ოქ­რუ­აშ­ვი­ლის ოქ­რო და სა­მი ბრინ­ჯაო
28 მაისი, 2013
1798
print

ტიუმენის მსოფლიო მასტერსი ამირან პაპინაშვილის ბრინჯაოთი დაიწყო და ადამ ოქრუაშვილის გამარჯვების აღასანიშნავად აჟღერებული საქართველოს ჰიმნით დასრულდა.

თანაც, ეს ჰიმნი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გაისმა. ძიუდოისტთა ტურნირის ამ დღეს საქართველოს ნაკრების კიდევ ორი წევრი ავიდა კვარცხლბეკზე - მათ ბრინჯაოს მედლები მიიღეს.

ქარ­თ­ველ ძი­უ­დო­ისტს ოქ­როს მედ­ლის მო­სა­პო­ვებ­ლად სამ­ჯერ მო­უხ­და ტა­ტამ­ზე გას­ვ­ლა და სამ­ჯერ­ვე წმინ­და გა­მარ­ჯ­ვე­ბა მო­ი­პო­ვა. შე­ჯიბ­რე­ბა­ში პირ­და­პირ მე­ოთხედ­ფი­ნა­ლი­დან ჩა­ერ­თო. პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რა­ში კუ­ბელ ოს­კარ ბრი­სონს სამ წუთ­ში ეფექ­ტუ­რი გდე­ბით გა­უმ­კ­ლავ­და და, ის იყო, ლონ­დო­ნის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე გერ­მა­ნელ ან­დ­რე­ას ტოლ­ცერ­თან წა­გე­ბის­თ­ვის (ლონ­დო­ის ოლიმ­პი­ურ ტა­ტამ­ზე გერ­მა­ნელ­თან პირ­ვე­ლი­ვე წრე­ში და­მარ­ცხ­და) რე­ვან­შის შან­სი გა­უჩ­ნ­და, მაგ­რამ გერ­მა­ნელ­მა ნა­ხე­ვარ­ფი­ნალს ვერ მი­აღ­წია. ტოლ­ცერ­თან არ­შემ­დ­გა­რი რე­ვან­შის მი­ზე­ზი ბრა­ზი­ლი­ე­ლი ვალ­ტერ სან­ტო­სია, რო­მელ­მაც გერ­მა­ნე­ლი ქარ­თ­ველ­თან არ მი­უშ­ვა. ასე რომ, ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში ბრზი­ლი­ელს ოქ­რუ­აშ­ვილ­თან მო­უხ­და ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­კ­ვე­ვა, რაც ძი­რი­თა­დი დრო­ის ამო­წურ­ვამ­დე ოცი წა­მით ად­რე სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის წევ­რის წმინ­და გა­მარ­ჯ­ვე­ბით დას­რულ­და.

ფი­ნალ­ში ქარ­თ­ვე­ლი­სა და ბრა­ზი­ლი­ე­ლის გზე­ბი ისევ გა­და­იკ­ვე­თა - ოქ­რუ­აშ­ვილს მე­ტო­ქედ სან­ტო­სის თა­ნა­გუნ­დე­ლი, მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გის მე­ო­რე ნო­მე­რი, ლონ­დო­ნის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ბრინ­ჯა­ოს პრი­ზი­ო­რი და, სა­ერ­თოდ, მას­ტერ­სის ჩემ­პი­ო­ნი რა­ფა­ელ სილ­ვა ერ­გო.

ოქ­როს მა­ძი­ე­ბელ­თა და­პი­რის­პი­რე­ბა ოთხ­წუთ­ნა­ხე­ვარ­ში დას­რულ­და - დას­რულ­და ადამ ოქ­რუ­აშ­ვი­ლის მი­ერ ბრა­ზი­ლი­ე­ლის შე­ბოჭ­ვით.

მას­ტერ­ს­ზე ჩემ­პი­ო­ნო­ბით ქარ­თ­ველ­მა ძი­უ­დო­ის­ტ­მა რე­ი­ტინ­გ­შიც გა­ი­უმ­ჯო­ბე­სა მდგო­მა­რე­ო­ბა. 1112 ქუ­ლით მე­ოთხე სა­ფე­ხურ­ზე მყოფ­მა ოქ­რუ­აშ­ვილ­მა მას­ტერ­ს­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი 700 ქუ­ლით მე­სა­მე ად­გილ­ზე გა­და­ი­ნაც­ვ­ლა. ახ­ლოს იყო მე­ო­რე სა­ფე­ხურ­თა­ნაც, მაგ­რამ, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რა­ფა­ელ სილ­ვას სა­მე­უ­ლამ­დე ვერ უნ­და მი­ეღ­წია, რად­გან მე­ო­რე სა­ფე­ხუ­რი 1410 ქუ­ლით სწო­რედ მას ეკა­ვა და ახ­ლა მას­ტერ­ს­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი მე­ო­რე ად­გი­ლის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი 500 ქუ­ლის მი­მა­ტე­ბით პო­ზი­ცია უფ­რო გა­იმ­ყა­რა. თუმ­ცა, პირ­ველ ად­გილ­ზე მყოფ ფრანგ ტე­დი რი­ნერ­თან და სილ­ვას­თან ოქ­რუ­აშ­ვი­ლის ჩა­მორ­ჩე­ნა, შე­სა­ბა­მი­სად, 110 და 20 ქუ­ლა იყო.

