ან­ჩე­ლო­ტის რე­ა­ლუ­რი სურ­ვი­ლი
21 მაისი, 2013
1665
print

ფრანგული პსჟ ჩემპიონთა ლიგას მეოთხედფინალში გამოეთიშა, სხვა დანარჩენში კი მოწინავე საფეხურები დაიკავა.

ჯერ საფრანგეთის ჩემპიონატი მოიგო, მერე „პარკ დე პრენსის“ ბინადრებმა, საუკეთესოებმა ამა თუ იმ ნომინაციაში, თითქმის ყველას გზა გადაუღობეს, რაც გარკვეულწილად მოსალოდნელიც იყო.

მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო ის, რომ საფ­რან­გე­თის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ ჯილ­დოს პა­რი­ზუ­ლი კლუ­ბის შვედ თავ­დამ­ს­ხ­მელს ზლა­ტან იბ­რა­ჰი­მო­ვიჩს გა­დას­ცემ­დ­ნენ და გა­დას­ცეს კი­დეც.

ეს ის ჯილ­დოა, რომ­ლის ღირ­ს­საც ლი­გა 1-ის მწვრთნე­ლე­ბი და ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ირ­ჩე­ვენ. რჩე­უ­ლი კი სწო­რედ შვე­დი აღ­მოჩ­ნ­და, რო­მე­ლიც 29 გო­ლით ჩემ­პი­ო­ნა­ტის სა­უ­კე­თე­სო ბომ­ბარ­დი­რი გახ­და (პირ­ვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი ბო­ლო 23 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­მელ­მაც ლი­გა ერ­თ­ში 29 გო­ლი გა­ი­ტა­ნა. ხო­ლო პსჟ-ს ფეხ­ბურ­თელს ერთ გა­თა­მა­შე­ბა­ში ამ­დე­ნი გო­ლი 1977-78 წლე­ბის სე­ზო­ნის შემ­დეგ არ გა­უ­ტა­ნია. ზლა­ტა­ნი გახ­და აგ­რეთ­ვე პირ­ვე­ლი ლე­გი­ო­ნე­რი ბო­ლო 31 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­მელ­მაც საფ­რან­გე­თის ჩემ­პი­ო­ნატ­ში 28 ბურ­თ­ზე მე­ტი გა­ი­ტა­ნა. გარ­და ამი­სა, ლი­გა I-ის ბო­ლოს­წი­ნა, 37-ე ტურ­ში, „ბრეს­ტ­თან“ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი დუბ­ლით, იბ­რა­ჰი­მო­ვიჩ­მა პი­რა­დი რე­კორ­დიც და­ამ­ყა­რა. ქვეყ­ნის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ერთ გა­თა­მა­შე­ბა­ში 28 გოლ­ზე მე­ტი მას აქამ­დე არას­დ­როს ჰქონ­და გა­ტა­ნი­ლი. სწო­რედ ამ დღეს ფრან­გუ­ლი გრან­დი და, სა­ერ­თოდ, ფეხ­ბურ­თი აც­რემ­ლე­ბულ­მა და­ტო­ვა 38 წლის დე­ვიდ ბექ­ჰემ­მა).

იბ­რა­ჰი­მო­ვიჩს სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლის წო­დე­ბას თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი - ტი­ა­გო სილ­ვა და ბლეზ მა­ტუ­ი­დი, ასე­ვე, „სენტ-ეტი­ე­ნის“ თავ­დამ­ს­ხ­მე­ლი პი­ერ-ემე­რიკ ობა­მე­ი­ან­გი ეცი­ლე­ბოდ­ნენ.

სა­უ­კე­თე­სო ახალ­გაზ­რ­და ფეხ­ბურ­თე­ლად აღი­ა­რეს „ბას­ტი­ას“ თავ­დამ­ს­ხ­მე­ლი ფლო­რი­ან ტო­ვე­ნი, ხო­ლო „სენტ-ეტი­ე­ნის“ მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი კრის­ტოფ გალ­ტიე, პსჟ-ის იტა­ლი­ელ დამ­რი­გე­ბელ კარ­ლო ან­ჩე­ლო­ტის­თან ერ­თად, სა­უ­კე­თე­სო მწვრთნე­ლად და­სა­ხელ­და.

ერ­თი სიტყ­ვით, პა­რი­ზულ­მა კლუბ­მა სამ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­ი­მარ­ჯ­ვა.

თუმ­ცა, კარ­ლო ან­ჩე­ლო­ტის, უკ­ვე რო­გორც საფ­რან­გე­თის ჩემ­პი­ო­ნა­ტის სა­უ­კე­თე­სო მწვრთნელს, ეს­პა­ნე­თის სა­ფეხ­ბურ­თო მინ­დ­ვ­რე­ბის­კენ უჭი­რავს თვა­ლი. არც მა­ლავს, რომ მად­რი­დის „რე­ალ­ში“ სურს კა­რი­ე­რის გაგ­რ­ძე­ლე­ბა.

იტა­ლი­ე­ლის სურ­ვილს ადას­ტუ­რებს „პა­რი სენ ჟერ­მე­ნის“ სპორ­ტუ­ლი დი­რექ­ტო­რი ლე­ო­ნარ­დოც, რომ­ლის თქმით, ან­ჩე­ლო­ტიმ „რე­ალ­ში“ გაშ­ვე­ბა ითხო­ვა.

