კავ­კა­სი­ის ბიზ­ნე­სის სკო­ლა - ფარ­თო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სამ­ყა­რო
23 მაისი, 2013
3323
print

კავ­კა­სი­ის ბიზ­ნე­სის სკო­ლა უკ­ვე დი­დი ხა­ნია ყვე­ლა­ზე ძლი­ერ სას­წავ­ლებ­ლად ით­ვ­ლე­ბა.

სკო­ლა, რო­მელ­მაც ზო­გა­დად კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის შექ­მ­ნას ჩა­უ­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი, დღეს ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი კად­რე­ბის წყა­როს წარ­მო­ად­გენს და წლე­ბია ბიზ­ნე­სის სფე­როს მო­მა­ვალ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს ამ­ზა­დებს. კავ­კა­სი­ის ბიზ­ნე­სის სკო­ლა სტუ­დენ­ტებს სთა­ვა­ზობსთ სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით შექ­მ­ნილ აკა­დე­მი­ურ პროგ­რა­მებს, რომ­ლებ­საც 2005 წლი­დან მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვთ ცენ­ტ­რა­ლუ­რი და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის მე­ნეჯ­მენ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის (CEEMAN) აკ­რე­დი­ტა­ცია. რას ნიშ­ნავს CEEMAN? რა­ტომ უნ­და ავირ­ჩი­ოთ ბიზ­ნე­სის სკო­ლა? აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თ­ვის სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვებს კავ­კა­სი­ის ბიზ­ნე­სის სკო­ლის დე­კა­ნი ბუ­ბა ლე­ჟა­ვა იძ­ლე­ვა.

- ბა­ტო­ნო ბუ­ბა, პირ­ველ რიგ­ში სა­ინ­ტე­რე­სოა თქვე­ნი შე­ფა­სე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ბიზ­ნეს გა­რე­მო­ზე. ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა, ვგუ­ლის­ხ­მობ, ბიზ­ნეს საქ­მი­ა­ნო­ბას, სულ უფ­რო პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი და პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა მთელს მსოფ­ლი­ო­ში და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. რო­გორ ფიქ­რობთ რა გა­ნა­პი­რო­ბებს ადა­მი­ან­თა დი­დი ნა­წი­ლის ინ­ტე­რესს ბიზ­ნე­სის მი­მართ და რამ­დე­ნად მზა­დაა ქარ­თუ­ლი ბიზ­ნეს­გა­რე­მო და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს ეს დი­დი ინ­ტე­რე­სი?

- მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და მიმ­ზიდ­ვე­ლი ბიზ­ნეს­გა­რე­მო უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად, და ზო­გა­დად, მო­სახ­ლე­ო­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის­თ­ვის. ბო­ლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი ცხად­ყოფს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბიზ­ნეს­გა­რე­მო სტა­ბი­ლუ­რია, მაგ­რამ ხე­ლის შემ­შ­ლე­ლი პი­რო­ბე­ბი, რა თქმა უნ­და, ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს. რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ტე­რე­სის ზრდას, ეს ბუ­ნებ­რი­ვია - ინ­ტე­რე­სი იზ­რ­დე­ბა, რად­გან მკვეთ­რად გა­უმ­ჯო­ბეს­და პი­რო­ბე­ბი საქ­მი­ა­ნი აქ­ტი­ვო­ბი­სათ­ვის. ბიზ­ნე­სი სულ უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო და მომ­ხიბ­ვ­ლე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა გახ­და ახა­ლი თა­ო­ბის­თ­ვის. თუ ად­რე, 90-იან წლებ­ში უფ­რო ჰუ­მა­ნი­ტა­რულ საგ­ნებს ანი­ჭებ­დ­ნენ უპი­რა­ტე­სო­ბას, ახ­ლა ბიზ­ნე­სი დო­მი­ნი­რებს. თით­ქოს ახა­ლი თა­ო­ბა გა­მო­ვი­და რო­მან­ტიზ­მის ეპო­ქი­დან და გახ­და უფ­რო პრაქ­ტი­კუ­ლი. აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა ზრდა­დი ინ­ტე­რე­სი ბიზ­ნე­სის მი­მართ ბუ­ნებ­რი­ვია, ძა­ლი­ან კარ­გია. ის, რომ ბევრს აინ­ტე­რე­სებს, არ ნიშ­ნავს იმას, რომ ყვე­ლა ბიზ­ნე­სით იქ­ნე­ბა და­კა­ვე­ბუ­ლი - ეს ნიშ­ნავს იმას, რომ ბა­ზარს ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა მარ­თ­ლაც სა­უ­კე­თე­სო­ე­ბის გა­დარ­ჩე­ვა შეძ­ლოს, რად­გან ფარ­თო სპექ­ტ­რი­დან მო­უ­წევს არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა. და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი სხვა­გან მო­სინ­ჯა­ვენ ძა­ლებს და ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ისი­ნი „ცუ­დე­ბი“ იქ­ნე­ბი­ან. უბ­რა­ლოდ ბიზ­ნე­სი არ იქ­ნე­ბა მა­თი საქ­მი­ა­ნო­ბა. მა­შინ რო­ცა არ­სე­ბობს გა­და­უ­ლა­ხა­ვი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბე­ბი ბიზ­ნე­სის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, აუცი­ლე­ბე­ლია ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი, რო­მელ­საც შეს­წევს უნა­რი და შე­სა­ბა­მი­სი ცოდ­ნა პრობ­ლე­მე­ბის გა­და­ლახ­ვის­თ­ვის.

