„მორ­გე­ბუ­ლი აუქ­ცი­ო­ნი“ თუ უბ­რა­ლო „დამ­თხ­ვე­ვა?!“ - ერ­თი აუქ­ცი­ო­ნის ის­ტო­რია...პ
19 ნოემბერი, 2013
2653
print

აუქ­ცი­ო­ნი სა­სარ­გებ­ლო წი­ა­ღი­სე­უ­ლის ლი­ცენ­ზი­ის მო­პო­ვე­ბა­ზე, რო­მე­ლიც გა­რე­მოს ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ გა­მო­აცხა­და, 2013 წლის 11 ნო­ემ­ბერს 12:00 სა­ათ­ზე და­იწყო ამა­ვე დღეს 18:00 სა­ათ­ზე დას­რულ­და.

ბორ­ჯო­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ პა­ტა­რა მი­ტარ­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ლი­ცენ­ზი­ის მო­პო­ვე­ბა სა­ა­უქ­ცი­ო­ნე პი­რო­ბე­ბის თა­ნახ­მად, მხო­ლოდ ერ­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის ინ­ტე­რე­სებ­ში უნ­და შე­სუ­ლი­ყო, სხვა და­ნარ­ჩე­ნის­თ­ვის აღ­ნიშ­ნუ­ლი აუქ­ცი­ო­ნი მხო­ლოდ ფორ­მა­ლურ ხა­სი­ათს ატა­რებ­და. ამის წი­ნა­პი­რო­ბას კი სა­ა­უქ­ცი­ო­ნე პი­რო­ბე­ბის მი­ხედ­ვით და­წე­სე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ქმნი­და.

აუქ­ცი­ო­ნის საწყი­სი ფა­სი 903 892 ლა­რი იყო, დღე­ის მო­ნა­ცე­მე­ბით კი მიმ­დი­ნა­რე ფა­სი 2 802 065.20 ლა­რია. და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია 21 ბი­ჯი და ორი მო­ნა­წი­ლე კომ­პა­ნია. გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლია ის კომ­პა­ნია, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლად და­ა­ფიქ­სი­რა ბი­ჯი და ბო­ლო ბი­ჯის და­ფიქ­სი­რე­ბა, სა­ა­უქ­ცი­ო­ნე დრო­ის გაზ­რ­დამ­დე ზუს­ტად 4 წა­მით ად­რე მო­ას­წ­რო.

რო­გორც ექ­ს­პერ­ტე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, აუქ­ცი­ო­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას მსგავ­სი პი­რო­ბე­ბით, უმ­ჯო­ბე­სია, პირ­და­პი­რი მი­ყიდ­ვის წე­სით მის­ცეს სა­ხელ­მ­წი­ფომ კონ­კ­რე­ტულ კომ­პა­ნი­ას ესა თუ ის ობი­ექ­ტი და შე­სა­ბა­მი­სად, უფ­რო მა­ღა­ლი ფა­სიც და­ა­დონ, რად­გან აღ­ნიშ­ნუ­ლი აუქ­ცი­ო­ნის პი­რო­ბე­ბის თა­ნახ­მად, არ­ცერ­თი კომ­პა­ნია არ და­ინ­ტე­რეს­დე­ბა იმით, რომ მი­სი ყვე­ლა ქმე­დე­ბა შე­ა­თან­ხ­მოს სხვა კომ­პა­ნი­ას­თან. კონ­კ­რე­ტულ შემ­თხ­ვე­ვა­ში კი „ბორ­ჯომ­მინ­წყ­ლებ­თან“.

