სა­უ­კე­თე­სო ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი და სა­მომ­ხ­მა­რებ­ლო ინ­ტერ­ნეტ ბან­კი­სათ­ვის
03 აგვისტო, 2012
1562
print

თი­ბი­სი ბან­კი ჟურ­ნალ­მა Global Finance და­ა­ჯილ­დო­ვა

ჟურ­ნალ­მა Global Finance მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო ინ­ტერ­ნეტ ბან­კებს შო­რის ქარ­თუ­ლი ბან­კი წელს პირ­ვე­ლად და­ა­სა­ხე­ლა. ჟი­უ­რის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, თი­ბი­სი ბან­კი და­ჯილ­დოვ­და ერ­თ­დ­რო­უ­ლად ორ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში: ცენ­ტ­რა­ლუ­რი და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის რე­გი­ო­ნის მას­შ­ტა­ბით რო­გორც «საუკეთესო ინტეგრირებული სამომხმარებლო ინტერნეტ ბანკი», ხო­ლო სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, რო­გორც «საუკეთესო სამომხმარებლო ინტერნეტ ბანკი».

გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი ბან­კე­ბი შე­ირ­ჩა ინ­ტერ­ნეტ ბან­კის ფუნ­ქ­ცი­ო­ნა­ლუ­რო­ბის, დი­ზა­ი­ნის და ინ­ტერ­ნეტ მომ­ხ­მა­რებ­ლის მო­ზიდ­ვის სტრა­ტე­გი­ის ეფექ­ტუ­რო­ბის მი­ხედ­ვით. "რე­გი­ო­ნა­ლუ­რი აღი­ა­რე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წარ­მა­ტე­ბა და კი­დევ ერ­თი წინ გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯია ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი მიზ­ნის­კენ - გვქონ­დეს რე­გი­ონ­ში სა­უ­კე­თე­სო ინ­ტერ­ნეტ ბან­კი", -აცხა­დებს თი­ბი­სი ბან­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, ვახ­ტანგ ბუცხ­რი­კი­ძე.

თი­ბი­სი ბან­კ­თან ერ­თად ცენ­ტ­რა­ლუ­რი და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის რე­გი­ონ­ში გა­მარ­ჯ­ვეს: CITI Bank - საუკეთესო ვებ დიზაინისა და გადასახადების სისტემისთვის, OTP Bank - საუკეთესო მობაილ ბანკისა და სოციალურ მედიაში ჩართულობისთვის, და Bank Millennium - საუკეთესო ონლაინ სადეპოზიტო, საკრედიტო და საინვესტიციო პროდუქტებისთვის.

2012 წელს ეს მე­ოთხე ჯილ­დოა თი­ბი­სის­თ­ვის. ბან­კ­მა უკ­ვე მი­ი­ღო სა­მი წამ­ყ­ვა­ნი გა­მომ­ცემ­ლო­ბის Global Finance, EMEA Finance და Euromoney-ის ჯილ­დო­ე­ბი ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით სა­უ­კე­თე­სო ბან­კის ნო­მი­ნა­ცი­ებ­ში.

სხვა სიახლეები
06 მაისი, 2015 ”ეროვნული ბანკის ცალმხრივი ქმედებები არ იქნება საკმარისი ლარის სტაბილურობისათვის”
23 აპრილი, 2015 გაკვეთილი
12 ივნისი, 2014 TBC ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე
03 აპრილი, 2013 ამიერიდან საქართველოს ბანკის American Express ბარათებით „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებშიც გადაიხდით!
15 თებერვალი, 2013 თიბისი ბანკის ბარათების ფესტივალი დასრულდა
13 თებერვალი, 2013 12 თებერვლიდან “ვითიბი ბანკი” ავტოსესხებზე აქციას იწყებს
18 იანვარი, 2013 თიბისი ბანკმა სამი მეანაბრე ფულადი პრიზებით დაასაჩუქრა
21 დეკემბერი, 2012 თიბისი ბანკის ბარათების ფესტივალი დაიწყო
05 დეკემბერი, 2012 "ურთიერთობისთვის ყოველი ჩვენგანი მნიშვნელოვანია"
23 ნოემბერი, 2012 "ბანკმა კონსტანტამ" ახლადგახსნილი და განახლებული ფილიალების პრეზენტაცია გამართა