არ­მა­ნის პო­დი­უ­მი
24 დეკემბერი, 2011
1477
print

"არ­მა­ნი" ბრენ­დია. "არ­მა­ნი" კა­ლათ­ბურ­თ­ში ჯერ ბრე­ქობს და პო­დი­უმ­ზე და­მა­ჯე­რებ­ლო­ბა აკ­ლია.

"არ­მა­ნი" და­ლაგ­დე­ბა და და­სა­ლა­გე­ბელ­მა გუნ­დ­მა აწყო­ბი­ლი გუნ­დი და­შა­ლა. "არ­მა­ნიმ" "პარ­ტი­ზანს" ბელ­გ­რად­ში, სერ­ბე­თის გულ­ში მო­უ­გო და სერ­ბეთს გუ­ლი გა­უ­ხია. იტა­ლი­ე­ლე­ბი მე­ო­რე ეტაპ­ზე გა­ვიდ­ნენ. "პარ­ტი­ზა­ნი", პირ­ვე­ლად ბო­ლო ექვს სე­ზონ­ში, ევ­რო­ლი­გის 16 კარგ გუნ­დ­თან ერ­თად ვერ ივახ­შ­მებს. უკე­თე­სი გუნ­დი ზედ­მე­ტია და უკე­თე­სი პერ­სო­ნა­ჟე­ბით შევ­სე­ბუ­ლი ბან­და ცსკას­თან, "რე­ალ­თან", "ბარ­სე­ლო­ნას­თან" ერ­თად ითა­მა­შებს. მე­ო­რე ეტა­პი­დან სა­ინ­ტე­რე­სო გარ­ჩე­ვე­ბი იქ­ნე­ბა. გარ­ჩე­ვებ­ში "არ­მა­ნიც" ისა­უბ­რებს.

"პარ­ტი­ზან­მა" ამე­რი­კუ­ლი ლო­კა­უ­ტით ცენ­ტ­რი ნი­კო­ლა პე­კო­ვი­ჩი და­კარ­გა. პე­კო­ვი­ჩი ძა­ლაა, მაგ­რამ გუნ­დი ისე­დაც გუნ­დი იყო და რამ­დე­ნი­მე კოს­მე­ტი­კურ­მა სვლამ "პარ­ტი­ზა­ნი" აზ­რ­ზე მო­იყ­ვა­ნა. მი­როს­ლავ რა­დუ­ლი­ცა ამო­ვი­და ცენ­ტ­რ­ზე, მი­ლან მაჩ­ვა­ნი მე­ოთხე­ზე დად­გა და გუნ­დ­მა მა­ინც ორ­მა­გი ცენ­ტ­რით შე­უ­ბე­რა. "პარ­ტი­ზან­მა" სა­ხე და­ი­ტო­ვა. "არ­მა­ნიმ" ბევ­რი მი­ლი­ო­ნით ბევ­რი კარ­გი ბი­ჭი აიყ­ვა­ნა და სა­ხეს ჯერ ეძებს. გუნ­დი ვერ და­ლაგ­და და­ნი­ლო გა­ლი­ნა­რის­თან ერ­თად. დღეს გა­ლი­ნა­რი "დენ­ვერ­შია" და თა­ვის ბევრ ქუ­ლას იქ აიღებს. სერ­ჟიო სკა­რი­ო­ლომ რა­ღაც ვერ გათ­ვა­ლა და "პარ­ტი­ზან­თან" ბო­ლო ტეს­ტის წინ ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­გე­ბი იყო. "არ­მა­ნის" +4-ით მე­ო­რე ეტა­პის ვი­ზას "არ­მა­ნის" ჩა­ურ­ტყამ­დ­ნენ. "პარ­ტი­ზანს" 4 ქუ­ლით არ უნ­და წა­ე­გო. იტა­ლი­ა­ში პირ­ვე­ლი ტეს­ტი "პარ­ტი­ზან­მა" 69:65 მო­ი­გო. მა­შინ პე­კო­ვიჩ­მა 15 ქუ­ლა და 6 მოხ­ს­ნა აიღო. გა­ლი­ნა­რიმ ბი­ლიკ­ზე 14 ქუ­ლით გა­ი­ა­რა.

