შავ­ფა­როს­ნე­ბი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან გეგ­მებს ლუდ „მთი­ელ­თან“ ერ­თად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ
10 ოქტომბერი, 2013
2497
print

„კრი­ა­ლა ტბებ­ში ნა­ხარ­ში, ნა­დუ­ღი ნის­ლის ორ­თ­ქ­ლი­თა, ლივ­ლი­ვებს თი­ხის კათხა­ში, მთის ლუ­დი, წე­სი მოდ­გ­მი­თა“ - ლუ­დი „მთი­ე­ლი“ გა­მორ­ჩე­უ­ლია არა მხო­ლოდ თა­ვი­სი უნი­კა­ლუ­რი გე­მო­თი, არა­მედ მი­სი სა­რეკ­ლა­მო რგო­ლე­ბიც ყო­ველ­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­მელ­შიც ყო­ველ­თ­ვის ხაზ­გას­მუ­ლია მთის ლუ­დი­სა და მი­სი ხარ­შ­ვის უძ­ვე­ლე­სი ტრა­დი­ცი­ე­ბის აღ­დ­გე­ნა...

შავ­ფა­როს­ნე­ბიც ყო­ველ­თ­ვის გა­მორ­ჩე­უ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ - ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზეც და ახ­ლაც - თუ­კი წარ­სულ­ში ისი­ნი სამ­შობ­ლოს ერ­თი­ა­ნო­ბის­თ­ვის დებ­დ­ნენ თავს, დღეს ქარ­თუ­ლი საბ­რ­ძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბის ტრა­დი­ცი­ე­ბის აღ­დ­გე­ნის­თ­ვის და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თ­ვის იღ­წ­ვი­ან...

ამ ყვე­ლაფ­რი­დან ლო­გი­კუ­რი შე­დე­გი ასე­თი მი­ვი­ღეთ: ლუ­დი „მთი­ე­ლი“ და შავ­ფა­როს­ნე­ბი პარ­ტ­ნი­ო­რე­ბი გახ­დ­ნენ და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე პირ­ვე­ლი ერ­თობ­ლი­ვი სა­რეკ­ლა­მო რგო­ლით გა­მოჩ­ნ­დ­ნენ.

ახა­ლი რგო­ლის პრე­ზენ­ტა­ცია ფოლ­კ­ლო­რის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­ში შედ­გა, რო­მელ­ზეც დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ „ნა­ტახ­ტა­რის“ მარ­კე­ტინ­გის დი­რექ­ტორ­მა, თორ­ნი­კე ნი­კო­ლა­იშ­ვილ­მა და შავ­ფარ­ს­ნე­ბის კავ­ში­რის წევ­რ­მა, ზუ­რაბ მა­ხა­რა­ძემ ისა­უბ­რეს.

პრე­მი­ე­რა­ზე სტუმ­რებ­მა შავ­ფა­როს­ნე­ბის ორ­თაბ­რ­ძო­ლა იხი­ლეს და „ვაჟ­თა ფოლ­კ­ლ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბ­ლის“ მი­ერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი მო­ის­მი­ნეს.

რო­გორც გა­ირ­კ­ვა, შავ­ფა­როს­ნე­ბი მიზ­ნად ისა­ხა­ვენ მთი­ა­ნად ქარ­თუ­ლი საბ­რ­ძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და მას­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი საბ­რ­ძო­ლო სა­ხე­ო­ბე­ბის, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში საბ­რ­ძო­ლო კულ­ტუ­რის, უძ­ვე­ლე­სი საბ­რ­ძო­ლო ტრა­დი­ცი­ე­ბის შეს­წავ­ლას, აღ­დ­გე­ნა­სა და სის­ტე­მა­ტი­ზა­ცი­ას. ასე­ვე, მის ერ­ში გა­ცოცხ­ლე­ბას და კულ­ტუ­რის საკ­მა­ოდ მიმ­ქ­რა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის აქ­ტუ­ა­ლი­ზა­ცი­ას.

ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­გორც კომ­პა­ნი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, ლუ­დი მთი­ე­ლი „შავ­ფა­როს­ნე­ბის“ პარ­ტ­ნი­ო­რი სი­ა­მა­ყით გახ­და და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ფარ­გ­ლებ­ში შე­იქ­მ­ნა სა­რეკ­ლა­მო რგო­ლი, რო­მე­ლიც ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც აჩ­ვე­ნებს იმ აღ­ტ­კი­ნე­ბას, რომ­ლი­თაც წარ­სულ­ში ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი იბ­რ­ძოდ­ნენ.

თორ­ნი­კე ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი, კომ­პა­ნია „ნა­ტახ­ტა­რის“ მარ­კე­ტინ­გის დი­რექ­ტო­რი:

- ჩვე­ნი შეხ­ვედ­რის მი­ზა­ნია, წარ­მო­ვად­გი­ნოთ ზო­გა­დად ლუ­დი „მთი­ე­ლის“ კონ­ცეფ­ცია, რო­მე­ლიც გა­მო­ხა­ტუ­ლია სა­რეკ­ლა­მო რგო­ლით და რო­მე­ლიც სა­რეკ­ლა­მო სა­ტე­ლე­ვი­ზიო ფარ­გ­ლებს სცდე­ბა - ამ რგო­ლის მი­ზა­ნია, წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ შავ­ფა­როს­ნე­ბი. ეს არის პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტი და იმე­დი გვაქვს, რომ აქე­დან და­იწყე­ბა „შავ­ფა­როს­ნე­ბი­სა“ და ლუ­დი „მთი­ე­ლის“ მე­გობ­რო­ბა, რად­გან აღ­ნიშ­ნუ­ლი ორი ფე­ნო­მე­ნი კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რად ერ­თ­მა­ნეთს კარ­გად შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

