თბი­ლის­ში Skoda-ს ახა­ლი ცენ­ტ­რი გა­იხ­ს­ნა
08 ოქტომბერი, 2013
2415
print

თბი­ლის­ში, აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­ივ­ნის მე-15 კი­ლო­მეტ­რ­ზე, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი ჩე­ხუ­რი ბრენ­დის - შკო­დას ახა­ლი ცენ­ტ­რი გა­იხ­ს­ნა.

შკო­დას ახა­ლი ცენ­ტ­რის გახ­ს­ნას და­ეს­წ­რ­ნენ სხვა­დას­ხ­ვა სა­ხელ­მ­წი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბის, ბიზ­ნეს სექ­ტო­რი­სა და შოუ ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, დიპ­ლო­მა­ტე­ბი და მე­დია. ასე­ვე, ჩე­ხე­თის ელ­ჩი ივან იეს­ტ­რ­ჟა­ბი და სა­ქარ­ვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე დი­დი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ჰოლ­დინ­გის - იბე­რია ბიზ­ნეს ჯგუ­ფის პრე­ზი­დენ­ტი ტა­რი­ელ ხე­ჩი­კაშ­ვი­ლი.

გახ­ს­ნის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო შკო­დას სრუ­ლი­ად ახა­ლი მო­დე­ლი- Rapid-ი, რომ­ლის წარ­მო­ე­ბაც კომ­პა­ნი­ამ 2013 წლის თე­ბერ­ვალ­ში და­იწყო. აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­დე­ლი უკ­ვე კარ­გად ცნო­ბი­ლი მო­დე­ლე­ბის Octavia -სა და Fabia-ს კლა­სებს შო­რი­საა. Skoda Rapid-ი სხვა მო­დე­ლებ­თან შე­და­რე­ბით უფ­რო ეკო­ნო­მი­უ­რია, ის მე­ტად კომ­ფორ­ტუ­ლი და დახ­ვე­წი­ლი დი­ზა­ი­ნით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ამას­თან, ახა­ლი მო­დე­ლის ფა­სი $16 350-დან იწყე­ბა.

რო­გორც შკო­დას ოფი­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა­ში - იბე­რია ბიზ­ნეს ჯგუ­ფის მე­ნეჯ­მენ­ტ­ში აცხა­დე­ბენ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბრენ­დის მი­მართ ინ­ტე­რე­სი ბო­ლო პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან გა­ი­ზარ­და. „შკო­დას ცენ­ტ­რის ად­გილ­მ­დე­ბა­რე­ო­ბის შეც­ვ­ლა და გა­ფარ­თო­ე­ბის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი, ბრენ­დის ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე გაზ­რ­დი­ლი მოთხოვ­ნაა, რო­მელ­მაც დი­დი ცენ­ტ­რის აუცი­ლებ­ლო­ბა შექ­მ­ნა. შკო­დამ და­ამ­ტ­კი­ცა, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია ხა­რის­ხი­ა­ნი ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­ძე­ნა საკ­მა­ოდ და­ბალ ფა­სად,“ - აცხა­დებს იბე­რია ბიზ­ნეს ჯგუ­ფის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი და­ვით გო­გო­რიშ­ვი­ლი.

სა­ღა­მო­ზე ასე­ვე მო­ეწყო მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლის - გა­ნახ­ლე­ბუ­ლი Superb-ის პრე­ზენ­ტა­ცია, რო­მე­ლიც წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი კლა­სის სე­და­ნია, აღ­ჭურ­ვი­ლია TSI ძრა­ვით, და გა­მო­ირ­ჩე­ვა თა­ვი­სი სიმ­ძ­ლავ­რით და ეკო­ნო­მი­უ­რო­ბით.

სა­ზე­ი­მო გახ­ს­ნა­ზე კომ­პა­ნი­ამ ორი საგ­ზუ­რი გა­ა­თა­მა­შა, - 2 კა­ცი­ა­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბა პრა­ღა­ში და 2 კა­ცი­ა­ნი საგ­ზუ­რი „შა­ტო მე­რე“-ში.

შკო­დას ცენ­ტ­რ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის შე­ძე­ნის გარ­და, მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი სა­სურ­ვე­ლი კომ­პ­ლექ­ტა­ცი­ის ავ­ტო­მო­ბი­ლის შეკ­ვე­თა­საც შეძ­ლებს. „მიგ­ვაჩ­ნია, რომ Skoda-ს ახა­ლი ცენ­ტ­რი, მომ­ხ­მა­რებ­ლის­თ­ვის მე­ტად კომ­ფორ­ტუ­ლი და მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს ავ­ტო­სერ­ვი­სი, რაც გუ­ლის­ხ­მობს ავ­ტო­მო­ბი­ლის დი­აგ­ნოს­ტი­კას და შე­კე­თე­ბას. ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ორი­გი­ნა­ლი სა­თა­და­რი­გო ნა­წი­ლე­ბის შე­ძე­ნა“- გა­ნაცხა­და Skoda-ს ცენ­ტ­რის დი­რექ­ტორ­მა და­ვით ჯო­ხა­ძემ.

იბე­რია ბიზ­ნეს ჯგუ­ფი შკო­დას ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. ჩე­ხუ­რი ბრენ­დი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 2004 წლი­დან ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს და მომ­ხ­მა­რე­ბელს ყვე­ლა­ზე გა­ყიდ­ვა­დი მო­დე­ლე­ბის ფარ­თო არ­ჩე­ვანს სთა­ვა­ზობს. დღეს-დღე­ო­ბით შკო­და ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ბრენ­დია სა­ქარ­თ­ვე­ლოს კორ­პო­რა­ტი­ულ სეგ­მენ­ტ­ში.

სხვა სიახლეები
25 იანვარი, 2016 რუსეთის ეკონომიკური პროგნოზი
18 იანვარი, 2016 62 ოლიგარქს უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე დედამიწის მოსახლეობის ნახევარს
11 აგვისტო, 2014 უმამი - გემოვნების შთაგონება ახალი რესტორანი თბილისის ყველაზე მოდურ სასტუმროში
17 ივლისი, 2014 კერძები ურთიერთობისათვის „რადისონ ბლუ, ბათუმის“ ახალი კულინარიული კონცეფცია
06 ივნისი, 2014 კა­ფე ივე­რია - ახა­ლი მყუდ­რო ად­გი­ლი ყა­ვი­სა და ნა­ყი­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თ­ვის
05 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგის უპირატესობები
04 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგი
30 მაისი, 2014 "რა­დი­სონ ბლუ"-ს სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსელ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში TripAdvisor-ის ხა­რის­ხის სერ­ტი­ფი­კა­ტი 2014 მო­ი­პო­ვა
02 მაისი, 2014 რადისონ ბლუ ივერია ქართული მწვანე ბიზნესის გამარჯვებული გახდა
25 აპრილი, 2014 საქართველოს საუკეთესო შეფმზარეული 2014