ჭი­და­ო­ბას რე­კო­მენ­და­ცი­ას უწე­ვენ
31 მაისი, 2013
1830
print

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ-ი) აღმასკომმა სანკტ პეტერბურგის სხდომაზე მხარი დაუჭირა სპორტის ოლიმპიურ სახეობათა პროგრამაში ჭიდაობის იმ სახეობათა ნუსხაში შეტანას, რომელსაც მოგვიანებით რეკომენდაციას გაუწევენ.

ასე რომ, იმის საშიშროებამ, რომ 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან ჭიდაობას ამოიღებნდნენ, შედარებით იკლო.

ჭიდაობის გარდა, აღმასკომმა ოლიმპიურ პროგრამაში შეტანის რეკომენდაცია კიდევ ორ სახეობას - სოფტბოლი/ბეისბოლსა და სქვოშს გაუწია. აქედან გამომდინარე ბორტს მიღმა დარჩნენ კარატე, გორგოლაჭებიანი სპორტი, ვეიკბორდინგი, უშუ და მეკლდეურობა.

რე­კო­მენ­დე­ბულ სა­ხე­ო­ბა­თა ნუს­ხა­ში მოხ­ვედ­რის პრო­ცე­სი რამ­დე­ნი­მე წრი­ა­ნი გა­მო­რიცხ­ვის მე­თო­დით წა­რი­მარ­თა. ყო­ველ ჯერ­ზე ხმის მი­ცე­მა იქამ­დე გრძელ­დე­ბო­და, ვიდ­რე სპორ­ტის რო­მე­ლი­მე სა­ხე­ო­ბა არ და­აგ­რო­ვებ­და ხმე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას.

«ფე­დე­რა­ცი­ე­ბის მხრი­დან პრე­ზენ­ტა­ცი­ის შემ­დეგ გა­დავ­წყ­ვი­ტეთ რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი სპორ­ტის სა­მი სა­ხე­ო­ბა სოკ-ის 125-ე სე­სი­ა­ზე გან­ვი­ხი­ლოთ. იქ ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან და­იწყე­ბა. სპორ­ტის ოლიმ­პი­უ­რი სა­ხე­ო­ბის შერ­ჩე­ვა ფეხ­ბურ­თი არაა. აქ არაა ორი ტა­ი­მი», - თა­ვი­სე­ბუ­რად გან­მარ­ტავს სა­ხე­ო­ბა­თა შერ­ჩე­ვის პრო­ცე­დუ­რას სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის ოლიმ­პი­უ­რი პროგ­რა­მის კო­მი­სი­ის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე ფრან­კო კა­რა­რო.

კითხ­ვა­ზე, ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის პროგ­რა­მი­დან ჭი­და­ო­ბის ამო­რე­ბის მცდე­ლო­ბა ხომ არ იყო სოკ-ის მხრი­დან დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მა, კა­რა­რომ უპა­სუ­ხა, რომ ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს სოკ-ის მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სპორ­ტის სა­ხე­ო­ბა­თა შე­ფა­სე­ბის პროგ­რა­მის სა­ფუძ­ველ­ზე.

«მზად არ ვარ კო­მენ­ტა­რი გა­ვუ­კე­თო იმას თუ რა­ტომ გა­დაწყ­და თე­ბერ­ვალ­ში ჭი­და­ო­ბის ამო­ღე­ბას. მხო­ლოდ იმ­ჯის თქმა შე­მიძ­ლია, რომ სოკ-მა 99 ელე­მენ­ტის­გან შემ­დ­გა­რი სის­ტე­მა შე­ი­მუ­შა­ვა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სა­თი­თა­ოდ შე­ფას­და სპორ­ტის ოლიმ­პი­უ­რი სა­ხე­ო­ბე­ბი. მოხ­და ისე, რომ ჭი­და­ო­ბა ამ­გ­ვარ მოთხოვ­ნებს სრუ­ლი­ად არ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და», - ამ­ბობს კა­რა­რო.

...წლე­ულს, 12 თე­ბერ­ვალს, ლო­ზა­ნის სხდო­მა­ზე სოკ-ის აღ­მას­კომ­მა ჭი­და­ო­ბა არ შე­იყ­ვა­ნა 2020 წლის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის პროგ­რა­მის ძი­რი­თად სა­ხე­ო­ბა­თა ნუს­ხა­ში, რა­მაც სა­ჭი­დაო სამ­ყა­რო სა­გო­ნე­ბელ­ში ჩა­აგ­დო. მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად ჭი­და­ო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ამ (ფი­ლა) სა­გან­გე­ბო ზო­მე­ბი მი­ი­ღო. კერ­ძოდ, ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი რა­ფა­ელ მარ­ტი­ნე­ტი გა­და­ა­ყე­ნეს და მის ად­გილ­ზე ნე­ნად ლა­ლო­ვი­ჩი აირ­ჩი­ეს.

