მი­ხე­ილ გაბ­რი­ჩი­ძე და ფო­თის ამ­ბე­ბი
28 ნოემბერი, 2013
1726
print

მი­ხე­ილ გაბ­რი­ჩი­ძემ თა­ვი­სი ტურ­ნეს მე­ო­რე ეტა­პი და­ას­რუ­ლა. ქარ­თუ­ლი კა­ლათ­ბურ­თი არა მხო­ლოდ საპ­რე­ზი­დენ­ტო სა­არ­ჩევ­ნო ამ­ბე­ბია.

ქარ­თულ კა­ლათ­ბურ­თ­ში ფოთ­საც თა­ვი­სი პა­ტა­რა უბა­ნი აქვს და გაბ­რი­ჩი­ძემ პა­ტა­რა, კოხ­ტა დარ­ბა­ზი და ძა­ლი­ან მონ­დო­მე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბი ნა­ხა. ფოთ­ში კა­ლათ­ბურთს რო­ლანდ გა­რუ­ჩა­ვა უვ­ლის. თბი­ლი­სის «დი­ნა­მოს» ყო­ფი­ლი მო­თა­მა­შე, რომ­ლის კა­რი­ე­რა მძი­მე ტრავ­მის გა­მო დას­რულ­და. ფოთ­ში გა­რუ­ჩა­ვა ლე­გენ­დაა, რო­მე­ლიც პა­ტა­რებს უვ­ლის და ბევრ რა­მეს თა­ვი­სი ხე­ლით აკე­თებს. პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი და გა­რუ­ჩა­ვა სა­კა­ლათ­ბურ­თო დარ­ბაზ­ში შეხ­ვ­დ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს.

დარ­ბაზ­ში ბევ­რი რამ შე­სა­კე­თე­ბე­ლია და უფ­რო მე­ტი გა­კე­თე­ბუ­ლია. პა­ტა­რე­ბი რამ­დე­ნი­მე მწვრთნე­ლის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით ვარ­ჯი­შო­ბენ და ძა­ლი­ან მონ­დო­მე­ბუ­ლე­ბი არი­ან. გა­ირ­ბე­ნენ, გა­ა­კე­თე­ბენ ერთ ილეთს, ის­ვ­რი­ან ბურთს, ჩა­აგ­დე­ბენ, ვერ ჩა­აგ­დე­ბენ და შემ­დეგ წრე­ზე მა­ინც კმა­ყო­ფი­ლე­ბი მი­დი­ან. დარ­ბაზ­ში ჟრი­ა­მუ­ლი იყო და იქ ყოფ­ნამ სა­სი­ა­მოვ­ნო ემო­ცი­ე­ბი დაგ­ვი­ტო­ვა.

ფოთ­ში მთე­ლი კა­ლათ­ბურ­თი რო­ლანდ გა­რუ­ჩა­ვაა. კა­ცი, რო­მელ­საც ძა­ლი­ან უყ­ვარს თა­ვი­სი საქ­მე და კა­ცი, რო­მე­ლიც ამ საქ­მით არ იღ­ლე­ბა. ცდი­ლობს, პა­ტა­რებს აუცი­ლე­ბე­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი ჩა­უ­ტა­როს, თა­ვი­სი გა­მოც­დი­ლე­ბა მის­ცეს. ვე­ტე­რა­ნი დღე­საც ისე­თი­ვე მონ­დო­მე­ბუ­ლია, რო­გორც ად­რე, «დი­ნა­მოს» ღირ­სე­ბას რომ იცავ­და. ეს ძა­ლი­ან ად­რე იყო და გა­რუ­ჩა­ვა არ შეც­ვ­ლი­ლა. ალ­ბათ, არც შე­იც­ვ­ლე­ბა. ერ­თ­გუ­ლი ხალ­ხი არ იც­ვ­ლე­ბა. მი­ხე­ილ გაბ­რი­ჩი­ძემ ეს და­ი­ნა­ხა. გაბ­რი­ჩი­ძე და გა­რუ­ჩა­ვა დი­დი ხნის მე­გობ­რე­ბი არი­ან. საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ის დროს იქ მე­გობ­რო­ბა იყო.

მი­ხე­ილ გაბ­რი­ჩი­ძე: «რო­ლანდ გა­რუ­ჩა­ვა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნია. კა­ლათ­ბურ­თის ერ­თ­გუ­ლი კა­ცი, რო­მელ­მაც ფოთ­ში სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თ­ვის მაქ­სი­მუ­მი გა­ა­კე­თა და ალ­ბათ, მაქ­სი­მუმს გა­ა­კე­თებს. შე­ხე­დეთ ამ დარ­ბაზს... ეს ყვე­ლა­ფე­რი ამ კაც­მა თა­ვი­სი ხე­ლე­ბით შექ­მ­ნა და არ აპი­რებს მიღ­წე­უ­ლით დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას. რო­ლანდ გა­რუ­ჩა­ვას იც­ნო­ბენ, რო­ლანდ გა­რუ­ჩა­ვა უყ­ვართ და რო­ლანდ გა­რუ­ჩა­ვა ფოთ­ში შე­უც­ვ­ლე­ლი ადა­მი­ა­ნია. ის, პირ­ველ რიგ­ში, ქარ­თუ­ლი კა­ლათ­ბურ­თის პრეს­ტიჟს უფ­რ­თხილ­დე­ბა და მო­მა­ვალს ზრდის. ჩემ­თ­ვის ეს სა­მა­გა­ლი­თოა და ყვე­ლა­ნა­ი­რად ვეც­დე­ბი, ამ კაცს, ისე­ვე რო­გორც მთლი­ა­ნად ქა­ლაქს, ყვე­ლა ბავშვს, ვინც კა­ლათ­ბურ­თ­ზე და­დის, კა­ლათ­ბურ­თის სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მა გა­ვუ­ზარ­დო. ისი­ნი ამას იმ­სა­ხუ­რე­ბენ და კა­ლათ­ბურ­თიც ამას იმ­სა­ხუ­რებს. ფოთ­ში ჩე­მი ჩას­ვ­ლით კმა­ყო­ფი­ლი კი არა, ბედ­ნი­ე­რი ვარ. ვნა­ხე მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც მიყ­ვარს და რო­მელ­საც ყვე­ლა­ფერ­ში ვენ­დო­ბი. ფოთ­ში კა­ლათ­ბურ­თი დაბ­რუნ­დე­ბა.“

