წევ­რ­მა 5-დან 3 ორ­ქუ­ლი­ა­ნი და 2-დან 1 სა­ჯა­რი­მო ჩა­აგ­დო, სამ­ქუ­ლი­ა­ნი ააცი­ლა, ბურ­თი ერ­თხელ და­კარ­გა და 1 პერ­სო­ნა­ლუ­რი ფო­ლიც მი­ი­ღო.

„ნეთ­სის“ რი­გებ­ში 22 ქუ­ლით ყვე­ლა­ზე შე­დე­გი­ა­ნი ჯო ჯონ­სო­ნი აღ­მოჩ­ნ­და, ხო­ლო მირ­ზა ტე­ლე­ტო­ვი­ჩი, რო­მე­ლიც მეტ სა­თა­მა­შო დროს ითხოვს და ამა­ვე მი­ზე­ზით სხვა კლუბ­ში გა­დას­ვ­ლას ლა­მობს,13:55 წუთ­ში ოთხი­ვე სრო­ლა გა­ა­ცუ­და და უქუ­ლოდ დარ­ჩა.

„ბრუკ­ლინს“ 5 მო­გე­ბის წილ 13 მარ­ცხი მო­უგ­როვ­და და ატ­ლან­ტი­კის დი­ვი­ზი­ონ­ში ბო­ლოს­წი­ნა ად­გილ­ზეა, მთელს აღ­მო­სავ­ლეთ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში კი მე-13 ად­გი­ლი უკა­ვია.

დღეს გამ­თე­ნი­ი­სას ბრუკ­ლი­ნე­ლებს უახ­ლო­ეს მდე­ვარ „ნიუ იორკ ნიქ­სის“ მას­პინ­ძ­ლო­ბა უწევ­დათ.

ეროვ­ნულ სა­კა­ლათ­ბურ­თო ასო­ცი­ა­ცი­ა­ში ვე­რა და ვერ ააწყო თა­მა­ში ზა­ზა ფა­ჩუ­ლი­ას «მი­ლუ­ო­კი ბაქ­ს­მა» - ბოს­ტონ­თან სა­პა­სუ­ხო მატ­ჩი 100:108 წა­ა­გო (პირ­ველ შეხ­ვედ­რა­ში ბევ­რის­თ­ვის გა­საკ­ვირ­ვად მი­ლუ­ო­კე­ლებ­მა „სელ­ტიქსს“ შინ მო­უ­გეს).

ქარ­თ­ვე­ლი ცენ­ტ­რი სა­თა­და­რი­გო იყო და მო­ე­დან­ზე 18 წუ­თით გა­მოჩ­ნ­და. ფა­ჩუ­ლი­ამ 5-დან 3 ორ­ქუ­ლი­ა­ნი და 2-დან 2 სა­ჯა­რი­მო ჩა­აგ­დო და 8 ქუ­ლა და­აგ­რო­ვა. ამასთნ, 4 მოხ­ს­ნა და 1 პა­სიც მი­ით­ვა­ლა. „მი­ლუ­ო­კი­ში“ 19 ქუ­ლით ბომ­ბარ­დი­რი გახ­და ოჯეი მაიო, „ბოს­ტონ­ში“ კი ჯორ­დან კრო­უ­ფორ­დ­მა 25 ქუ­ლა მი­ით­ვა­ლა.

სა­მი მო­გე­ბი­თა და 14 წა­გე­ბით ფა­ჩუ­ლი­ას გუნ­დი აღ­მო­სავ­ლეთ­ში ბო­ლო ად­გილ­ზე რჩე­ბა. მო­რი­გი შეხ­ვედ­რა მი­ლუ­ო­კე­ლებს ცენ­ტ­რა­ლუ­რი დი­ვი­ზი­ო­ნის ერთ-ერთ ლი­დერ „დეტ­რო­იტ პის­ტონ­ზ­თან“ უწევთ.

სხვა სიახლეები
13 თებერვალი, 2015 ქართული ექსპანსია ბრუნდება
05 თებერვალი, 2015 16-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა
04 თებერვალი, 2015 ქართველი 16-წლამდელები ლიტვასთან დამარცხდნენ და მესამე ადგილისთვის ლატვიას შეხვდებიან
03 თებერვალი, 2015 საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა
03 თებერვალი, 2015 რუსეთიც მონტენეგროს გზას გავუყენეთ
01 აპრილი, 2014 ფაჩულიას ორმაგი დოზა
25 მარტი, 2014 ერთი ზაზა მილუოკიში
31 დეკემბერი, 2013 ზა­ზას სე­ზო­ნი
28 დეკემბერი, 2013 მტვრი­ა­ნი შტა­ტის პირ­ვე­ლი ცეკ­ვა
21 დეკემბერი, 2013 ორ­მა­გი ლებ­რო­ნი