„მე ვფიქ­რობ, სა­ტენ­დე­რო პი­რო­ბებ­ში არის გარ­კ­ვე­უ­ლი უზ­ს­ტო­ბე­ბი რაც აუცი­ლე­ბე­ლია გას­წორ­დეს, რად­გან ტენ­დერ­ში მო­ნა­წი­ლე კომ­პა­ნი­ე­ბის­თ­ვის უნ­და იყოს თა­ნა­ბა­რი პი­რო­ბე­ბი. ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რია შემ­თხ­ვე­ვა და დაშ­ვე­ბა, რო­დე­საც ერ­თი კომ­პა­ნია იმარ­ჯ­ვებს და მე­ო­რეს აქვს პი­რო­ბე­ბის კარ­ნა­ხის უფ­ლე­ბა, თა­ნაც კონ­კუ­რენტს - ამ დროს დი­დი შან­სია, გა­მარ­ჯ­ვე­ბულ კომ­პა­ნი­ას ხე­ლი შე­ე­შა­ლოს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. ეს არის არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი კონ­კუ­რენ­ცი­ის ფაქ­ტე­ბი. ან მე­ო­რე შემ­თხ­ვე­ვაა, რო­ცა სა­ტენ­დე­რო პი­რო­ბე­ბი ისეა შედ­გე­ნი­ლი, რომ მორ­გე­ბუ­ლია იმ კომ­პა­ნი­ის ინ­ტე­რე­სებს, რო­მელ­მაც უნ­და გა­ი­მარ­ჯ­ვოს“ - აცხა­დებს ექ­ს­პერ­ტი ეკო­ნო­მი­კის სა­კითხებ­ში ირაკ­ლი ლექ­ვი­ნა­ძე.

რა­ტომ უნ­და და­ინ­ტე­რეს­დეს სხვა კომ­პა­ნია „მი­ტარ­ბის“ სა­ბა­დოს მი­ნე­რა­ლუ­რი წყლის მო­პო­ვე­ბის ლი­ცენ­ზი­ით, თუ­კი ჭა­ბუ­რი­ლი და ტექ­ნი­კუ­რი მოწყო­ბი­ლო­ბე­ბი არის სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა «ბორ­ჯომ­მინ­წყ­ლე­ბის“-ს სა­კუთ­რე­ბა?

სა­ა­უქ­ცი­ო­ნე პი­რო­ბე­ბის თა­ნახ­მად, კი­დევ უფ­რო მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლე­ბი იკ­ვე­თე­ბა. მა­გა­ლი­თად: „ლი­ცენ­ზი­ის მფლო­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია უზ­რუნ­ველ­ყოს ჭა­ბურ­ღი­ლის თავ­მორ­თუ­ლო­ბის მო­წეს­რი­გე­ბა, ხო­ლო თვით­მ­დე­ნი ჭა­ბურ­ღი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში - მი­სი ჰერ­მე­ტი­ზა­ცი­აც; სა­სარ­გებ­ლო წი­ა­ღი­სე­უ­ლის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით, გა­ცე­მუ­ლი ლი­ცენ­ზი­ის ფარ­გ­ლებ­ში, კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ მი­წა­ზე სა­ლი­ცენ­ზიო საქ­მი­ა­ნო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს მხო­ლოდ მე­სა­კუთ­რეს­თან შე­თან­ხ­მე­ბით.

მე­სა­კუთ­რე კი „ბორ­ჯომ­მინ­წყ­ლე­ბია“, აუქ­ცი­ონ­ზე გა­მარ­ჯ­ვე­ბულ­მა ნე­ბის­მი­ერ­მა კომ­პა­ნი­ამ სწო­რედ მას­თან უნ­და შე­ა­თან­ხ­მოს თა­ვი­სი სა­ლი­ცენ­ზიო საქ­მი­ა­ნო­ბა.

მე­სა­კუთ­რის მი­ერ აუქ­ცი­ო­ნის ჩა­ტა­რე­ბის თა­ო­ბა­ზე თან­ხ­მო­ბა გა­ცე­მუ­ლია, მაგ­რამ რა მოხ­დე­ბა იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ­კი სხვა კომ­პა­ნია და „ბორ­ჯომ­მინ­წყ­ლე­ბი“ ერ­თ­მა­ნეთ­ში ვერ მო­ი­ლა­პა­რა­კე­ბენ?

რო­გორც გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო­ში აცხა­დე­ბენ: „შე­დე­გე­ბის მი­უღ­წევ­ლო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში (ანუ კერ­ძო სა­მარ­თ­ლის სუ­ბი­ექ­ტებს შო­რის და­ვის არ­სე­ბო­ბი­სას), სა­კითხე­ბი წყდე­ბა მოქ­მე­დი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით და ამის მოგ­ვა­რე­ბა გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში არ შე­დის.“

შე­უძ­ლია თუ არა სხვა კომ­პა­ნი­ას გა­ა­კე­თოს და­მა­ტე­ბი­თი ჭა­ბურ­ღი­ლი?

გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს ამა­ზე ასე­თი პა­სუ­ხი აქვს: „ახა­ლი ჭა­ბურ­ღი­ლის გა­კე­თე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის ან აკ­რ­ძალ­ვის თა­ო­ბა­ზე შე­სა­ბა­მის ნორ­მა­ტი­ულ აქ­ტებ­ში ჩა­ნა­წე­რი არ არის. მიმ­დი­ნა­რე აუქ­ცი­ო­ნი გა­მოცხა­დე­ბუ­ლია არ­სე­ბუ­ლი ჭა­ბურ­ღი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით მი­ნე­რა­ლუ­რი წყლის მო­პო­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე. ლი­ცენ­ზია გა­ი­ცე­მა არ­სე­ბულ ჭა­ბურ­ღი­ლებ­ზე, სა­დაც უკ­ვე დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლია მი­ნე­რა­ლუ­რი წყლის მა­რა­გე­ბი.“

სა­ერ­თო ჯამ­ში, ყვე­ლა გზა „ბორ­ჯომ­მინ­წყ­ლე­ბამ­დე“ მი­დის...

კომ­პა­ნია „აიდი­ეს­ბორ­ჯომ­მინ­წყ­ლე­ბის» სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, ნა­ნი­კო ჩინ­ჩა­ლა­ძე იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ი­ღო თუ არა აღ­ნიშ­ნულ აუქ­ცი­ონ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა «ბორ­ჯომ­მინ­წყ­ლებ­მა» ან რო­მე­ლი­მე მათ­მა შვი­ლო­ბილ­მა კომ­პა­ნი­ამ და გა­ი­მარ­ჯ­ვეს თუ არა, კო­მენ­ტარს ჯერ­ჯე­რო­ბით არ აკე­თებს. მი­სი თქმით, გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბა და მის ჩა­მოს­ვ­ლამ­დე ისი­ნი კო­მენ­ტარს არ გა­ა­კე­თე­ბენ.

და­ზუს­ტე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტენ­დერ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ორ­მა კომ­პა­ნი­ამ შპს „წაღ­ვერ­მა“ და უცხო­უ­რი კომ­პა­ნი­ის შპს „აიდი­ეს ბორ­ჯო­მი ბე­ვე­რი­ჯიზ კომ­პა­ნის“ ქარ­თულ­მა ფი­ლი­ალ­მა, „აი დი­ეს ბორ­ჯო­მი სა­ქარ­თ­ვე­ლომ“.

გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი სწო­რედ ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი კომ­პა­ნია იყო.

სხვა სიახლეები
25 იანვარი, 2016 რუსეთის ეკონომიკური პროგნოზი
18 იანვარი, 2016 62 ოლიგარქს უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე დედამიწის მოსახლეობის ნახევარს
11 აგვისტო, 2014 უმამი - გემოვნების შთაგონება ახალი რესტორანი თბილისის ყველაზე მოდურ სასტუმროში
17 ივლისი, 2014 კერძები ურთიერთობისათვის „რადისონ ბლუ, ბათუმის“ ახალი კულინარიული კონცეფცია
06 ივნისი, 2014 კა­ფე ივე­რია - ახა­ლი მყუდ­რო ად­გი­ლი ყა­ვი­სა და ნა­ყი­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თ­ვის
05 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგის უპირატესობები
04 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგი
30 მაისი, 2014 "რა­დი­სონ ბლუ"-ს სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსელ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში TripAdvisor-ის ხა­რის­ხის სერ­ტი­ფი­კა­ტი 2014 მო­ი­პო­ვა
02 მაისი, 2014 რადისონ ბლუ ივერია ქართული მწვანე ბიზნესის გამარჯვებული გახდა
25 აპრილი, 2014 საქართველოს საუკეთესო შეფმზარეული 2014