SAMSUNG-ის პრე­ზი­დენ­ტ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კომ­პა­ნი­ის პირ­ველ მა­ღა­ზია და სმარ­ტ­ს­კო­ლა გახ­ს­ნა
14 აგვისტო, 2013
2498
print

კომ­პა­ნია SAMSUNG-ის პრე­ზი­დენ­ტი ბი ქეი იუნი (Boo-Keun Yoon) სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­გან­გე­ბო ვი­ზი­ტით ეს­ტუმ­რა.

მსოფ­ლი­ო­ში ტექ­ნი­კის ბა­ზარ­ზე ლი­დე­რი კომ­პა­ნი­ის პრე­ზი­დენ­ტ­მა ერ­თ­დღი­ა­ნი ვი­ზი­ტის დროს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში SAMSUNG-ის პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი მა­ღა­ზია და კომ­პა­ნი­ის ინ­ვეს­ტი­ცი­ით გა­კე­თე­ბუ­ლი სმარ­ტ­ს­კო­ლა გახ­ს­ნა.

ვი­ზი­ტის ფარ­გ­ლებ­ში ბი ქეი იუნ­მა, სა­ზე­ი­მო ვი­თა­რე­ბა­ში, სრუ­ლი­ად ახა­ლი კონ­ცეფ­ცი­ის მქო­ნე პრე­მი­უმ­კ­ლა­სის მა­ღა­ზია ჭავ­ჭა­ვა­ძის N48-ში გახ­ს­ნა. ახალ მა­ღა­ზი­ა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია მო­წი­ნა­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და პრე­მი­უმ­კ­ლა­სის ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბის, მო­ბი­ლუ­რე­ბის, ფო­ტო­ა­პა­რა­ტე­ბის და სხვა ტექ­ნი­კის მო­დე­ლე­ბი. „ამ მა­ღა­ზი­ა­ში აქ­ცენ­ტი გა­კეთ­დე­ბა არა რა­ო­დე­ნო­ბა­ზე, არა­მედ ხა­რის­ხ­ზე. მომ­ხ­მა­რებ­ლებს მო­ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან SAMSUNG-ის კონ­სულ­ტან­ტე­ბი, ე.წ. „ელ­ჩე­ბი“, რომ­ლე­ბიც დაწ­ვ­რი­ლე­ბით გა­აც­ნო­ბენ და აუხ­ს­ნი­ან პრო­დუქ­ცი­ის უპი­რა­ტე­სო­ბებ­სა და ფუნ­ქ­ცი­ებს. ამ მა­ღა­ზი­ით ჩვენ წარ­მო­ვად­გენთ ახალ ხედ­ვას, თუ რო­გო­რი უნ­და იყოს პრე­მი­უმ­კ­ლა­სის მა­ღა­ზია და მომ­სა­ხუ­რე­ბა,“ - აცხა­დებს SAMSUNG-ის პრე­ზი­დენ­ტი ბი ქეი იუნი.

მა­ღა­ზი­ის გახ­ს­ნის ცე­რე­მო­ნი­ის შემ­დეგ SAMSUNG-ის პრე­ზი­დენ­ტ­მა ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვე­რის­ტეტ­ში გა­და­ი­ნაც­ვ­ლა, სა­დაც გა­ნათ­ლე­ბის მი­ნისტრ თა­მარ სა­ნი­კი­ძეს­თან, ვი­ცე-პრე­მი­ერ­თან, ეკო­ნო­მი­კის მი­ნისტრ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­თან და რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლე­ბელ ალექ­სან­დ­რე კვი­ტაშ­ვილ­თან ერ­თად სმარ­ტ­ს­კო­ლის კლა­სი გახ­ს­ნა.

კომ­პა­ნი­ის მე­ნეჯ­მენ­ტ­ში აცხა­დე­ბენ, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის ფარ­გ­ლებ­ში, ეს არის პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც SAMSUNG-მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სმარ­ტ­ს­კო­ლა წარ­მო­ად­გენს სას­წავ­ლო აუდი­ტო­რი­ას, რო­მე­ლიც აღ­ჭურ­ვი­ლია SAMSUNG-ის მა­ღა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ის „თაჩ სქრი­ნით“ და ქსე­ლუ­რად მას­ზე მიბ­მუ­ლი პლან­შე­ტე­ბით. სექ­ტემ­ბ­რის­თ­ვის ანა­ლო­გი­ურ კლასს SAMSUNG-ი GIPA-შიც გახ­ს­ნის. მსგავ­სი კლა­სე­ბის მოწყო­ბა პირ­ველ სა­ჯა­რო სკო­ლა­ში და პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­შიც იგეგ­მე­ბა.

