ესპანეთზე გამარჯვებამ ბორჯღალოსნებს რეიტინგში 0,1 ქულა შემატა
12 მარტი, 2013
1489
print

„მიხეილ მესხზე“ ბორჯღალოსნებს ესპანელების 61:18 დამარაცხება IRB რეიტინგში პლუს 0,1 ქულაში აისახა, რამაც ჯამში 67,51 ქულა შეადგინა.

შესაბამისი მაჩვენებლით საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მე-17 ადგილზე რჩება. ერთა თასზე გაცილებით მნიშვნელოვანი ქულები გათამაშდება შაბათს, როდესაც მილტონ ჰეიგი ამალითურთ უმთავრეს მეტოქეს რუმინეთს ეწვევა.

რუმინეთში მცირე სხვაობით გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრების რეიტინგს 1,146 ქულას შემატებს, რაც თავის მხრივ აშშ-ის ნაკრებს მეთექვსმეტე საფეხურიდან ჩამოანაცვლებს. 15 ქულაზე დიდი ანგარიშით მოგების შემთხვევაში ბორჯღალოსნები 1,719 ქულას დაისაკუთრებენ, ფრეს შემთხვევაში კი მაჩვენებელი 0,146 ქულა იქნება. საქართველოს ნაკრების წაგების შემთხვევაში რუმინელები 0,854 ქულით იხეირებენ, ჩვენ კი ქულათა ასეთივე რაოდენობას დავკარგავთ და პლუს ამას მე-18 საფეხურზე ჩამოვქვეითდებით.

სარეიტინგო ცვლილებებია ექვს ერშიც. უელსმა შოტლანდიის 28:18 ძლევით 1,04 ქულა მიიღო და საფრანგეთთან როქი გადაითამაშა. უელსელები ახლა მე-5 ადგილზე არიან. იტალიის 18:11 ძლევით რეიტინგს ვერაფერი შემატა ინგლისმა და კვლავაც მეოთხე ადგილზეა.

IRB-ის მსოფლიო რეიტინგი 11 მარტისთვის

1 (1). ახალი ზელანდია 90,08

2 (2). სამხრეთ აფრიკა 86,94

3 (3). ავსტრალია 86,87

4 (4). ინგლისი 85,30

5 (6). უელსი 81,78

6 (5). საფრანგეთი 81,31

7 (7). ირლანდია 79,17

8 (8). სამოა 78,71

9 (9). არგენტინა 78,71

10 (10). შოტლანდია 77,15

11 (11). ტონგა 76,10

12 (12). იტალია 74,93

13 (13). ფიჯი 71,52

14 (14). კანადა 71,41

15 (15). იაპონია 70,09

16 (16). აშშ 68,32

17 (17). საქართველო 67,51

18 (18). რუმინეთი 65,97

19 (20). რუსეთი 62,07

20 (19). ესპანეთი 61,02

21 (22). ურუგვაი 59,37

22 (24). ნამიბია 58,45

23 (21). პორტუგალია 58,24

24 (23). ბელგია 57,79

25 (25). ჩილე 57,02

26 (26). პოლონეთი 56,91

27 (27). კორეა 56,72

28 (28). ჰონკონგი 55,69

29 (29). გერმანია 55,44

30 (30). უკრაინა 53,80

 

 

სხვა სიახლეები
06 დეკემბერი, 2013 დუ­შან უჰ­რინ­მა მო­ი­გო და წა­ვი­და
13 ივლისი, 2013 წყალ­ბურ­თე­ლებ­მა მე­ო­რე ჯგუ­ფუ­რი ეტა­პი მო­გე­ბით და­იწყეს
30 მაისი, 2013 19-წლამ­დე­ლე­ბი ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე გა­ვიდ­ნენ
21 მაისი, 2013 ან­ჩე­ლო­ტის რე­ა­ლუ­რი სურ­ვი­ლი
11 დეკემბერი, 2012 ცინცაძემ “დნიპროსთან” სეზონის მეორე შედეგი აჩვენა
09 ოქტომბერი, 2012 სა­მარ­თ­ლი­ა­ნი შე­დე­გი
28 აგვისტო, 2012 რუნი ერთ თვეს დაისვენებს
03 აგვისტო, 2012 ლონ­დო­ნი 2012. Top 7 სკან­და­ლი
07 ივლისი, 2012 ევ­რო­მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბი
23 ივნისი, 2012 რონალდუ "ოქროს ბურთს" უახლოვდება