ქვე­მო ქარ­თ­ლ­სა და კა­ხეთს „ბან­კი კონ­ს­ტან­ტას" კი­დევ ორი ახა­ლი სერ­ვის-ცენ­ტ­რი შე­ე­მა­ტა
11 სექტემბერი, 2012
1584
print

„ბან­კ­მა კონ­ს­ტან­ტამ" მარ­ტყოფ­სა (ქვე­მო ქარ­თ­ლი, გარ­დაბ­ნის რა­ი­ო­ნი) და კა­ბალ­ში (კა­ხე­თი) ახა­ლი სერ­ვის-ცენ­ტ­რე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია გა­მარ­თა.

და­მა­ტე­ბი­თი სერ­ვის-ცენ­ტ­რე­ბის გახ­ს­ნა რე­გი­ო­ნებ­ში „ბან­კი კონ­ს­ტან­ტას" მი­ერ მომ­ხ­მა­რებ­ლე­ბის­თ­ვის შე­თა­ვა­ზე­ბულ პრო­დუქ­ტებ­ზე მზარ­დ­მა მოთხოვ­ნამ გა­ნა­პი­რო­ბა.

ხსე­ნე­ბუ­ლი სერ­ვის-ცენ­ტ­რე­ბი „ბან­კი კონ­ს­ტან­ტას" მი­ერ შექ­მ­ნი­ლი ახა­ლი კონ­ცეფ­ცი­ის მი­ხედ­ვი­თაა გა­კე­თე­ბუ­ლი. კონ­ცეფ­ცია შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია მომ­ხ­მა­რებ­ლის­თ­ვის მყუდ­რო და მე­გობ­რუ­ლი ატ­მოს­ფე­როს შე­საქ­მ­ნე­ლად და ით­ვა­ლის­წი­ნებს გა­ნახ­ლე­ბულ დი­ზა­ინ­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის მაქ­სი­მა­ლურ კომ­ფორ­ტი­ზა­ცი­ას.

"ბან­კი კონ­ს­ტან­ტას" სერ­ვის-ცენ­ტ­რე­ბი უახ­ლო­ე­სი ფი­ლი­ა­ლის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფი მომ­სა­ხუ­რე­ბის პუნ­ქ­ტე­ბია და ძი­რი­თა­დად, სოფ­ლის მაცხოვ­რე­ბელ­თათ­ვის სა­ბან­კო მომ­სა­ხუ­რე­ბის მარ­ტი­ვად მი­ღე­ბის მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის სა­ბან­კო მომ­სა­ხუ­რე­ბით სარ­გებ­ლო­ბა უკ­ვე სოფ­ლი­დან გა­უს­ვ­ლე­ლად შე­ეძ­ლე­ბა.

„ფი­ლი­ა­ლე­ბის ქსე­ლის გან­ვი­თა­რე­ბა შე­უქ­ცე­ვა­დი პრო­ცე­სია. მიმ­დი­ნა­რე წლის ბო­ლომ­დე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, კი­დევ რამ­დე­ნი­მე ახა­ლი ფი­ლი­ა­ლის გახ­ს­ნა და არ­სე­ბულ­თა გა­ნახ­ლე­ბა გვაქვს და­გეგ­მი­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სი მხო­ლოდ ფი­ლი­ა­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდას არ გუ­ლის­ხ­მობს: შე­მუ­შავ­და კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რად სრუ­ლი­ად ახა­ლი - იდენ­ტუ­რი ნიშ­ნის მა­ტა­რე­ბე­ლი ფი­ლი­ა­ლე­ბის სტრუქ­ტუ­რა, სა­დაც ჩვე­ნი კლი­ენ­ტე­ბის­თ­ვის ყვე­ლა პი­რო­ბაა შექ­მ­ნი­ლი კომ­ფორ­ტი­სა და უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ფი­ნან­სუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­სა­ღე­ბად. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ახა­ლი ფი­ლი­ა­ლი თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბას კი­დევ უფ­რო შე­უწყობს ხელს სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბა­ში," - გა­ნაცხა­და „ბან­კი კონ­ს­ტან­ტას" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ლე­ვან ლე­ბა­ნი­ძემ.

სხვა სიახლეები
06 მაისი, 2015 ”ეროვნული ბანკის ცალმხრივი ქმედებები არ იქნება საკმარისი ლარის სტაბილურობისათვის”
23 აპრილი, 2015 გაკვეთილი
12 ივნისი, 2014 TBC ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე
03 აპრილი, 2013 ამიერიდან საქართველოს ბანკის American Express ბარათებით „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებშიც გადაიხდით!
15 თებერვალი, 2013 თიბისი ბანკის ბარათების ფესტივალი დასრულდა
13 თებერვალი, 2013 12 თებერვლიდან “ვითიბი ბანკი” ავტოსესხებზე აქციას იწყებს
18 იანვარი, 2013 თიბისი ბანკმა სამი მეანაბრე ფულადი პრიზებით დაასაჩუქრა
21 დეკემბერი, 2012 თიბისი ბანკის ბარათების ფესტივალი დაიწყო
05 დეკემბერი, 2012 "ურთიერთობისთვის ყოველი ჩვენგანი მნიშვნელოვანია"
23 ნოემბერი, 2012 "ბანკმა კონსტანტამ" ახლადგახსნილი და განახლებული ფილიალების პრეზენტაცია გამართა