მა­ი­ა­მი, ბის­ლი, ელი­სი
14 ნოემბერი, 2013
1600
print

ამე­რი­კუ­ლი კა­ლათ­ბურ­თი ჯერ პირ­ველ დო­ნე­ზეა. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად იწყე­ბენ სე­ზონს და ერთ თვე­ში ფა­ვო­რი­ტე­ბის კონ­ტუ­რე­ბი მო­ი­ხა­ზე­ბა.

ძვე­ლი ფა­ვო­რი­ტე­ბი ძვე­ლი ბი­ჭე­ბით („სან ან­ტო­ნიო“, „მა­ი­ა­მი“, „ინ­დი­ა­ნა“, „ოკ­ლა­ჰო­მა“) მო­სა­გებს მო­ი­გე­ბენ და თუ ლი­დე­რე­ბი არ და­იშ­ლე­ბი­ან, აღ­მო­სავ­ლე­თის და და­სავ­ლე­თის ბო­ლო სე­რი­ებ­ში ეს გუნ­დე­ბი შევ­ლენ. ლებ­რონ ჯე­იმ­სი, დუ­ე­ინ უეიდი და კრის ბო­ში ფლო­რი­და­ში და­ის­ვე­ნე­ბენ, ტიმ დან­კა­ნი ვირ­ჯი­ნი­ის კუნ­ძუ­ლებ­ზე გა­და­ვა და მე­გობ­რებს დო­ნა­ტებს ჩა­უ­ტანს. ძვე­ლი ლუ­ის სკო­ლა ძველ ინ­დი­ა­ნა­პო­ლის­ში ბევრს გა­იც­ნობს და ბევრს ვერ და­ი­მახ­სოვ­რებს. კე­ვინ დი­უ­რა­ნი იქ, თა­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ოკ­ლა­ჰო­მა­ში ისევ და­იღ­ლე­ბა - 1.დრო­ით, 2.რას უეს­თ­ბ­რუ­ქით, 3.ლებ­რო­ნის სა­რეკ­ლა­მო რგო­ლე­ბით, 4.წა­გე­ბით. და ფი­ნალ­ში შარ­შან­დე­ლი ფი­ნა­ლის­ტე­ბი გავ­ლენ. ვინ არის წი­ნა­აღ­მ­დე­გი? რეი ალე­ნიც ცოცხა­ლია და და­ნი გრი­ნის აკა­ე­სიც და­საც­ლე­ლია. მარ­კო ბე­ლი­ნე­ლიც უკეთ უნ­და გა­ვიც­ნოთ. უკ­ვე მა­გა­რი სე­ზო­ნია. რე­გუ­ლა­რუ­ლი უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა. პირ­ვე­ლი ეტა­პის შემ­დეგ და­იწყე­ბა ენერ­გი­ის გა­და­ნა­წი­ლე­ბის პრო­ცე­სი. და მო­ვა აპ­რი­ლი. თა­ვი­სი ფლეი ოფით, პერ­ს­პექ­ტი­ვით. მა­ნამ­დე ბო­ლო დღის რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო ნი­უ­ან­სი გა­ვი­ა­როთ. სა­მი­დან ორი „მა­ი­ა­მი­ზეა“.

1. მა­იკლ ბის­ლი მო­უს­ვე­ნა­რი ადა­მი­ა­ნია. მის­ტერ ბის­ლი ად­რე (2008) დრაფ­ტის მე­ო­რე ნომ­რად „მა­ი­ა­მიმ“ აიყ­ვა­ნა და ორი სე­ზო­ნის შემ­დეგ მსრო­ლე­ლი „მი­ნე­სო­ტა­ში“ მი­დის. და ფლო­რი­და­ში ბრუნ­დე­ბა. „მი­ლუ­ო­კის­თან“ მა­იკლს 19 წუ­თი აჩუ­ქეს. და მა­იკ­ლ­მა 19 ქუ­ლა დას­ვა. ბრა­ვო, ძა­ლი­ან კარ­გია! „მა­ი­ა­მის“ ის­ტო­რი­ა­ში ეს მე­ო­რე შემ­თხ­ვე­ვაა, რო­დე­საც მო­თა­მა­შე 20 წუთ­ზე ნაკ­ლებ­ში 19 ქუ­ლას აგ­რო­ვებს. 2009 წლის 27 დე­კემ­ბერს ჯერ­მე­ინ ო`ნილ­მა 19 ქუ­ლა შე­ა­ფუთ­ვი­ნა. ჯერ­მე­ინ­მა ეს თა­ვის ყო­ფილ გუნდს, „ინ­დი­ა­ნას“ გა­უ­კე­თა. „მა­ი­ა­მიმ“ „ბაქსს“ აწყე­ნი­ნა და 118:95 მო­უ­გო. ისე, რომ არ გა­უფ­რ­თხი­ლე­ბია. „მა­ი­ა­მის“ სტილ­ში. „მა­ი­ა­მი“ ძი­რი­თა­დად კარ­გი ახალ­გაზ­რ­დე­ბით ივ­სე­ბა. მის­ტერ ბის­ლიც კარ­გი, ნი­ჭი­ე­რი და ჩუ­მი ახალ­გაზ­რ­დაა და თუ „მა­ი­ა­მი­ში“ ალ­კო­ჰოლ­ზე არ გა­და­ვა, ჩემ­პი­ო­ნი გახ­დე­ბა. ლებ­რონ­თან და უეიდ­თან ერ­თად თა­მა­შიც არ არის უინ­ტე­რე­სო. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ამ­ბო­ბენ, რომ არ არის და მე არ ვი­ცი...

