ჭი­და­ო­ბა მოკ­ვე­თას გა­და­ურ­ჩა და წო­ნა­ში იკ­ლებს
11 სექტემბერი, 2013
1814
print

ქართული ოლიმპიური მოძრაობისთვის დამღუპველი იქნებოდა თავისუფალი თუ ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის ოლიმპიური პროგრამიდან ამოღება, რისი საშიშროებაც რეალურად არსებობდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ოლიმპიზმის მამებმა ისეთი განაჩენი გამოიტანეს, რომ ქართული საჩემპიონო ყულაბა მომავალშიც შეივსება.

გა­ზაფხუ­ლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ქარ­თულ სა­ჭი­დაო სკო­ლას სა­ნერ­ვი­უ­ლო საკ­მა­რის­ზე მე­ტი ჰქონ­და. რო­გო­რია, და­კარ­გო სტა­ტუ­სი და აღარ იწო­დე­ბო­დე ოლიმ­პი­ურ სა­ხე­ო­ბად, მა­შინ რო­დე­საც ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე ყვე­ლა­ზე მეტს შენ­გან მო­ე­ლი­ან და, ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­თ­გ­ვა­რი ლო­კო­მო­ტი­ვის ფუნ­ქ­ცია გა­კის­რია ძი­უ­დოს­თან ერ­თად.

კარ­გია, რომ ჭი­და­ო­ბა გა­დარ­ჩა, კვლავ ოლიმ­პი­უ­რი პროგ­რა­მის ნა­წი­ლია და 2020 და 2024 წლებ­ში იგი­ვე სტა­ტუ­სით ისარ­გებ­ლებს.

ბუ­ე­ნოს აირეს­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის (სოკ-ი) 125-ე სე­სი­ა­ზე, 49 დე­ლე­გატ­მა ჭი­და­ო­ბე­ბი იხ­ს­ნა ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი­დან გა­ძე­ვე­ბის­გან. მი­სი კონ­კუ­რენ­ტე­ბი­დან ბე­ის­ბოლ-სოფ­ტ­ბოლ­მა 24, სქვოშ­მა კი 22 ხმა მი­ი­ღო.

ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის და­არ­სე­ბი­დან (1896) დღემ­დე ოლიმ­პიზ­მის მა­მებს პირ­ვე­ლად მო­უხ­დათ ჭი­და­ო­ბის ყოფ­ნა-არ­ყოფ­ნის სა­კითხ­ზე მსჯე­ლო­ბა. ერ­თი სიტყ­ვით, სა­ნერ­ვი­უ­ლო აღა­რა­ფე­რია, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, 2024 წლამ­დე.

მაგ­რამ, დი­დი ალ­ბა­თო­ბით, ერთ ცვლი­ლე­ბას მა­ინც უნ­და ვე­ლო­დოთ, რომ­ლის მიხ­დ­ვით, თა­ვი­სუფ­ლე­ბი და ბერ­ძენ-რო­მა­ე­ლე­ბი შვი­დი­დან ერთ წო­ნას და­კარ­გა­ვენ და მას ჯენ­ტ­ლ­მე­ნუ­რად ქალ მო­ჭი­და­ვე­ებს გა­და­უ­ლო­ცა­ვენ.

გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ხმე­ბის თა­ნახ­მად, 2016 წლის რიო დე ჟა­ნე­ი­როს ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე თა­ვი­სუ­ფალ და ბერ­ძ­ნულ-რო­მა­ულ ჭი­და­ო­ბებ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, მედ­ლე­ბი ექვს-ექვს წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­თა­მაშ­დე­ბა.

