"ბანკ კონ­ს­ტან­ტას" და "შავ­ნა­ბა­დას" უნი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი ქარ­თუ­ლი ფოლ­კ­ლო­რის მხარ­და­სა­ჭე­რად
27 ივლისი, 2012
1680
print

აგ­ვის­ტოს და­საწყის­ში “ბან­კი კონ­ს­ტან­ტა" უნი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას იწყებს.

“ბანკ კონ­ს­ტან­ტას" ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და ან­სამბლ "შავ­ნა­ბა­დას" ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით, მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს გარ­შე­მო ექ­ს­პე­დი­ცია მო­ეწყო­ბა და მოძ­რა­ვი ხმის ჩამ­წე­რი სტუ­დი­ის მეშ­ვე­ო­ბით, ქარ­თულ ფოლ­კ­ლორ­ში მოღ­ვა­წე უხუ­ცე­სი ლოტ­ბა­რე­ბის სიმ­ღე­რე­ბი ჩა­ი­წე­რე­ბა. სა­ბო­ლო­ოდ კი ჩა­ნა­წე­რე­ბი ინ­ტერ­ნეტ­სივ­რ­ცე­ში კო­მერ­ცი­უ­ლი მიზ­ნით გავ­რ­ცელ­დე­ბა.

პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში პირ­ვე­ლი აგ­ვის­ტო­დან 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში “ბან­კი კონ­ს­ტან­ტა" და “შავ­ნა­ბა­და" ან­სამ­ბ­ლის მოძ­რა­ვი ხმის ჩამ­წე­რი სტუ­დი­ით სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ონს მო­ივ­ლი­ან. ისი­ნი ეროვ­ნუ­ლი ფოლ­კ­ლო­რის ცოცხა­ლი ლე­გენ­დე­ბის - კა­ხეთ­ში ან­დ­რო სი­მაშ­ვი­ლის, სა­მეგ­რე­ლო­ში პო­ლი­კარ­პე ხუ­ბუ­ლა­ვას, ზე­მო სვა­ნეთ­ში ის­ლამ ფილ­ფა­ნის და კი­დევ შვი­დი მომ­ღერ­ლის შეს­რუ­ლე­ბით 30 სა­უ­კე­თე­სო ფოლ­კ­ლო­რუ­ლი სიმ­ღე­რის ნი­მუშს ჩა­წე­რენ. "პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში შერ­ჩე­ულ მომ­ღერ­ლებს ჩვე­ნი წარ­დ­გე­ნა არ სჭირ­დე­ბათ, თუმ­ცა დღე­ვან­დელ­მა ვი­თა­რე­ბამ გვაჩ­ვე­ნა, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით ქა­ლა­ქებ­სა და ახალ თა­ო­ბა­ში ფოლ­კ­ლო­რი სულ უფორ ნაკ­ლე­ბად პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა. ამი­ტო­მაც გვსურს, რომ ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რე­ბის მი­მართ ინ­ტე­რე­სი გა­ი­ზარ­დოს. პრო­ექ­ტი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ინ­ტერ­ნეტ­თან. ეს დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, რომ ფოლ­კ­ლო­რი უფ­რო პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დეს, რად­გა­ნაც ინ­ტერ­ნე­ტი სწრა­ფი და გა­მო­ყე­ნე­ბა­დი სა­შუ­ა­ლე­ბაა, ახალ­გაზ­რ­დე­ბი კი ინ­ტერ­ნე­ტის ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი მომ­ხ­მა­რებ­ლე­ბი არი­ან. ქარ­თუ­ლი ფოლ­კ­ლო­რის ცოცხალ ლე­გენ­დებს დღეს სა­თა­ნა­დო ყუ­რადღე­ბა არ ექ­ცე­ვათ. ჩვენ გვსურს, მათ ვაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნოთ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სჭირ­დე­ბი­ან და რომ მა­თი ღვაწ­ლი და­ფა­სე­ბუ­ლია," - ამ­ბობს “ბან­კი კონ­ს­ტან­ტას" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რი ქე­თო გი­ორ­გო­ბი­ა­ნი.