„მთი­ე­ლი“ არის მთის ლუ­დი­სა და ლუ­დის ხარ­შ­ვის ტრა­დი­ცი­ე­ბის აღორ­ძი­ნე­ბის მა­გა­ლი­თი, ხო­ლო „შავ­ფა­როს­ნებ­მა“ მო­ი­ძი­ეს, ააღორ­ძი­ნეს და შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს ის ტრა­დი­ცია, რა­საც ქარ­თუ­ლი საბ­რ­ძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბა ჰქვია. იმე­დი მაქვს, უფ­რო სწო­რად დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა, ვინც ამ სა­რეკ­ლა­მო რგოლს ნა­ხავს, ჩვენს ემო­ცი­ას გა­ი­ზი­ა­რებს. ვფიქ­რობთ, ეს სა­რეკ­ლა­მო რგო­ლი ლუ­დი „მთი­ე­ლი­სა“ და შავ­ფა­როს­ნე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი და­საწყი­სია.

ეს ორი სხდავ­ს­ხ­ვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­სა და დატ­ვირ­თ­ვის მქო­ნე, მაგ­რამ ტრა­დი­ცი­ე­ბის გამ­რ­გ­ძე­ლე­ბე­ლი გუნ­დი, შე­უძ­ლე­ბე­ლია ერ­თ­მა­ნეთ­თან არ მე­გობ­რობ­დეს, რად­გან ცალ-ცალ­კე ორი­ვე ქარ­თულ საქ­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბა, ერ­თად კი ბევ­რად მე­ტის გა­კე­თე­ბას შევ­ძ­ლებთ.

ზუ­რაბ მა­ხა­რა­ძე, შავ­ფა­როს­ნე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი:

- ქარ­თუ­ლი საბ­რ­ძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბა და შავ­ფა­როს­ნე­ბი დი­დი ხა­ნია უკ­ვე ამ საქ­მეს ვა­კე­თებთ: ქარ­თუ­ლი საბ­რ­ძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბის მო­ძი­ე­ბას, აღ­დ­გე­ნას, და­მუ­შა­ვე­ბას. თა­ვი­დან მცი­რე იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი ამ საქ­მის მი­მართ და ბევრს არც კი ეჯე­რა, რომ ქარ­თ­ვე­ლებს ასე­თი საბ­რ­ძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბა გვქონ­და... შემ­დეგ მოხ­და ისე, რომ უკ­ვე ლუდ­მა „მთი­ელ­მა“ გა­დაწყ­ვი­ტა გა­ე­ცოცხ­ლე­ბი­ნა მთი­ე­ლე­ბის სა­ხე და კლიპ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზა. გა­და­ღე­ბე­ბის პრო­ცე­სი შა­ტილ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და ჩვენ­თ­ვის ეს ძა­ლი­ან დი­დი სტი­მუ­ლი იყო, რად­გან იმას, რა­საც ჩვენ ამ­დე­ნი წე­ლია ვსწავ­ლობთ - ფა­რი­კა­ო­ბას, ჩა­ვე­დით ამ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი მოვ­ლე­ნის სამ­შობ­ლო­ში.

ხა­სი­ა­თი­თა და იდე­ით ლუ­დი „მთი­ე­ლი“ და შავ­ფა­როს­ნე­ბი ძა­ლი­ან შე­ე­ფე­რე­ბი­ან ერ­თ­მა­ნეთს. ამ­დე­ნად, რაც უფ­რო მე­ტად მოთხოვ­ნა­დი გახ­დე­ბა ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი, ქარ­თუ­ლი საბ­რ­ძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბა, არ იქ­ნე­ბა მხო­ლოდ სა­მუ­ზე­უ­მო ექ­ს­პო­ნა­ტი, მით მე­ტად მო­ხა­რუ­ლი ვიქ­ნე­ბით. თუ ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ამ ნა­წილს ისე­ვე და­ვა­ფა­სებთ, რო­გორც მას მა­გა­ლი­თად იაპო­ნე­ლე­ბი აფა­სე­ბენ, ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თ­ვი­საც კარ­გი იქ­ნე­ბა და ნე­ბის­მე­ი­რი მო­ქა­ლა­ქის­თ­ვი­საც.

სხვა სიახლეები
25 იანვარი, 2016 რუსეთის ეკონომიკური პროგნოზი
18 იანვარი, 2016 62 ოლიგარქს უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე დედამიწის მოსახლეობის ნახევარს
11 აგვისტო, 2014 უმამი - გემოვნების შთაგონება ახალი რესტორანი თბილისის ყველაზე მოდურ სასტუმროში
17 ივლისი, 2014 კერძები ურთიერთობისათვის „რადისონ ბლუ, ბათუმის“ ახალი კულინარიული კონცეფცია
06 ივნისი, 2014 კა­ფე ივე­რია - ახა­ლი მყუდ­რო ად­გი­ლი ყა­ვი­სა და ნა­ყი­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თ­ვის
05 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგის უპირატესობები
04 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგი
30 მაისი, 2014 "რა­დი­სონ ბლუ"-ს სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსელ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში TripAdvisor-ის ხა­რის­ხის სერ­ტი­ფი­კა­ტი 2014 მო­ი­პო­ვა
02 მაისი, 2014 რადისონ ბლუ ივერია ქართული მწვანე ბიზნესის გამარჯვებული გახდა
25 აპრილი, 2014 საქართველოს საუკეთესო შეფმზარეული 2014