თბილისის 28 რჩეული
27 იანვარი, 2010
1571
print

როდესაც პეკინის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა ირაკლი ცირეკიძემ თქვა, კარიერას ვამთავრებო, ბუნებრივია, არაერთმა კითხვამ გაგვიელვა, მაგრამ მოგვიანებით გაჩნდა ეჭვი, რომ ტატამს მაინც დაუბრუნდებოდა.

ამაზე ამ ცოტა ხნის წინ ვწერდით კიდეც. და აი, მოხდა ის, რასაც ველოდით. ირაკლი ცირეკიძე ტატამს დაუბრუნდა. მართალია, არავინ იცის, რამდენი ხნით, მაგრამ მაინც სასიამოვნოა იმის მოსმენა, რომ ევროპის ჩემპიონატამდე ასპარეზობა განუზრახავს. მერე კი ბევრი რამ შედეგზე იქნება დამოკიდებული - ვგულისხმობთ იმას, თუ რამდენად კარგად მოერგება ახალ წონით კატეგორიას - 100 კილოგრამს. თქვა კიდეც, თუ შევატყვე, რომ კონკურენტუნარიანი ვიქნები, კონტინენტის პირველობაზეც გამოვალო. მანამდე კი მისთვის სანუკვარი პარიზის სუპერთასი შეუგულებია, რომელიში წარმატებაც მისთვის ბევრად მნიშვნელოვანი გამხდარა. ცნობისთვის: ერთადერთი, სადაც ცირეკიძე გამარჯვებაზე ოცნებობს, ეს პრესტიჟული პარიზის სუპერთასი და ევროპის ჩემპიონატია (ევროპაზე ვერცხლი და ბრინჯაო აქვს მოპოვებული).

ამასობაში ახლოვდება თბილისის მსოფლიო თასი. ქართველი გულშემატკივარი ტიტულოვან ძიუდოისტთა ასპარეზობას ელის, მაგრამ ცირეკიძეს მხოლოდ ქვეყნის გარეთ ჩატარებულ ასპარეზობებზე, ტელევიზიით შეუძლია მიადევნოს თვალი. ოლიმპიური ჩემპიონი პარიზის სუპერთასიდან (6-7 თებერვალი) აპირებს ტატამზე გასვლას.

თბილისის მსოფლიო თასისთვის (30-31 იანვარი) ძიუდოისტთა ნაკრების თავკაცმა ამირან ტოტიკაშვილმა 28 რჩეული დაასახელა. ნაკრების სამმა წევრმა წლეულს კორეაში გამართულ მასტერსზე კი იჭიდავა, მაგრამ საქართველოს ნაკრები 2010 წლის სეზონს ტრადიციულად თბილისის მსოფლიო თასით გახსნის. ორი დღის განმავლობაში მნიშვნელოვანი შეხვერების გველის. თბილისს ეწვევა 16 ქვეყნის (სომხეთი, ავსტრია, აზერბაიჯანი, ხორვატია, საფრანგეთი, საქართველო, საბერძნეთი, უნგრეთი, ისრაელი, იაპონია, ლატვია, ჰოლანდია, რუმინეთი, რუსეთი, თურქეთი, უკრაინა) ტიტულოვანი ძიუდოისტი.

საქართველოს ნაკრები:

60 კგ.

ბეთქილ შუკვანი

დავით ასუმბანი

პაატა მერებაშვილი

ამირან პაპინაშვილი

66 კგ.

მიხეილ ხომიზური

უჩა ხუციშვილი

შალვა ქარდავა

ნესტორ ხერგიანი

73 კგ.

ანზორ ხმიადაშვილი

გიორგი დილებაშვილი

ნუგზარ ტატალაშვილი

ზაზა კედელაშვილი

81 კგ.

იოსებ წელაური

ლევან წიკლაური

ხვიჩა ხუციშვილი

დავით კარბელაშვილი

90 კგ.

საბა გავაშელიშვილი

ვარლამ ლიპარტელიანი

მინდია ბოდაველი

ლაშა გურული

100 კგ.

დავით ლორიაშვილი

რევაზ ჩიკოიძე

ლევან ჟორჟოლიანი

ნოდარ მეტრეველი

+100 კგ.

ზვიად ხანჯალიშვილი

ადამ ოქრუაშვილი

ლაშა გუჯეჯიანი

ალექსი დავითაშვილი

 

 

სხვა სიახლეები
06 აგვისტო, 2013 სა­ლო­მე მე­ლია მო­ჭად­რა­კე­თა ევ­რო­პირ­ვე­ლო­ბის ვი­ცე-ჩემ­პი­ო­ნია
27 ივნისი, 2013 ქარ­თ­ვე­ლი გო­გო­ნე­ბის ტრი­უმ­ფი მო­ჭად­რა­კე­თა ევ­რო­პის თას­ზე
16 მაისი, 2013 ბე­ლა ხო­ტე­ნაშ­ვი­ლის გრან-პრი
13 მარტი, 2013 მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატისთვის შვიდეულები ცნობილია
19 თებერვალი, 2013 გარი კასპაროვი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სტუმრობდა
22 ოქტომბერი, 2012 მსოფლიო გუნდური ჩემპიონატისთვის ნაკრები მზადაა
13 მარტი, 2012 ჭად­რაკს "დრეს კო­დი" და­უ­წე­სეს
30 ნოემბერი, 2011 არა­ბი­ძეს წარ­მა­ტე­ბა მი­უ­ლო­ცეს
10 ნოემბერი, 2010 კას­პა­რო­ვის პრო­ტე­ჟეს სკან­და­ლუ­რი დე­მარ­ში
13 მაისი, 2010 ანანდმა ტიტული შეინარჩუნა