„ბან­კი კონ­ს­ტან­ტა" და ფონ­დი „გე­ლი­ნო"წარ­მო­გიდ­გენთ უც­ნობ ტაო-კლარ­ჯეთს
30 ოქტომბერი, 2012
1845
print

ფონდ „გე­ლი­ნოს" ორ­გა­ნი­ზე­ბი­თა და „ბანკ კონ­ს­ტან­ტას" და­ფი­ნან­სე­ბით, ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში გერ­მა­ნე­ლი მეც­ნი­ე­რის, გი­უნ­ტერ ში­მენ­ცის მი­ერ 70-იან წლებ­ში, ტაო-კლარ­ჯეთ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი უნი­კა­ლუ­რი ფო­ტო­ე­ბის გა­მო­ფე­ნა გა­იხ­ს­ნა.

XX სა­უ­კუ­ნის 60-70-იან წლებ­ში ტაო-კლარ­ჯე­თი ქარ­თ­ვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი­სათ­ვის მი­უწ­ვ­დო­მე­ლი ზო­ნა იყო. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბის კვლე­ვას ისი­ნი თურ­ქე­თი­სა და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­მო ვერ ახერ­ხებ­დ­ნენ. ამ პე­რი­ოდ­ში ბევ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ის­ტო­რი­უ­ლი კვა­ლი ისე წა­ი­შა­ლა, რომ ტაო-კლარ­ჯე­თის ძეგ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რუ­ლი კვლე­ვა ვერ მო­ხერ­ხ­და.

XX სა­უ­კუ­ნის 70-იან წლებ­ში, რე­გი­ონ­ში გერ­მა­ნელ­მა მეც­ნი­ერ­მა, პრო­ფე­სორ­მა გი­უნ­ტერ ში­მენ­ც­მა იმოგ­ზა­უ­რა და თით­ქ­მის ყვე­ლა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ძეგ­ლი ფო­ტო­ფირ­ზე აღ­ბეჭ­და. კო­ლექ­ცია სა­ყუ­რადღე­ბოა იმი­თაც, რომ აქ ქარ­თუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბი ასა­ხუ­ლია დე­ტა­ლუ­რად, იგუ­ლის­ხ­მე­ბა წარ­წე­რე­ბი, ჩუ­ქურ­თ­მე­ბი, სხვა­დას­ხ­ვა არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი დე­ტა­ლე­ბი. 100-ზე მე­ტი ფე­რა­დი უნი­კა­ლუ­რი ფო­ტო ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის დღემ­დე უც­ნო­ბი იყო, პრო­ფე­სორ­მა გი­უნ­ტერ ში­მენ­ც­მა კო­ლექ­ცია სა­ქარ­თ­ვე­ლოს თე­ატ­რის, მუ­სი­კის, კი­ნო­სა და ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის მუ­ზე­უმს სა­ჩუქ­რად გა­დას­ცა.

ფონდ „გე­ლი­ნოს" ორ­გა­ნი­ზე­ბი­თა და „ბანკ კონ­ს­ტან­ტას" და­ფი­ნან­სე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი უნი­კა­ლუ­რი ფო­ტო კო­ლექ­ცია ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის პირ­ვე­ლად გა­მო­ი­ფი­ნა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ’ბან­კი კონ­ს­ტან­ტა" ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი კულ­ტუ­რის სფე­როს აქ­ტი­უ­რად უჭერს მხარს. ეს ბან­კის პრი­ო­რი­ტე­ტი გახ­ლავთ. "ბანკ კონ­ს­ტან­ტას" და­ფი­ნან­სე­ბით, გან­ხორ­ცი­ელ­და ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი კულ­ტუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბის მრა­ვა­ლი პრო­ექ­ტი , მათ შო­რის ფეს­ტი­ვა­ლი "არტ-გე­ნი", ბან­კის მი­ერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი "გა­ი­ცა­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლო", რო­მე­ლიც უხუ­ცე­სი ქარ­თ­ვე­ლი ლოტ­ბა­რე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბის მხარ­და­ჭე­რას ით­ვა­ლის­წი­ნებს; ჟურ­ნალ "ცხე­ლი შო­კო­ლა­დის" პრო­ექ­ტი ქარ­თუ­ლი კი­ნოს მხარ­და­სა­ჭე­რად და სხვა.

