ამიერიდან საქართველოს ბანკის American Express ბარათებით „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებშიც გადაიხდით!
03 აპრილი, 2013
1894
print

საქართველოს მასშტაბით „ვისოლის“ ნებისმიერ ბენზინ და გაზგასამართ სადგურში შეგიძლიათ, საწვავი „საქართველოს ბანკის“ American Express ბარათით შეიძინოთ.

მხარეებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე ყველა ტიპის American Express-ი მოქმედებს. გარდა იმისა, რომ „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე „ამექსით“ უმაღლესი ხარისხის პროდუქტებისა და მომსახურების მიღებას შეძლებთ, ბარათზე ქულებსაც განსაკუთრებული წესით დააგროვებთ:Lმომხმარებელი, რომელიც 1 მაისამდე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე American Express-ის ბარათით გადაიხდის, მიიღებს ორ MR ქულას 1,5-ის ნაცვლად და 1,5% Cashback-ს 1%-ის ნაცვლად. „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი ბიზნესჯგუფის - „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილი ბრენდია, საკუთრებაში აქვს საქართველოში ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი. კომპანია იტალიური საწვავის „აპის“ ექსკლუზიური რეალიზატორია და ინოვაციური სერვისპროდუქტებით გამოირჩევა.

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა: „რთულია, ციფრებით წინასწარ ზუსტად განსაზღვრო, რა სარგებელს მოუტანს კომპანიას ესა თუ ის გადაწყვეტილება, მაგრამ იმედია, ეს თანამშრომლობა ორივე მხარისთვის ძალიან წარმატებული იქნება. „ვისოლი“ მუდმივად ცდილობს, მომხმარებელს სრული კომფორტი შეუქმნას და როგორც საწვავი პროდუქტების, ისე მომსახურების ტექნოლოგიების კუთხით ყველაზე ფართო არჩევანი შესთავაზოს. „ვისოლი“ საქართველოში პირველი იყო, რომელმაც ბაზარზე კორპორაციული ჩიპური ბარათი დანერგა. საკმაოდ დიდი ინტერესით ვაკვირდებოდით „ამექსის“ განვითარების ტენდენციებს და იმას, რამდენად შეძლო ამ ბარათმა მომხმარებლის ნდობის მოპოვება. აღმოჩნდა, რომ „ამექსი“ საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი ბარათია. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, ნავთობსექტორში ლიდერი კომპანია დაკავშირებული ყოფილიყო ასევე წარმატებულ და ლიდერ ბრენდთან. მოხარულები ვართ, რომ ამიერიდან American Express-ის ყველა ტიპის ბარათის მფლობელ მომხმარებლებსაც მოვემსახურებით“.

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის ირაკლი გილაურის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასიამოვნო ის არის, რომ ამ სიახლის შედეგად კომფორტს მომხმარებელი მიიღებს: „მოგეხსენებათ, „საქართველოს ბანკი“ საქართველოში ექსკლუზიურად უშვებს American Express ბარათებს და სავაჭრო ობიექტებს American Exress-ის გადახდების ქსელში რთავს. „ამექსი“ ძალიან წარმატებული პროდუქტია - ამ ბარათის 100 ათასზე მეტი აქტიური მომხმარებელი გვყავს. ამ ფონზე მოსალოდნელიც არის, რომ დაინტერესებულები ვართ, American Express ბარათებით გადახდის ქსელი უფრო და უფრო გაფართოვდეს. სწორედ ამის მაგალითია ის, რომ ამიერიდან ჩვენი მომხმარებელი შეძლებს American Express ბარათების გამოყენებას „ვისოლში“ - საქართველოში ავტოგასამართი სადგურების ყველაზე დიდ ქსელში. „საქართველოს ბანკი“ ასევე ზრუნავს მომხმარებლებისთვის ექსკლუზიური პირობების შეთავაზებაზე და ყველას, ვინც ამ ერთი თვის განმავლობაში „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე American Express-ის ნებისმიერი ბარათით გადაიხდის, ბანკი საჩუქრად გადასცემს კიდევ უფრო მეტ MR ქულას და მეტ Cashback-ს. ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული იქნება.“

სხვა სიახლეები
06 მაისი, 2015 ”ეროვნული ბანკის ცალმხრივი ქმედებები არ იქნება საკმარისი ლარის სტაბილურობისათვის”
23 აპრილი, 2015 გაკვეთილი
12 ივნისი, 2014 TBC ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე
15 თებერვალი, 2013 თიბისი ბანკის ბარათების ფესტივალი დასრულდა
13 თებერვალი, 2013 12 თებერვლიდან “ვითიბი ბანკი” ავტოსესხებზე აქციას იწყებს
18 იანვარი, 2013 თიბისი ბანკმა სამი მეანაბრე ფულადი პრიზებით დაასაჩუქრა
21 დეკემბერი, 2012 თიბისი ბანკის ბარათების ფესტივალი დაიწყო
05 დეკემბერი, 2012 "ურთიერთობისთვის ყოველი ჩვენგანი მნიშვნელოვანია"
23 ნოემბერი, 2012 "ბანკმა კონსტანტამ" ახლადგახსნილი და განახლებული ფილიალების პრეზენტაცია გამართა
10 ნოემბერი, 2012 „ვი­თი­ბი ბან­კის" სა­მომ­ხ­მა­რებ­ლო სეს­ხი 15 პრო­ცენ­ტად