"ბანკმა კონსტანტამ" ახლადგახსნილი და განახლებული ფილიალების პრეზენტაცია გამართა
23 ნოემბერი, 2012
1711
print

გუშინ “ბანკმა კონსტანტამ" თბილისის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე (თბილისი, წინამძღვირშვილის ქ. 137) განახლებული ფილიალის პრეზენტაცია გამართა.

ამ ღონისძიებას წინ უძღოდა 19, 20 და 21 ნოემბერს, სენაკის ფილიალის (რუსთაველის ქ.176), ქუთაისის სერვისცენტრისა (ფალიაშვილის ქ.31) და ზესტაფონის (აღმაშენებლის ქ.27) განახლებული ფილიალის პრეზენტაციები.

ხსენებული ფილიალები და სერვისცენტრი “ბანკი კონსტანტას" მიერ შექმნილი ახალი კონცეფციის მიხედვითაა გაკეთებული. კონცეფცია შემუშავებულია მომხმარებლისთვის მყუდრო და მეგობრული ატმოსფეროს შესაქმნელად და ითვალისწინებს განახლებულ დიზაინსა და მომსახურების მაქსიმალურ კომფორტიზაციას.

გარდა განახლებული დიზაინისა, კონცეფცია ფილიალებსა და სერვისცენტრებში საქართველოში მოღვაწე უხუცესი ლოტბარების პორტრეტებისა და ქვეყნის სხვადასხვა კუთხისათვის დამახასიათებელი საქმიანობის ამსახველი ფოტოების განთავსებას ითვალისწინებს. ხსენებული ფოტოები ემსახურება საქართველოს კუთხეებს შორის ინფორმაციის გაცვლის იდეასა და “ბანკი კონსტანტას" ერთ-ერთი ძირითადი მიმართულების, ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციის მიზანს.

"ბანკი კონსტანტას" სერვისცენტრები უახლოესი ფილიალის დაქვემდებარებაში მყოფი მომსახურების პუნქტებია და თბილისის მაცხოვრებელთათვის საბანკო მომსახურების მარტივად მიღების მიზანს ემსახურება. შესაბამისად, ადგილობრივ მოსახლეობას ნებისმიერი სახის საბანკო მომსახურებით სარგებლობა უკვე საკუთარი უბნიდან გაუსვლელად შეეძლება.

თვის ბოლომდე, “ბანკი კონსტანტა" კიდევ ერთი ახლადგახსნილი სერვისცენტრის, კერძოდ კი, 27 ნოემბერს, ლილოს ბაზრობაზე არსებული მომსახურების ცენტრის პრეზენტაციას გამართავს.

“ფილიალების ქსელის განვითარება შეუქცევადი პროცესია. მიმდინარე წლის ბოლომდე, საქართველოს მასშტაბით, კიდევ რამდენიმე ახალი ფილიალის გახსნა და არსებულთა განახლება გვაქვს დაგეგმილი. აღნიშნული პროცესი მხოლოდ ფილიალების რაოდენობის ზრდას არ გულისხმობს: შემუშავდა კონცეპტუალურად სრულიად ახალი - იდენტური ნიშნის მატარებელი ფილიალების სტრუქტურა, სადაც ჩვენი კლიენტებისთვის ყველა პირობაა შექმნილი კომფორტისა და უმაღლესი ხარისხის ფინანსური მომსახურების მისაღებად. ვიმედოვნებთ, რომ ახალი ფილიალი თბილისის მოსახლეობას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საკუთარი ბიზნესის განვითარებაში" - განაცხადა “ბანკი კონსტანტას" გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა ლევან ლებანიძემ.

სხვა სიახლეები
06 მაისი, 2015 ”ეროვნული ბანკის ცალმხრივი ქმედებები არ იქნება საკმარისი ლარის სტაბილურობისათვის”
23 აპრილი, 2015 გაკვეთილი
12 ივნისი, 2014 TBC ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე
03 აპრილი, 2013 ამიერიდან საქართველოს ბანკის American Express ბარათებით „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებშიც გადაიხდით!
15 თებერვალი, 2013 თიბისი ბანკის ბარათების ფესტივალი დასრულდა
13 თებერვალი, 2013 12 თებერვლიდან “ვითიბი ბანკი” ავტოსესხებზე აქციას იწყებს
18 იანვარი, 2013 თიბისი ბანკმა სამი მეანაბრე ფულადი პრიზებით დაასაჩუქრა
21 დეკემბერი, 2012 თიბისი ბანკის ბარათების ფესტივალი დაიწყო
05 დეკემბერი, 2012 "ურთიერთობისთვის ყოველი ჩვენგანი მნიშვნელოვანია"
10 ნოემბერი, 2012 „ვი­თი­ბი ბან­კის" სა­მომ­ხ­მა­რებ­ლო სეს­ხი 15 პრო­ცენ­ტად