"პარ­ტი­ზანს" უნ­და მო­ე­გო. პირ­ველ ორ მე­ოთხედ­ში სერ­ბე­ბი აკუ­რა­ტუ­ლი და აგ­რე­სი­უ­ლი, მო­ხუ­ლიგ­ნო თა­მა­შის მიქ­ს­ტით იგებ­დ­ნენ. "არ­მა­ნი" ფო­ლებს აგ­რო­ვებ­და და დრიუ ნი­კო­ლა­სი 9 მეტ­რ­ზე ახ­ლო­დან არ ის­რო­და. ნი­კო­ლა­სი იყო ცუ­დი. ნი­კო­ლა­სის გუნ­დი - ნი­კო­ლას­ზე ცუ­დი. "პარ­ტი­ზან­მა" დი­დი შეს­ვე­ნე­ბის წინ სიმ­ბო­ლუ­რი ჰან­დი­კა­პი გა­ი­ფორ­მა და სერ­ბე­ბი (ამე­რი­კელ ეისი ლოს­თან ერ­თად) სა­ჯა­რი­მო­ებს შა­კი­ვით ის­როდ­ნენ. "არ­მა­ნიმ" და­ის­ვე­ნა, სკა­რი­ო­ლომ ჩვე­ნე­ბა­ზე უკე­თე­სი მო­დე­ლე­ბი გა­მო­იყ­ვა­ნა და პო­დი­უ­მი დამ­შ­ვიდ­და. პო­დი­უმ­ზე მო­დე­ლე­ბი აღარ ეცე­მოდ­ნენ და პი­რი­დან ყვე­ლის ჩიფ­სის სუ­ნი არ ამოს­დი­ო­დათ. პო­დი­უმ­ზე მო­წეს­რი­გე­ბულ­მა ტი­პებ­მა გა­ი­ა­რეს. "არ­მა­ნი" ბელ­გ­რად­ში ბო­სი გახ­და. და­იწყო სერ­ბე­ბის სის­ხ­ლის­გან დაც­ლა და ამ პრო­ცეს­ში ბევ­რი და­ი­ყა­რა.

"პარ­ტი­ზან­მა" მე­სა­მე მე­ოთხედ­ში 11 ქუ­ლა (42:31) წა­იყ­ვა­ნა. "არ­მა­ნიმ" აქა­ჩა.

"პარ­ტი­ზან­მა" ზო­ნა და­ა­ყე­ნა. "არ­მა­ნიმ" ზო­ნა და­შა­ლა.

"პარ­ტი­ზან­მა" ან­ტო­ნის ფო­ცისს ორ­მა­გი დაც­ვა მი­არ­ტყა. ფო­ცის­მა პე­რი­მეტ­რ­ზე ამო­ი­წია და დე­რე­ფან­ში სხვე­ბი შე­დი­ოდ­ნენ. ბერ­ძენ­მა "არ­მა­ნის" თა­ვი­სი ფა­რი ააფა­რა. THE Man!

"პარ­ტი­ზა­ნი" გა­ი­შიფ­რა და "არ­მა­ნიმ" უკე­თე­სი შემ­ს­რუ­ლებ­ლე­ბით უკეთ შე­ას­რუ­ლა. "პარ­ტი­ზა­ნი" დად­გა და იტა­ლი­უ­რი მო­დის დღე­ე­ბი გაგ­რ­ძელ­და. "არ­მა­ნიმ" მო­სა­გე­ბი მო­ი­გო.

ბო­ლო მე­ოთხე­დის წინ სკა­რი­ო­ლოს მე­გობ­რე­ბი 1 ქუ­ლას იგებ­დ­ნენ და ის 1 ქუ­ლა "პარ­ტი­ზა­ნის­თ­ვის" უკ­ვე დი­დი დის­კომ­ფორ­ტი იყო. რა­ღაც გა­ჩერ­და, სერ­ბე­ბის მო­პე­დი გზა­ზე ნა­წი­ლებს კარ­გავ­და და მე­მან­ქა­ნე არ ჩან­და, ეძი­ნა, ან მო­სა­წეს­რი­გე­ბელ, ყვი­თელ სა­პირ­ფა­რე­შო­ში ლა­მაზ გო­გო­ნას­თან ერ­თად იყო შე­სუ­ლი. იქ სხვა გარ­ჩე­ვე­ბი მი­დი­ო­და.

