კავ­კა­სი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სკო­ლა
22 ივნისი, 2013
3289
print

ეს არის CST!

რა­ტომ არის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი ასე­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დღე­ვან­დელ რე­ა­ლო­ბა­ში? უბ­რა­ლოდ, მი­მო­ი­ხე­დეთ თქვენ ირ­გ­ვ­ლივ და მიხ­ვ­დე­ბით რა­ტო­მაც. თქვენ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით გა­ჯე­რე­ბულ სამ­ყა­რო­ში ცხოვ­რობთ. მუ­შა­ობთ თუ ის­ვე­ნებთ, თქვენ მუდ­მი­ვად იყე­ნებთ ტექ­ნო­ლო­გი­ებს. ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა მდგო­მა­რე­ობს მის მა­სობ­რი­ვად გა­მო­ყე­ნე­ბა­ში. სწო­რედ ამი­ტომ, კავ­კა­სი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სკო­ლა ცდი­ლობს წლი­დან წლამ­დე სულ უფ­რო ნო­ვა­ცი­უ­რი გა­ხა­დოს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის შეს­წავ­ლის მე­თო­დი­კა. სკო­ლას, რო­მე­ლიც ერთ-ერთ წამ­ყ­ვან სას­წავ­ლებ­ლად ით­ვ­ლე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის დარ­გ­ში 5 წე­ლი შე­უს­რულ­და. სკო­ლის წარ­მა­ტე­ბას მის ხელ­მ­ძ­ვა­ნელს მი­ა­წე­რენ - გი­ორ­გი და­თუ­კიშ­ვი­ლი კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რ­და დე­კა­ნია; თუ რა­ტომ უნ­და აირ­ჩი­ონ აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა კავ­კა­სი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სკო­ლა დე­კა­ნი თა­ვად ისა­უბ­რებს:

ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, რა არის მი­ზე­ზი იმი­სა, რომ თქვენს სკო­ლა­ზე მოთხოვ­ნა სულ უფ­რო იზ­რ­დე­ბა და სულ უფ­რო მეტ აბი­ტუ­რი­ენტს უჩ­ნ­დე­ბა სურ­ვი­ლი გახ­დეს კავ­კა­სი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სკო­ლის სტუ­დენ­ტი?

ამის ორი მი­ზე­ზი არ­სე­ბობს. პირ­ველ რიგ­ში უნ­და ით­ქ­ვას, რომ პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა თა­ვად სპე­ცი­ა­ლო­ბა. ბევრს არ ვი­სა­უბ­რებ იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად გა­ა­მარ­ტი­ვა კომ­პი­უ­ტე­რულ­მა ტექ­ნო­ლო­გი­ებ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვ­ლა მთელს მსოფ­ლი­ო­ში; ინ­ტერ­ნე­ტი აღ­მოჩ­ნ­და ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უპირ­ვე­ლე­სი და უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი სა­შუ­ა­ლე­ბა. კარ­გი სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტის გა­რე­შე ვე­რა­ფერს ვი­ზამთ. სწო­რედ ამი­ტომ, დარ­გი წლი­დან წლამ­დე სულ უფ­რო მოთხოვ­ნა­დი ხდე­ბა. ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბამ დი­დი ცვლი­ლე­ბე­ბი მო­უ­ტა­ნა ფუნ­და­მენ­ტურ, გა­მო­ყე­ნე­ბით­სა და ეკო­ნო­მი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბებს, ინ­ჟი­ნე­რი­ა­სა თუ არ­ქი­ტექ­ტუ­რას. მცი­რე, სა­შუ­ა­ლო თუ დი­დი ბიზ­ნე­სი არ არ­სე­ბობს გა­მარ­თუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­რე­შე; აქ­ვე ვი­სა­უბ­რებ მე­ო­რე მი­ზეზ­ზე, რო­მე­ლიც მე გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ხა­რებს. ჩვენს სკო­ლა­ზე მოთხოვ­ნა მა­ტუ­ლობს იმი­ტომ, რომ ჩვე­ნი სკო­ლა ფეხ­და­ფეხ მიყ­ვე­ბა იმ ახალ-ახალ გა­მოწ­ვე­ვებს, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად თან სდევს ამ სპე­ცი­ლო­ბას. ერ­თია, რომ დარ­გი პო­პუ­ლა­რუ­ლია, მაგ­რამ თუ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის შეს­წავ­ლის მე­თო­დი­კა სუს­ტია - შე­დე­გად ისეთ კად­რებს მი­ვი­ღებთ, ვინც ბაზ­რის მოთხოვ­ნებს უბ­რა­ლოდ ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს. სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ბევ­რია სუს­ტი სპე­ცი­ა­ლის­ტი და ალ­ბათ გსმე­ნი­ათ მი­თე­ბი „ცუ­დი აიტიშ­ნი­კე­ბის“ შე­სა­ხებ; ამ სა­ვა­ლა­ლო ფონ­ზე, ჩვე­ნი სკო­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან, რად­გან ისი­ნი დარ­გის სა­უ­კე­თე­სო სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­გან სწავ­ლო­ბენ; აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია სწავ­ლის მე­ქა­ნიზ­მი, მე­თო­დო­ლო­გია. კავ­კა­სი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სკო­ლა ქმნის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის დარ­გ­ში სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ა­ნურ რე­სურსს, რაც ეფექ­ტუ­რი მე­ნეჯ­მენ­ტის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი სა­ფუძ­ვე­ლია. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი თა­ვის­თა­ვად ზრდის მოთხოვ­ნას ჩვე­ნი სკო­ლის მი­მართ.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მას.. კავ­კა­სი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სკო­ლა დღეს აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ინ­ფორ­მა­ტი­კის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მას სთა­ვა­ზობს, უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად რას გვეტყ­ვით ამ პროგ­რა­მის შე­სა­ხებ?

