ნიუ იორ­კ­ში გო­ძი­ლა ჩა­ვი­და
12 ნოემბერი, 2013
1617
print

ნიუ იორ­კ­ში გო­ძი­ლა ჩა­ვი­და. გო­ძი­ლას ტრა­დი­ცი­უ­ლი ფორ­მა ეც­ვა - შა­ვი, ვერ­ცხ­ლის­ფე­რი კან­ტე­ბით და თეთ­რი, თით­ქ­მის უხი­ლა­ვი ორ­ნა­მენ­ტე­ბით.

ის გუნ­დი ბო­ლო წლებ­ში კა­ლათ­ბურ­თის ფარ­ფ­ლე­ბი გახ­და. ძვე­ლი ჰი­ტე­ბის ამო­სა­წე­ვად ენერ­გია და ვო­კა­ლის­ტის ვო­კა­ლუ­რი აგ­რე­სია არ ჰყოფ­ნის. და­ნარ­ჩენ კომ­პო­ზი­ცი­ებს ეს გუნ­დი მშვე­ნივ­რად ქა­ჩავს. იცოცხ­ლე, ისე ქა­ჩავს. ამ გუნ­დ­მა ნიუ იორკს ად­რე სუ­პერ­ფი­ნა­ლი მო­უ­გო. ის სუ­პერ­ფი­ნა­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო. ყვე­ლა სუ­პერ­ფი­ნა­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ იმ სე­რი­ის მო­გე­ბით იმ გუნ­დ­მა სა­კუ­თარ ის­ტო­რი­ას ხე­ლი გა­დახ­ვია და შე­უ­რიგ­და. 1999. სუ­პერ­ფი­ნალ­ში „ნიქ­სი“ 1:4 აგებს. „სან ან­ტო­ნი­ოს­თან“. და „მე­დი­სონ სკვერ გარ­დენ­ში“ გრეგ პო­პო­ვი­ჩის ბი­ჭებ­მა კი­დევ ერ­თხელ დაჭ­რეს, შე­ა­ყე­ნეს და ყვე­ლა­ფე­რი წა­არ­თ­ვეს „ნიქსს“. ის­ტო­რია მე­ორ­დე­ბა და ის­ტო­რია იშ­ვი­ა­თად იც­ვ­ლე­ბა. „სან ან­ტო­ნიო“ უც­ვ­ლე­ლი პერ­ფექ­ცი­ო­ნის­ტია. და მო­ხუ­ცე­ბის გუნ­დ­მა ნიუ იორ­კ­ში 120:89 დას­ვა. „ნიქ­სი“ ძა­ლი­ან ცუ­დი იყო. და „ნიქსს“ ეძი­ნა.

და­ნი გრინს „ნიქ­ს­თან“ გარ­ჩე­ვამ­დე ამ რე­გუ­ლა­რუ­ლის პირ­ველ 6 თა­მაშ­ში მხო­ლოდ 6 ზუს­ტი სა­მი­ა­ნი აქვს. „ნიქ­ს­თა­ნაც“ 6 სა­მი­ა­ნი გა­მო­ი­ყე­ნა. „სან ან­ტო­ნი­ომ“ გრი­ნი გა­მო­ი­ყე­ნა და გრინ­მა - „ნიქ­სი“. და­ნიმ 10 მოხ­ს­ნაც აიღო. გრი­ნი მას­ტი­ფი­ვით დაძ­რ­წო­და და ვინც ნა­ხა, ყვე­ლა და­ჩაგ­რა. კარ­მე­ლო ენ­ტო­ნის ახ­ლობ­ლე­ბი სტა­ბი­ლუ­რად ტო­ვებ­დ­ნენ მის­ტერ გრინს თა­ვი­სი კა­ცის გა­რე­შე და გრი­ნიც სტა­ბი­ლუ­რად ას­რუ­ლებ­და. „სან ან­ტო­ნი­ომ“ სრო­ლე­ბის 54 პრო­ცენ­ტი გა­მო­ი­ყე­ნა.

