სა­ნა­ძის 14 ქუ­ლა და პირ­ვე­ლი მარ­ცხი
27 ნოემბერი, 2013
1543
print

დუ­და სა­ნა­ძის „სან დი­ე­გო ტო­რე­როს­მა“ სე­ზო­ნის პირ­ვე­ლი მატ­ჩი წა­ა­გო. სტუ­დენ­ტუ­რი ლი­გის ხუ­თი მო­გე­ბით დაწყე­ბის შემ­დეგ კა­ლი­ფორ­ნი­ულ­მა გუნ­დ­მა მარ­ცხი გა­ნი­ცა­და.

სან­დი­ე­გო­ე­ლებ­მა ფლო­რი­და­ში დაწყე­ბუ­ლი „გალფ ქოს­თის“ მი­ნი­ტურ­ნი­რის მატ­ჩ­ში ჩი­კა­გოს „ილი­ნო­ი­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­თან“ 70:74 წა­ა­გეს.

შეხ­ვედ­რა თა­ნა­ბა­რი იყო და მი­სი ბე­დი ბო­ლო წუთ­ზე გა­დაწყ­და. ან­გა­რიშ­ში ყვე­ლა­ზე დი­დი სხვა­ო­ბა მატ­ჩის დე­ბი­უტ­ში და­ფიქ­სირ­და, რო­ცა ჩი­კა­გო­ე­ლე­ბი 13:6 და­წი­ნა­ურ­დ­ნენ. სან­დი­ე­გო­ე­ლე­ბი მდევ­რის როლ­ში იყ­ვ­ნენ და ჩა­მორ­ჩ­ნა რამ­დენ­ჯერ­მე მი­ნი­მუ­მამ­დე შე­ამ­ცი­რეს.

მატ­ჩის კულ­მი­ნა­ცია სა­ფი­ნა­ლო სი­რე­ნამ­დე 2-3 წუ­თით ად­რე იყო, რო­ცა სა­ნა­ძემ ზე­დი­ზედ სა­მი სა­ჯა­რი­მო ჩა­აგ­დო და „სან დი­ე­გო“ „ილი­ნო­ისს“ 65:66 მი­ა­ახ­ლო­ვა. ჩი­კა­გო­ე­ლებ­მა შეძ­ლეს სხვა­ო­ბის გაზ­რ­და და 70:65 და­წი­ნა­ურ­დ­ნენ, რი­თაც გა­მარ­ჯ­ვე­ბა გა­ი­ფორ­მეს.

სა­ნა­ძე „ტო­რე­რო­სის“ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო იყო. სას­ტარ­ტო ხუ­თე­ულ­ში მყოფ­მა ქარ­თ­ველ­მა უკა­ნა­ხა­ზელ­მა 33 წუ­თი ითა­მა­შა და ჯო­ნი დის (19) შემ­დეგ 14 ქუ­ლით „ტო­რე­რო­სის“ მე­ო­რე მე­ქუ­ლე გახ­და. სა­ნა­ძემ 6-დან 2 ორ­ქუ­ლი­ა­ნი, 5-დან 2 სა­მი­ა­ნი და 6-დან 4 სა­ჯა­რი­მო ჩა­აგ­დო. 14 ქუ­ლას­თან ერ­თად, 5 მოხ­ს­ნა, 2 და­ფა­რე­ბა და 1 პა­სი მი­ით­ვა­ლა.

„გალფ ქოს­თის“ მი­ნი­ტურ­ნი­რის მე­ო­რე მატ­ჩ­ში „ლუ­ი­ზი­ა­ნამ“ 99:62 და­ა­მარ­ცხა „გრინ­ს­ბ­რო“. „სან დი­ე­გოს“ მო­რი­გი მატ­ჩი დღეს, გამ­თე­ნი­ი­სას, „გრინ­ს­ბო­როს­თან“ უწევ­და.

gbf.ge

სხვა სიახლეები
13 თებერვალი, 2015 ქართული ექსპანსია ბრუნდება
05 თებერვალი, 2015 16-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა
04 თებერვალი, 2015 ქართველი 16-წლამდელები ლიტვასთან დამარცხდნენ და მესამე ადგილისთვის ლატვიას შეხვდებიან
03 თებერვალი, 2015 საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა
03 თებერვალი, 2015 რუსეთიც მონტენეგროს გზას გავუყენეთ
01 აპრილი, 2014 ფაჩულიას ორმაგი დოზა
25 მარტი, 2014 ერთი ზაზა მილუოკიში
31 დეკემბერი, 2013 ზა­ზას სე­ზო­ნი
28 დეკემბერი, 2013 მტვრი­ა­ნი შტა­ტის პირ­ვე­ლი ცეკ­ვა
21 დეკემბერი, 2013 ორ­მა­გი ლებ­რო­ნი