ახალ­გაზ­რ­დე­ბი დი­დე­ბის კვალ­დაკ­ვალ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნე­ბი არი­ან
29 ოქტომბერი, 2013
1946
print

1 სექ­ტემ­ბერს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ძი­უ­დო­ის­ტ­თა ნაკ­რებ­მა რიო დე ჟა­ნე­ი­როს მსოფ­ლი­ოს გუნ­დუ­რი ჩემ­პი­ო­ნო­ბა ფი­ნალ­ში რუ­სე­თის ძლე­ვით (3:2) იზე­ი­მა.

თით­ქ­მის ორი თვის თავ­ზე ახალ­გაზ­რ­დულ­მა ნაკ­რებ­მა ლი­უბ­ლი­ა­ნას მსოფ­ლი­ოს გუნ­დურ ჩემ­პი­ო­ნატ­ზე იგი­ვე გა­ი­მე­ო­რა.

სხვა­ო­ბა მხო­ლოდ ის არის, რომ ახალ­გაზ­რ­დებს რუ­სე­თის ნაკ­რებ­თან პირ­ვე­ლი­ვე წრე­ში მო­უხ­დათ ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­კ­ვე­ვა. აქაც იგი­ვე შე­დე­გი - 3:2. მე­რე იყო გზა ჩემ­პი­ო­ნო­ბის­კენ, რო­მე­ლიც მონ­ღო­ლეთ­ზე, მას­პინ­ძელ სლო­ვე­ნი­ა­სა და ბო­ლოს, ფი­ნალ­ში, სა­ბერ­ძ­ნეთ­ზე გა­დი­ო­და. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­მა ყვე­ლა­ფე­რი ჩი­ნე­ბუ­ლად შე­ას­რუ­ლა - მონ­ღო­ლეთს 5:0 მო­უ­გო, სლო­ვე­ნი­ა­საც იგი­ვე ან­გა­რი­შით, სა­ბერ­ძ­ნეთს კი - 4:1. ასე რომ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ნაკ­რე­ბიც, დი­დე­ბის მსგავ­სად, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ონ გუნ­დად იქ­ცა. შე­საძ­ლოა, ჩემ­პი­ო­ნო­ბამ­დე აქამ­დეც მი­სუ­ლიყ­ვ­ნენ, მაგ­რამ...

აქამ­დე გუნ­დუ­რი ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბი მხო­ლოდ უფ­რო­სებ­ში ტარ­დე­ბო­და, დღეს კი გუნ­დურ ოქ­როს მედ­ლებს ახალ­გაზ­რ­დებ­მაც გა­უ­გეს გე­მო.

...ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა წი­ნას­წა­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ბო­ლო მო­მენ­ტ­ში შეც­ვა­ლეს და გუნ­დურ პირ­ვე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე ნაკ­რებ­თა რა­ო­დე­ნო­ბა რვი­დან თექ­ვ­ს­მე­ტამ­დე გა­ზარ­დეს. გან­თეს­ვა­ზე ბევ­რი არ უფიქ­რი­ათ და ორი გა­მორ­ჩე­უ­ლი ევ­რო­პუ­ლი ნაკ­რე­ბი პირ­ვე­ლი­ვე წრე­ში შე­ახ­ვედ­რეს ერ­თ­მა­ნეთს. ფაქ­ტობ­რი­ვად, ფი­ნა­ლის ტოლ­ფას შეხ­ვედ­რა­ში სა­ქარ­თ­ვე­ლომ მძი­მედ, მაგ­რამ მა­ინც მი­აღ­წია მი­ზანს - 3:2.

გია გუ­გა­ვას გუნდს მე­ოთხედ­ფი­ნალ­ში მონ­ღო­ლე­თი ერ­გო. აქ მე­ტო­ქე ვერ გა­მოდ­გა ისე­თი, ცო­ტას მა­ინც რომ გვა­ნერ­ვი­უ­ლებ­და - 5:0.

ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში სლო­ვე­ნი­ას­თან გა­სუ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის რუ­სე­თი­სა და მონ­ღო­ლე­თის გუნ­დე­ბის ძლე­ვის შემ­დეგ, აშ­კა­რა იყო, მას­პინ­ძ­ლებს ში­ნა­უ­რი კედ­ლე­ბი ვერ უშ­ვე­ლიდ­ნენ - აქაც 5:0.