2. „მა­ი­ა­მიმ“ „მი­ლუ­ო­კის­თან“ სრო­ლე­ბის 58.2% (79/46) გა­მო­ი­ყე­ნა. მა­ნამ­დე, წი­ნა ტეს­ტ­ში, „ჰიტ­მა“ „ბოს­ტონ­თან“ წა­ა­გო და 71/41 (57.7 %) პრო­ცენ­ტით ის­რო­ლა. ბო­ლო გუნ­დი, რო­მელ­მაც ზე­დი­ზედ ორ თა­მაშ­ში სრო­ლე­ბის 57 და მე­ტი პრო­ცენ­ტი გა­მო­ი­ყე­ნა, იყო „მა­ი­ა­მი“. 2012 წლის დე­კემ­ბერ­ში. „ჰი­ტის“ ის­ტო­რი­ა­ში ხუ­თი ერ­თ­ნა­ი­რი სე­რია იყო. ფლო­რი­და­ში სო­ლი­დუ­რი და მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა და­ტო­ვეს. არ არის გუნ­დ­ში მა­იკ მი­ლე­რი, რო­მე­ლიც „მემ­ფის­ში“ დაბ­რუნ­და. ლებ­რო­ნის სკვერ­ში შე­ი­სე­ირ­ნეს სხვებ­მა, ლებ­რო­ნი გა­იც­ნეს და თუ გრეგ ოდე­ნიც ად­გე­ბა, ჯე­იმსს ჩემ­პი­ო­ნო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მე­ტი შან­სი ექ­ნე­ბა. „მა­ი­ა­მი“ არა­ვის არ უყ­ვარს. „ჰი­ტის“ გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის გარ­და. შარ­შან ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო. წელს უფ­რო რთუ­ლი სე­ზო­ნი იქ­ნე­ბა. „მი­ლუ­ო­კის­თან“ ლებ­რონ­მა 33 ქუ­ლა წა­მო­ი­ღო და ბო­ლო მე­ოთხედ­ში სა­ერ­თოდ არ უთა­მა­შია. ლებ­რო­ნი ას­რუ­ლებს და „მა­ი­ა­მი“ მშვი­დად იგებს.

