თი­ბი­სი ბან­კის გან­ცხა­დე­ბა
15 ოქტომბერი, 2012
1530
print

თი­ბი­სი ბან­კ­მა დღეს გა­ავ­რ­ცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა კომ­პა­ნია “ელიტელექ­ტ­რო­ნიქ­სის” ყო­ფილ მფლო­ბელს, ან­ზორ ქო­ქო­ლა­ძეს.

გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქ­ვა­მია, რომ ან­ზორ ქო­ქო­ლა­ძე ცდი­ლობს ბან­კი და­აშ­ან­ტა­ჟოს - კერ­ძოდ, ითხოვს ბან­კის­გან “ელიტელექ­ტ­რო­ნიქსის” აქ­ცი­ე­ბის 100%-ს ისე, რომ უარს ამ­ბობს ბან­კის­გან აღე­ბუ­ლი სეს­ხის, 11 მი­ლი­ო­ნის გა­დახ­და­ზე. წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ემუქ­რე­ბა თი­ბი­სი ბანკს მი­სი რე­პუ­ტა­ცი­ი­სა და სა­ხე­ლის შე­ლახ­ვით.

თი­ბი­სი ბან­კი მი­ი­ჩნევს, რომ ქო­ქო­ლა­ძე უბ­რა­ლოდ ცდი­ლობს ისარ­გებ­ლოს ბო­ლო დროს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით, მო­ის­ხას "ჩაგ­რუ­ლის" მან­ტია, გა­მო­ი­ყე­ნოს მას­მე­დია იარა­ღად თი­ბი­სი ბან­კის და­შან­ტა­ჟე­ბა­ში და შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა.

თი­ბი­სი ბან­კის მე­ნეჯ­მენ­ტი კი­დევ ერ­თხელ ხაზს უს­ვამს, რომ "ან­ზორ ქო­ქო­ლა­ძე არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც აიღო თი­ბი­სის­გან და 3 სხვა ბან­კის­გან 26 მი­ლი­ო­ნი ლა­რის სეს­ხე­ბი, თა­ვი­სი არას­წო­რი მარ­თ­ვით მი­იყ­ვა­ნა კომ­პა­ნია იქამ­დე, რომ სეს­ხე­ბი ვერ დაბ­რუნ­და და კომ­პა­ნია აღ­მოჩ­ნ­და ფი­ნან­სურ კრი­ზის­ში." ბან­კის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა თქმით, “თი­ბი­სი ბან­კი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, სეს­ხის სა­ნაც­ვ­ლოდ გი­რა­ო­ში ჩა­დე­ბუ­ლი აქ­ტი­ვე­ბი სა­სა­მარ­თ­ლო წე­სით სა­კუთ­რე­ბა­ში მი­ე­ღო და გა­ეს­ხ­ვი­სე­ბი­ნა სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ვეს­ტორ­ზე, რა­თა რო­გორ­მე სეს­ხი და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა. შე­დე­გად, კომ­პა­ნი­ამ გა­ნაგ­რ­ძო ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა, ბან­კ­მა სეს­ხის მხო­ლოდ ნა­წი­ლი და­იბ­რუ­ნა და რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი ზა­რა­ლი მი­ი­ღო."

თი­ბი­სი ბან­კის გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქ­ვა­მია, რომ ბან­კი არ აპი­რებს და­ექ­ვემ­დე­ბა­როს ქო­ქო­ლა­ძის შან­ტაჟს და არ მის­ცემს მას მე­დი­ით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას: “მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ სა­მარ­თ­ლებ­რი­ვად და მო­რა­ლუ­რად აბ­სო­ლუ­ტუ­რად მარ­თ­ლე­ბი ვართ, გვსურს არა­ვის და, მათ შო­რის, არც ბა­ტონ ან­ზორს არ დარ­ჩეს რა­ი­მე კითხ­ვე­ბი ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამი­ტომ ჩვენ შევ­თა­ვა­ზეთ მას, შან­ტა­ჟის ნაც­ვ­ლად აგ­ვერ­ჩია ისე­თი გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გზე­ბი, რო­გო­რი­ცაა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა და კერ­ძო არ­ბიტ­რა­ჟი. სამ­წუ­ხა­როდ, ქო­ქო­ლა­ძემ ორი­ვე შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე უარი თქვა, რაც გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ მი­სი მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ცია სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის აღ­დ­გე­ნა ნამ­დ­ვი­ლად არ არის." - ნათ­ქ­ვა­მია თი­ბი­სი ბან­კის გან­ცხა­დე­ბა­ში.

სხვა სიახლეები
06 მაისი, 2015 ”ეროვნული ბანკის ცალმხრივი ქმედებები არ იქნება საკმარისი ლარის სტაბილურობისათვის”
23 აპრილი, 2015 გაკვეთილი
12 ივნისი, 2014 TBC ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე
03 აპრილი, 2013 ამიერიდან საქართველოს ბანკის American Express ბარათებით „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებშიც გადაიხდით!
15 თებერვალი, 2013 თიბისი ბანკის ბარათების ფესტივალი დასრულდა
13 თებერვალი, 2013 12 თებერვლიდან “ვითიბი ბანკი” ავტოსესხებზე აქციას იწყებს
18 იანვარი, 2013 თიბისი ბანკმა სამი მეანაბრე ფულადი პრიზებით დაასაჩუქრა
21 დეკემბერი, 2012 თიბისი ბანკის ბარათების ფესტივალი დაიწყო
05 დეკემბერი, 2012 "ურთიერთობისთვის ყოველი ჩვენგანი მნიშვნელოვანია"
23 ნოემბერი, 2012 "ბანკმა კონსტანტამ" ახლადგახსნილი და განახლებული ფილიალების პრეზენტაცია გამართა