ჭად­რაკს "დრეს კო­დი" და­უ­წე­სეს
13 მარტი, 2012
1729
print

ევროპის ჭადრაკის კავშირმა გაზიანთეფში მიმდინარე ქალთა ევროპის ჩემპიონატის მონაწილეებისთვის მკაცრი "დრეს კოდი" შემოიღო.

ეს სიახლე მიმართულია იმისკენ, რომ მინიმუმამდე შემცირდეს შემთხვევები, როდესაც მოჭადრაკე შეუფერებელი ჩაცმულობით ცხადდება სათამაშოდ. სიახლეს გაზეთი Corriere della Sera იტყობინება.

იტა­ლი­უ­რი გა­მო­ცე­მა აღ­ნიშ­ნავს, რომ რუ­სი ჩემ­პი­ო­ნი, მა­რია მა­ნა­კო­ვა ჟურ­ნალ "სპიდ ინ­ფოს" გა­რე­კან­ზე თით­ქ­მის შიშ­ვე­ლი პო­ზი­რებ­და, რა­თა ასე­თი სა­შუ­ა­ლე­ბით ჭად­რა­კის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თ­ვის შე­ეწყო ხე­ლი. იგი­ვე გა­მო­ცე­მა გვახ­სე­ნებს ბრი­ტა­ნე­თის ჩემ­პი­ონს, იოვან­კა ჰუს­კის, რო­მელ­მაც, ში­ლი­ფად ჩაც­მულ­მა, უზარ­მა­ზარ სა­ჭად­რა­კო და­ფა­ზე ფო­ტო­სე­სია მო­აწყო.

გა­ნა­ჩე­ნი კი ასე­თია: დღე­ი­დან მსგავ­სი არა­ფე­რი მოხ­დე­ბა. იკ­რ­ძა­ლე­ბა ღრმა დე­კოლ­ტე და მი­ნი ქვე­და­ტა­ნე­ბი. აკ­რ­ძალ­ვის ერთ-ერ­თი მი­ზე­ზი ისიც არის, რომ ქალ­ბა­ტო­ნებ­მა თა­ვი­სი ჩაც­მუ­ლო­ბით თავ­გ­ზა არ აუბ­ნი­ონ ვაჟ მე­ტო­ქე­ებს.

ვა­ჟი მო­ჭად­რა­კე­ე­ბის­თ­ვის დაშ­ვე­ბუ­ლია გრძე­ლი ჯინ­სი და შარ­ვ­ლე­ბი, გრძელ და მოკ­ლე­სა­ხე­ლო­ი­ა­ნი პე­რან­გე­ბი, მა­ი­სუ­რე­ბი და პო­ლო, სპორ­ტუ­ლი ქურ­თუ­კე­ბი და პი­ჯა­კე­ბი, კლა­სი­კუ­რი ფეხ­საც­მე­ლი ან კე­დე­ბი (წინ­დე­ბი სა­ვალ­დე­ბუ­ლოა). ამას­თან, ტა­ნი­სა­მო­სი უნ­და იყოს სუფ­თა, და­უ­თო­ე­ბუ­ლი. ქა­ლე­ბის­თ­ვის დაშ­ვე­ბუ­ლია პე­რან­გი (არა უმე­ტეს ორი ღი­ლით ჩახ­ს­ნი­ლი), რო­ლინ­გის მაგ­ვა­რი სვიტ­რი, სპორ­ტუ­ლი მა­ი­სუ­რი ან პო­ლო, შარ­ვა­ლი, ჯინ­სი, ქვე­და­ტა­ნი, კა­ბა (მუხ­ლი­დან არა უმე­ტეს 10 სან­ტი­მეტ­რით ზე­ვით), ქუს­ლი­ა­ნი და უქუს­ლო ფეხ­საც­მე­ლი ან კე­დი (წინ­დე­ბი სა­ვალ­დე­ბუ­ლოა). აკ­რ­ძა­ლუ­ლია ქო­შე­ბი, ე.წ. "შლო­პან­ცე­ბი". ნე­ბა­დარ­თუ­ლია სათ­ვა­ლე (მათ შო­რის, მზის), მაგ­რამ აკ­რ­ძა­ლუ­ლია შლა­პა, თუ, რა თქმა უნ­და, რე­ლი­გი­უ­რი ატ­რი­ბუ­ტი არ არის.

ორი­ვე სქე­სის­თ­ვის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია "იერი იყოს ჰარ­მო­ნი­უ­ლი და არ იყოს მე­ტად მკვეთ­რი".

ერ­თი სიტყ­ვით, ჭად­რა­კის მეს­ვე­უ­რებ­მა ისე­დაც მო­საწყე­ნი სა­ნა­ხა­ო­ბა სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბის ელე­მენ­ტე­ბის­გან ბო­ლომ­დე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

სხვა სიახლეები
06 აგვისტო, 2013 სა­ლო­მე მე­ლია მო­ჭად­რა­კე­თა ევ­რო­პირ­ვე­ლო­ბის ვი­ცე-ჩემ­პი­ო­ნია
27 ივნისი, 2013 ქარ­თ­ვე­ლი გო­გო­ნე­ბის ტრი­უმ­ფი მო­ჭად­რა­კე­თა ევ­რო­პის თას­ზე
16 მაისი, 2013 ბე­ლა ხო­ტე­ნაშ­ვი­ლის გრან-პრი
13 მარტი, 2013 მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატისთვის შვიდეულები ცნობილია
19 თებერვალი, 2013 გარი კასპაროვი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სტუმრობდა
22 ოქტომბერი, 2012 მსოფლიო გუნდური ჩემპიონატისთვის ნაკრები მზადაა
30 ნოემბერი, 2011 არა­ბი­ძეს წარ­მა­ტე­ბა მი­უ­ლო­ცეს
10 ნოემბერი, 2010 კას­პა­რო­ვის პრო­ტე­ჟეს სკან­და­ლუ­რი დე­მარ­ში
13 მაისი, 2010 ანანდმა ტიტული შეინარჩუნა
27 იანვარი, 2010 თბილისის 28 რჩეული