ინ­ფორ­მა­ტი­კის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მა შექ­მ­ნი­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო აკა­დე­მი­უ­რი სტან­დარ­ტე­ბის მოთხოვ­ნე­ბის მი­ხედ­ვით. მას­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ად­გი­ლობ­რივ და სა­ერ­თა­შო­რი­სო შრო­მით ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი და მო­სა­ლოდ­ნე­ლი მოთხოვ­ნე­ბი. პროგ­რა­მა­ში ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საგ­ნებ­თან ერ­თად წარ­მოდ­გე­ნი­ლია კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ბიზ­ნე­სის მარ­თ­ვის საგ­ნე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო შერ­წყ­მა, რომ­ლის შე­დე­გა­დაც სტუ­დენ­ტე­ბი მი­ი­ღე­ბენ მრა­ვალ­მ­ხ­რივ ცოდ­ნას, რაც ხელს შე­უწყობს მა­თი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. ამ გზით მი­ღე­ბუ­ლი მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი ცოდ­ნის შე­დე­გად სტუ­დენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ არა­მარ­ტო სწო­რად და ეფექ­ტუ­რად შექ­მ­ნან კლი­ენ­ტი-ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ერ შეკ­ვე­თი­ლი პრო­დუქ­ტი, არა­მედ თვი­თონ­ვე შეძ­ლე­ბენ გა­ა­კე­თონ სა­ინ­ტე­რე­სო შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი კლი­ენ­ტის ბიზ­ნე­სის სპე­ცი­ფი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. პროგ­რა­მა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის საგ­ნე­ბი ემ­სა­ხუ­რე­ბა სტუ­დენ­ტე­ბის ინ­ტე­ლექ­ტის ამაღ­ლე­ბა­სა და მა­თი მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთხ­სე­ნე­ბუ­ლი კი სა­ბო­ლო­ოდ გა­ნა­პი­რო­ბებს სტუ­დენ­ტე­ბის კარგ მომ­ზა­დე­ბას წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი კა­რი­ე­რი­სათ­ვის.

ცნო­ბი­ლია, პროგ­რა­მა ით­ვა­ლის­წი­ნებს ასე­ვე სტუ­დენ­ტე­ბის მი­ერ რე­ა­ლუ­რი პრო­დუქ­ტის შექ­მ­ნას, უფ­რო ვრცლად რომ გვითხ­რათ ამის შე­სა­ხებ?