ბან­კი თი­თო­ე­ულ შემ­ს­რუ­ლე­ბელს თა­ვის ახალ, დაგ­რო­ვე­ბი­თი ტი­პის პრო­დუქტს, “ინ­ბოქსს" გა­უხ­ს­ნის. ინ­ტერ­ნეტ­ში გა­ყი­დუ­ლი ყვე­ლა სიმ­ღე­რის სა­ფა­სუ­რი ავ­ტო­მა­ტუ­რად კონ­კ­რე­ტუ­ლი შემ­ს­რუ­ლებ­ლის “ინ­ბოქ­სის" ან­გა­რიშ­ზე ჩა­ი­რიცხე­ბა. "პირ­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვაა, რო­დე­საც თი­თო­ე­უ­ლი გა­ყი­დუ­ლი სიმ­ღე­რი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხა შემ­ს­რუ­ლებ­ლებს სა­კუ­თარ "ინ­ბოქ­სის" ან­გა­რიშ­ზე ავ­ტო­მა­ტუ­რად ჩა­ე­რიცხე­ბათ. თა­ნაც მათ ექ­ნე­ბათ სა­შუ­ა­ლე­ბა, შე­მო­სა­ვა­ლი ყო­ველ­გ­ვა­რი შუ­ა­მავ­ლი­სა და ბან­კის გა­რე­შეც კი აკონ­ტ­რო­ლონ. ამ პრო­ექ­ტ­ში ბანკს არა­ვი­თა­რი კო­მერ­ცი­უ­ლი ინ­ტე­რე­სი არ გა­აჩ­ნია, პი­რი­ქით, ინ­ბოქ­სი დაგ­რო­ვე­ბი­თი ტი­პის პრო­დუქ­ტია და ჩა­რიცხულ თან­ხა­ზე ბან­კი მომ­ხ­მა­რე­ბელს წლი­ურ სარ­გე­ბელ­საც კი და­ა­რიცხავს," - გვითხ­რა ქე­თო გი­ორ­გო­ბი­ან­მა.

გარ­და ამი­სა, ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მა, მხა­რი და­უ­ჭი­როს თა­ვი­სი ფა­ვო­რი­ტი შემ­ს­რუ­ლებ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბას და “ინ­ბოქ­ს­ში" სა­სურ­ვე­ლი თან­ხა ჩა­უ­რიცხოს. “ინ­ბოქ­სი" გან­სა­კუთ­რე­ბით მოქ­ნი­ლი პრო­დუქ­ტია, რად­გან სხვა სა­ბან­კო პრო­დუქ­ტე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, მას მარ­ტი­ვი, ექ­ვ­ს­ნიშ­ნა ან­გა­რი­შის ნო­მე­რი (“ინ­ბოქ­სის" ნო­მე­რი) აქვს, რო­მელ­საც მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლი­სა­მებრ ირ­ჩევს. “ინ­ბოქ­სის" ან­გა­რი­შის გა­სახ­ს­ნე­ლად, ისე­ვე, რო­გორც თან­ხის ჩა­სა­რიცხად, ბან­კ­ში მის­ვ­ლა აუცი­ლე­ბე­ლი არ არის: ან­გა­რი­შის შევ­სე­ბა სწრა­ფი გა­დახ­დის აპა­რა­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი და, რაც მთა­ვა­რია, - არა­ნა­ი­რი მი­ნი­მა­ლუ­რი შე­ნა­ტა­ნი! დაგ­რო­ვილ თან­ხა­ზე ბან­კი “ინ­ბოქ­სის" მფლო­ბელს წლი­ურ სარ­გე­ბელ­საც ურიცხავს.