რო­ლანდ გა­რუ­ჩა­ვა: «ჩემ­თ­ვის მთა­ვა­რია, რომ ქარ­თუ­ლი კა­ლათ­ბურ­თის სა­თა­ვე­ში იყოს პა­ტი­ო­სა­ნი, სუფ­თა, კა­ლათ­ბურ­თ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც საქ­მეს გა­ა­კე­თებს, ბავ­შ­ვებს მი­ხე­დავს, მწვრთნე­ლებს სა­უ­კე­თე­სო პი­რო­ბებს შე­უქ­მ­ნის. ფოთ­ში კა­ლათ­ბურ­თი უყ­ვართ, ფოთ­ში კა­ლათ­ბურ­თი დღე­საც პო­პუ­ლა­რუ­ლია და ფოთ­ში კა­ლათ­ბურ­თი უფ­რო უნ­და გა­ი­შა­ლოს. მი­ხე­ილ გაბ­რი­ჩი­ძე დი­დი ხნის წინ გა­ვი­ცა­ნი, დღემ­დე ვმე­გობ­რობთ და ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბი, თუ ის თა­ვის თავ­ზე მეტ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას აიღებს. მჯე­რა მი­სი შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბის, მი­სი ერ­თ­გუ­ლე­ბის და ყვე­ლა­ფერს სა­უ­კე­თე­სოს ვუ­სურ­ვებ. ჩვე­ნი მხრი­დან რაც გა­სა­კე­თე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, გა­ვა­კე­თებთ. ვგუ­ლის­ხ­მობ იმას, რომ ფოთ­ში კა­ლათ­ბურ­თი ყო­ველ­თ­ვის იქ­ნე­ბა. ვა­ვარ­ჯი­შებთ ოთხ ასა­კობ­რივ ჯგუფს, გა­ვე­დით ტურ­ნი­რებ­ზე, გვაქვს წარ­მა­ტე­ბე­ბი და ვცდი­ლობთ, პა­ტა­რებს სწო­რი სა­კა­ლათ­ბურ­თო გა­ნათ­ლე­ბა მივ­ცეთ. ეს იმ პრო­ცე­სის გაგ­რ­ძე­ლე­ბაა, რო­მე­ლიც დი­დი ხნის წინ და­იწყო.“

ფო­თის ამ­ბე­ბი და­ი­ხუ­რა და მი­ხე­ილ გაბ­რი­ჩი­ძე უკ­ვე ბა­თუ­მის­თ­ვის ემ­ზა­დე­ბო­და. თა­ვის გუნ­დ­თან ერ­თად, რო­მე­ლიც, ისე­ვე რო­გორც გაბ­რი­ჩი­ძე, ცდი­ლობს კა­ლათ­ბურ­თ­ში სა­კა­ლათ­ბურ­თო ტერ­მი­ნო­ლო­გი­ით ისა­უბ­როს. ისა­უბ­როს კა­ლათ­ბურ­თ­ზე და არა სხვა, უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო ნი­უ­ან­სებ­ზე. ფოთ­ში ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რა იყო.

მი­ხე­ილ გაბ­რი­ჩი­ძემ თა­ვი­სი ტურ­ნეს მე­ო­რე ეტა­პი და­ას­რუ­ლა. დღეს მე­სა­მე შეხ­ვედ­რაა და­გეგ­მი­ლი.

 

 

სხვა სიახლეები
13 თებერვალი, 2015 ქართული ექსპანსია ბრუნდება
05 თებერვალი, 2015 16-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა
04 თებერვალი, 2015 ქართველი 16-წლამდელები ლიტვასთან დამარცხდნენ და მესამე ადგილისთვის ლატვიას შეხვდებიან
03 თებერვალი, 2015 საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა
03 თებერვალი, 2015 რუსეთიც მონტენეგროს გზას გავუყენეთ
01 აპრილი, 2014 ფაჩულიას ორმაგი დოზა
25 მარტი, 2014 ერთი ზაზა მილუოკიში
31 დეკემბერი, 2013 ზა­ზას სე­ზო­ნი
28 დეკემბერი, 2013 მტვრი­ა­ნი შტა­ტის პირ­ვე­ლი ცეკ­ვა
21 დეკემბერი, 2013 ორ­მა­გი ლებ­რო­ნი