დი­ახ, ეს ნო­ვა­ცია ჩვე­ნი პროგ­რა­მის უნი­კა­ლუ­რო­ბას უს­ვამს ხაზს. სპე­ცი­ა­ლო­ბის პრო­ექ­ტი - პროგ­რა­მის ბო­ლო და ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია. სპე­ცი­ა­ლო­ბის პრო­ექ­ტი გუ­ლის­ხ­მობს სტუ­დენ­ტ­თა ჯგუ­ფის მი­ერ რე­ა­ლუ­რი პრო­დუქ­ტის შექ­მ­ნა­სა და მის სა­ბო­ლოო პრე­ზენ­ტა­ცი­ას. წარ­მა­ტე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით პრო­ექ­ტის შექ­მ­ნის თი­თო­ე­ულ ეტაპ­ზე სტუ­დენ­ტე­ბი მი­ი­ღე­ბენ კვა­ლი­ფი­ცი­ურ კონ­სულ­ტა­ცი­ებს ლექ­ტო­რე­ბი­სა­გან. პრო­დუქ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბა და­მა­მათ­ვა­რე­ბელ კურ­ს­ზე იწყე­ბა. სპე­ცი­ა­ლო­ბის პრო­ექ­ტი წარ­მო­ად­გენს სტუ­დენ­ტე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის სა­ბო­ლოო და კომ­ბი­ნი­რე­ბულ სა­შუ­ა­ლე­ბას, რაც ნაკ­ლე­ბად შე­საძ­ლე­ბე­ლია ჩვე­უ­ლებ­რივ სა­ლექ­ციო გა­რე­მო­ში.

და კონ­კ­რე­ტუ­ლად რა შე­დის უნარ-ჩვე­ვებ­ში?

ასე­თი უნარ-ჩვე­ვე­ბის სი­ა­ში შე­იძ­ლე­ბა შე­დი­ო­დეს: ჯგუფ­ში მუ­შა­ო­ბის უნა­რი და გა­მოც­დი­ლე­ბა, მომ­ხ­მა­რებ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წარ­მო­ე­ბა, პრობ­ლე­მის გან­საზღ­ვ­რა, პრო­დუქ­ტის შექ­მ­ნა­ზე მუ­შა­ო­ბა და პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბის გა­კე­თე­ბა. სპე­ცი­ა­ლო­ბის პრო­ექ­ტის ერთ-ერ­თი გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ას­პექ­ტი ასე­ვე ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვაა, რო­მელ­ზე მუ­შა­ო­ბას კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მი­სი და­არ­სე­ბის 5 წლის თავ­ზე სიმ­ბო­ლუ­რად იწყებს. ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის მი­ხედ­ვით, პრო­ექ­ტი სტუ­დენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს სწავ­ლის დამ­თავ­რე­ბამ­დე შექ­მ­ნან რე­ა­ლუ­რი პრო­დუქ­ტი რე­ა­ლუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი­სათ­ვის და ამით ად­რე­ვე ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბონ ურ­თი­ერ­თო­ბა მო­მა­ვალ დამ­ქი­რა­ვებ­ლებ­თან ან/და კლი­ენ­ტებ­თან. ეს მარ­თ­ლაც უნი­კა­ლუ­რი ინი­ცი­ა­ტი­ვაა - რო­გორც სტუ­დენ­ტე­ბით­ვის (მა­თი პრო­ექ­ტი რე­ა­ლუ­რად რე­ა­ლიზ­დე­ბა კომ­პა­ნი­ე­ბის მხრი­დან), ასე­ვე კომ­პა­ნი­ე­ბის­თ­ვის (ბევ­რად უფ­რო და­ბალ ფა­სად ახალ პრო­ექ­ტებს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ); ეს თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა კარ­გია ასე­ვე სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის ახა­ლი კონ­ტაქ­ტე­ბის და­სამ­ყა­რებ­ლად სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მოქ­მედ სხვა­დას­ხ­ვა კომ­პა­ნი­ებ­თან.

