"თი­ბი­სი ბან­კის" ახა­ლი სა­თა­ვო ოფი­სის შე­ნო­ბის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი გა­მოვ­ლინ­და
13 სექტემბერი, 2012
1668
print

"თი­ბი­სი ბან­კის" ახა­ლი სა­თა­ვო ოფი­სის შე­ნო­ბის სა­კონ­კურ­სო პრო­ექ­ტებს შო­რის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი უკ­ვე გა­მოვ­ლინ­და.

გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბის სა­ზე­ი­მო და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია გუ­შინ, „თი­ბი­სი ბან­კის" ახა­ლი სა­თაო ოფი­სის მო­მა­ვა­ლი შე­ნო­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ი­მარ­თა.

გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის ავ­ტორს "თი­ბი­სი ბან­კი" 50.000 ლა­რით და­ა­ჯილ­დო­ებს, ხო­ლო მე­ო­რე და მე­სა­მე ად­გილ­ზე გა­სუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის ავ­ტო­რე­ბი 30.000 და 20.000 ლა­რით და­ჯილ­დოვ­დე­ბი­ან.

"თი­ბი­სი ბან­კის" ახა­ლი სა­თა­ვო ოფი­სი ვა­კე-სა­ბურ­თა­ლოს გზა­ზე, ყო­ფი­ლი ამი­ერ­კავ­კა­სი­ის სამ­ხედ­რო შტა­ბის შე­ნო­ბა­ში გან­თავ­ს­დე­ბა. შე­ნო­ბას რე­კონ­ს­ტ­რუქ­ცია გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის შე­სა­ბა­მი­სად ჩა­უ­ტარ­დე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შე­ნო­ბა "თი­ბი­სი ბან­კ­მა" ექ­ვ­სი თვის წინ ტენ­დე­რის წე­სით შე­ი­ძი­ნა, რის შემ­დე­გაც რე­კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ის პრო­ექ­ტის შექ­მ­ნა­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სი გა­მო­აცხა­და. კონ­კურ­ს­ში, ქარ­თუ­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბის და არ­ქი­ტექ­ტო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის გარ­და, ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­დ­ნენ მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი გერ­მა­ნი­ი­დან, ეს­პა­ნე­თი­დან, ჰო­ლან­დი­ი­დან, იტა­ლი­ი­დან და სხვა ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან. კონ­კურსს ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და რო­მის 21-ე სა­უ­კუ­ნის ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მუ­ზე­უ­მის MAXXI არ­ქი­ტექ­ტუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, ცნო­ბი­ლი იტა­ლი­ე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რი, პი­პო ჩო­რა (Pippo Ciorra).

"თი­ბი­სი ბან­კ­ში" აცხა­დე­ბენ, რომ ასე­თი მას­შ­ტა­ბის არ­ქი­ტექ­ტო­რუ­ლი კონ­კურ­სი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, უკა­ნას­კ­ნე­ლი 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. კონ­კურ­ს­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი 34 პრო­ექ­ტი­დან ოთხი გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი გა­მოვ­ლინ­და - მე­სა­მე ად­გილ­ზე ორი პრო­ექ­ტი გა­ვი­და. გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის ავ­ტო­რე­ბი ჟი­უ­რის თავ­მ­ჯ­დო­მა­რემ, პი­პო ჩო­რამ და თი­ბი­სი ბან­კის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ და­ა­სა­ხე­ლეს. პირ­ვე­ლი ად­გილ­ზე გა­სუ­ლი პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი ბალ­ტი­ის­პი­რე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რი ან­დ­რი­უს ამ­ბ­რა­სა­სი გახ­ლავთ. სწო­რედ მი­სი პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა "თი­ბი­სი ბან­კის" ახა­ლი სა­თა­ვო ოფი­სის რე­კონ­ს­ტ­რუქ­ცია.

ბან­კ­ში აცხა­დე­ბენ რომ, "რე­კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ის შემ­დეგ, "თი­ბი­სი ბან­კის" ახა­ლი სა­თა­ვო ოფი­სი იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე დი­დი ოფი­სი ბან­კე­ბის დღეს არ­სე­ბულ ოფი­სებს შო­რის, ხო­ლო რო­გორც ბიზ­ნეს-ცენ­ტ­რი, ასე­ვე, ყვე­ლა­ზე დი­დი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით. გარ­და ამი­სა, ახა­ლი შე­ნო­ბა იქ­ნე­ბა ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე, ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ვი არ­ქი­ტექ­ტო­რუ­ლი ნა­გე­ბო­ბა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში დღეს არ­სე­ბულ ყვე­ლა არ­ქი­ტექ­ტუ­რულ სტან­დარტს და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს".

სხვა სიახლეები
06 მაისი, 2015 ”ეროვნული ბანკის ცალმხრივი ქმედებები არ იქნება საკმარისი ლარის სტაბილურობისათვის”
23 აპრილი, 2015 გაკვეთილი
12 ივნისი, 2014 TBC ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე
03 აპრილი, 2013 ამიერიდან საქართველოს ბანკის American Express ბარათებით „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებშიც გადაიხდით!
15 თებერვალი, 2013 თიბისი ბანკის ბარათების ფესტივალი დასრულდა
13 თებერვალი, 2013 12 თებერვლიდან “ვითიბი ბანკი” ავტოსესხებზე აქციას იწყებს
18 იანვარი, 2013 თიბისი ბანკმა სამი მეანაბრე ფულადი პრიზებით დაასაჩუქრა
21 დეკემბერი, 2012 თიბისი ბანკის ბარათების ფესტივალი დაიწყო
05 დეკემბერი, 2012 "ურთიერთობისთვის ყოველი ჩვენგანი მნიშვნელოვანია"
23 ნოემბერი, 2012 "ბანკმა კონსტანტამ" ახლადგახსნილი და განახლებული ფილიალების პრეზენტაცია გამართა