ლუ­კა კურ­ტა­ნი­ძე სა­და­ვე­ებს იღებს ხელ­ში
27 სექტემბერი, 2013
1918
print

წლის დასაწყისში, 8 იანვარს, როდესაც ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში ახლად მოსულმა პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ ახალი სამწვრთნელო შტაბი წარადგინა, თქვა, რომ ისინი 2013 წლის ბოლომდე შეასრულებენ თავიანთ მოვალეობას, შემდეგ კი ფედერაცია გადახედავს, შეაჯამებს მათ მიერ გაწეულ სამუშაოს და თანამშრომლობის გაგრძელების საკითხს განიხილავსო.

დღეს საქმე სწორედ აქამდეა მისული - 15 ნოემბერს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელების - რევაზ მინდორაშვილისა და ოთარ ტატიშვილის საქმიანობას გადახედავენ.

თა­ვი­სუ­ფა­ლი და ბერ­ძ­ნულ-რო­მა­უ­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე­თა ბუ­და­პეშ­ტის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ორი­ვე ნაკ­რე­ბის­თ­ვის წა­რუ­მა­ტებ­ლად, უფ­რო სწო­რად, კრა­ხით დას­რულ­და. თა­ვად გან­სა­ჯეთ, თა­ვი­სუ­ფალ­თა და კლა­სი­კოს­თა შვი­დე­უ­ლე­ბი­დან მედ­ლამ­დე მხო­ლოდ ერ­თი მი­ვი­და - თა­ვი­სუ­ფა­ლი და, ამას­თან, ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ნაკ­რე­ბი­დან დი­დებ­ში წლე­ულს გა­და­სუ­ლი გე­ნო პეტ­რი­აშ­ვი­ლი. ყვე­ლა და­ნარ­ჩენ შემ­თხ­ვე­ვა­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი სა­ჭი­დაო სამ­ყა­როს ლი­დერ­თა ორ­ბი­ტას უმი­სა­მარ­თოდ ას­ც­და.

თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე­თა ნაკ­რებს კი­დევ არა უშავს - ერ­თი ბრინ­ჯაო, სა­მი მე­ხუ­თე და გუნ­დუ­რი მე­სა­მე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. რე­ვაზ მინ­დო­რაშ­ვი­ლის გუნ­დი სრუ­ლი კრა­ხის­გან გუნ­დურ­მა ად­გილ­მა იხ­ს­ნა, სხვა მხრივ კი, ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და ამ­ბი­ცი­ე­ბის გათ­ვალ­სი­წი­ნე­ბით, გე­ნო პეტ­რი­აშ­ვი­ლის ბრინ­ჯაო და გუნ­დუ­რი მე­სა­მე ად­გი­ლი არა­და­მაკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად უნ­და შე­ფას­დეს.

ბერ­ძენ-რო­მა­ელ­თა შემ­თხ­ვე­ვა­ში სრუ­ლი კრა­ხი გა­ნი­ცა­და ოთარ ტა­ტიშ­ვი­ლის გუნ­დ­მა, რო­მე­ლიც მედ­ლის სი­ახ­ლო­ვე­საც კი ვერ მი­ვი­და.

გა­დავ­რ­ჩით იმ მხრივ, რომ წი­ნა­სა­ო­ლიმ­პი­ა­დე წე­ლი არ არის, თო­რემ ლი­ცენ­ზი­ე­ბი სა­ნატ­რე­ლი გაგ­ვიხ­დე­ბო­და. აღა­რა­ფერს ვამ­ბობთ რიო დე ჟა­ნე­ი­როს ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის­თ­ვის შვი­დი­ვე წო­ნა­ში ლი­ცენ­ზი­ე­ბის მო­პო­ვე­ბა­ზე. ერ­თი­ცაა, ფე­დე­რა­ცი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბამ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე წამ­ს­ვ­ლელ­თა გა­მო­სავ­ლე­ნად ერ­თ­გ­ვარ ვალ­დე­ბუ­ლე­ბად და­ა­წე­სა სა­ქარ­თ­ვე­ლოს თას­ზე წარ­ჩი­ნე­ბულ ფა­ლა­ვან­თათ­ვის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის საგ­ზუ­რე­ბი.

