ფა­ცა­ცია „კრივ­ბას­ში“: 13 ქუ­ლა, 13 მოხ­ს­ნა, 4 პა­სი, 3 ჩაჭ­რა
27 ნოემბერი, 2013
1549
print

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რ­მა ლე­ვან ფა­ცა­ცი­ამ უკ­რა­ი­ნის სუ­პერ­ლი­გა­ში ორ­მა­გი დუბ­ლი შე­ას­რუ­ლა.

მის გუნდს კი ცო­ტა და­აკ­ლ­და კრივ­ბას­ში ად­გი­ლობ­რი­ვი გუნ­დის და­მარ­ცხე­ბამ­დე. „აზოტს“, რო­მელ­საც ამ მატ­ჩამ­დე უკ­რა­ი­ნის ჩემ­პი­ო­ნატ­ში ოთხი­დან ოთხი წა­გე­ბა ჰქონ­და, კრივ­ბას­ში 72:74 და­მარ­ცხ­და.

ქარ­თ­ვე­ლი ფორ­ვარ­დი თა­ვის გუნ­დ­ში სა­უ­კე­თე­სო იყო. მი­სი სტა­ტის­ტი­კა საკ­მა­ოდ უხ­ვი გა­მოდ­გა. ფა­ცა­ცი­ამ 8-დან 3 ორ­ქუ­ლი­ა­ნი, 3-დან 1 სა­მი­ა­ნი და 7-დან 4 სა­ჯა­რი­მო ჩა­აგ­დო. 13 ქუ­ლას ლე­ვან­მა 13 მოხ­ს­ნა, 4 პა­სი და 3 ჩაჭ­რა მო­ა­ყო­ლა. 20 ქუ­ლა და­აგ­რო­ვა აზო­ტელ­მა დო­ნალდ სიმ­ს­მა, თუმ­ცა მი­სი მარ­გი ქმე­დე­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი (15) ფა­ცა­ცი­ას შე­დეგს (21) გვა­რი­ა­ნად ჩა­მორ­ჩე­ბა.

„კრივ­ბა­სის“ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ითა­მა­შა ამე­რი­კელ­მა ნე­ით ბო­უ­იმ, რო­მე­ლიც 2012-13 წლე­ბის სე­ზონ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, „რუს­თა­ვის“ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში თა­მა­შობ­და. ბოუი კრივ­ბა­სე­ლებს 8 ქუ­ლით, 5 მოხ­ს­ნი­თა და 3 პა­სით შე­ეშ­ვე­ლა.

ხუ­თი­დან ხუ­თი წა­გე­ბით ფა­ცა­ცი­ას გუნ­დი უკ­რა­ი­ნის ჩემ­პი­ო­ნატ­ში ბო­ლო ად­გილ­ზეა. შვი­დი­დან შვი­დი მო­გე­ბით კი პირ­ველ­ზე ფა­ცა­ცი­ას მე­გობ­რის, გი­ორ­გი ცინ­ცა­ძის „დო­ნეც­კია“. მომ­დევ­ნო მატჩს „აზო­ტი“ 1 დე­კემ­ბერს „ბკ კი­ევ­თან“ უკ­რა­ი­ნის დე­და­ქა­ლაქ­ში გა­მარ­თავს.

სხვა სიახლეები
13 თებერვალი, 2015 ქართული ექსპანსია ბრუნდება
05 თებერვალი, 2015 16-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა
04 თებერვალი, 2015 ქართველი 16-წლამდელები ლიტვასთან დამარცხდნენ და მესამე ადგილისთვის ლატვიას შეხვდებიან
03 თებერვალი, 2015 საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა
03 თებერვალი, 2015 რუსეთიც მონტენეგროს გზას გავუყენეთ
01 აპრილი, 2014 ფაჩულიას ორმაგი დოზა
25 მარტი, 2014 ერთი ზაზა მილუოკიში
31 დეკემბერი, 2013 ზა­ზას სე­ზო­ნი
28 დეკემბერი, 2013 მტვრი­ა­ნი შტა­ტის პირ­ვე­ლი ცეკ­ვა
21 დეკემბერი, 2013 ორ­მა­გი ლებ­რო­ნი