„ქარ­თ­ვე­ლი“ პუ­ლე­ნი ბარ­სე­ლო­ნა­ში ქარ­თ­ვე­ლებს და­უ­პი­რის­პირ­და
03 დეკემბერი, 2013
1522
print

ქარ­თ­ვე­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლე­ბის „სა­რა­გო­სა“ ეს­პა­ნუ­რი პრი­მე­რა­დი­ვი­ზი­ო­ნის გა­სულ ტურ­ში კა­ტა­ლო­ნი­ურ გრან­დ­თან უშან­სოდ და­მარ­ცხ­და.

გი­ორ­გი შერ­მა­დი­ნი­სა და ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძის გუნ­დი ეს­პა­ნუ­რი ლი­გის ერთ-ერთ ლი­დერს - „ბარ­სე­ლო­ნას“ სტუმ­რად შეხ­ვ­და და მატ­ჩი 23 ქუ­ლის სხვა­ო­ბით - 50:73 დათ­მო.

შერ­მა­დინ­მა სას­ტარ­ტო ხუ­თე­ულ­ში ითა­მა­შა და 21:19 წუთ­ში 7 ქუ­ლა, 3 მოხ­ს­ნა და 1 და­ფა­რე­ბა მი­ით­ვა­ლა. ქარ­თ­ველ­მა ცენ­ტ­რ­მა 6-დან 3 ორ­ქუ­ლი­ა­ნი და 2-დან 1 სა­ჯა­რი­მო ჩა­აგ­დო, ბურ­თი ერ­თხელ და­კარ­გა და 3 პერ­სო­ნა­ლუ­რი ფო­ლი მი­ი­ღო. 22:01 წუ­თი ითა­მა­შა ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძემ, რომ­ლის მო­ნა­გა­რი 5 ქუ­ლა, 6 მოხ­ს­ნა და 1 პა­სი იყო. ვიქ­ტორ­მა 5-დან 1 სამ­ქუ­ლი­ა­ნი და 2 სა­ჯა­რი­მო გა­მო­ი­ყე­ნა, 3 ორ­ქუ­ლი­ა­ნი ააცი­ლა, 2 შეც­დო­მა და­უშ­ვა და 3-ჯერ და­ჯა­რიმ­და.

„ბარ­სე­ლო­ნას“ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში 19:08წუ­თი ითა­მა­შა ქარ­თუ­ლი პას­პორ­ტის მქო­ნე ჯე­ი­კობ პუ­ლენ­მა, რო­მელ­საც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის მა­ი­სუ­რით არა­ერ­თი მატ­ჩი ჩა­უ­ტა­რე­ბია. ამე­რი­კელ­მა უკა­ნა­ხა­ზელ­მა 3 ორ­ქუ­ლი­ა­ნი ჩა­აგ­დო და 6 ქუ­ლას 1 პა­სი წა­ა­მა­ტა.

სა­რა­გო­სე­ლებს თა­ნა­ბა­რი ბა­ლან­სი (4მო­გე­ბა, 4 მარ­ცხი) აქვთ და ეს­პა­ნურ ლი­გა­ში მეშ­ვი­დე ად­გილ­ზე არი­ან. მო­რი­გი შეხ­ვედ­რა არა­გო­ნულ კლუბს 7 დე­კემ­ბერს, სა­კუ­თარ მო­ე­დან­ზე, „ფუ­ენ­ლაბ­რა­დას­თან“ ელის.

 

 

სხვა სიახლეები
13 თებერვალი, 2015 ქართული ექსპანსია ბრუნდება
05 თებერვალი, 2015 16-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა
04 თებერვალი, 2015 ქართველი 16-წლამდელები ლიტვასთან დამარცხდნენ და მესამე ადგილისთვის ლატვიას შეხვდებიან
03 თებერვალი, 2015 საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა
03 თებერვალი, 2015 რუსეთიც მონტენეგროს გზას გავუყენეთ
01 აპრილი, 2014 ფაჩულიას ორმაგი დოზა
25 მარტი, 2014 ერთი ზაზა მილუოკიში
31 დეკემბერი, 2013 ზა­ზას სე­ზო­ნი
28 დეკემბერი, 2013 მტვრი­ა­ნი შტა­ტის პირ­ვე­ლი ცეკ­ვა
21 დეკემბერი, 2013 ორ­მა­გი ლებ­რო­ნი