«ფი­ნა­ლის­თ­ვის სე­რი­ო­ზუ­ლად გან­ვეწყე. ძლი­ე­რი მე­ტო­ქე მერ­გო, მაგ­რამ ამას არ შე­ვუ­ში­ნე­ბი­ვარ. ტა­ტამ­ზე იმ გან­წყო­ბით გა­ვე­დი, რომ მო­გე­ბას აუცი­ლებ­ლად შევ­ძ­ლებ­დი. ად­რე ბრა­ზი­ლი­ელს არ შევ­ხ­ვედ­რი­ვარ, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი ისე წა­რი­მარ­თა ამა­ზე უკე­თეს რომ ვერ ვი­სურ­ვებ­დი, - ად­გი­ლობ­რივ გა­მო­ცე­მა «ტი­უ­მენ­ს­კი არე­ნას­თან» სა­უ­ბარ­ში აცხა­დებ­და ადამ ოქ­რუ­ა­ში­ლი. - ორ­თაბ­რ­ძო­ლის შემ­დეგ ემო­ცი­ე­ბი მო­მე­ძა­ლა. სხვაგ­ვა­რად არც იქ­ნე­ბო­და. ერ­თი წლის წი­ნათ «მას­ტერ­ს­ზე» გა­მოს­ვ­ლა­სა და თუნ­დაც სა­უ­კე­თე­სო თექ­ვ­ს­მე­ტე­ულ­ში მოხ­ვედ­რას ვოც­ნე­ბობ­დი. და აი, ჩემ­პი­ო­ნი ვარ!»

მსოფ­ლიო მას­ტერ­სის დას­კ­ვ­ნით დღეს ბრინ­ჯა­ოს მედ­ლე­ბით და მის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი 280-280 ქუ­ლით სა­რე­ი­ტინ­გო მა­რა­გი გა­ი­ზარ­დეს ავ­თან­დილ ჭრი­კიშ­ვილ­მა (81 კგ.) და ვარ­ლამ ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა (90 კგ.).

ოქ­რუ­აშ­ვი­ლის მსგავ­სად, მსოფ­ლიო მას­ტერსს მე­ოთხედ­ფი­ნა­ლით შე­უდ­გა ჭრი­კიშ­ვი­ლი. თუმ­ცა, პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რა­ში მას­პინ­ძელ მუ­რატ ხა­ბა­ჩი­როვ­თან პირ­წ­მინ­დად და­მარ­ცხ­და. საწყის წუთ-ნა­ხე­ვარ­ში ორ­ჯერ იუკო აარ­თ­ვეს, მე­რე - ვა­ზა­რი, ბო­ლოს კი თა­ვის მი­ერ წა­მოწყე­ბულ გდე­ბა­ზე იპო­ნი იგე­მა.

ბევ­რის­თ­ვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი წა­გე­ბის შემ­დეგ ჭრი­კიშ­ვილ­მა რე­პე­შაჟ­ში გა­ი­უმ­ჯო­ბე­სა მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­დე­საც მას­პინ­ძელ სი­რა­ჟუ­დინ მა­გო­მე­დოვს ვა­ზა­რი და იუკო მო­უ­გო, მე­სა­მე ად­გი­ლის­თ­ვის ფი­ნალ­ში კი კა­ნა­დელ ან­ტუ­ან ვა­ლუა-ფორ­ტი­ეს იუკო აკ­მა­რა.

90 კი­ლოგ­რამ­ში ვარ­ლამ ლი­პარ­ტე­ლი­ანს მის­თ­ვის უხერ­ხულ რუს კი­რილ დე­ნი­სოვ­თან ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში რე­ვან­შის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცა - აქაც, ისე­ვე რო­გორც წი­ნა ხუთ შეხ­ვედ­რა­ში მათ შო­რის, 2013 წლის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნალ­ში დე­ნი­სო­ვის ბა­რი­ერს ვერ გას­ც­და - ერ­თა­დერ­თი გაფ­რ­თხი­ლე­ბით და­მარ­ცხ­და.

წო­ნის მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გის პირ­ველ­მა ნო­მერ­მა ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა დე­ნი­სოვ­თან შეხ­ვედ­რამ­დე რუს გრი­გო­რი სუ­ლე­მინს და იაპო­ნელ შო­ჰეი ში­მო­ვა­დას მო­უ­გო. ბრინ­ჯა­ოს ფი­ნალ­ში კი ეგ­ვიპ­ტელ ჰა­ტემ აბდ ელ ახერს მე­სა­მე წუ­თის მი­წუ­რულს ხე­ლი­დან გა­მოჰ­გ­ლი­ჯა ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი.