3. მონ­ტა ელი­სი „და­ლას­ში“ ცო­ტა ზედ­მე­ტია. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მე ასე ვფიქ­რობ. და დირკ ნო­ვიც­კი „და­ლა­სია“. ელი­სი ნო­ვიც­კის­თან ვერ ააწყობს. ვე­რა­ნა­ი­რად ვერ უნ­და ააწყოს. ელი­სი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი სწრა­ფი სთრით­ბო­ლე­ლია და ნო­ვიც­კი ლე­გენ­დაა. მონ­ტა ელის­მა „მა­ვე­რიქ­სის“ ბო­ლო თა­მაშ­ში, „ვა­შინ­გ­ტონ­თან“, 105:95 რომ დამ­თავ­რ­და, 19 ქუ­ლა აკ­რი­ფა. დირ­კ­თან ერ­თად თა­ვის გუნ­დ­ში ყვე­ლა­ზე შე­დე­გი­ა­ნი იყო. ელი­სი ზე­დი­ზედ მე­ხუ­თედ გახ­და „და­ლა­სის“ ყვე­ლა­ზე შე­დე­გი­ა­ნი მო­თა­მა­შე. მონ­ტას­თ­ვის ეს პირ­ვე­ლი სე­ზო­ნია ჰერ ნო­ვიც­კის გუნ­დ­ში. ბო­ლო 15 სე­ზონ­ში ელი­სი მხო­ლოდ მე­ო­რეა, ვინც ზე­დი­ზედ ხუთ თა­მაშ­ში „და­ლას­ში“ ყვე­ლა­ზე შე­დე­გი­ა­ნი იყო. და ამ სი­ა­ში არ შე­დის ნო­ვიც­კი. შარ­შან, ნო­ემ­ბერ­ში, იგი­ვე გა­ა­კე­თა ოუ ჯეი მა­ი­ომ და იმ სე­რი­ის დროს დირ­კი ტრავ­მის გა­მო ის­ვე­ნებ­და. დირკ ნო­ვიც­კიმ ყვე­ლა დრო­ის მე­ქუ­ლე­ებ­ში ჯე­რი უესტს გა­და­უ­ჯოკ­რა. „მი­ლუ­ო­კის­თან“ მატ­ჩის შემ­დეგ გერ­მა­ნელს რე­გუ­ლა­რუ­ლებ­ში უკ­ვე 25 197 ქუ­ლა აქვს. შემ­დე­გია რე­ჯი მი­ლე­რი. «პე­ი­სერ­ზის» ლე­გენ­დამ 25 279 ქუ­ლით და­ხუ­რა კა­რი­ე­რა. დირ­კი ამ ბიჭ­საც გა­ას­წ­რებს.

მოკ­ლედ, ამე­რი­კუ­ლი კა­ლათ­ბურ­თი ჯერ პირ­ველ დო­ნე­ზეა. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად იწყე­ბენ სე­ზონს და ერთ თვე­ში ფა­ვო­რი­ტე­ბის კონ­ტუ­რე­ბი მო­ი­ხა­ზე­ბა. ძვე­ლი ფა­ვო­რი­ტე­ბი ძვე­ლი ბი­ჭე­ბით („სან ან­ტო­ნიო“, „მა­ი­ა­მი“, „ინ­დი­ა­ნა“, „ოკ­ლა­ჰო­მა“) მო­სა­გებს მო­ი­გე­ბენ და თუ ლი­დე­რე­ბი არ და­იშ­ლე­ბი­ან, აღ­მო­სავ­ლე­თის და და­სავ­ლე­თის ბო­ლო სე­რი­ებ­ში ეს გუნ­დე­ბი შევ­ლენ. ლებ­რონ ჯე­იმ­სი, დუ­ე­ინ უეიდი და კრის ბო­ში ფლო­რი­და­ში და­ის­ვე­ნე­ბენ, ტიმ დან­კა­ნი ვირ­ჯი­ნი­ის კუნ­ძუ­ლებ­ზე გა­და­ვა და მე­გობ­რებს დო­ნა­ტებს ჩა­უ­ტანს. ძვე­ლი ლუ­ის სკო­ლა ძველ ინ­დი­ა­ნა­პო­ლის­ში ბევრს გა­იც­ნობს და ბევრს ვერ და­ი­მახ­სოვ­რებს. კე­ვინ დი­უ­რა­ნი იქ, თა­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ოკ­ლა­ჰო­მა­ში ისევ და­იღ­ლე­ბა და ჩვენ და­ვის­ვე­ნებთ. ამ კა­ლათ­ბურ­თით ვერ და­იღ­ლე­ბი.

სხვა სიახლეები
13 თებერვალი, 2015 ქართული ექსპანსია ბრუნდება
05 თებერვალი, 2015 16-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა
04 თებერვალი, 2015 ქართველი 16-წლამდელები ლიტვასთან დამარცხდნენ და მესამე ადგილისთვის ლატვიას შეხვდებიან
03 თებერვალი, 2015 საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა
03 თებერვალი, 2015 რუსეთიც მონტენეგროს გზას გავუყენეთ
01 აპრილი, 2014 ფაჩულიას ორმაგი დოზა
25 მარტი, 2014 ერთი ზაზა მილუოკიში
31 დეკემბერი, 2013 ზა­ზას სე­ზო­ნი
28 დეკემბერი, 2013 მტვრი­ა­ნი შტა­ტის პირ­ვე­ლი ცეკ­ვა
21 დეკემბერი, 2013 ორ­მა­გი ლებ­რო­ნი