ფუტ­კა­რა­ძე მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატს პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რა­ში გა­მო­ე­თი­შა
21 სექტემბერი, 2013
1822
print

ბუ­და­პეშ­ტ­ში დაწყე­ბუ­ლი ბერ­ძენ-რო­მა­ელ­თა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის­თ­ვის წა­რუ­მა­ტებ­ლად და­იწყო.

უმ­სუ­ბუ­ქე­სი წო­ნის (55 კგ.) ქარ­თ­ვე­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ბა­ჩა­ნა ფუტ­კა­რა­ძე მის­თ­ვის სა­დე­ბი­უ­ტო მსოფ­ლიო პირ­ვე­ლო­ბას პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რა­ში გა­მო­ე­თი­შა. ქარ­თ­ველ ფა­ლა­ვანს, რო­მელ­საც არა­თუ მსოფ­ლი­ოს ან ევ­რო­პის პირ­ვე­ლო­ბა­ზე, არა­მედ სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რებ­ზე ას­პა­რე­ზო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბაც არა აქვს, კენ­ჭის­ყ­რის შე­დე­გებ­მა მოწყა­ლე­ბის თვა­ლით გად­მო­ხე­და - პირ­ველ წრე­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი იყო, მე­ო­რე­ში კი უც­ნობ ჰა­ი­ტემ აჰ­მედ ფაჰ­მი მაჰ­მუდს შეხ­ვ­და, მაგ­რამ ეგ­ვიპ­ტელ ახალ­ბე­დას­თან პირ­წ­მინ­დად და­მარ­ცხ­და - 0:8. ბა­ჩა­ნა ფუტ­კა­რა­ძის ბე­დად, მერ­ვე­ფი­ნალს ვერ გას­ც­და ქარ­თ­ვე­ლის მომ­გე­ბი ეგ­ვიპ­ტე­ლი, რა­მაც ფუტ­კა­რა­ძეს ბრინ­ჯა­ოს მედ­ლის­კენ მი­მა­ვა­ლი გზა გა­და­უ­კე­ტა.

დღეს მედ­ლე­ბის­თ­ვის ბრძო­ლას და­იწყე­ბენ ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ვერ­ცხ­ლის პრი­ზი­ო­რი და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი რე­ვაზ ლაშ­ხი (60 კგ.), გი­ორ­გი ცი­რე­კი­ძე (84 კგ.) და ვა­სილ იმერ­ლიშ­ვი­ლი (96 კგ.). ხვალ ხა­ლი­ჩა­ზე გავ­ლენ სა­ჩი­ნო და­ვი­თაია (66 კგ.) და ილია გულ­ბა­თაშ­ვი­ლი (74 კგ.), ხო­ლო 22 სექ­ტემ­ბერს - ლე­ვან არა­ბუ­ლი (120 კგ.).

სხვა სიახლეები
29 დეკემბერი, 2014 მანუჩარ კვირკველია შედეგების გაუმჯობესებას ახლა უკვე პრეზიდენტის რანგში გვიპრდება
23 დეკემბერი, 2014 საჭიდაო სამყაროში პერსპექტივაში ხმაურს ველით
01 დეკემბერი, 2014 ლუკა კურტანიძის გადადგომით საჭიდაო სამყაროში სტატუსკვო აღდგა
07 ოქტომბერი, 2014 ქართულ საჭიდაო ხალიჩაზე მოჩვენებითი ზავია
02 ოქტომბერი, 2014 ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებამ საჭიდაო სამყაროს ახალი მწვრთნელები მოუვლინა
22 სექტემბერი, 2014 ლუკა კურტანიძეს საჭიდაო სამყარო უტევს
15 სექტემბერი, 2014 ქართველმა ბერძენ-რომაელებმა მსოფლიო ჩააგდეს
12 სექტემბერი, 2014 კლასიკური მარცხი
25 აგვისტო, 2014 მსოფლიო ჩემპიონატი ამირანის ბრინჯაოს მედლით დაიწყო
27 დეკემბერი, 2013 ჭრი­კიშ­ვილ­მა 2013 წე­ლი დააიპონა