- დღეს ძა­ლი­ან ბევ­რი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აძ­ლევს სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბას სტუ­დენ­ტებს. რა­ტომ უნ­და აირ­ჩი­ონ კავ­კა­სი­ის ბიზ­ნე­სის სკო­ლა?

- მე არ მიყ­ვარს ზო­გა­დი სა­უბ­რე­ბი და ვიქ­ნე­ბი ძა­ლი­ან კონ­კ­რე­ტუ­ლი. გეტყ­ვით, რომ 2012 წელს, „Eduniversal“-მა კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიზ­ნე­სის სკო­ლა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მოქ­მედ ბიზ­ნეს­ს­კო­ლებს შო­რის სა­უ­კე­თე­სოდ და­ა­სა­ხე­ლა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2011 წელს შან­ხა­ი­ში (ჩი­ნე­თი), კავ­კა­სი­ის ბიზ­ნე­სის სკო­ლამ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით სა­უ­კე­თე­სო ბიზ­ნე­სის სკო­ლის ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა. ბიზ­ნე­სის სკო­ლის აღი­ა­რე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო გავ­ლე­ნის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­და. გა­მო­კითხ­ვა­ში 153 ქვეყ­ნის მე­ნეჯ­მენ­ტი­სა და ბიზ­ნეს ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის 1000 სა­ხელ­მ­წი­ფო თუ კერ­ძო ბიზ­ნე­სის სკო­ლა და უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. სკო­ლა­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს სა­ბა­კა­ლავ­რო, ორ­მა­გი სა­ბა­კა­ლავ­რო, სა­მა­გის­ტ­რო, ორ­მა­გი სა­მა­გის­ტ­რო, სა­დოქ­ტო­რო და სა­სერ­ტი­ფი­კა­ტო პროგ­რა­მე­ბი. სკო­ლის პროგ­რა­მე­ბი, კუ­რი­კუ­ლუ­მე­ბი, სი­ლა­ბუ­სე­ბი და სტუ­დენ­ტ­თა ცოდ­ნის შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა სრულ თან­ხ­ვედ­რა­შია სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ და­წე­სე­ბულ მოთხოვ­ნებ­თან, კრე­დი­ტე­ბის ტრან­ს­ფე­რი­სა და დაგ­რო­ვე­ბის ევ­რო­პუ­ლი სის­ტე­მის (ECTS) ნორ­მებ­თან. წარ­მა­ტე­ბულ სტუ­დენ­ტებს ვაძ­ლევთ სა­შუ­ა­ლე­ბას, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ გაც­ვ­ლით პროგ­რა­მებ­ში და აირ­ჩი­ონ მათ­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი მსოფ­ლი­ოს 18 ქვეყ­ნი­დან. კავ­კა­სი­ის ბიზ­ნე­სის სკო­ლა აძ­ლევს შანსს ბა­კა­ლავ­რებ­სა და მა­გის­ტ­რან­ტებს, ისარ­გებ­ლონ ორ­მა­გი სას­წავ­ლო პროგ­რა­მით და გა­ი­ა­რონ ერ­თი წე­ლი ჩვენს პარ­ტ­ნი­ორ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში:J.Mack Robinson college of business - Atlanta,USA; Grenoble Graduate School of Business, France; Chester University, UK; Upper Austria University. ორ­მა­გი პროგ­რა­მის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი მი­ი­ღე­ბენ შე­სა­ბა­მის ორ დიპ­ლომს ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბა­ში.

- რამ­დე­ნი სტუ­დენ­ტი სწავ­ლობს კავ­კა­სი­ის ბიზ­ნე­სის სკო­ლა­ში?

- ჩვენს სკო­ლა­ში ამ­ჟა­მად და­ახ­ლო­ე­ბით 1000-მდე სტუ­დენ­ტი ირიცხე­ბა. ისი­ნი თა­ვი­ან­თი საქ­მი­ა­ნო­ბით ყო­ველ­დღი­უ­რად ამ­ტ­კი­ცე­ბენ, რომ კავ­კა­სი­ის ბიზ­ნე­სის სკო­ლა არის ად­გი­ლი, სა­დაც მათ შე­უძ­ლი­ათ მი­ი­ღონ მსოფ­ლიო დო­ნის პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა.

