ცინცაძემ “დნიპროსთან” სეზონის მეორე შედეგი აჩვენა
11 დეკემბერი, 2012
1441
print

გიორგი ცინცაძემ უკრაინულ სუპერლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. "დნიპროსთან" გასვლით მატჩში ქართველმა გამთამაშებელმა 14 ქულა ჩააგდო და თავის გუნდს გამარჯვებაში (71:66) დაეხმარა.

მიმდინარე სეზონში ცინცაძის საუკეთესო შედეგი 22 ქულაა, რომელიც მან 2 ნოემბერს, "აზოვმაშთან" მოაგროვა. ამ ტურში დაგროვებული 14 ქულა კი მისთვის მეორე საუკეთესო შედეგია. დნეპროპეტროვსკელებთან მატჩში ცინცაძე სათადარიგო იყო, თუმცა მოედანზე 29 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში 7-დან 3 ოქრულიანი, 5-დან 2 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 14 ქულასთან ერთად, ქართველ უკანახაზელს 4 მოხსნა, 1 პასი და მატჩში უმეტესი - 4 ჩაჭრა ჰქონდა.

კიევური გუნდის ბომბარდირი გახდა მალკოლმ დილეინი, რომელმაც 17 ქულა მოაგროვა. მეორე ამერიკელმა, ლეო ლაიონსმა პირად ანგარიშზე 15 ქულა ჩაიწერა. “ბუდიველნიკს" 19 მატჩში 14 გამარჯვება აქვს და რაკი უკრაინაში ცხრილი დაკარგული ქულების მიხედვით დგება, ამიტომ ცინცაძის გუნდი მესამე ადგილზეა. კიეველების წინ 4-4 წაგების მქონე "აზოვმაში" და "ფეროა". მომდევნო შეხვედრას კიეველები 14 დეკემბერს, ჩერკასკის "მავპისთან" ჩაატარებენ.

სხვა სიახლეები
06 დეკემბერი, 2013 დუ­შან უჰ­რინ­მა მო­ი­გო და წა­ვი­და
13 ივლისი, 2013 წყალ­ბურ­თე­ლებ­მა მე­ო­რე ჯგუ­ფუ­რი ეტა­პი მო­გე­ბით და­იწყეს
30 მაისი, 2013 19-წლამ­დე­ლე­ბი ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე გა­ვიდ­ნენ
21 მაისი, 2013 ან­ჩე­ლო­ტის რე­ა­ლუ­რი სურ­ვი­ლი
12 მარტი, 2013 ესპანეთზე გამარჯვებამ ბორჯღალოსნებს რეიტინგში 0,1 ქულა შემატა
09 ოქტომბერი, 2012 სა­მარ­თ­ლი­ა­ნი შე­დე­გი
28 აგვისტო, 2012 რუნი ერთ თვეს დაისვენებს
03 აგვისტო, 2012 ლონ­დო­ნი 2012. Top 7 სკან­და­ლი
07 ივლისი, 2012 ევ­რო­მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბი
23 ივნისი, 2012 რონალდუ "ოქროს ბურთს" უახლოვდება