დღე­ი­დან მას­ტერ­ს­ზე
25 მაისი, 2013
1787
print

დღეიდან საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, მასტერსის კიმონოში გამოწყობილი, ტიუმენის ტატამს შეუტევს.

რუსეთის ეს ქალაქი სარეიტინგო თვალსაზრისით მნიშვნელოვან შეჯიბრებას - მსოფლიო მასტერსს მასპინძლობს, რომელში წარმატებაც სათანადოდაა დაფასებული. მასტერსის განაწესით, ტატამზე გასვლის უფლება აქვს მხოლოდ თექვსმეტ ძიუდოისტს, ვისაც საკუთარ წონაში მსოფლიოს საუკეთესო შედეგი აქვს. ერთადერთი გამონაკლისის გარდა, ამ მხრივ ირაკლი უზნაძის გუნდში პრობლემები არ არსებობს. გამონაკლისი კი 100 კგ წონითი კატეგორიაა, რომლის რჩეულ თექვსმეტ ძიუდოისტს შორის ქართველი არ არის. ამავე მიზეზით ამ წონაში საქართველოს ნაკრებს ტიუმენის მასტერსზე წარმომადგენელი არ ჰყავს.

მას­ტერ­ს­ზე გა­მოს­ვ­ლის შან­სი მა­თაც ეძ­ლე­ვათ, ვინც რამ­დე­ნი­მე სა­ფე­ხუ­რით ჩა­მორ­ჩე­ბა რჩე­ულ თექ­ვ­ს­მეტ სპორ­ტ­ს­მენს. ეს იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ რო­მე­ლი­მე მო­წი­ნა­ვე ტურ­ნირს გა­მო­ტო­ვებს და გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ ად­გილს ქვე­ვით მდგო­მი და­ი­კა­ვებს. სწო­რედ ამ გზით მოხ­ვ­და მას­ტერ­ს­ზე 73 კგ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში მე-17 ად­გილ­ზე მყო­ფი ნუგ­ზარ ტა­ტა­ლაშ­ვი­ლი და 66 კგ-ში 24-ე სა­ფე­ხურ­ზე მყო­ფი შალ­ვა ქარ­და­ვა. წე­სით, ტი­უ­მე­ნურ ტა­ტამ­ზე ბეთ­ქილ შუკ­ვან­სა (60 კგ.) და ლა­შა შავ­და­თუ­აშ­ვილ­საც (66 კგ.) უნ­და ეას­პა­რე­ზათ, მაგ­რამ უმ­სუ­ბუ­ქე­სი წო­ნის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა რუ­სეთ­ში გამ­გ­ზავ­რე­ბა­ზე პი­რა­დი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით თქვა უარი, ოლიმ­პი­ურ­მა ჩემ­პი­ონ­მა კი ტრავ­მის გა­მო შე­ი­კა­ვა თა­ვი.

ერ­თი სიტყ­ვით, ირაკ­ლი უზ­ნა­ძე და კომ­პა­ნია ტი­უ­მე­ნის მას­ტერსს ცხრა­კა­ცი­ა­ნი გუნ­დით ეწ­ვია. ამას ემა­ტე­ბა ქალ­თა ნაკ­რე­ბის წევ­რი - მძი­მე­წო­ნო­სა­ნი ირი­ნე ლე­ო­ნი­ძე. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ლე­ო­ნი­ძე მსოფ­ლი­ოს რე­ი­ტინ­გ­ში 38-ე ად­გილ­ზეა, მას­ტერ­ს­ზე მი­სი მოხ­ვედ­რა სა­სი­ა­მოვ­ნო მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა გა­მოდ­გა. თუმ­ცა, კენ­ჭის­ყ­რა­ში არ გა­უ­მარ­თ­ლა.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ქალ­თა ნაკ­რე­ბის ერ­თა­დერთ წარ­მო­მად­გე­ნელს პირ­ველ შეხ­ვედ­რა­ში (მერ­ვედ­ფი­ნალ­ში) ჩი­ნელ სონგ იუს­თან მო­უ­წევს ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­კ­ვე­ვა, მას­თან წარ­მა­ტე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში კი - მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გის ლი­დერ­თან, კუ­ბელ ოლიმ­პი­ურ ჩემ­პი­ონ იდა­ლის ორ­ტის­თან, რაც აქე­დან­ვე ცუდ პერ­ს­პექ­ტი­ვას უსა­ხავს.

