ფეს­ტი­ვა­ლის მე­სა­მე დღე და მე­ო­რე ოქ­რო
18 ივლისი, 2013
1804
print

უტრეხტში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მეორე დღეს ძიუდოისტ ერეკლე არხოზაშვილის (55 კგ.) მიერ მოპოვებულ ოქროს მედალს მესამე დღეს მეორე ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალი შეემატა.

ერეკ­ლე არ­ხო­ზაშ­ვი­ლის სა­ჩემ­პი­ო­ნო ეს­ტა­ფე­ტა მის­მა თა­ნა­გუნ­დელ­მა გი­ორ­გი კა­ცი­აშ­ვილ­მა (60 კგ.) ჩა­ი­ბა­რა. მე­და­ლო­სან­თა მა­რა­ქა­ში გა­ე­რივ­ნენ სი­მონ მა­მარ­დაშ­ვი­ლი (66 კგ.) და, რაც ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა, მა­რი­ამ ჯა­ნაშ­ვი­ლი (52 კგ.).

კა­ცი­აშ­ვილ­მა ოქ­როს­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე ხუ­თი მე­ტო­ქე და­ა­მარ­ცხა და ხუ­თი­ვე სუფ­თა მო­გე­ბით - იპო­ნით. თავ­და­პირ­ვე­ლად ის­რა­ე­ლელ და­ნი­ელ ბენ და­ვიდს წუთ-ნა­ხე­ვარ­ში გა­უმ­კ­ლავ­და, მე­რე შვედ მუს­ტა­ფა აბუ-პა­მა­დანს სამ წუთ­ში აუღო ორი ვა­ზა­რი. პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი და­ვიდ რე­ი­სის, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ჰი­და­ი­ატ ჰე­ი­და­რო­ვი­სა და ბე­ლა­რუს დმიტ­რი მინ­კუს და­სა­მარ­ცხებ­ლად კი სულ ხუ­თი წუ­თი დას­ჭირ­და.

მო­მა­ვალ­მა ბრინ­ჯა­ოს პრი­ზი­ორ­მა მა­მარ­დაშ­ვილ­მაც კარ­გად და­იწყო - და­ნი­ე­ლი მარ­კუს ფრერ­სა და სლო­ვაკ მარ­ტინ ბე­ჩიკს სუფ­თა გდე­ბით გა­უმ­კ­ლავ­და, სო­მეხ ალ­ბერტ მკრტჩი­ანს გაფ­რ­თხი­ლე­ბის ხარ­ჯ­ზე აჯო­ბა, ფი­ნალ­ში გამ­ს­ვ­ლელ ბრძო­ლა­ში კი და­მარ­ცხ­და რუსს ის­მა­ილ ჩა­სი­გოვ­თან, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩემ­პი­ო­ნი გახ­და. რე­პე­შა­ჟის ფი­ნალ­ზე გა­დარ­თულ­მა მა­მარ­დაშ­ვილ­მა ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის ერ­თ­გ­ვა­რი რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბა ბრინ­ჯა­ოს მედ­ლით მო­ა­ხერ­ხა - შვედ რას­მუს დე­კარტს იპო­ნით სძლია.

ბრინ­ჯა­ოს მედ­ლით სა­ჩემ­პი­ო­ნო ყუ­ლა­ბა­ში თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა იუნი­ორ­თა შო­რის ევ­რო­პის ჩემ­პი­ონ­მა, ოლიმ­პი­ურ ფეს­ტი­ვალ­ზე კი ფა­ვო­რი­ტად შე­რაცხილ­მა მა­რი­ამ ჯა­ნაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც ფი­ნა­ლურ საგ­ზურს მო­მა­ვალ ჩემ­პი­ონ­თან, ფრანგ გვი­ნელ პა­ტინ­თან ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში წა­გე­ბით და­ემ­შ­ვი­დო­ბა. მა­ნამ­დე კი ევ­რო­პის ჩემ­პი­ონ­მა ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლამ­დე სუფ­თად და­ა­მარ­ცხა ეს­პა­ნე­ლი სო­ნია მონ­ტე­რო გონ­სა­ლე­სი, უკ­რა­ი­ნე­ლი ირი­ნა სკო­პი­ჩი და ბელ­გი­ე­ლი მე­რი­ნე ბა­უ­მა­ნი. რე­პე­შა­ჟის ფი­ნალ­ში კი მო­რი­გი სუფ­თა გა­მარ­ჯ­ვე­ბა მო­ი­პო­ვა გერ­მა­ნელ ლა­უ­რა აკერ­მან­თან.

გუ­შინ სა­ფეს­ტი­ვა­ლო ტა­ტამ­ზე მო­სინ­ჯა სა­კუ­თა­რი ძა­ლა გუ­რან­და შო­თა­ძემ (57 კგ.), მაგ­რამ პირ­ვე­ლი­ვე წრე­ში და­მარ­ცხ­და ჰო­ლან­დი­ელ ჰილ­დე იაგერ­თან.

 

სხვა სიახლეები
29 დეკემბერი, 2014 მანუჩარ კვირკველია შედეგების გაუმჯობესებას ახლა უკვე პრეზიდენტის რანგში გვიპრდება
23 დეკემბერი, 2014 საჭიდაო სამყაროში პერსპექტივაში ხმაურს ველით
01 დეკემბერი, 2014 ლუკა კურტანიძის გადადგომით საჭიდაო სამყაროში სტატუსკვო აღდგა
07 ოქტომბერი, 2014 ქართულ საჭიდაო ხალიჩაზე მოჩვენებითი ზავია
02 ოქტომბერი, 2014 ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებამ საჭიდაო სამყაროს ახალი მწვრთნელები მოუვლინა
22 სექტემბერი, 2014 ლუკა კურტანიძეს საჭიდაო სამყარო უტევს
15 სექტემბერი, 2014 ქართველმა ბერძენ-რომაელებმა მსოფლიო ჩააგდეს
12 სექტემბერი, 2014 კლასიკური მარცხი
25 აგვისტო, 2014 მსოფლიო ჩემპიონატი ამირანის ბრინჯაოს მედლით დაიწყო
27 დეკემბერი, 2013 ჭრი­კიშ­ვილ­მა 2013 წე­ლი დააიპონა