ან­სამბლ “შავ­ნა­ბა­დას­თან" “ბან­კი კონ­ს­ტან­ტა" დი­დი ხა­ნია თა­ნამ­შ­რომ­ლობს. მა­თი ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტი - დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მე­ბის ციკ­ლი “გა­ი­ცა­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლო" საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და. “ან­სამბლ “შავ­ნა­ბა­დას­თან" ჩვენ დი­დი ხა­ნია ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ. ვენ­დო­ბით მათ და ვი­ცით, რომ ან­სამ­ბ­ლის წევ­რე­ბი პრო­ექ­ტის ბო­ლოს სწო­რედ იმ დო­ნის ნა­მუ­შე­ვარს მოგ­ვა­წო­დე­ბენ, რო­გო­რიც გვჭირ­დე­ბა," - აცხა­დებს “ბან­კი კონ­ს­ტან­ტას" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რი და აქ­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ სტუ­დი­უ­რი ჩა­ნა­წე­რე­ბის მომ­ზა­დე­ბის შემ­დეგ, პრო­ექ­ტის კო­მერ­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ას უკ­ვე ბან­კი უზ­რუნ­ველ­ყოფს.

რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ექტს “გა­ი­ცა­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლო", “კონ­ს­ტან­ტა­ში" აცხა­დე­ბენ, რომ ის გრძელ­დე­ბა, თუმ­ცა მი­მარ­თუ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა და წი­ნა­მორ­ბე­დი ფილ­მე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, სა­დაც აქ­ცენ­ტი ამა თუ იმ თე­მა­ზე კეთ­დე­ბო­და, ახ­ლა უკ­ვე პორ­ტ­რე­ტებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მე­ბი მომ­ზად­დე­ბა. “პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ღვაწ­ლის და­ფა­სე­ბა, რომ­ლე­ბიც ხალ­ხურ კულ­ტუ­რას დღემ­დე ინა­ხა­ვენ და ერ­თ­გუ­ლად ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან," - გვითხ­რა ქე­თო გი­ორ­გო­ბი­ან­მა.

წარ­მა­ტე­ბუ­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის შემ­დეგ, ახა­ლი პრო­ექ­ტის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მხა­რე, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი ფოლ­კ­ლო­რუ­ლი სიმ­ღე­რე­ბის ჩა­წე­რას გუ­ლის­ხ­მობს, “ბან­კ­მა კონ­ს­ტან­ტამ" ან­სამბლ "შავ­ნა­ბა­დას" გა­და­ა­ბა­რა. მომ­ღერ­ლე­ბი და ის 30 სიმ­ღე­რა, რომ­ლე­ბიც პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში უნ­და ჩა­ი­წე­როს, სწო­რედ მათ შე­არ­ჩი­ეს. "პრო­ექ­ტის მხატ­ვ­რუ­ლი მხა­რის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა საკ­მა­ოდ სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო საქ­მეა, მაგ­რამ ში­ში არ გვაქვს. ეს პრო­ექ­ტი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს­თან არ­სე­ბულ, ახალ­გაზ­რ­და მომ­ღე­რალ-მგა­ლო­ბელ­თა, მკვლე­ვარ­თა და მეც­ნი­ერ­თა ლი­გას­თან ერ­თად ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რომ­ლის წევ­რი­ცაა "შავ­ნა­ბა­და", ასე­ვე, კონ­სულ­ტა­ცი­ებს გავ­დი­ვართ ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვილ­თან. ამ დი­დე­ბულ საქ­მეს კვი­რას პატ­რი­არ­ქი აკურ­თხებს. ჩვენ ვი­ცით, რა­საც ვა­კე­თებთ და ყვე­ლაფ­რის­თ­ვის მზად ვართ... 30 სიმ­ღე­რას 10 მომ­ღე­რა­ლი შე­ას­რუ­ლებს. ისე­თი დო­ნის შემ­ს­რუ­ლებ­ლე­ბი, რო­გო­რე­ბიც არი­ან ტრის­ტან და გუ­რი სი­ხა­რუ­ლი­ძე­ე­ბი, პო­ლი­კარ­პე ხუ­ბუ­ლა­ვა, ან­დ­რო სი­მაშ­ვი­ლი, ის­ლამ ფილ­ფა­ნი, 10 ნამ­დ­ვი­ლად არ გვყავს, თუმ­ცა პრო­ექ­ტის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს თა­ვი­სი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პე­წი აქვს," - ამ­ბობს ან­სამბლ “შავ­ნა­ბა­დას" ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი და­თო ცინ­ცა­ძე.