„მწვრთნელ­მა „რე­ალ­ში“ გაშ­ვე­ბის თხოვ­ნით მოგ­ვ­მარ­თა. ჩვენ მი­სი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა გვინ­და. გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა არ მიგ­ვი­ღია, ჯერ მხო­ლოდ კარ­ლოს მო­საზ­რე­ბა მო­ვის­მი­ნეთ. პრი­ო­რი­ტე­ტი ან­ჩე­ლო­ტის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაა. სხვა მწვრთნე­ლებ­თან კავ­ში­რი არ გვქო­ნია.“ - ლე­ო­ნარ­დოს სიტყ­ვებს ცი­ტი­რებს L’Equipe.

იტა­ლი­ე­ლი მწვრთნე­ლი თა­ვის სურ­ვილს ოფი­ცი­ა­ლუ­რად ახ­მო­ვა­ნებს Canal+-თან სა­უ­ბარ­ში: „ლე­ო­ნარ­დოს და კლუ­ბის პრე­ზი­დენტ ალ ჰე­ლა­ი­ფის პი­რა­დად შევ­ხ­ვ­დი. ვუთხა­რი, რომ მად­რიდ­ში მუ­შა­ო­ბა მსურს, მაგ­რამ იმის გა­მო, რომ პსჟ-თან მოქ­მე­დი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა კი­დევ ერ­თი წლით მა­კავ­ში­რებს, ჯერ­ჯე­რო­ბით ვე­რა­ფერს გა­დავ­წყ­ვეტ. ყვე­ლა­ფე­რი კლუ­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მარ­თა­ლი გითხ­რათ, ამ გუნ­დ­თან გან­შო­რე­ბა გა­მი­ჭირ­დე­ბა. ბი­ჭებ­თან ჩი­ნე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. გა­მი­ჭირ­დე­ბა იმ მი­ზე­ზე­ბის ახ­ს­ნაც, რის გა­მოც კლუ­ბი­დან წას­ვ­ლა მსურს. ამის შე­სა­ხებ, ალ­ბათ, არას­დ­როს არ ვი­სა­უბ­რებ“.

ან­ჩე­ლო­ტის სურ­ვილს გა­მო­ეხ­მა­უ­რა პსჟ-ის პრე­ზი­დენ­ტი ალ ჰე­ლა­ი­ფიც: „ან­ჩე­ლო­ტიმ „რე­ალ­ში“ გაშ­ვე­ბის თხოვ­ნით მოგ­ვ­მარ­თა, მაგ­რამ ვუ­პა­სუ­ხე, რომ ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია. იტა­ლი­ელს ჩვენს გუნ­დ­თან სა­კონ­ტ­რაქ­ტო პი­რო­ბე­ბი აკავ­ში­რებს“.

ან­ჩე­ლო­ტის „სა­მე­ფო კლუბ­ში“ გა­დას­ვ­ლის სურ­ვი­ლი ცალ­მ­ხ­რი­ვი რომ ვერ იქ­ნე­ბო­და, აშ­კა­რაა. ცო­ტა ხნის წი­ნათ პსჟ-ს პრე­ზი­დენ­ტ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ მად­რი­დუ­ლი კლუ­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მას 53 წლის მწვრთნე­ლის თა­ო­ბა­ზე მი­მარ­თეს.

ამა­სო­ბა­ში იტა­ლი­უ­რი პრე­სა იუწყე­ბა, რომ ახა­ლი სე­ზო­ნი­დან პსჟ შე­საძ­ლოა, „რო­მას“ ყო­ფილ­მა თავ­კაც­მა ეს­პა­ნელ­მა ლუ­ის ენ­რი­კემ ჩა­ი­ბა­რო­სო. წყა­როს ცნო­ბით, კარ­ლო ან­ჩე­ლო­ტის „რე­ალ­ში“ შე­საძ­ლო გა­დას­ვ­ლის შემ­დეგ ეს­პა­ნე­ლი მთა­ვა­რი კან­დი­და­ტი გახ­დე­ბა.

 

 

 

სხვა სიახლეები
06 დეკემბერი, 2013 დუ­შან უჰ­რინ­მა მო­ი­გო და წა­ვი­და
13 ივლისი, 2013 წყალ­ბურ­თე­ლებ­მა მე­ო­რე ჯგუ­ფუ­რი ეტა­პი მო­გე­ბით და­იწყეს
30 მაისი, 2013 19-წლამ­დე­ლე­ბი ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე გა­ვიდ­ნენ
12 მარტი, 2013 ესპანეთზე გამარჯვებამ ბორჯღალოსნებს რეიტინგში 0,1 ქულა შემატა
11 დეკემბერი, 2012 ცინცაძემ “დნიპროსთან” სეზონის მეორე შედეგი აჩვენა
09 ოქტომბერი, 2012 სა­მარ­თ­ლი­ა­ნი შე­დე­გი
28 აგვისტო, 2012 რუნი ერთ თვეს დაისვენებს
03 აგვისტო, 2012 ლონ­დო­ნი 2012. Top 7 სკან­და­ლი
07 ივლისი, 2012 ევ­რო­მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბი
23 ივნისი, 2012 რონალდუ "ოქროს ბურთს" უახლოვდება