რა­ღა­ცებს ით­ვ­ლი­ან, რა­ღა­ცებს ყუ­რადღე­ბას არ აქ­ცე­ვენ და რა­ღა­ცე­ბი არ უნ­და და­ით­ვა­ლო. ტიმ დან­კანს ვერ და­ით­ვ­ლი და ტი­მის სტა­ტის­ტი­კა ჩვე­უ­ლებ­რი­ვია. დან­კა­ნის­თ­ვის და დან­კა­ნის­გან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი. 11 ქუ­ლა, 10 მოხ­ს­ნა, რამ­დე­ნი­მე კარ­გი პა­სი, სო­ლი­დუ­რი დაც­ვა. „სან ან­ტო­ნი­ოს­თ­ვის“ ეს საკ­მა­რი­სია. ჯერ ლებ­რო­ნე­ბი არ მო­დი­ან. ლებ­რო­ნებ­თან ტი­მიც მო­უ­მა­ტებს. და დან­კა­ნი სუ­პერ­ფი­ნა­ლებ­ში ახალ­გაზ­რ­და ბო­ის­კა­უ­ტია. ჯერ ის­ვე­ნებს. ტი­მიმ ერთ მო­მენ­ტ­ში ტექ­ნი­კუ­რი სა­ჯა­რი­მოც შე­ას­რუ­ლა. „ნიქ­სი“ არ იბ­რ­ძო­და, „ნიქ­სი“ მი­ლი­ო­ნე­რი იმ­პო­ტენ­ტე­ბის ბან­და იყო და რა­ტომ არ უნ­და ეს­რო­ლა დან­კანს? და ტი­მიმ ის­რო­ლა. და ჩა­აგ­დო. და ტი­მის გა­უ­ხარ­და. რო­გორც წე­სი, ტექ­ნი­კუ­რებს „სან ან­ტო­ნი­ო­ში“ ტო­ნი პარ­კე­რი ან ემა­ნუ­ელ ჯი­ნო­ბი­ლი ას­რუ­ლე­ბენ. და მო­ხუც­მა ტი­მიმ თა­მა­ში­დან მხო­ლოდ ოთხ­ჯერ ის­რო­ლა.

აღ­მო­სავ­ლეთ­ში წელს ბევ­რი გუნ­დი შე­იც­ვა­ლა. ჯე­ი­სონ კიდს „ბრუკ­ლინ­ში“ ბევ­რი კარ­გი ბი­ჭი მი­უ­ტა­ნეს და „ბრუკ­ლი­ნი“ ჯერ აზ­რ­ზე მო­დის. გაც­ნო­ბის და ზედ­მე­ტად ფორ­სი­რე­ბუ­ლი და­კომ­პ­ლექ­ტე­ბის პრო­ცე­სი ცო­ტა გა­ი­წე­ლე­ბა. უნ­და გა­ი­წე­ლოს. და მი­ხა­ილ პრო­ხო­რო­ვი კიდს არ გა­უშ­ვებს. მო­უ­მა­ტეს „ფი­ლა­დელ­ფი­ამ“ და „ბოს­ტონ­მა“. „სელ­ტიქ­სი“ ჯერ ბა­ლას­ტია და თუ რა­ჟონ რონ­დო დრო­ზე მი­ხე­დავს საქ­მეს, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. შე­მოდ­გო­მის მა­რა­თო­ნი და­იწყო და იმ მა­რა­თონ­ში პირ­ვე­ლი მო­გე­ბა უკ­ვე გა­ი­ფორ­მა „შარ­ლოტ­მა“. მა­იკლ ჯორ­და­ნის ბან­დამ რამ­დე­ნი­მე ტეს­ტი მო­ი­გო და „ბობ­ქეთ­სი“ უმა­ტებს. უკ­ვე დროა, რომ მო­უ­მა­ტოს.

