ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის ნაკ­ბე­ნი პა­სუ­ხი
05 სექტემბერი, 2013
1809
print

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ძი­უ­დო­ის­ტ­თა ნაკ­რე­ბი, უფ­რო სწო­რად, მსოფ­ლი­ოს სამ­გ­ზის ჩემ­პი­ო­ნი გუნ­დი გუ­შინ გამ­თე­ნი­ი­სას რიო დე ჟა­ნე­ი­რო­დან სტამ­ბო­ლის გავ­ლით თბი­ლი­ში ჩა­მოფ­რინ­და.

ტრი­უმ­ფა­ტორ გუნდს აერო­პორ­ტ­ში დახ­ვ­დ­ნენ ახ­ლობ­ლე­ბი, მე­გობ­რე­ბი, ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი და, რა თქმა უნ­და, გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი.

ირაკ­ლი უზ­ნა­ძის გუნ­დ­მა პი­რად პირ­ვე­ლო­ბა­ში ავ­თან­დილ ჭრი­კიშ­ვი­ლი­სა და ვარ­ლამ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის ვერ­ცხ­ლის მედ­ლე­ბით, ამი­რან პა­პი­ნაშ­ვი­ლი­სა და ადამ ოქ­რუ­აშ­ვი­ლის ჩა­სათ­ვ­ლე­ლი მე­ხუ­თე ად­გი­ლე­ბით არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ გუნ­დურ ჩათ­ვ­ლა­ში მე­ხუ­თე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

გა­ცი­ლე­ბით მეტ წარ­მა­ტე­ბას კი ჩემ­პი­ო­ნა­ტის დას­კ­ვ­ნით დღეს მსოფ­ლი­ოს გუნ­დურ ჩემ­პი­ო­ნატ­ში მი­ა­ღი­წა, რო­დე­საც საფ­რან­გე­თის, მონ­ღო­ლე­თის, უზ­ბე­კე­თი­სა და ფი­ნალ­ში რუ­სე­თის ძლე­ვით ჩემ­პი­ო­ნი გახ­და.

გუნ­დუ­რი ას­პა­რე­ზო­ბი­დან ყვე­ლა­ზე ხმა­უ­რი­ა­ნი ვარ­ლამ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი­სა და რუ­სი კი­რილ დე­ნი­სო­ვის შეხ­ვედ­რა გა­მოდ­გა. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რუ­სულ­მა მე­დი­ამ ამ ფი­ნა­ლის ირ­გ­ვ­ლიდ დი­დი აჟი­ო­ტა­ჟი ატე­ხა: ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა არას­პორ­ტუ­ლი საქ­ცი­ე­ლით გა­ი­მარ­ჯ­ვა ჩვენს თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ზე - ფეხ­ზე უკ­ბი­ნაო. ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ინ­ტე­რე­სოა ყვე­ლა­ფერ ამა­ზე ქარ­თ­ვე­ლი ძი­უ­დო­ის­ტის კო­მენ­ტა­რი.

მა­ნამ­დე კი უნ­და ვთქვათ, რომ გუნ­დუ­რი ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნა­ლის მე­ოთხე შეხ­ვედ­რა­ში ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა (90 კგ.) დე­ნი­სოვს გაფ­რ­თხი­ლე­ბით (ში­დო­თი) მო­უ­გო და სა­ერ­თო ან­გა­რიშ­ში ჩა­მორ­ჩე­ნა გა­ა­თა­ნაბ­რა (2:2).

ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის კო­მენ­ტა­რამ­დე კი დე­ნი­სო­ვის ბრალ­დე­ბას მო­ვუს­მი­ნოთ: „კაც­მა რომ თქვას, კბე­ნის­თ­ვის დის­კ­ვა­ლი­ფი­კა­ცი­ით სჯი­ან, მაგ­რამ ახ­ლა რა მოხ­და, ვე­რა­ფერს გეტყ­ვით. ამის შე­სა­ხებ მსა­ჯებს უნ­და ჰკითხოთ, რომ­ლე­ბიც დარ­ბაზ­ში მუ­შა­ობ­დ­ნენ. ჭი­და­ო­ბი­სას მტკივ­ნე­ულ ილეთს ვუ­კე­თებ­დი, მან კი, რო­გორც ჩანს, თა­ვი ვერ შე­ი­კა­ვა... რო­დე­საც მსაჯს ნაკ­ბე­ნი ად­გი­ლი ვუჩ­ვე­ნე, მან გა­ი­ღი­მა და ბრძო­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა ბრძა­ნა, თით­ქოს არა­ფე­რი მომ­ხ­და­რი­ყოს.