რამ­დე­ნად აქ­ცევთ ყუ­რადღ­ბას უცხო ენის შეს­წავ­ლას?

ზო­გა­დად უცხო ენა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია, მით უფ­რო ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში. პროგ­რა­მა სტუ­დენტს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ღრმად შე­ის­წავ­ლოს ინ­გ­ლი­სუ­რი ენა, რა მიზ­ნი­თაც პირ­ვე­ლი ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პროგ­რა­მა­ში ჩა­დე­ბუ­ლია ინ­გ­ლი­სუ­რი ენის ინ­ტენ­სი­უ­რი კურ­სი.

თუ გაქვთ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სტა­ჟი­რე­ბა და და­საქ­მე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კა?

რა თქმა უნ­და. ჩვენ­თან სტუ­დენ­ტე­ბი უკ­ვე მე­ო­რე კურ­სი­დან საქ­მ­დე­ბი­ან. პროგ­რა­მის სტრუქ­ტუ­რა სტუ­დენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს პროგ­რა­მის დას­რუ­ლე­ბამ­დე და­იწყონ ზრუნ­ვა პრო­ფე­სი­ულ კა­რი­ე­რა­ზე. სტუ­დენ­ტე­ბი მუდ­მი­ვად არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მებ­ში ან იწყე­ბენ სამ­სა­ხურს კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­საქ­მე­ბის სამ­სა­ხუ­რის დახ­მა­რე­ბით. აქ­ვე უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ კავ­კა­სი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სკო­ლა მუდ­მი­ვად აფორ­მებს ახალ-ახალ კომ­პა­ნი­ებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუმს. ეს მე­მო­რან­დუ­მე­ბი ავალ­დე­ბუ­ლებს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მოქ­მედ კერ­ძო თუ სა­ჯა­რო კომ­პა­ნი­ებს უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭონ კავ­კა­სი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სკო­ლის სტუ­დენ­ტებს. ჩვენ გვაქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი მე­მო­რან­დუ­მი ტექ­ნო­ლო­გი­ურ დარ­გ­ში ისეთ წამ­ყ­ვან კომ­პა­ნი­ებ­თან, რო­გო­რი­ცაა „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნი“, „იუჯი­თი“, „ITDC“, „ჰუ­ა­ვეი“, „დელ­ტა“ და სხვე­ბი.. სტუ­დენ­ტ­თა და­სამ­ქე­ბის საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი სტა­ტის­ტი­კა გვაქვს, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად იზ­რ­დე­ბა. კი­დევ ერ­თხელ აღ­ვ­ნიშ­ნავ, რომ კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს და­საქ­მ­დეს სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში, იქ­ნე­ბა ეს სამ­თავ­რო­ბო სტრუქ­ტუ­რა, კერ­ძო ბიზ­ნეს კომ­პა­ნია, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია თუ სხვა, რად­გა­ნაც ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას სჭირ­დე­ბა კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ისე­თი მა­ღა­ლი დო­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტი, რო­მელ­საც მო­ამ­ზა­დებს კავ­კა­სი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სკო­ლა.

და უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად, რომ გვითხ­რათ, მა­ინც რას გუ­ლის­ხ­მობს ამ პროგ­რა­მის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა?

პრობ­ლე­მე­ბის ანა­ლიზ­სა და მა­თი გა­დაჭ­რის გზე­ბის პოვ­ნას, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ტეს­ტი­რე­ბას, უახ­ლე­სი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო და მულ­ტი­მე­დია ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ან უშუ­ა­ლოდ პრო­დუქ­ტის შექ­მ­ნას პრო­ფე­სი­ულ ჯგუფ­თან ერ­თად... პროგ­რა­მის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლებ­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია იმუ­შა­ონ ისეთ პო­ზი­ცი­ებ­ზე, რო­გო­რი­ცაა სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მის მე­ნე­ჯე­რი, პროგ­რა­მუ­ლი სის­ტე­მის დე­ვე­ლო­პე­რი, სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მის ად­მი­ნის­ტ­რა­ტო­რი, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­ინ­ფორ­მა­ციო უსაფ­რ­თხო­ე­ბის მე­ნე­ჯე­რი, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ქსე­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ტო­რი, ბიზ­ნე­სის ქსე­ლის მე­ნე­ჯე­რი, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ოპე­რა­ცი­ა­თა მმარ­თ­ვე­ლი, ვებ-დი­ზა­ი­ნე­რი, ტექ­ნი­კუ­რი რე­დაქ­ტო­რი, მო­ნა­ცემ­თა ბა­ზე­ბის მმარ­თ­ვე­ლი და მრა­ვა­ლი სხვა..

სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი გლო­ბა­ლუ­რი პრო­ფე­სიაა. რა შე­საძ­ლებ­ლო­ბებს სთა­ვა­ზობთ სტუ­დენ­ტებს მცოფ­ლიო მაშ­ტა­ბით?

კავ­კა­სი­ის ტექ­ნო­ლო­გე­ბის სკო­ლა და ზო­გა­დად კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი ქარ­თულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ბა­ზარ­ზე ამ ნი­ში­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა. მას აქვს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე მე­ტი გაც­ვ­ლი­თი თუ ორ­მა­გი ხა­რის­ხის პროგ­რა­მე­ბი. რა­საკ­ვირ­ვე­ლია ასე­თი­ვე პროგ­რა­მე­ბი არის კავ­კა­სი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სკო­ლა­შიც. მსოფ­ლი­სო 10-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში ჩვენ სტუ­დენ­ტებს შე­უძ­ლი­ათ მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გაც­ვ­ლით ან ორ­მა­გი ხა­რის­ხის პროგ­რა­მა­ში, ერ­თი სე­მეს­ტ­რით ან ერ­თი წლით. ეს შე­თა­ვა­ზე­ბა ავ­ტო­მა­ტუ­რად გუ­ლის­ხ­მობს იმას, რომ პარ­ტ­ნი­ო­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი აღი­ა­რე­ბენ ჩვენ სწავ­ლე­ბის მე­თო­დებ­სა და ხა­რისხ.

და ბო­ლოს, რას ურ­ჩევ­დით იმ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, ვინც ჯერ კი­დევ ძი­ე­ბის პრო­ცეს­შია და ვერ გა­დაწყ­ვი­ტა სად ჩა­ა­ბა­როს?

ვურ­ჩევ­დი კარ­გად და­ფიქ­რ­დ­ნენ, სა­ნამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ. იყ­ვ­ნენ პრაქ­ტი­კუ­ლე­ბი და აუცი­ლებ­ლად გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი მოთხოვ­ნე­ბი. რა თქმა უნ­და, გა­მი­ხარ­დე­ბა თუ ჩვენ სკო­ლა­ზე შე­ა­ჩე­რე­ბენ არ­ჩე­ვანს, თუმ­ცა გულ­წ­რ­ფე­ლად ვუ­სურ­ვებ წარ­მა­ტე­ბას ყვე­ლა აბი­ტუ­რი­ენტს, სა­დაც არ უნ­და ჩა­ა­ბა­რონ!

სხვა სიახლეები
02 ივლისი, 2015 თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი ,,ჰიპოკრატე“
09 მარტი, 2015 კასტური სისტემა საქართველოს სასკოლო სივრცეში
22 დეკემბერი, 2014 სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად
22 დეკემბერი, 2014 ს.ს.ი.პ. ,,ქალაქ ბათუმის №25 საჯაროსკოლა”აცხადებსსაჯაროაუქციონს
09 ივნისი, 2014 საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ
11 აპრილი, 2014 სკოლა და პოლიტიკა
18 მარტი, 2014 სამართალ-უსამართლობა და განათლება
27 ივნისი, 2013 ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გია სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში
23 მაისი, 2013 კავ­კა­სი­ის ბიზ­ნე­სის სკო­ლა - ფარ­თო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სამ­ყა­რო
17 მაისი, 2013 ამერიკული განათლების ხარისხი უკვე საქართველოშია