Fitch-მა თი­ბი­სი ბან­კის რე­ი­ტინ­გი აამაღ­ლა
27 ივნისი, 2012
1576
print

სა­რე­ი­ტინ­გო სა­ა­გენ­ტო Fitch-მა თი­ბი­სი ბანკს სა­ერ­თა­შო­რი­სო საკ­რე­დი­ტო რე­ი­ტინ­გი ორ კა­ტე­გო­რი­ა­ში აუმაღ­ლა:

გრძელ­ვა­დი­ა­ნი რე­ი­ტინ­გი (Long Term Issuer Default Rating) გა­ი­ზარ­და ‘B+’ დან ‘BB-‘ მდე, მდგრა­დო­ბის რე­ი­ტინ­გი (Viability Rating) კი ‘b+’ დან ‘bb-‘ მდე, ხო­ლო გრძელ­ვა­დი­ა­ნი რე­ტინ­გის პროგ­ნო­ზი გა­ნი­საზღ­ვ­რა რო­გორც ‘სტა­ბი­ლუ­რი’.

Fitch-ის თა­ნახ­მად, თი­ბი­სი ბან­კის­თ­ვის რე­ი­ტინ­გე­ბის აწე­ვა ფი­ნან­სურ­მა სიძ­ლი­ე­რემ გა­ნა­პი­რო­ბა, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა კა­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ი­სა და ლიკ­ვი­დუ­რო­ბის მა­ღალ მაჩ­ვე­ნებ­ლებ­ში. სა­ა­გენ­ტო ასე­ვე მი­ი­იჩ­ნევს, რომ ბან­კ­მა მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნი პო­ზი­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ი­ტა­ნა მმარ­თ­ვე­ლო­ბის სტრუქ­ტუ­რი­სა და რისკ-მე­ნეჯ­მენ­ტის გა­მუ­ჯო­ბე­სე­ბის თვალ­საზ­რი­სით.

Fitch-ის აზ­რით რე­ი­ტინ­გის შემ­დ­გო­მი ზრდა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნუ­ლი რე­ი­ტინ­გის ზრდას­თან ერ­თად, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად არის ასე­ვე ‘BB-‘.

თიბისი ბანკისთვის მიმდინარე რეიტინგები Fitch-ის მიხედვით:

- გრძელვადიანი რეიტინგი (Long-Term IDR): გაიზარდა ‘B+’ დან ‘BB-’ მდე

- მოკლევადიანი რეიტინგი (Short-Term IDR): დადასტურდა ‘B’

- მდგრადობის რეიტინგი (Viability Rating): გაიზარდა ‘b+’ დან ‘bb-’ მდე

- მხარდაჭერის რეიტინგი (Support Rating): დადასტურდა ‘4’

 

დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: www.fitchratings.com

სხვა სიახლეები
06 მაისი, 2015 ”ეროვნული ბანკის ცალმხრივი ქმედებები არ იქნება საკმარისი ლარის სტაბილურობისათვის”
23 აპრილი, 2015 გაკვეთილი
12 ივნისი, 2014 TBC ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე
03 აპრილი, 2013 ამიერიდან საქართველოს ბანკის American Express ბარათებით „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებშიც გადაიხდით!
15 თებერვალი, 2013 თიბისი ბანკის ბარათების ფესტივალი დასრულდა
13 თებერვალი, 2013 12 თებერვლიდან “ვითიბი ბანკი” ავტოსესხებზე აქციას იწყებს
18 იანვარი, 2013 თიბისი ბანკმა სამი მეანაბრე ფულადი პრიზებით დაასაჩუქრა
21 დეკემბერი, 2012 თიბისი ბანკის ბარათების ფესტივალი დაიწყო
05 დეკემბერი, 2012 "ურთიერთობისთვის ყოველი ჩვენგანი მნიშვნელოვანია"
23 ნოემბერი, 2012 "ბანკმა კონსტანტამ" ახლადგახსნილი და განახლებული ფილიალების პრეზენტაცია გამართა