- რას გვეტყ­ვით და­საქ­მე­ბის სტა­ტის­ტი­კა­ზე? თუ არ­სე­ბობს კონ­კ­რე­ტუ­ლი ციფ­რე­ბი - ბიზ­ნე­სის სკო­ლის რამ­დე­ნი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი მუ­შა­ობს?

- რა თქმა უნ­და, ასე­თი სტა­ტი­სი­კა არ­სე­ბობს, მაგ­რამ შეს­წო­რე­ბას გა­ვა­კე­თებ. არამ­ხო­ლოდ კურ­ს­დამ­თ­ვ­რე­ბულ­თა სტა­ტის­კა გვაქვს, არა­მედ - სტუ­დენ­ტ­თა. კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა 95% და­საქ­მე­ბუ­ლია, ხო­ლო მე­სა­მე-მე­ოთხე კურ­ს­ზე მყოფ სტუ­დენ­ტ­თა 90% მუ­შა­ობს ან გა­დის სტა­ჟი­რე­ბას. ეს საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლიც კი თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ -რამ­დე­ნად სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბაა ბა­ზარ­ზე და­საქ­მე­ბის მხრივ. სა­მარ­თ­ლი­ა­ნია ით­ქ­ვას, რომ იმ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მო­ნა­ცე­მე­ბის ფონ­ზე, რაც აქვს კავ­კა­სი­ის ბიზ­ნე­სის სკო­ლას ყვე­ლა მსხვი­ლი კომ­პა­ნია მო­ხა­რუ­ლია, და­ამ­ყა­როს ჩვენს სტუ­დენ­ტებ­თან საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა. იმის გა­მო, რომ მე­სა­მე კურ­სი­დან სტუ­დენ­ტ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა უკ­ვე და­საქ­მე­ბუ­ლია ჩვენ სწავ­ლე­ბის მოქ­ნი­ლი გრა­ფი­კი გვაქვს. სტუ­დენ­ტე­ბი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ო­ბენ, ხო­ლო სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში ლექ­ცი­ე­ბი აქვთ. უფ­რო მეტ­საც გეტყ­ვით, ჩვენ­თან სტუ­დენ­ტ­თა გარ­კ­ვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა თა­ვად იხ­დის გა­და­სა­ხადს და უკ­ვე აღარ აწუ­ხებს მშობ­ლებს.

- მო­დით, ყუ­რადღე­ბა გა­ვა­მახ­ვი­ლოთ სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მა­ზე, რო­გო­რია სწავ­ლის სპე­ცი­ფი­კა?

- პროგ­რა­მის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა 4 წე­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა, მი­სა­ნი­ჭე­ბე­ლი ხა­რისხს - ესაა ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის ბა­კა­ლავ­რი (240 ECTS კრე­დი­ტი). ჩვენ­თან მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბაა სპე­ცი­ა­ლო­ბებ­შიც - ფი­ნან­სე­ბი; სა­ბუ­ღალ­ტ­რო აღ­რიცხ­ვა; მარ­კე­ტინ­გი; ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი ქცე­ვა და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თ­ვა; სტრა­ტე­გი­ი­სა და ოპე­რა­ცი­ე­ბის მარ­თ­ვა; მარ­კე­ტინ­გუ­ლი კვლე­ვა და ანა­ლი­ზი (სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნია ACT-სთან პარ­ტ­ნი­ო­რო­ბით). ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ I და II მე­ო­რე ეტა­პის საგ­ნე­ბი ის­წავ­ლე­ბა რო­გორც ქარ­თულ ისე ინ­გ­ლი­სურ ენა­ზე; ხო­ლო III და IV ეტა­პის საგ­ნე­ბი ის­წავ­ლე­ბა მხო­ლოდ ინ­გ­ლი­სურ ენა­ზე.

- თუ გაქვთ რა­ი­მე სა­ხის ფი­ნან­სუ­რი შე­ღა­ვა­თე­ბი?

- რა თქმა უნ­და. პირ­ვე­ლი, მე­ო­რე და მე­სა­მე ეტა­პის რე­ი­ტინ­გე­ბის მი­ხედ­ვით, რე­ი­ტინ­გ­ში პირ­ველ სამ ად­გი­ლას მყო­ფი სტუ­დენ­ტი (ყო­ველ ეტაპ­ზე) სარ­გებ­ლობს ფი­ნან­სუ­რი შე­ღა­ვა­თით (შე­სა­ბა­მი­სად სწავ­ლე­ბის სა­ფა­სუ­რის 100%, 50% და 30% და­ფი­ნან­სე­ბით); გარ­და ამი­სა, აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ვა­მახ­ვი­ლო ყუ­რადღე­ბა კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის წლე­ვან­დელ ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზე: „მოხ­ვ­დი 40 სა­უ­კე­თე­სო პირ­ველ­ლურ­სელს შო­რის და მი­ი­ღე სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის­გან“ - რა თქმა უნ­და, ამ შე­ღა­ვა­თით ბიზ­ნე­სის სკო­ლის სტუ­დენ­ტე­ბიც სარ­გებ­ლო­ბენ.