ჭი­და­ო­ბის მო­მა­ვალს სა­ბო­ლო­ოდ გან­საზღ­ვ­რავს სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის 125-ე სე­სია, რო­მელ­საც 7-10 სექ­ტემ­ბერს ბუ­ე­ნოს აირე­სი უმას­პინ­ძ­ლებს.

სანკტ-პე­ტერ­ბურ­გ­ში­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ვენ­ცი­ის ფარ­გ­ლებ­ში ჩა­ტარ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის აღ­მას­კო­მე­ბი­სა და სპორ­ტის ზაფხუ­ლის ოლიმ­პი­ურ სა­ხე­ო­ბა­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ა­თა ასო­ცი­ა­ცი­ის (ASOIF) ერ­თობ­ლი­ვი სხდო­მაც, სა­დაც სოკ-ის პრე­ზი­დენ­ტ­მა ჟაკ როგ­მა გა­ახ­მო­ვა­ნა ამა­ვე სა­ხე­ო­ბა­თა კა­ტე­გო­რი­ე­ბად და­ყო­ფა, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ე­ბი ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თ­ვის მი­ი­ღე­ბენ და­ფი­ნან­სე­ბას.

«შე­ვი­მუ­შა­ვეთ მე­თო­დო­ლო­გია და მზად ვართ შე­მოგ­თა­ვა­ზოთ ხუ­თი კა­ტე­გო­რია, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თ­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ე­ბი და­ფი­ნან­ს­დე­ბი­ან, - პროგ­რა­მას გვამ­ც­ნობს ჟაკ რო­გი. - აღ­ვ­ნიშ­ნავ, რომ ჩვენ მხო­ლოდ ზაფხუ­ლის ოლიმ­პი­ურ სა­ხე­ო­ბა­თა კა­ტე­გო­რი­ე­ბად გა­ნა­წი­ლე­ბას გთა­ვა­ზობთ, ხო­ლო ASOIF-ის საქ­მე იქ­ნე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ებ­ზე სა­ერ­თო თან­ხის გა­და­ნა­წი­ლე­ბა».

ირ­კ­ვე­ვა, რომ ლონ­დო­ნის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თ­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ე­ბი სა­ერ­თო ჯამ­ში 519,6 მი­ლი­ონ დო­ლარს მი­ი­ღე­ბენ.

ზაფხუ­ლის სპორ­ტის სა­ხე­ო­ბე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა კი შემ­დეგ­ნა­ი­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

კა­ტე­გო­რია A

წყლის სა­ხე­ო­ბე­ბი, მძლე­ოს­ნო­ბა, ტან­ვარ­ჯი­ში

კა­ტე­გო­რია B

კა­ლათ­ბურ­თი, ვე­ლოს­პორ­ტი, ფეხ­ბურ­თი, ჩოგ­ბურ­თი, ფრენ­ბურ­თი

კა­ტე­გო­რია C

მშვილ­დოს­ნო­ბა, ბად­მინ­ტო­ნი, კრი­ვი, ძი­უ­დო, აკა­დე­მი­უ­რი ნიჩ­ბოს­ნო­ბა, ტყვი­ის სრო­ლა, მა­გი­დის ჩოგ­ბურ­თი, ძა­ლოს­ნო­ბა

კა­ტე­გო­რია D

ბა­ი­და­რით ნიჩ­ბოს­ნო­ბა და კა­ნოე/სლა­ლო­მი, ცხე­ნოს­ნო­ბა, ფა­რი­კა­ო­ბა, ხელ­ბურ­თი, ბა­ლა­ხის ჰო­კეი, აფ­როს­ნო­ბა, ტა­იკ­ვან­დო, ტრი­ატ­ლო­ნი, ჭი­და­ო­ბა

კა­ტე­გო­რია E

თა­ნა­მედ­რო­ვე ხუთ­ჭი­დი, გოლ­ფი, შვიდ­კა­ცა რაგ­ბი

სხვა სიახლეები
29 დეკემბერი, 2014 მანუჩარ კვირკველია შედეგების გაუმჯობესებას ახლა უკვე პრეზიდენტის რანგში გვიპრდება
23 დეკემბერი, 2014 საჭიდაო სამყაროში პერსპექტივაში ხმაურს ველით
01 დეკემბერი, 2014 ლუკა კურტანიძის გადადგომით საჭიდაო სამყაროში სტატუსკვო აღდგა
07 ოქტომბერი, 2014 ქართულ საჭიდაო ხალიჩაზე მოჩვენებითი ზავია
02 ოქტომბერი, 2014 ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებამ საჭიდაო სამყაროს ახალი მწვრთნელები მოუვლინა
22 სექტემბერი, 2014 ლუკა კურტანიძეს საჭიდაო სამყარო უტევს
15 სექტემბერი, 2014 ქართველმა ბერძენ-რომაელებმა მსოფლიო ჩააგდეს
12 სექტემბერი, 2014 კლასიკური მარცხი
25 აგვისტო, 2014 მსოფლიო ჩემპიონატი ამირანის ბრინჯაოს მედლით დაიწყო
27 დეკემბერი, 2013 ჭრი­კიშ­ვილ­მა 2013 წე­ლი დააიპონა