„მო­ხა­რულ­ნი ვართ ბა­ტო­ნი ბი ქეი იუნის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სტუმ­რო­ბით, მი­ვე­სალ­მე­ბით კომ­პა­ნია SAMSUNG-ის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პრო­ექტს და სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს. გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში კერ­ძო სექ­ტო­რის ჩარ­თუ­ლო­ბა გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს სტრა­ტე­გი­ის ნა­წი­ლია. ვფიქ­რობ, ახალ­გაზ­რ­დე­ბის სწავ­ლის დო­ნის ამაღ­ლე­ბა­ში კომ­პა­ნია დიდ წვლილს შე­ი­ტანს,“ - გა­ნაცხა­და გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა თა­მარ სა­ნი­კი­ძემ.

„მო­ხა­რულ­ნი ვართ, რომ სმარ­ტ­ს­კო­ლის პირ­ვე­ლი კლა­სი თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კომ­პა­ნია Samsung-ის მხარ­და­ჭე­რით გა­იხ­ს­ნა. ეს არის კერ­ძო კომ­პა­ნი­ის და უნი­ვერ­სი­ტე­ტის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თი და იმე­დი გვაქვს, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სმარ­ტ­ს­კო­ლის გახ­ს­ნა ჩვე­ნი გრძელ­ვა­დი­ა­ნი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის და­საწყი­სი იქ­ნე­ბა. ეს სი­ახ­ლე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან წვლილს შე­ი­ტანს უნი­ვერ­სი­ტე­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ში,“ - გა­ნაცხა­და რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლე­ბელ­მა ალექ­სან­დ­რე კვი­ტაშ­ვილ­მა.

„მო­ხა­რულ­ნი ვარ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სტუმ­რო­ბით. სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბის პლატ­ფორ­მის ფარ­გ­ლებ­ში, სმარ­ტ­ს­კო­ლა ჩვე­ნი პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტია, რო­მელ­საც ძალ­ზედ დიდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებთ და უფ­რო მას­შ­ტა­ბურს გავ­ხ­დით. ასე­ვე ვა­პი­რებთ, წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის SAMSUNG-ის სტი­პენ­დია და­ვა­წე­სოთ და გა­ნათ­ლე­ბის დო­ნის ამაღ­ლე­ბას ხე­ლი შე­ვუწყოთ,“ - გა­ნაცხა­და SAMSUNG-ის პრე­ზი­დენ­ტ­მა ბი ქეი იუნ­მა.

ბი ქეი იუნი SAMSUNG-ის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტო­რად და პრე­ზი­დენ­ტად 2012 წელს და­ი­ნიშ­ნა. სწო­რედ მი­სი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში გახ­და SAMSUNG-ი მსოფ­ლი­ო­ში ¹ 1 კომ­პა­ნია LED ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბის, მო­ნი­ტო­რე­ბის, მო­წი­ნა­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, 3D TV, Smart TV-ს და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის მხრივ.

კომ­პა­ნია SAMSUNG-ი 1938 წელს შე­იქ­მ­ნა და დღეს ელექ­ტ­რო­ტექ­ნი­კის მწარ­მო­ე­ბე­ლი უდი­დე­სი კომ­პა­ნიაა.

სხვა სიახლეები
25 იანვარი, 2016 რუსეთის ეკონომიკური პროგნოზი
18 იანვარი, 2016 62 ოლიგარქს უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე დედამიწის მოსახლეობის ნახევარს
11 აგვისტო, 2014 უმამი - გემოვნების შთაგონება ახალი რესტორანი თბილისის ყველაზე მოდურ სასტუმროში
17 ივლისი, 2014 კერძები ურთიერთობისათვის „რადისონ ბლუ, ბათუმის“ ახალი კულინარიული კონცეფცია
06 ივნისი, 2014 კა­ფე ივე­რია - ახა­ლი მყუდ­რო ად­გი­ლი ყა­ვი­სა და ნა­ყი­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თ­ვის
05 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგის უპირატესობები
04 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგი
30 მაისი, 2014 "რა­დი­სონ ბლუ"-ს სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსელ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში TripAdvisor-ის ხა­რის­ხის სერ­ტი­ფი­კა­ტი 2014 მო­ი­პო­ვა
02 მაისი, 2014 რადისონ ბლუ ივერია ქართული მწვანე ბიზნესის გამარჯვებული გახდა
25 აპრილი, 2014 საქართველოს საუკეთესო შეფმზარეული 2014