ვარ­კე­თილ­ში "ვი­თი­ბი ბან­კის" ახა­ლი ფი­ლი­ა­ლი გა­იხ­ს­ნა
07 ივლისი, 2012
1761
print

"ვი­თი­ბი ბან­კის" ფი­ლი­ა­ლი უკ­ვე ვარ­კე­თილ­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს. ბან­კის მსხვი­ლი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა გუ­შინ გა­იხ­ს­ნა.

ფი­ლი­ა­ლი ვარ­კე­თი­ლის მეტ­როს­თან აშე­ნე­ბულ ახალ ბიზ­ნეს­ცენ­ტ­რ­ში მდე­ბა­რე­ობს. ბან­კი და ბიზ­ნეს­ცენ­ტ­რი თბი­ლი­სის მერ­მა გი­გი უგუ­ლა­ვამ გახ­ს­ნა.

2012 წლის და­საწყი­სი­დან დღემ­დე "ვი­თი­ბი ბან­კ­მა" სა­მი ახა­ლი ფი­ლი­ა­ლი გახ­ს­ნა. წლის ბო­ლომ­დე კი­დევ რამ­დე­ნი­მე ახა­ლი ფი­ლი­ა­ლის გახ­ს­ნაა და­გეგ­მი­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ახალ ფი­ლი­ა­ლებ­ში ბან­კის კლი­ენ­ტე­ბის­თ­ვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია მაქ­სი­მა­ლუ­რი კომ­ფორ­ტი და მომ­სა­ხუ­რე­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხი... "ვი­თი­ბი ბან­კის" ვარ­კე­თი­ლის ფი­ლი­ალ­ში ფი­ზი­კურ და იური­დი­ულ პი­რებს სა­ბან­კო მომ­სა­ხუ­რე­ბის სრუ­ლი სპექ­ტ­რის მი­ღე­ბა შე­უძ­ლი­ათ. იპო­თე­კურ, სა­მომ­ხ­მა­რებ­ლო, ავ­ტო და სხვა ტი­პის სეს­ხებ­თან ერ­თად ახა­ლი ფი­ლი­ა­ლი მომ­ხ­მა­რებ­ლებს სა­ლომ­ბარ­დე, ასე­ვე, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ მომ­სა­ხუ­რე­ბას სთა­ვა­ზობს. "ვი­თი­ბი ბან­კი" აქ­ტი­უ­რად ას­ტი­მუ­ლი­რებს მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის და­ფი­ნან­სე­ბას და ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბას. ქსე­ლის გაზ­რ­და მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად უწყობს ხელს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ბან­კის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და წინ­ს­ვ­ლას. ვარ­კე­თი­ლის ფი­ლი­ა­ლი არის სა­მომ­ხ­მა­რებ­ლო ბა­ზარ­ზე ჩვე­ნი გა­აქ­ტი­უ­რე­ბის და გაძ­ლი­ე­რე­ბის სტრა­ტე­გი­ის ნა­წი­ლი. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ ახა­ლი წერ­ტი­ლი ვარ­კე­თილ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლად იმუ­შა­ვებს," - ამ­ბობს "ვი­თი­ბი ბან­კის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი არ­ჩილ კონ­ცე­ლი­ძე.

"ვი­თი­ბი ბან­კი" თბი­ლის­სა და რე­გი­ო­ნებ­ში ფი­ლი­ა­ლე­ბის ქსე­ლის გა­ფარ­თო­ე­ბას აქ­ტი­უ­რად გა­ნაგ­რ­ძობს. დღე­ი­სათ­ვის ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით ბანკს 20 ფი­ლი­ა­ლი აქვს. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში "ვი­თი­ბი ბან­კის" ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა ახა­ლი ფი­ლი­ა­ლის გახ­ს­ნას გლდა­ნის რა­ი­ონ­ში გეგ­მავს. და­მა­ტე­ბი­თი ფი­ლი­ა­ლე­ბი გა­იხ­ს­ნე­ბა ასე­ვე, ბა­თუმ­ში, ქუ­თა­ის­სა და თე­ლავ­ში.

"ვი­თი­ბი ბანკს" ქსე­ლის გა­ფარ­თო­ე­ბის 3-წლი­ა­ნი გეგ­მა აქვს მომ­ზა­დე­ბუ­ლი, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც გა­სულ წელს და­იწყო. ამ გეგ­მის ფარ­გ­ლებ­ში, 2011-2013 წლებ­ში ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით "ვი­თი­ბი ბან­კის" 30 ახა­ლი ფი­ლი­ა­ლი გა­იხ­ს­ნე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ახალ სა­ვაჭ­რო ცენტრს, ისა­ნი-სამ­გო­რის რა­ი­ონ­ში ვარ­კე­თი­ლის მეტ­როს­თან აგე­ბუ­ლი მრა­ვალ­ფუნ­ქ­ცი­უ­რი სა­ვაჭ­რო კომ­პ­ლექ­სი "ფე­ნიქ­სი" ორი ერ­თ­მა­ნე­თის­გან ფუნ­ქ­ცი­ო­ნა­ლუ­რად და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შე­ნო­ბის­გან შედ­გე­ბა. ერთ ნა­წილ­ში "ვი­თი­ბი ბან­კის" ფი­ლი­ა­ლია გან­თავ­სე­ბუ­ლი, მე­ო­რე­ში კი - სა­ო­ჯა­ხო ტექ­ნი­კის, ტან­საც­მ­ლის, სა­ი­უ­ვე­ლი­რო, წიგ­ნე­ბის და სხვა­დას­ხ­ვა სა­ხე­ო­ბის მა­ღალ­ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ცი­ის მა­ღა­ზი­ე­ბი.

სხვა სიახლეები
06 მაისი, 2015 ”ეროვნული ბანკის ცალმხრივი ქმედებები არ იქნება საკმარისი ლარის სტაბილურობისათვის”
23 აპრილი, 2015 გაკვეთილი
12 ივნისი, 2014 TBC ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე
03 აპრილი, 2013 ამიერიდან საქართველოს ბანკის American Express ბარათებით „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებშიც გადაიხდით!
15 თებერვალი, 2013 თიბისი ბანკის ბარათების ფესტივალი დასრულდა
13 თებერვალი, 2013 12 თებერვლიდან “ვითიბი ბანკი” ავტოსესხებზე აქციას იწყებს
18 იანვარი, 2013 თიბისი ბანკმა სამი მეანაბრე ფულადი პრიზებით დაასაჩუქრა
21 დეკემბერი, 2012 თიბისი ბანკის ბარათების ფესტივალი დაიწყო
05 დეკემბერი, 2012 "ურთიერთობისთვის ყოველი ჩვენგანი მნიშვნელოვანია"
23 ნოემბერი, 2012 "ბანკმა კონსტანტამ" ახლადგახსნილი და განახლებული ფილიალების პრეზენტაცია გამართა