სხვა­თა შო­რის, შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა ბო­დი­ში მო­მი­ხა­და“.

ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის „ნაკ­ბე­ნით“ გაბ­რა­ზე­ბუ­ლი რუ­სე­თის ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი დმიტ­რი მო­რო­ზო­ვი ამ­ბობ­და, ასე­თი ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ მსაჯს ბრძო­ლა უნ­და შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა, გუნ­დი კი ტა­ტა­მი­დან უნ­და გაგ­ვეყ­ვა­ნაო.

და მა­ინც რა მოხ­და? აი ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის პა­სუ­ხი რუ­სე­ბის ბრალ­დე­ბა­ზე: „ეპი­ზო­დი, რო­მელ­ზეც ერ­თი ამ­ბა­ვი ატე­ხეს, მსა­ჯის მი­ერ შეხ­ვედ­რის შე­ჩე­რე­ბის შემ­დეგ მოხ­და. დე­ნი­სო­ვი შეგ­ნე­ბუ­ლად ცდი­ლობ­და, ხელ­ზე მტკივ­ნე­უ­ლი ილე­თი გა­ე­კე­თე­ბი­ნა და ბრძო­ლა ნა­ად­რე­ვად შე­მეწყ­ვი­ტა. დე­ნი­სო­ვის ჭი­და­ო­ბის მა­ნე­რას კარ­გად ვიც­ნობ. მის­გან ეს პირ­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვა არ ყო­ფი­ლა. უკ­ვე მე­სა­მედ მო­მექ­ცა ასე. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზეც შე­ჩე­რე­ბულ შეხ­ვედ­რა­ში გა­მი­ჭი­მა ხე­ლი, რო­მე­ლიც მე­რე ორი თვე მტკი­ო­და. ასე რომ, სა­ნამ ვინ­მეს არას­პორ­ტულ საქ­ცი­ელ­ზე და­იწყებს ლა­პა­რაკს, სა­კუ­თარ ცოდ­ვებს გა­და­ხე­დოს.

და, სა­ერ­თოდ, მის­თ­ვის არ მიკ­ბე­ნია. თუ უხე­შად მი­ვარ­ტყი, ეს მხო­ლოდ სა­პა­სუ­ხო რე­აქ­ცია იყო მის უხე­შო­ბა­ზე. რომ ამ­ბობს, ბო­დი­ში მო­მი­ხა­დაო, აქაც ცრუ­ობს. მას­თან მარ­თ­ლაც მი­ვე­დი, მაგ­რამ არა ბო­დი­შის მო­სახ­დე­ლად, არა­მედ იმის­თ­ვის, რომ მე­ნუ­გე­შე­ბი­ნა რო­გორც წა­გე­ბუ­ლი. ისიც ვუთხა­რი, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ მო­მა­ვალ­ში ასე უხე­შად აღარ იჭი­და­ვებს“.

სხვა სიახლეები
29 დეკემბერი, 2014 მანუჩარ კვირკველია შედეგების გაუმჯობესებას ახლა უკვე პრეზიდენტის რანგში გვიპრდება
23 დეკემბერი, 2014 საჭიდაო სამყაროში პერსპექტივაში ხმაურს ველით
01 დეკემბერი, 2014 ლუკა კურტანიძის გადადგომით საჭიდაო სამყაროში სტატუსკვო აღდგა
07 ოქტომბერი, 2014 ქართულ საჭიდაო ხალიჩაზე მოჩვენებითი ზავია
02 ოქტომბერი, 2014 ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებამ საჭიდაო სამყაროს ახალი მწვრთნელები მოუვლინა
22 სექტემბერი, 2014 ლუკა კურტანიძეს საჭიდაო სამყარო უტევს
15 სექტემბერი, 2014 ქართველმა ბერძენ-რომაელებმა მსოფლიო ჩააგდეს
12 სექტემბერი, 2014 კლასიკური მარცხი
25 აგვისტო, 2014 მსოფლიო ჩემპიონატი ამირანის ბრინჯაოს მედლით დაიწყო
27 დეკემბერი, 2013 ჭრი­კიშ­ვილ­მა 2013 წე­ლი დააიპონა