ჭი­და­ო­ბე­ბის ექვს წო­ნამ­დე დაყ­ვა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ბუ­ე­ნოს აირე­სის სე­სი­ა­ზე უფ­რო გა­მო­იკ­ვე­თა. სოკ-ის პრე­ზი­დენ­ტ­მა ჟაკ როგ­მა იმა­ვე სე­სი­ა­ზე ბო­ლო ხა­ნებ­ში სა­ჭი­დაო სამ­ყა­რო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ რამ­დე­ნი­მე სა­სარ­გებ­ლო ცვლი­ლე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას ჭი­და­ო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის სურ­ვი­ლიც მო­ი­წო­ნა, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე ქალ მო­ჭი­და­ვე­თა ჩარ­თუ­ლო­ბა უნ­და გა­ი­ზარ­დოს. საქ­მე ის არის, რომ ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ზე აქამ­დე თა­ვი­სუ­ფალ, ბერ­ძ­ნულ-რო­მა­ულ და ქალ­თა ჭი­და­ო­ბა­ში შვიდ-შვიდ წო­ნა­ში თა­მაშ­დე­ბო­და მედ­ლე­ბი, ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზეც იგი­ვე სუ­რა­თია, ერ­თი გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და. აქ ქა­ლე­ბის­თ­ვის მხო­ლოდ ოთხი წო­ნაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­მა­ვალ ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე ჭი­და­ო­ბა­ში მედ­ლე­ბის თვრა­მე­ტი კომ­პ­ლექ­ტი გა­თა­მაშ­დე­ბა თა­ვი­სუ­ფალ, ბერ­ძ­ნულ-რო­მა­ულ და ქალ­თა ჭი­და­ო­ბა­ში.

სა­კითხს ეხ­მა­უ­რე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჭი­და­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დიც, სა­დაც წე­რია, რომ, და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რიო დე ჟა­ნე­ი­როს ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე თა­ვი­სუ­ფალ და ბერ­ძენ-რო­მა­ელ­თა ხარ­ჯ­ზე ქალ­თა ჭი­და­ო­ბას ორ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ას და­უ­მა­ტე­ბენ, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სა­მი­ვე სა­ხე­ო­ბა­ში მედ­ლე­ბი გა­თა­მაშ­დე­ბა ექვს წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში და იქ­ვე შე­საძ­ლო ახა­ლი წო­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი­ცაა მოშ­ვე­ლი­ე­ლე­ბუ­ლი:

თა­ვი­სუ­ფა­ლი ჭი­და­ო­ბა

55 კგ, 65 კგ, 75 კგ, 85 კგ, 95 კგ, 125 კგ

ბერ­ძ­ნულ-რო­მა­უ­ლი ჭი­და­ო­ბა

57 კგ, 67 კგ, 77 კგ, 87 კგ, 97 კგ, 130 კგ

ქალ­თა ჭი­და­ო­ბა

48 კგ, 52 კგ, 56 კგ, 61 კგ, 66 კგ, 72 კგ

სხვა სიახლეები
29 დეკემბერი, 2014 მანუჩარ კვირკველია შედეგების გაუმჯობესებას ახლა უკვე პრეზიდენტის რანგში გვიპრდება
23 დეკემბერი, 2014 საჭიდაო სამყაროში პერსპექტივაში ხმაურს ველით
01 დეკემბერი, 2014 ლუკა კურტანიძის გადადგომით საჭიდაო სამყაროში სტატუსკვო აღდგა
07 ოქტომბერი, 2014 ქართულ საჭიდაო ხალიჩაზე მოჩვენებითი ზავია
02 ოქტომბერი, 2014 ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებამ საჭიდაო სამყაროს ახალი მწვრთნელები მოუვლინა
22 სექტემბერი, 2014 ლუკა კურტანიძეს საჭიდაო სამყარო უტევს
15 სექტემბერი, 2014 ქართველმა ბერძენ-რომაელებმა მსოფლიო ჩააგდეს
12 სექტემბერი, 2014 კლასიკური მარცხი
25 აგვისტო, 2014 მსოფლიო ჩემპიონატი ამირანის ბრინჯაოს მედლით დაიწყო
27 დეკემბერი, 2013 ჭრი­კიშ­ვილ­მა 2013 წე­ლი დააიპონა