„ნიქ­სი“ ძა­ლი­ან ცუდ, არა­მე­გობ­რულ, უინ­ტე­რე­სო კა­ლათ­ბურთს თა­მა­შობს. ისეთს, რო­გო­რიც არ უნ­და ითა­მა­შოს. ამ კა­ლათ­ბურ­თით მო­გე­ბა ძნე­ლია. ამ კა­ლათ­ბურ­თით იღ­ლე­ბი და კარ­მე­ლო ენ­ტო­ნი ან­დ­რეა ბარ­ნი­ა­ნის უნ­და შე­ეჩ­ვი­ოს. იტა­ლი­ე­ლი ბევრს ვერ ას­წ­რებს და იტა­ლი­ე­ლი ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რია. ალ­ბათ, სა­შუ­ა­ლოდ 20 ქუ­ლა­ზეც გა­ვა. კარ­მე­ლო დამ­შ­ვიდ­დე­ბა. „ნიქ­სიც“ ნაკ­ლებ შეც­დო­მას და­უშ­ვებს და ნაკ­ლე­ბად და­იღ­ლე­ბა. „სან ან­ტო­ნი­ოს­თან“ გუნ­დი არ ჩან­და. ენ­ტო­ნიმ (16 ქუ­ლა) ბო­დი­ში მო­ი­ხა­და. ბარ­ნი­ა­ნიმ (16) „სან ან­ტო­ნი­ოს“ მო­გე­ბა და სტა­ბი­ლუ­რო­ბა მი­უ­ლო­ცა. რო­გორც იცით, არ იც­ვ­ლე­ბა სიკ­ვ­დი­ლი, გა­და­სა­ხა­დე­ბი და „სან ან­ტო­ნიო“. ეს სა­მი რამ უც­ვ­ლე­ლია. ენ­ტო­ნიმ კი­დევ თქვა, რომ...

კარ­მე­ლო ენ­ტო­ნი: „ეს მი­უ­ღე­ბე­ლია. ჩვენ არ გვი­თა­მა­შია და არ გვიბ­რ­ძო­ლია. „ნიქ­სის“ გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი არ გაძ­ლე­ვენ დიდ დროს და ვერ ას­წ­რებ ბევ­რი ნი­უ­ან­სის გა­მოს­წო­რე­ბას“.

„სან ან­ტო­ნი­ომ“ რე­გუ­ლა­რუ­ლი 6 მო­გე­ბით, 1 წა­გე­ბით გახ­ს­ნა და და­სავ­ლე­თის კონ­ფე­რენ­ცი­ის ლი­დე­რია. ამ გუნ­დ­თან წა­გე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია, უხერ­ხუ­ლი არ არის და „ნიქ­ს­მა“ ეს იცის. „ენ­ტო­ნიმ ისიც იცის, რომ წა­გე­ბის ბევ­რი ფორ­მა არ­სე­ბობს. ერთ-ერ­თია იმ­პო­ტენ­ცია. „სან ან­ტო­ნი­ოს­თან“ უნ­და ირ­ბი­ნო, უნ­და მო­ინ­დო­მო. ან შე­გარ­ცხ­ვე­ნენ. ისე, რო­გორც „ნიქსს“ გა­უ­კე­თეს.

ტო­ნი პარ­კერ­მა პირ­ველ ათ წუთ­ში ხუ­თი სრო­ლა ზუს­ტად შე­ას­რუ­ლა და ხუ­თი პა­სი გა­ა­კე­თა. კლა­სი­კა. კა­ვაი ლე­ო­ნარ­დ­მა 18 ქუ­ლა აკ­რი­ფა, პარ­კერ­მა 17 მო­აგ­რო­ვა და „ნიუ იორ­კ­მა“ ვერ შე­ას­რუ­ლა. „ნიუ იორ­კ­მა“ თა­ვი და­ხა­რა და „სან ან­ტო­ნი­ომ“ შე­არ­ცხ­ვი­ნა „ნიქ­სი“.

