ბე­ლა ხო­ტე­ნაშ­ვი­ლის გრან-პრი
16 მაისი, 2013
1612
print

ქარ­თ­ველ­მა მო­ჭად­რა­კე ბე­ლა ხო­ტე­ნაშ­ვილ­მა წარ­მა­ტე­ბით და­ას­რუ­ლა ჟე­ნე­ვის გრან-პრი, ქალ­თა სე­რი­ის პირ­ვე­ლი ტურ­ნი­რი და 11 შე­საძ­ლებ­ლი­დან 8 ქუ­ლით შე­ჯიბ­რე­ბის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი გახ­და.

ბო­ლო ტუ­რის წინ ქარ­თ­ველ მო­ჭად­რა­კეს 7.5 ქუ­ლა ჰქონ­და და მას მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ონ ანა უშე­ნი­ნას­თან პა­ექ­რო­ბა­ში ყა­ი­მიც აძ­ლევ­და ხელს. მი­სი უშუ­ა­ლო კონ­კუ­რენ­ტი, სლო­ვე­ნი­ე­ლი ანა მუ­ზი­ჩუ­კი, რუს ალექ­სან­დ­რა კოს­ტე­ნი­უკს და­უ­ზავ­და და 7.5 ქუ­ლა მო­აგ­რო­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, უშე­ნი­ნას­თან მიღ­წე­ულ­მა ყა­იმ­მა ბე­ლას სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა ტურ­ნი­რი პირ­ველ ად­გილ­ზე და­ეს­რუ­ლე­ბი­ნა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გრან-პრის სულ 6 ეტა­პი გა­ი­მარ­თე­ბა. თი­თო­ე­უ­ლი მო­ჭად­რა­კე ოთხ ეტაპ­ში მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და სა­ერ­თო ჩათ­ვ­ლა­ში მოხ­ვ­დე­ბა მის მი­ერ ნაჩ­ვე­ნე­ბი სა­მი სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი. ყო­ვე­ლი გრან-პრის საპ­რი­ზო ფონ­დი 60 000 ევ­როა. თან­ხა ქუ­ლებ­თან ერ­თად ასე ნა­წილ­დე­ბა: I ად­გი­ლი - 10 000 ევ­რო (+160 ქუ­ლა), II - 8 250 (+130), III - 6 750 (+120), IV - 5 750 (+90), V - 5 000 (+80), VI - 4 500 (+70), VII - 4 250 (+60), VIII - 4 000 (+50), IX - 3 250 (+40), X - 3 000 (+30), XI - 2 750 (+20), XII - 2 500 (+10).

გრან-პრის წლე­ვან­დე­ლი ტრი­უმ­ფა­ტო­რი სა­ტი­ტუ­ლო ბრძო­ლა­ში, 2015 წელს, მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ონს შე­ე­ჯიბ­რე­ბა. წელს კი მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლის და­სა­ცა­ვად ჩემ­პი­ო­ნი ანა უშე­ნი­ნა 2011-2012 წლე­ბის გრან-პრის გა­მარ­ჯ­ვე­ბულს, მსოფ­ლი­ოს ორ­გ­ზის ჩემ­პი­ონს, ჩი­ნელ ჰოუ იფანს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა.

 

სხვა სიახლეები
06 აგვისტო, 2013 სა­ლო­მე მე­ლია მო­ჭად­რა­კე­თა ევ­რო­პირ­ვე­ლო­ბის ვი­ცე-ჩემ­პი­ო­ნია
27 ივნისი, 2013 ქარ­თ­ვე­ლი გო­გო­ნე­ბის ტრი­უმ­ფი მო­ჭად­რა­კე­თა ევ­რო­პის თას­ზე
13 მარტი, 2013 მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატისთვის შვიდეულები ცნობილია
19 თებერვალი, 2013 გარი კასპაროვი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სტუმრობდა
22 ოქტომბერი, 2012 მსოფლიო გუნდური ჩემპიონატისთვის ნაკრები მზადაა
13 მარტი, 2012 ჭად­რაკს "დრეს კო­დი" და­უ­წე­სეს
30 ნოემბერი, 2011 არა­ბი­ძეს წარ­მა­ტე­ბა მი­უ­ლო­ცეს
10 ნოემბერი, 2010 კას­პა­რო­ვის პრო­ტე­ჟეს სკან­და­ლუ­რი დე­მარ­ში
13 მაისი, 2010 ანანდმა ტიტული შეინარჩუნა
27 იანვარი, 2010 თბილისის 28 რჩეული