"ბან­კი კონ­ს­ტან­ტას" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რი ქე­თო გი­ორ­გო­ბი­ა­ნი აღ­ნიშ­ნავს, რომ ტაო-კლარ­ჯე­თის ფო­ტოპ­რო­ექტს ბან­კ­მა მხა­რი სა­ქარ­თ­ვე­ლო­სათ­ვის მი­სი დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბი­სა და უნი­კა­ლუ­რო­ბის გა­მო და­უ­ჭი­რა. პრო­ფე­სორ გი­უნ­ტერ ში­მენ­ცის ფო­ტო­ებ­ზე აღ­ბეჭ­დი­ლია ტაო-კლარ­ჯეთ­ში არ­სე­ბუ­ლი ძეგ­ლე­ბი იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რო­გორ­შიც, სამ­წუ­ხა­როდ, ისი­ნი ის­ტო­რი­ამ დღემ­დე არ შე­მო­ი­ნა­ხა. ამ­დე­ნად, ეს არის მა­სა­ლა, რო­მე­ლიც დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბელს ქარ­თუ­ლი ხუ­როთ­მოძღ­ვ­რე­ბის უნი­კა­ლუ­რი ძეგ­ლე­ბის ჯერ კი­დევ შე­ნარ­ჩუ­ნე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს. მი­სი­ვე თქმით, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ­კი ეს პრო­ექ­ტი ქარ­თ­ველ აუდი­ტო­რი­ა­ში ტაო-კლარ­ჯე­თის მი­მართ ინ­ტე­რესს გა­უღ­ვი­ვებს და სა­მო­მავ­ლოდ, უფ­რო ფარ­თო მას­შ­ტა­ბებ­საც მი­ი­ღებს.

ფონდ "გე­ლი­ნოს" დამ­ფუძ­ნებ­ლის ლე­ლა ხუ­ჭუ­ას თქმით, "ბან­კი კონ­ს­ტან­ტა" ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ქარ­თულ საქ­მეს აკე­თებს იმით, რომ ეხ­მა­რე­ბა ქარ­თულ კულ­ტუ­რას, ხალ­ხურ მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბას. ცდი­ლობს გვერ­დ­ში და­უდ­გეს ყვე­ლა წა­მოწყე­ბას თუ საქ­მეს, რა­საც "ქარ­თუ­ლი საქ­მე" ჰქვია. ასე მოხ­და ფონდ "გე­ლი­ნოს" შემ­თხ­ვე­ვა­შიც, რო­ცა "ბან­კ­მა კონ­ს­ტან­ტამ" ჩვე­ნი წა­მოწყე­ბა მო­ი­წო­ნა, წა­ა­ხა­ლი­სა და და­ა­ფი­ნან­სა".

სხვა სიახლეები
06 მაისი, 2015 ”ეროვნული ბანკის ცალმხრივი ქმედებები არ იქნება საკმარისი ლარის სტაბილურობისათვის”
23 აპრილი, 2015 გაკვეთილი
12 ივნისი, 2014 TBC ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე
03 აპრილი, 2013 ამიერიდან საქართველოს ბანკის American Express ბარათებით „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებშიც გადაიხდით!
15 თებერვალი, 2013 თიბისი ბანკის ბარათების ფესტივალი დასრულდა
13 თებერვალი, 2013 12 თებერვლიდან “ვითიბი ბანკი” ავტოსესხებზე აქციას იწყებს
18 იანვარი, 2013 თიბისი ბანკმა სამი მეანაბრე ფულადი პრიზებით დაასაჩუქრა
21 დეკემბერი, 2012 თიბისი ბანკის ბარათების ფესტივალი დაიწყო
05 დეკემბერი, 2012 "ურთიერთობისთვის ყოველი ჩვენგანი მნიშვნელოვანია"
23 ნოემბერი, 2012 "ბანკმა კონსტანტამ" ახლადგახსნილი და განახლებული ფილიალების პრეზენტაცია გამართა