ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ნაკ­რე­ბის ევ­რო­პუ­ლი ტა­ტა­მი
24 სექტემბერი, 2013
1842
print

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრებისთვის სარაევოში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატი წარმატებული გამოდგა.

წარმატება კი ორ ოქროში, ამდენივე ვერცხლში, ერთ ბრინჯაოს მედალსა და 41 ქვეყანას შორის დაკავებულ პირველ ადგილში აისახა.

ჩემ­პი­ო­ნა­ტი გია გუ­გა­ვას გუნ­დის­თ­ვის წა­რუ­მა­ტებ­ლად და­იწყო. ლუ­ხუმ ჩხვი­მი­ანს (60 კგ.) ბრინ­ჯა­ოს მედ­ლამ­დე ერ­თი მო­გე­ბა და­აკ­ლ­და, ვა­ჟა მარ­გ­ვე­ლაშ­ვი­ლი კი, რო­მე­ლიც ასე­ვე 60 კი­ლოგ­რამ­ში ას­პა­რე­ზობ­და, ტურ­ნირს მერ­ვედ­ფი­ნალ­ში გა­მო­ე­თი­შა.

ჩემ­პი­ო­ნა­ტის დე­ბი­უტ­ში მედ­ლე­ბის კომ­პ­ლექ­ტი 55 და 66 კგ-შიც გა­თა­მაშ­და, მაგ­რამ, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ამ ორ წო­ნა­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი არ ჰყავ­და, მან ჩვენ­თ­ვის აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბა და­კარ­გა.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის­თ­ვის მეტ-ნაკ­ლე­ბად სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოდ­გა ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­ო­რე დღე, რო­დე­საც წი­ნა დღის უგუ­ნე­ბო­ბა ლე­ვან გუ­გა­ვას (73 კგ.) ვერ­ცხ­ლის მე­დალ­მა გა­მოგ­ვი­კე­თა, თუმ­ცა გულ­ნაკ­ლუ­ლე­ბიც დაგ­ვ­ტო­ვა. საქ­მე ის არის, რომ ფი­ნალ­ში ჭი­და­ო­ბა მო­უხ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჭა­ბუკ­თა ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლის გი­ორ­გი რე­ვა­ზიშ­ვი­ლის ვაჟ­თან, რო­მე­ლიც დღეს სა­ბერ­ძ­ნე­თი­სა და რო­მან მას­ტო­პუ­ლო­სის სა­ხე­ლით ას­პა­რე­ზობს. მას­ტო­პუ­ლოს­მა ფი­ნა­ლის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე საფ­რან­გე­თის სა­ხე­ლით მო­ას­პა­რე­ზე ერ­თი ქარ­თ­ვე­ლიც - ტრის­ტან ავა­ლი­ა­ნიც და­ა­მარ­ცხა.

ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­ო­რე დღეს ტა­ტამ­ზე გა­ვი­და უშანგ მარ­გი­ა­ნი (81 კგ.), მაგ­რამ ევ­რო­პულ ტა­ტამს მერ­ვედ­ფი­ნა­ლი­დან გა­მო­ე­თი­შა. ქარ­თ­ველს ისევ ბერ­ძენ­მა, ევ­რო­პის 2012 წლის ჩემ­პი­ონ­მა ალექ­სი­ოს ნტა­ნა­ცი­დიმ გა­და­უ­ღო­ბა გზა.

გია გუ­გა­ვას შე­გირ­დებ­მა ჩემ­პი­ო­ნა­ტის დას­კ­ვ­ნით დღეს გა­შა­ლეს ფრთე­ბი - სა­მი­დან ორი მო­გე­ბუ­ლი ფი­ნა­ლი და ერ­თი მე­სა­მე ად­გი­ლი.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი­დან ჩემ­პი­ო­ნე­ბი გახ­დ­ნენ ჭა­ბუ­კე­ბი­დან ახალ­გაზ­რ­დებ­ში გა­და­სუ­ლი ბე­ქა ღვი­ნი­აშ­ვი­ლი (90 კგ.) და გუ­რამ თუ­შიშ­ვი­ლი (100 კგ.). ოქ­რომ­დე ნა­ბი­ჯი და­აკ­ლ­და ლე­ვან მა­ტი­აშ­ვილს (მძი­მე წო­ნა), მე­სა­მე ად­გილ­ზე გა­ვი­და გი­ორ­გი ზა­ქა­რი­ა­ძე (მძი­მე).

ბრინ­ჯა­ოს­თან ახ­ლოს იყო თორ­ნი­კე ოთი­ნაშ­ვი­ლი (100 კგ.), მაგ­რამ ჩემ­პი­ო­ნატს მე­ხუ­თე ად­გი­ლით და­ემ­შ­ვი­დო­ბა. მე­ო­რე წრე­ში წა­გე­ბით არ გა­უ­მარ­თ­ლა ლა­შა ტა­ვე­ლურ­საც (90 კგ.)

სა­რა­ე­ვო­ში გამ­გ­ზავ­რე­ბამ­დე ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ნაკ­რე­ბის მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა გია გუ­გა­ვამ თქვა, რომ აქ­ცენტს აკე­თებ­და მედ­ლის მო­პო­ვე­ბის რე­ა­ლურ კან­დი­და­ტებ­ზე და არა შარ­შან­დელ შე­დე­გებ­ზე.

სტრა­ტე­გი­ამ გა­ა­მარ­თ­ლა. ათ­კა­ცი­ა­ნი გუნ­დი­დან ხუთ­მა მე­და­ლი აიღო. გუნ­დურ ჩათ­ვ­ლა­ში, სა­დაც გო­გო­ნა­თა შე­დე­გებ­საც ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ, მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­ვიდ­ნენ, ვა­ჟებ­ში კი პირ­ვე­ლო­ბას ვე­რა­ვინ შეგ­ვე­ცი­ლა.

ჩვე­ნი ნაკ­რე­ბი დღეს გამ­თე­ნი­ი­სას ჩა­მოფ­რინ­და.

 

 

 

 

სხვა სიახლეები
29 დეკემბერი, 2014 მანუჩარ კვირკველია შედეგების გაუმჯობესებას ახლა უკვე პრეზიდენტის რანგში გვიპრდება
23 დეკემბერი, 2014 საჭიდაო სამყაროში პერსპექტივაში ხმაურს ველით
01 დეკემბერი, 2014 ლუკა კურტანიძის გადადგომით საჭიდაო სამყაროში სტატუსკვო აღდგა
07 ოქტომბერი, 2014 ქართულ საჭიდაო ხალიჩაზე მოჩვენებითი ზავია
02 ოქტომბერი, 2014 ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებამ საჭიდაო სამყაროს ახალი მწვრთნელები მოუვლინა
22 სექტემბერი, 2014 ლუკა კურტანიძეს საჭიდაო სამყარო უტევს
15 სექტემბერი, 2014 ქართველმა ბერძენ-რომაელებმა მსოფლიო ჩააგდეს
12 სექტემბერი, 2014 კლასიკური მარცხი
25 აგვისტო, 2014 მსოფლიო ჩემპიონატი ამირანის ბრინჯაოს მედლით დაიწყო
27 დეკემბერი, 2013 ჭრი­კიშ­ვილ­მა 2013 წე­ლი დააიპონა