სა­მეგ­რე­ლო­სა და იმე­რე­თის რე­გი­ო­ნებს “ბან­კი კონ­ს­ტან­ტას"ორი ახა­ლი ფი­ლი­ა­ლი შე­ე­მა­ტა
26 ივნისი, 2012
1752
print

"ბან­კი კონ­ს­ტან­ტა" ფი­ლი­ა­ლე­ბის ქსე­ლის გა­ფარ­თო­ე­ბას აგ­რ­ძე­ლებს.

ამ­ჯე­რად ახა­ლი ფი­ლი­ა­ლი ზუგ­დიდ­ში, კი­კა­ლიშ­ვი­ლის N1-ში გა­იხ­ს­ნა. რო­გორც ბან­კის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა აცხა­დებს, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­მა­ტე­ბი­თი ფი­ლი­ა­ლე­ბის გახ­ს­ნა ამ რე­გი­ონ­ში “ბან­კი კონ­ს­ტან­ტას" მი­ერ მომ­ხ­მა­რებ­ლე­ბის­თ­ვის შე­თა­ვა­ზე­ბულ პრო­დუქ­ტებ­ზე მოთხოვ­ნის ზრდამ გა­ნა­პი­რო­ბა.

ზუგ­დი­დის ფი­ლი­ა­ლის გახ­ს­ნას წინ უს­წ­რებ­და 21 ივ­ნისს ხონ­ში (იმე­რე­თის რე­გი­ო­ნი) "ბან­კი კონ­ს­ტან­ტას" კი­დევ ერ­თი ფი­ლი­ა­ლი­სა და იორ­მუ­ღან­ლო­ში (სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ო­ნი) სერ­ვის-ცენ­ტ­რის გახ­ს­ნა.

ახ­ლად გახ­ს­ნი­ლი ფი­ლი­ა­ლე­ბი და სერ­ვის-ცენ­ტ­რი “ბან­კი კონ­ს­ტან­ტას" მი­ერ შექ­მ­ნი­ლი ახა­ლი კონ­ცეფ­ცი­ის მი­ხედ­ვით არის გა­კე­თე­ბუ­ლი. კონ­ცეფ­ცია შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია მომ­ხ­მა­რებ­ლის­თ­ვის მყუდ­რო და მე­გობ­რუ­ლი ატ­მოს­ფე­როს შე­საქ­მ­ნე­ლად და ით­ვა­ლის­წი­ნებს გა­ნახ­ლე­ბულ დი­ზა­ინ­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის მაქ­სი­მა­ლურ კომ­ფორტს.

