ვეფხის­ტყა­ოს­ნის უძ­ვე­ლე­სი კო­ლექ­ცია მსოფ­ლიო მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ნუს­ხა­ში
16 ივლისი, 2013
1536
print

გუ­შინ, ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ილია აბუ­ლა­ძის სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბაზ­ში გა­ი­მარ­თა პრეს­კონ­ფე­რენ­ცია ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­ში და­ცუ­ლი 94 ერ­თე­უ­ლი ხელ­ნა­წე­რის UNESCO-ს მსოფ­ლიო სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­კუ­მენ­ტურ რე­ეს­ტ­რ­ში - «მსოფ­ლიო მეხ­სი­ე­რე­ბა’’ შე­ტა­ნის შე­სა­ხებ.

2012 წელს ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა და ბოდ­ლეს ბიბ­ლი­ო­თე­კამ (ოქ­ს­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, დი­დი ბრი­ტა­ნე­თი), UNESCO-ს მსოფ­ლიო სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­კუ­მენ­ტურ რე­ეს­ტ­რ­ში - „მსოფ­ლიო მეხ­სი­ე­რე­ბა“, შე­სა­ტა­ნად წა­რად­გი­ნეს ამ ორ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და­ცუ­ლი ვეფხის­ტყა­ოს­ნის ხელ­ნა­წე­რი კო­ლექ­ცი­ის ერ­თობ­ლი­ვი, ქარ­თულ-ბრი­ტა­ნუ­ლი ნო­მი­ნა­ცია (სულ 96 ერ­თე­უ­ლი, აქე­დან 94 ერ­თე­უ­ლი და­ცუ­ლია ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­ში, ხო­ლო 2 ერ­თე­უ­ლი ბოდ­ლეს ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში).

წარ­დ­გე­ნილ­მა გა­ნაცხად­მა, 2013 წლის ივ­ნი­სის თვე­ში, წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რა ყვე­ლა შე­სარ­ჩე­ვი ეტა­პი და ვეფხის­ტყა­ოს­ნის უძ­ვე­ლე­სი კო­ლექ­ცია შე­ტა­ნილ იქ­ნა მსოფ­ლიო დო­კუ­მენ­ტუ­რი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ნუს­ხა­ში.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს წარ­მა­ტე­ბას და კი­დევ ერთ აღი­ა­რე­ბას წარ­მო­ად­გენს სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შ­ტა­ბით, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის დარ­გ­ში, ყვე­ლა­ზე უფ­რო ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის UNESCO-ს მი­ერ.

 

სხვა სიახლეები
17 ივლისი, 2015 მეთორმეტე „საბა“
14 ივლისი, 2015 კოშკას მოგზაურობა WORLDCON-ზე და უკან
22 მაისი, 2015 წიგნები მუსიკით
19 მაისი, 2015 მხედვარი ქართულად witcher-ს ნიშნავს
29 აპრილი, 2015 ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობა ცნობილია
27 მარტი, 2015 „საბას“ გრძელი სია
17 მარტი, 2015 პეტიცია სიკვდილს
11 მარტი, 2015 ქართული საბავშვო წიგნები ბოლონიაში მიემგზავრებიან
02 მარტი, 2015 ფანტასტიკური ”წიგნები ბათუმში”
25 თებერვალი, 2015 სვანის სიყვარული