ერ­თი სიტყ­ვით, ფი­ნა­ლი და ფი­ნა­ლის­ტი სა­ბერ­ძ­ნე­თის სა­ხით, რო­მე­ლიც გუ­გა­ვას გუნ­დის­თ­ვის არ­ც­თუ სა­სი­ა­მოვ­ნოდ და­იწყო - გე­ლა კე­ლი­ხაშ­ვი­ლი (66 კგ.) ახალ­გაზ­რ­დებს შო­რის ევ­რო­პის სამ­გ­ზის ჩემ­პი­ონ გე­ორ­გი­ოს აზო­ი­დის­თან გაფ­რ­თხი­ლე­ბე­ბით და­მარ­ცხ­და, მაგ­რამ ეს იყო და ეს. და­ნარ­ჩე­ნი ოთხი შეხ­ვედ­რა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის იყო - ან­გა­რი­ში ფრი­დონ გი­გან­მა (73 კგ.) რო­მან მუს­ტო­პუ­ლო­სის - ვე­ტე­რა­ნი ქარ­თ­ვე­ლი ძი­უ­დო­ის­ტის, გი­ორ­გი რე­ვა­ზიშ­ვი­ლის ვა­ჟის, წლე­ულს 21-წლამ­დელ­თა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი­სა და ახ­ლა უკ­ვე ლი­უბ­ლი­ა­ნუ­რი ბრინ­ჯა­ოს მედ­ლის მფლო­ბე­ლის ვა­ზარ-იუკო­თი ძლე­ვით გა­ა­თა­ნაბ­რა. 81 კი­ლოგ­რამ­ში ბერ­ძ­ნებს ხუ­თე­ულ­ში კი­დევ ერ­თი ძლი­ე­რი ძი­უ­დო­ის­ტი ჰყავ­დათ - ახალ­გაზ­რ­დებ­ში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი და აქ­ვე, ამა­ვე ტა­ტამ­ზე, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნო­ბის მომ­პო­ვე­ბე­ლი ალექ­სი­ოს ნტა­ნა­ცი­დი­სი, მაგ­რამ ეს შეხ­ვედ­რაც ქარ­თ­ვე­ლის - უშანგ მარ­გი­ა­ნის აღ­მოჩ­ნ­და. მსა­ჯებ­მა ილე­თი ვა­ზა­რით შე­ა­ფა­სეს და სა­ერ­თო ან­გა­რიშ­ში 2:1 და­წი­ნა­ურ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი. აქ უკ­ვე საკ­მა­რი­სი იყო მე­სა­მე შეხ­ვედ­რის მო­გე­ბაც და გია გუ­გა­ვას გუნ­დი ვა­დამ­დე გა­ი­ნაღ­დებ­და ჩემ­პი­ო­ნო­ბას. მით უმე­ტეს, წო­ნა­ში, რო­მელ­შიც ორი დღით ად­რე ბე­ქა ღვი­ნი­აშ­ვი­ლი (90 კგ.) ჩემ­პი­ო­ნი გახ­და.

და აი, ისიც, ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ონ­მა ბე­ქა ღვი­ნი­აშ­ვილ­მა ვა­დამ­დე­ლი გა­მარ­ჯ­ვე­ბა მო­ი­პო­ვა გე­ორ­გი­ოს მა­ლი­ა­რო­პო­უ­ლო­სის­თან - 3:1.

გა­ნაღ­დე­ბუ­ლი ჩემ­პი­ო­ნო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ბო­ლო შეხ­ვედ­რას გა­მარ­ჯ­ვე­ბით და­უს­ვა წერ­ტი­ლი ევ­რო­პის ვი­ცე-ჩემ­პი­ონ­მა და ერ­თი დღით ად­რე პი­რად­ში ბრინ­ჯა­ოს მომ­პო­ვე­ბელ­მა ლე­ვან მა­ტი­აშ­ვილ­მა (+90 კგ.) - და­ვიდ კა­რაკ­ლი­დი­სი ოს­ტა­ტუ­რად მო­ცე­ლა.

ერ­თი სიტყ­ვით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი ის­ტო­რი­ა­ში შე­ვი­და, რო­გორც სა­დე­ბი­უ­ტო ას­პა­რე­ზო­ბის პირ­ვე­ლი ტრი­უმ­ფა­ტო­რი გუნ­დი, რო­მე­ლიც ერ­თი ამო­სუნ­თ­ქ­ვით ავი­და კვარ­ცხ­ლ­ბე­კის უმაღ­ლეს სა­ფე­ხურ­ზე.

მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი გუნ­დი: გე­ლა კე­ლი­ხაშ­ვი­ლი (66 კგ.), ლე­ვან გუ­გა­ვა, ფრი­დონ გი­გა­ნი ( 73 კგ.), უშანგ მარ­გი­ა­ნი (81 კგ.), ბე­ქა ღვი­ნი­აშ­ვი­ლი (90 კგ.), ლე­ვან მა­ტი­აშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ზა­ქა­რი­ა­ძე (+90 კგ.).

მსოფ­ლი­ოს გუნ­დუ­რი ჩემ­პი­ო­ნა­ტი

ვა­ჟე­ბი:

1. სა­ქარ­თ­ვე­ლო

2. სა­ბერ­ძ­ნე­თი

3. იაპო­ნია

3. უკ­რა­ი­ნა

 

ქა­ლე­ბი:

1. იაპო­ნია

2. საფ­რან­გე­თი

3. გერ­მა­ნია

3. ხორ­ვა­ტია

სხვა სიახლეები
29 დეკემბერი, 2014 მანუჩარ კვირკველია შედეგების გაუმჯობესებას ახლა უკვე პრეზიდენტის რანგში გვიპრდება
23 დეკემბერი, 2014 საჭიდაო სამყაროში პერსპექტივაში ხმაურს ველით
01 დეკემბერი, 2014 ლუკა კურტანიძის გადადგომით საჭიდაო სამყაროში სტატუსკვო აღდგა
07 ოქტომბერი, 2014 ქართულ საჭიდაო ხალიჩაზე მოჩვენებითი ზავია
02 ოქტომბერი, 2014 ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებამ საჭიდაო სამყაროს ახალი მწვრთნელები მოუვლინა
22 სექტემბერი, 2014 ლუკა კურტანიძეს საჭიდაო სამყარო უტევს
15 სექტემბერი, 2014 ქართველმა ბერძენ-რომაელებმა მსოფლიო ჩააგდეს
12 სექტემბერი, 2014 კლასიკური მარცხი
25 აგვისტო, 2014 მსოფლიო ჩემპიონატი ამირანის ბრინჯაოს მედლით დაიწყო
27 დეკემბერი, 2013 ჭრი­კიშ­ვილ­მა 2013 წე­ლი დააიპონა