ტი­უ­მე­ნის მას­ტერ­სის პირ­ველ დღეს 60 კი­ლოგ­რამ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში მო­ას­პა­რე­ზე ამი­რან პა­პი­ნაშ­ვი­ლი წი­ლის­ყ­რამ მე­ოთხედ­ფი­ნალ­ში გან­თე­სა. წა­გე­ბის შემ­დეგ კი ავ­ტო­მა­ტუ­რად რე­პე­შაჟ­ზე გა­და­ერ­თო.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის უმ­სუ­ბუ­ქეს წევრს სამ­ჯერ მო­უხ­და კი­მო­ნოს ჩაც­მა. თავ­და­პირ­ვე­ლად ყა­ზახ იელ­დოს სმე­ტოვ­თან წა­ა­გო, მაგ­რამ, რე­პე­შაჟ­ზე გა­დარ­თულ­მა, მონ­ღოლ ამარ­ტუვ­შინ დაშ­და­ვა­ა­სა და მე­სა­მე ად­გ­ლის­თ­ვის ბრძო­ლა­ში რუს ბეს­ლან მუდ­რა­ნოვს სძლია.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­მა ტი­უ­მე­ნის მსოფ­ლიო მას­ტერ­ს­ზე ცხრა­კა­ცი­ა­ნი გუნ­დით იას­პა­რე­ზა. უმედ­ლოდ დარ­ჩე­ნი­ლებ­მა შეხ­ვედ­რე­ბი პირ­ვე­ლი­ვე წრე­ებ­ში დათ­მეს, მათ შო­რის, ნაკ­რე­ბის ერ­თა­დერ­თ­მა ქალ­მა ირი­ნე ლე­ო­ნი­ძე­მაც.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის­თ­ვის მსოფ­ლიო მას­ტერ­ს­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი ოქ­რო და სა­მი ბრინ­ჯაო რე­კორ­დუ­ლი გა­მოდ­გა. აქამ­დე ერ­თა­დერ­თი მე­და­ლი ლო­მერ ჟორ­ჟო­ლი­ანს ჰქონ­და მო­პო­ვე­ბუ­ლი, რო­მელ­მაც 2010 წელს, რი­გით პირ­ველ მას­ტერ­ს­ზე, ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი და­ი­სა­კუთ­რა.

ირაკ­ლი უზ­ნა­ძის გუნ­დი სა­ერ­თო გუნ­დურ ჩათ­ვ­ლა­ში მე­ექ­ვ­სე ად­გილ­ზე გა­ვი­და, ვაჟ­თა შო­რის კი - მე­ოთხე­ზე. რა­ო­დე­ნობ­რი­ვად ვა­ჟებ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტი მე­და­ლი სწო­რედ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებს აღ­მო­აჩ­ნ­და.

ტი­უ­მე­ნის მას­ტერ­ს­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი მედ­ლე­ბით ევ­რო­პის წი­ლი ექ­ვ­სი ოქ­როა, რაც შარ­შან­დელ ალ­მა­ტის შე­დეგ­ზე სა­მი ოქ­რო­თი უკე­თე­სი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. ევ­რო­პე­ლებ­მა ასე­ვე სა­მი ვერ­ცხ­ლის მედ­ლით გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეს შარ­შან­დე­ლი შე­დე­გი, ბრინ­ჯაო კი 17 და­ი­სა­კუთ­რეს, რაც ექ­ვ­სით მე­ტია.

გრი­გოლ ხოშ­ტა­რია

 

 

სხვა სიახლეები
29 დეკემბერი, 2014 მანუჩარ კვირკველია შედეგების გაუმჯობესებას ახლა უკვე პრეზიდენტის რანგში გვიპრდება
23 დეკემბერი, 2014 საჭიდაო სამყაროში პერსპექტივაში ხმაურს ველით
01 დეკემბერი, 2014 ლუკა კურტანიძის გადადგომით საჭიდაო სამყაროში სტატუსკვო აღდგა
07 ოქტომბერი, 2014 ქართულ საჭიდაო ხალიჩაზე მოჩვენებითი ზავია
02 ოქტომბერი, 2014 ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებამ საჭიდაო სამყაროს ახალი მწვრთნელები მოუვლინა
22 სექტემბერი, 2014 ლუკა კურტანიძეს საჭიდაო სამყარო უტევს
15 სექტემბერი, 2014 ქართველმა ბერძენ-რომაელებმა მსოფლიო ჩააგდეს
12 სექტემბერი, 2014 კლასიკური მარცხი
25 აგვისტო, 2014 მსოფლიო ჩემპიონატი ამირანის ბრინჯაოს მედლით დაიწყო
27 დეკემბერი, 2013 ჭრი­კიშ­ვილ­მა 2013 წე­ლი დააიპონა