მსოფ­ლიო მას­ტერ­სი სა­რე­ი­ტინ­გო ქუ­ლე­ბით მხო­ლოდ ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­სა და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატს ჩა­მორ­ჩე­ბა, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატს კი აღე­მა­ტე­ბა. ასე რომ, მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გ­ში პო­ზი­ცი­ე­ბის გა­სამ­ყა­რებ­ლად მას­ტერსს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის წევ­რ­თათ­ვის ორ­მა­გი დატ­ვირ­თ­ვა აქვს.

სე­ზო­ნის მთა­ვარ ას­პა­რე­ზო­ბამ­დე - რიო დე ჟა­ნე­ი­როს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტამ­დე (26-31 აგ­ვის­ტო) ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის გეგ­მა­შია ბე­ლა­რუ­სი­სა და ეს­პა­ნე­თის ერ­თობ­ლი­ვი და, სულ მცი­რე, ორი ქარ­თუ­ლი შეკ­რე­ბა. დას­კ­ვ­ნით შეკ­რე­ბას უზ­ნა­ძის გუნ­დი აგ­ვის­ტოს შუა რიცხ­ვე­ბი­დან ჩემ­პი­ო­ნა­ტის მას­პინ­ძელ ბრა­ზი­ლი­ა­ში გა­ივ­ლის.

დღეს ვა­ჟებ­ში ჩემ­პი­ო­ნე­ბი და პრი­ზი­ო­რე­ბი გა­მოვ­ლინ­დე­ბი­ან 60, 66 და 73 კგ წო­ნებ­ში, ქა­ლებ­ში - 48, 52, 57 და 63 კგ-ში.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი:

60 კგ.

ამი­რან პა­პი­ნაშ­ვი­ლი

66 კგ.

შალ­ვა ქარ­და­ვა

73 კგ.

ზე­ბე­და რეხ­ვი­აშ­ვი­ლი

ნუგ­ზარ ტა­ტა­ლაშ­ვი­ლი

81 კგ.

ავ­თან­დილ ჭრი­კიშ­ვი­ლი

ლე­ვან წიკ­ლა­უ­რი

90 კგ.

ვარ­ლამ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი

ზვი­ად გო­გო­ჭუ­რი

+100 კგ.

ადამ ოქ­რუ­აშ­ვი­ლი

***

+78 კგ.

ირი­ნე ლე­ო­ნი­ძე

სხვა სიახლეები
29 დეკემბერი, 2014 მანუჩარ კვირკველია შედეგების გაუმჯობესებას ახლა უკვე პრეზიდენტის რანგში გვიპრდება
23 დეკემბერი, 2014 საჭიდაო სამყაროში პერსპექტივაში ხმაურს ველით
01 დეკემბერი, 2014 ლუკა კურტანიძის გადადგომით საჭიდაო სამყაროში სტატუსკვო აღდგა
07 ოქტომბერი, 2014 ქართულ საჭიდაო ხალიჩაზე მოჩვენებითი ზავია
02 ოქტომბერი, 2014 ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებამ საჭიდაო სამყაროს ახალი მწვრთნელები მოუვლინა
22 სექტემბერი, 2014 ლუკა კურტანიძეს საჭიდაო სამყარო უტევს
15 სექტემბერი, 2014 ქართველმა ბერძენ-რომაელებმა მსოფლიო ჩააგდეს
12 სექტემბერი, 2014 კლასიკური მარცხი
25 აგვისტო, 2014 მსოფლიო ჩემპიონატი ამირანის ბრინჯაოს მედლით დაიწყო
27 დეკემბერი, 2013 ჭრი­კიშ­ვილ­მა 2013 წე­ლი დააიპონა