მეორე ვერცხლი რიოდან
31 აგვისტო, 2013
1815
print

რიო დე ჟა­ნე­ი­რო­ში მიმ­დი­ნა­რე ძი­უ­დო­ის­ტ­თა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, ისე­ვე რო­გორც ად­რე­ულ პირ­ვე­ლო­ბებ­ზე, ვარ­ლამ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი მედ­ლის მო­პო­ვე­ბის კან­დი­და­ტად იყო მიჩ­ნე­უ­ლი.

მე­დალ­ლის მო­პო­ვე­ბა მის­თ­ვის პრობ­ლე­მა არას­დ­როს ყო­ფი­ლა, მაგ­რამ მის­და სამ­წუ­ხა­როდ კვარ­ცხ­ლ­ბე­კის უმაღ­ლეს სა­ფე­ხურ­ზე ყო­ველ­თ­ვის სხვა ადი­ო­და და ადის. 90 კი­ლოგ­რამ­ში მო­ას­პა­რე­ზე ქარ­თ­ვე­ლი ძი­უ­დო­ის­ტი ფი­ნალ­ში კუ­ბელ ეშ­ლი გონ­სა­ლეს­თან და­მარ­ცხ­და.

მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე პირ­ველ ნომ­ნ­რად გან­თე­სი­ლი ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის­თ­ვის მედ­ლის­კენ მი­მა­ვა­ლი გზა­ზე გა­დამ­წყ­ვე­ტი ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში მის­თ­ვის უხერ­ხულ მე­ტო­ქეს­თან, ევ­რო­პის მოქ­მედ ჩემ­პი­ონ, რუს კი­რილ დე­ნი­სოვ­თან ორ­თაბ­რ­ძო­ლა გა­მოდ­გა. ეს ის დე­ნი­სო­ვია, რო­მელ­მაც წლე­ულს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნალ­ში ლი­პარ­ტე­ლი­ანს ჩემ­პი­ო­ნო­ბა არ და­ა­ნე­ბა. ქარ­თ­ვე­ლი ძი­უ­დო­ის­ტის რე­ვან­ში მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე კი შედ­გა, მაგ­რამ ფი­ნალ­ში კუ­ბელ ეშ­ლი გონ­სა­ლეს­თან ვე­რა­ფერს გახ­და და ის ნა­ნატ­რი ოქ­რო კუნ­ძუ­ლელს გა­ა­ტა­ნა (გონ­სა­ლეს­მა ქარ­თ­ველ ძი­უ­დო­ისტს ორი გაფ­რ­თხი­ლე­ბა მი­ა­ღე­ბი­ნა, თა­ვად კი მხო­ლოდ ერ­თი მი­ი­ღო), რო­მელ­მაც თა­ვის მხრივ ფი­ნა­ლის­კენ მი­მა­ვა­ლი გზა ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში ილი­ას ილი­ა­დი­სის სა­ხე­ლით მო­ას­პა­რე­ზე ჯარ­ჯი ზვი­ა­და­ურს ძლე­ვით გა­ი­ნაღ­და.

რიო დე ჟა­ნე­ი­როს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ერ­თი დღით ად­რე ვერ­ცხ­ლის მედ­ლით და­ას­რუ­ლა ას­პა­რე­ზო­ბა ავ­თან­დილ ჭრი­კიშ­ვილ­მა (81 კგ.).

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ძი­უ­დო­ის­ტ­თა ნაკ­რე­ბი ჭრი­კიშ­ვი­ლი­სა და ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის ვერ­ცხ­ლის მედ­ლე­ბით არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ გუნ­დურ ჩათ­ვ­ლა­ში მხო­ლოდ იაპო­ნი­ას (3 ოქ­რო და ერ­თი ბრინ­ჯაო), საფ­რან­გეთ­სა (სა­მი­ვე ხა­რის­ხის თი­თო მე­და­ლი) და კუ­ბას (ერ­თი ოქ­როს მე­და­ლი) ჩა­მორ­ჩე­ბა.

სხვა სიახლეები
29 დეკემბერი, 2014 მანუჩარ კვირკველია შედეგების გაუმჯობესებას ახლა უკვე პრეზიდენტის რანგში გვიპრდება
23 დეკემბერი, 2014 საჭიდაო სამყაროში პერსპექტივაში ხმაურს ველით
01 დეკემბერი, 2014 ლუკა კურტანიძის გადადგომით საჭიდაო სამყაროში სტატუსკვო აღდგა
07 ოქტომბერი, 2014 ქართულ საჭიდაო ხალიჩაზე მოჩვენებითი ზავია
02 ოქტომბერი, 2014 ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებამ საჭიდაო სამყაროს ახალი მწვრთნელები მოუვლინა
22 სექტემბერი, 2014 ლუკა კურტანიძეს საჭიდაო სამყარო უტევს
15 სექტემბერი, 2014 ქართველმა ბერძენ-რომაელებმა მსოფლიო ჩააგდეს
12 სექტემბერი, 2014 კლასიკური მარცხი
25 აგვისტო, 2014 მსოფლიო ჩემპიონატი ამირანის ბრინჯაოს მედლით დაიწყო
27 დეკემბერი, 2013 ჭრი­კიშ­ვილ­მა 2013 წე­ლი დააიპონა