„ნიქ­ს­ში“ დაბ­რუნ­და ჯეი არ სმი­ტი, რო­მელ­მაც თა­მა­ში­დან ცუ­დად ის­რო­ლა (9/1) და 20 წუთ­ში 5 ქუ­ლა და­აგ­რო­ვა. „სპერ­ს­მა“ მოხ­ს­ნებ­ში 51:33 მო­ი­გო. „ნიქ­ს­მა“ შარ­შან 6:0 გახ­ს­ნა სე­ზო­ნი და ეს რე­გუ­ლა­რუ­ლი (2:4) დაღ­ლილ­მა და­იწყო. ბევ­რი რამ უნ­და შე­იც­ვა­ლოს.

ნიუ იორ­კ­ში გო­ძი­ლა ჩა­ვი­და. გო­ძი­ლას ტრა­დი­ცი­უ­ლი ფორ­მა ეც­ვა - შა­ვი, ვერ­ცხ­ლის­ფე­რი კან­ტე­ბით და თეთ­რი, თით­ქ­მის უხი­ლა­ვი ორ­ნა­მენ­ტე­ბით. ის გუნ­დი ბო­ლო წლებ­ში კა­ლათ­ბურ­თის ფარ­ფ­ლე­ბი გახ­და. ძვე­ლი ჰი­ტე­ბის ამო­სა­წე­ვად ენერ­გია და ვო­კა­ლის­ტის ვო­კა­ლუ­რი აგ­რე­სია არ ჰყოფ­ნის. და­ნარ­ჩენ კომ­პო­ზი­ცი­ებს ეს გუნ­დი მშვე­ნივ­რად ქა­ჩავს. იცოცხ­ლე, ისე ქა­ჩავს. ამ გუნ­დ­მა ნიუ იორკს ად­რე სუ­პერ­ფი­ნა­ლი მო­უ­გო. ის სუ­პერ­ფი­ნა­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო. ყვე­ლა სუ­პერ­ფი­ნა­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ იმ სე­რი­ის მო­გე­ბით იმ გუნ­დ­მა სა­კუ­თარ ის­ტო­რი­ას ხე­ლი გა­დახ­ვია და შე­უ­რიგ­და. 1999. სუ­პერ­ფი­ნალ­ში „ნიქ­სი“ 1:4 აგებს. „სან ან­ტო­ნი­ოს­თან“. და „მე­დი­სონ სკვერ გარ­დენ­ში“ გრეგ პო­პო­ვი­ჩის ბი­ჭებ­მა კი­დევ ერ­თხელ დაჭ­რეს, შე­ა­ყე­ნეს და ყვე­ლა­ფე­რი წა­არ­თ­ვეს „ნიქსს“. ის­ტო­რია მე­ორ­დე­ბა და ის­ტო­რია იშ­ვი­ა­თად იც­ვ­ლე­ბა. „სან ან­ტო­ნიო“ უც­ვ­ლე­ლი პერ­ფექ­ცი­ო­ნის­ტია. და მო­ხუ­ცე­ბის გუნ­დ­მა ნიუ იორ­კ­ში 120:89 დას­ვა. „ნიქ­სი“ ძა­ლი­ან ცუ­დი იყო. და „ნიქსს“ ეძი­ნა.

„ნიქ­ს­მა“ დრო­ზე უნ­და გა­მო­იღ­ვი­ძოს

 

 

 

სხვა სიახლეები
13 თებერვალი, 2015 ქართული ექსპანსია ბრუნდება
05 თებერვალი, 2015 16-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა
04 თებერვალი, 2015 ქართველი 16-წლამდელები ლიტვასთან დამარცხდნენ და მესამე ადგილისთვის ლატვიას შეხვდებიან
03 თებერვალი, 2015 საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა
03 თებერვალი, 2015 რუსეთიც მონტენეგროს გზას გავუყენეთ
01 აპრილი, 2014 ფაჩულიას ორმაგი დოზა
25 მარტი, 2014 ერთი ზაზა მილუოკიში
31 დეკემბერი, 2013 ზა­ზას სე­ზო­ნი
28 დეკემბერი, 2013 მტვრი­ა­ნი შტა­ტის პირ­ვე­ლი ცეკ­ვა
21 დეკემბერი, 2013 ორ­მა­გი ლებ­რო­ნი