- და ბო­ლოს, რას ეტყო­დით აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ვინც უკ­ვე გა­დაწყ­ვი­ტა ჩა­ა­ბა­როს კავ­კა­სი­ის ბიზ­ნე­სის სკო­ლა­ში?

- დღე­ვან­დელ მსოფ­ლი­ო­ში, სა­დაც ცოდ­ნა აუცი­ლე­ბე­ლია, იმი­სათ­ვის, რომ გახ­დე მსოფ­ლი­ოს სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რი, კავ­კა­სი­ის ბიზ­ნე­სის სკო­ლა მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ლექ­ტო­რე­ბი­სა და დახ­ვე­წი­ლი სას­წავ­ლო პროგ­რა­მის სა­შუ­ა­ლე­ბით უზ­რუნ­ველ­ყოფს ყვე­ლა იმ სა­ჭი­რო უნარ-ჩვე­ვის გან­ვი­თა­რე­ბას, რაც 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლო­დაა მიჩ­ნე­უ­ლი. ჩვენ მიგ­ვაჩ­ნია, რომ სრულ­ფა­სო­ვა­ნი გა­ნათ­ლე­ბა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მ­თან ერ­თად გუ­ლის­ხ­მობს პი­როვ­ნუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, ხა­სი­ა­თის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, რად­გან ეს არის აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა პრო­დუქ­ტი­უ­ლი სა­მუ­შაო გან­წყო­ბის შე­საქ­მ­ნებ­ლად. მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში ჩვენ გვეხ­მა­რე­ბა ჩვე­ნი სკო­ლის ენ­თუ­ზი­აზ­მით აღ­სავ­სე პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი, სკო­ლის მმარ­თ­ვე­ლი ორ­გა­ნო და სკო­ლის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი. კავ­კა­სი­ის ბიზ­ნე­სის სკო­ლა სარ­გებ­ლობს უპი­რა­ტე­სო­ბით და გაძ­ლევთ შანსს მო­ის­მი­ნოთ მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხ­ვა უნი­ვერ­სი­ტე­ტის მი­ერ აღი­ა­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის ლექ­ცი­ე­ბი. მინ­და ვუთხ­რა იმ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, ვინ უკ­ვე გა­დაწყ­ვი­ტა ჩა­ა­ბა­როს კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიზ­ნე­სის სკო­ლა­ში - მა­თი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, და­იწყონ «დი­დი ბიზ­ნე­სი“ ჩვენ­თან ერ­თად ყვე­ლა­ზე სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბაა. ასე რომ ნუ იქ­ნე­ბი­ან ეჭ­ვებ­ში. მე მეს­მის, რომ ძნე­ლია გა­ა­კე­თო არ­ჩე­ვა­ნი, რო­ცა ამ­დე­ნი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­ვევს თა­ვის აზრზს. მაგ­რამ ჩვენ ძა­ლი­ან კონ­კ­რე­ტუ­ლი გზავ­ნი­ლე­ბი გვაქვს სტუ­დენ­ტებ­თან და ალ­ბათ ეს გა­ნა­პი­რო­ბებს იმას, რომ მოთხოვ­ნა კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ზე სულ უფ­რო იზ­რ­დე­ბა.

აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბო, მად­ლო­ბა რომ ჩვენ­ზე გა­ა­კე­თეთ არ­ჩე­ვა­ნი. თქვენ არ ინა­ნებთ!

სხვა სიახლეები
02 ივლისი, 2015 თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი ,,ჰიპოკრატე“
09 მარტი, 2015 კასტური სისტემა საქართველოს სასკოლო სივრცეში
22 დეკემბერი, 2014 სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად
22 დეკემბერი, 2014 ს.ს.ი.პ. ,,ქალაქ ბათუმის №25 საჯაროსკოლა”აცხადებსსაჯაროაუქციონს
09 ივნისი, 2014 საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ
11 აპრილი, 2014 სკოლა და პოლიტიკა
18 მარტი, 2014 სამართალ-უსამართლობა და განათლება
27 ივნისი, 2013 ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გია სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში
22 ივნისი, 2013 კავ­კა­სი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სკო­ლა
17 მაისი, 2013 ამერიკული განათლების ხარისხი უკვე საქართველოშია