ხო­ნი­სა და ზუგ­დი­დის ფი­ლი­ა­ლებ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია სრუ­ლი სა­ბან­კო მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბა რო­გორც საკ­რე­დი­ტო, ისე სა­ო­პე­რა­ციო მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით: სხვა­დას­ხ­ვა მიზ­ნობ­რი­ო­ბის სეს­ხე­ბით სარ­გებ­ლო­ბა, ან­გა­რი­შე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა, ანაბ­რე­ბით სარ­გებ­ლო­ბა, ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბი­სა და კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­დახ­დე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. იორ­მუ­ღან­ლოს სერ­ვის-ცენ­ტ­რის მეშ­ვე­ო­ბით კი ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, მი­ი­ღოს სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია "ბან­კი კონ­ს­ტან­ტას" სა­ბან­კო პო­დუქ­ტებ­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს არა­ერ­თი სა­ხის სა­ბან­კო ოპე­რა­ცია. ეს მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­ა­მარ­ტი­ვებს მომ­ხ­მა­რებ­ლის ურ­თი­ერ­თო­ბას ბან­კ­თან და ხელს შე­უწყობს მა­თი დრო­ის და­ზოგ­ვას, რად­გან ფი­ლი­ალ­ში სტუმ­რო­ბა, პრაქ­ტი­კუ­ლად, მხო­ლოდ ერ­თხელ - სეს­ხის ასა­ღე­ბად დას­ჭირ­დე­ბათ. და­ნარ­ჩე­ნი ოპე­რა­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა კი სერ­ვის-ცენ­ტ­რ­ში იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. “ფი­ლი­ა­ლე­ბის ქსე­ლის გან­ვი­თა­რე­ბა შე­უქ­ცე­ვა­დი პრო­ცე­სია. მიმ­დი­ნა­რე წლის ბო­ლომ­დე სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით კი­დევ ათამ­დე ახა­ლი ფი­ლი­ა­ლის გახ­ს­ნა და არ­სე­ბულ­თა გა­ნახ­ლე­ბა გვაქვს და­გეგ­მი­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სი მხო­ლოდ ფი­ლი­ა­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდას არ გუ­ლის­ხ­მობს: შე­მუ­შავ­და კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რად სრუ­ლი­ად ახა­ლი - იდენ­ტუ­რი ნიშ­ნის მა­ტა­რე­ბე­ლი ფი­ლი­ა­ლე­ბის სტრუქ­ტუ­რა, სა­დაც ჩვე­ნი კლი­ენ­ტე­ბის­თ­ვის ყვე­ლა პი­რო­ბაა შექ­მ­ნი­ლი კომ­ფორ­ტი­სა და უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ფი­ნან­სუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­სა­ღე­ბად. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ახა­ლი ფი­ლი­ა­ლე­ბი რო­გორც ხო­ნი­სა და ზუგ­დი­დის, ისე მთლი­ა­ნად იმე­რე­თი­სა და სა­მეგ­რე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას კი­დევ უფ­რო შე­უწყობს ხელს სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბა­ში," - გა­ნაცხა­და “ბან­კი კონ­ს­ტან­ტას" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ლე­ვან ლე­ბა­ნი­ძემ.

ამ­ჟა­მად იმე­რეთ­ში უკ­ვე ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს “ბან­კი კონ­ს­ტან­ტას" სა­მი ფი­ლი­ა­ლი - ქუ­თა­ის­ში, ზეს­ტა­ფონ­სა და სამ­ტ­რე­დი­ა­ში; სა­მეგ­რე­ლო­ში, ზუდ­გ­დი­დის გარ­და, კი­დევ ერ­თი ფი­ლი­ა­ლი ფოთ­ში მოქ­მე­დებს; კა­ხეთ­ში კი 7 ფი­ლი­ა­ლი და ორი სერ­ვის-ცენ­ტ­რია გახ­ს­ნი­ლი. რო­გორც "ბან­კი კონ­ს­ტან­ტას" ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა აცხა­დებს, ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის მხრივ სა­მი­ვე რე­გი­ო­ნი საკ­მა­ოდ პერ­ს­პექ­ტი­უ­ლია, რა­ზეც “ბან­კი კონ­ს­ტან­ტას" კლი­ენ­ტ­თა მუდ­მი­ვად მზარ­დი რა­ო­დე­ნო­ბა და გა­ცე­მუ­ლი სეს­ხე­ბის პორ­ტ­ფე­ლის მო­ცუ­ლო­ბა მეტყ­ვე­ლებს.

სხვა სიახლეები
06 მაისი, 2015 ”ეროვნული ბანკის ცალმხრივი ქმედებები არ იქნება საკმარისი ლარის სტაბილურობისათვის”
23 აპრილი, 2015 გაკვეთილი
12 ივნისი, 2014 TBC ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე
03 აპრილი, 2013 ამიერიდან საქართველოს ბანკის American Express ბარათებით „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებშიც გადაიხდით!
15 თებერვალი, 2013 თიბისი ბანკის ბარათების ფესტივალი დასრულდა
13 თებერვალი, 2013 12 თებერვლიდან “ვითიბი ბანკი” ავტოსესხებზე აქციას იწყებს
18 იანვარი, 2013 თიბისი ბანკმა სამი მეანაბრე ფულადი პრიზებით დაასაჩუქრა
21 დეკემბერი, 2012 თიბისი ბანკის ბარათების ფესტივალი დაიწყო
05 დეკემბერი, 2012 "ურთიერთობისთვის ყოველი ჩვენგანი მნიშვნელოვანია"
23 ნოემბერი, 2012 "ბანკმა კონსტანტამ" ახლადგახსნილი და განახლებული ფილიალების პრეზენტაცია გამართა