შე­დე­გი ის არის, რომ ოთარ ტა­ტიშ­ვი­ლი მთლი­ა­ნად და­ეყ­რ­დ­ნო ფე­დე­რა­ცი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბას, რომ მსოფ­ლი­ო­ზე მხო­ლოდ სა­ქარ­თ­ვე­ლოს თა­სის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლებს უნ­და ეას­პა­რე­ზათ, რე­ვაზ მინ­დო­რაშ­ვილ­მა კი გარ­კ­ვე­ულ ექ­ს­პე­რი­მენ­ტებს მი­მარ­თა.

ბუ­და­პეშ­ტის ხა­ლი­ჩა­ზე არც ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში ამ­გ­ვარ­მა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბამ არ გა­ა­მარ­თ­ლა.

...რო­გორც ყო­ველ­თ­ვის, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის წინ მაქ­სი­მუმს ვითხოვ­დით. ნაკ­რე­ბე­ბი კარ­გად იყ­ვ­ნენ მომ­ზა­დე­ბუ­ლი, ტრავ­მას არა­ვინ უჩი­ო­და და თით­ქოს ფორ­მა­შიც იყ­ვ­ნენ. იმე­დის­მომ­ცე­მი იყო ბუ­და­პეშ­ტის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტამ­დე ჭი­და­ო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის ოფი­ცი­ა­ლურ ვებ­გ­ვერ­დ­ზე შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი მი­მო­ხილ­ვა, რო­მე­ლიც ჭი­და­ო­ბის მოყ­ვა­რულთ მო­ნა­წი­ლე ქვეყ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, მათ შან­სებს აც­ნობ­და. თვალ­ში­სა­ცე­მი იყო სა­ქარ­თ­ვე­ლოს თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე­თა ნაკ­რებ­ზე გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბაც - სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­ში მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გის სა­მი მო­წი­ნა­ვეაო.

გარ­და ამი­სა, ყუ­რადღე­ბას ამახ­ვი­ლებ­დ­ნენ ახალ­გაზ­რ­დებ­ში ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ონ­ზე, წლე­ულს კი დი­დებ­ში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ბრინ­ჯა­ოს პრი­ზი­ორ­ზე, 19 წლის გე­ნო პეტ­რი­აშ­ვილ­ზე.

გვეს­მის, რომ ნაკ­რე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა ახალ­ბე­და იყო. ყვე­ლა­ზე მე­ტად თუ ვინ­მეს­კე­ნაა თი­თი გა­საშ­ვე­რი, ეს სამ­წ­ვ­რ­თ­ნე­ლო შტა­ბია, რო­მელ­მაც, შე­დე­გე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მომ­ზა­დე­ბი­სას რა­ღაც შეც­დო­მე­ბი და­უშ­ვა, ან რა­ღაც ვერ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა. ფაქ­ტია ისიც, რომ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი არა მარ­ტო ორი­ვე ნაკ­რებ­მა, არა­მედ მთლი­ა­ნად ფე­დე­რა­ცი­ამ ჩა­აგ­დო, რად­გან წლის შე­დე­გე­ბის შე­ჯა­მე­ბი­სას მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის გას­წ­ვ­რივ მხო­ლოდ ერ­თი მე­და­ლი იქ­ნე­ბა მი­თი­თე­ბუ­ლი.

უფ­რო ვრცლად WEEKEND-ის დღე­ვან­დელ ნო­მერ­ში.

სხვა სიახლეები
29 დეკემბერი, 2014 მანუჩარ კვირკველია შედეგების გაუმჯობესებას ახლა უკვე პრეზიდენტის რანგში გვიპრდება
23 დეკემბერი, 2014 საჭიდაო სამყაროში პერსპექტივაში ხმაურს ველით
01 დეკემბერი, 2014 ლუკა კურტანიძის გადადგომით საჭიდაო სამყაროში სტატუსკვო აღდგა
07 ოქტომბერი, 2014 ქართულ საჭიდაო ხალიჩაზე მოჩვენებითი ზავია
02 ოქტომბერი, 2014 ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებამ საჭიდაო სამყაროს ახალი მწვრთნელები მოუვლინა
22 სექტემბერი, 2014 ლუკა კურტანიძეს საჭიდაო სამყარო უტევს
15 სექტემბერი, 2014 ქართველმა ბერძენ-რომაელებმა მსოფლიო ჩააგდეს
12 სექტემბერი, 2014 კლასიკური მარცხი
25 აგვისტო, 2014 მსოფლიო ჩემპიონატი ამირანის ბრინჯაოს მედლით დაიწყო
27 დეკემბერი, 2013 ჭრი­კიშ­ვილ­მა 2013 წე­ლი დააიპონა