სპე­ცი­ა­ლის­ტებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ პრო­ექ­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით ქარ­თ­ველ ლოტ­ბა­რებს შე­მო­სავ­ლის წყა­რო გა­უჩ­ნ­დე­ბათ და, პა­რა­ლე­ლუ­რად, ფოლ­კ­ლო­რუ­ლი მუ­სი­კა ინ­ტერ­ნეტ­სივ­რ­ცე­ში ლე­გა­ლუ­რად მოხ­ვ­დე­ბა. "ეს არის უდა­ვოდ უპ­რე­ცე­დენ­ტო პრო­ექ­ტი. მომ­ღერ­ლე­ბი უფა­სოდ წე­რენ სიმ­ღე­რას, რო­მე­ლიც ის­ტო­რი­ას რჩე­ბა. ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რა იმი­თაა ძლი­ე­რი რომ ლოტ­ბა­რი იმ­პ­რო­ვი­ზი­რებს, ყო­ველ შეს­რუ­ლე­ბა­ზე ახალ სიმ­ღე­რას ქმნის. გარ­და ამი­სა, ქარ­თუ­ლი ფოლ­კ­ლო­რუ­ლი სიმ­ღე­რა მსოფ­ლიო ას­პა­რეზ­ზე ახა­ლი კუთხით გა­ვა. მსოფ­ლიო ქარ­თულ ხალ­ხურ სიმ­ღე­რებს ძა­ლი­ან კარ­გად იც­ნობს და ჩვენ გვინ­და, რომ ამ ცნო­ბა­დო­ბის გაზ­რ­დას ხე­ლი შე­ვუწყოთ... მე ვიტყო­დი, რომ ეს არის იმ დი­დი პრო­ექ­ტის და­საწყი­სი, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მო­მა­ვალ­შიც უნ­და გაგ­რ­ძელ­დეს..." - გვითხ­რა და­თო ცინ­ცა­ძემ.

ფოლ­კ­ლო­რუ­ლი სიმ­ღე­რე­ბის ჩა­წე­რის პრო­ცე­სი აგ­ვის­ტოს მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში დას­რულ­დე­ბა. სექ­ტემ­ბ­რის ბო­ლოს­თ­ვის კი ფოლ­კ­ლო­რუ­ლი მუ­სი­კის მოყ­ვა­რუ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მათ, ინ­ტერ­ნეტ­ში “ბანკ კონ­ს­ტან­ტას" და ან­სამბლ “შავ­ნა­ბა­დას" ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გე­ბი მო­ის­მი­ნონ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ “ბან­კ­მა კონ­ს­ტან­ტამ" პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში შერ­ჩე­უ­ლი მომ­ღერ­ლე­ბის ის­ტო­რი­ე­ბი და ფო­ტო­პორ­ტ­რე­ტე­ბი შექ­მ­ნა, რო­მელ­თა გავ­რ­ცე­ლე­ბაც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში “არტ-გე­ნი 2012"-ის დას­კ­ვ­ნი­თი ნა­წი­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

სხვა სიახლეები
06 მაისი, 2015 ”ეროვნული ბანკის ცალმხრივი ქმედებები არ იქნება საკმარისი ლარის სტაბილურობისათვის”
23 აპრილი, 2015 გაკვეთილი
12 ივნისი, 2014 TBC ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე
03 აპრილი, 2013 ამიერიდან საქართველოს ბანკის American Express ბარათებით „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებშიც გადაიხდით!
15 თებერვალი, 2013 თიბისი ბანკის ბარათების ფესტივალი დასრულდა
13 თებერვალი, 2013 12 თებერვლიდან “ვითიბი ბანკი” ავტოსესხებზე აქციას იწყებს
18 იანვარი, 2013 თიბისი ბანკმა სამი მეანაბრე ფულადი პრიზებით დაასაჩუქრა
21 დეკემბერი, 2012 თიბისი ბანკის ბარათების ფესტივალი დაიწყო
05 დეკემბერი, 2012 "ურთიერთობისთვის ყოველი ჩვენგანი მნიშვნელოვანია"
23 ნოემბერი, 2012 "ბანკმა კონსტანტამ" ახლადგახსნილი და განახლებული ფილიალების პრეზენტაცია გამართა