ბო­ლო­ში მაჩ­ვა­ნიც სტი­ვი უან­დე­რი იყო და სხვებ­მაც ვერ და­ი­ნა­ხეს ჩა­საგ­დე­ბი. "არ­მა­ნიმ" მა­ლიკ ჰე­ირ­ს­ტო­ნის ქა­რიზ­მით, ომარ კუ­კის სიმ­შ­ვი­დით, ფო­ცი­სის ვო­კა­ლით და იოანის ბუ­რუ­სი­სის სი­მაღ­ლით სხვი­სი სამ­წა­მი­ა­ნი აით­ვი­სა და იქი­დან არ გა­მო­ვი­და. იტა­ლი­ურ ოფის­ში სერ­ბე­ბი არ შე­უშ­ვეს და "პარ­ტი­ზა­ნი" ევ­რო­ლი­გი­დან ერ­თი სე­ზო­ნით მო­ტე­ხეს. შემ­დეგ სე­ზონ­ში ისევ კარ­გი "პარ­ტი­ზა­ნი" წა­მო­ვა. "არ­მა­ნი" წელ­საც სა­ინ­ტე­რე­სო ბან­დაა, მაგ­რამ ჯერ ვერ გუნ­დობს. თუ აკ­რი­ფა, ძნე­ლი გა­სა­ჩე­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. უბ­რა­ლოდ, ეს პრო­ცე­სი ჯერ ნე­ლა მი­დის. კუკ­თან, ჰე­ირ­ს­ტონ­თან, სტე­ფა­ნო მან­ჩი­ნე­ლის­თან ერ­თად, სკა­რი­ო­ლო ყვე­ლა­ფერს და­ა­ლა­გებს. ორ­შა­ბათს, იტა­ლი­ის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­თერ­თ­მე­ტე გარ­ჩე­ვა­ში, "არ­მა­ნის" დერ­ბი აქვს. სკა­რი­ო­ლოს გუნდს "კან­ტუ" გა­ტეს­ტავს და იქ რე­ა­ლუ­რად და­უნ­დო­ბე­ლი ჩეხ­ვა იქ­ნე­ბა. პრინ­ციპ­ში, ჩეხ­ვა ისე­დაც და­უნ­დო­ბე­ლია. ფა­ვო­რი­ტი "კან­ტუა" და სკა­რი­ო­ლოს კარ­გი, "კან­ტუ­ზე" უკე­თე­სი ბი­ჭე­ბი ჰყავს. სკა­რი­ო­ლოც კარ­გი ბი­ჭია. ეს­პა­ნე­თის ნაკ­რებ­თან ერ­თად მო­სა­გე­ბი მო­ი­გო და "არ­მა­ნის" ეს­პა­ნურ მი­თებს უყ­ვე­ბა. ბოსს უს­მე­ნენ. ბოსს უს­მენ­დ­ნენ გა­სო­ლე­ბი და ნა­ვა­რო. "არ­მა­ნიც" მო­უს­მენს.

"კან­ტუს" არ ჰყავ­და შჩე­კი­ჩი, ან­დ­რეა ტრინ­კი­ე­რიმ არ მის­ცა დრო ორ­ტ­ნერს და იტა­ლი­ე­ლებ­მა სი­მაღ­ლე და­კარ­გეს. იტა­ლი­ე­ლებ­მა თურ­ქულ-არა­თურ­ქულ "ფე­ნერ­თან" სი­მაღ­ლით წა­ა­გეს. ოგი­უზ შა­ვა­ში "კან­ტუს­თ­ვის" თით­ქ­მის დუ­ა­იტ ჰო­ვარ­დი იყო და თუ შა­ვა­ში თით­ქ­მის ჰო­ვარ­დია, იმ გარ­ჩე­ვას ვერ მო­ი­გებ, უშან­სოდ ხარ. თურ­ქე­თის ნაკ­რე­ბის მე­სა­მე ცენ­ტ­რ­მა 28 წუთ­ში ცხრა­ვე სა­ჯა­რი­მო ათი­ან­ში ის­რო­ლა და შა­ვაშ­ზე შვიდ­ჯერ აირ­ტყეს ფო­ლი. ბევ­რია. ოგი­უზს ჩვე­ნი გი­ორ­გი შერ­მა­დი­ნიც აწუ­ხებ­და. ვერ შე­ა­წუ­ხა. შა­ვა­ში სე­რი­უ­ლი ტი­პია და "კან­ტუს­თან" თურ­ქუ­ლი კა­რა­და გახ­ს­ნა, ზედ­მე­ტი ნივ­თე­ბი გა­და­ყა­რა, შემ­სუ­ბუქ­და. კა­რა­დამ "კან­ტუ" ჩა­კე­ტა და არ გა­მო­უშ­ვა.

"კან­ტუ" თურ­ქებ­თან გარ­ჩე­ვამ­დეც შემ­დეგ ეტაპ­ზე იჯ­და. იყო პირ­ველ ად­გილ­ზე გას­ვ­ლის შან­სი და "კან­ტუმ" ეს ბო­ნუ­სი ვერ დას­ვა. "ფე­ნე­რი" პირ­ველ ეტაპ­თან შე­და­რე­ბით ბევ­რად რთულ ჯგუფ­ში, რთულ და ცივ ტი­პებს აიცი­ლებს. "ფე­ნერ­თან" არ დაჯ­დე­ბი­ან ცსკა და ეს­პა­ნე­ლი მი­ლი­ო­ნე­რე­ბი. ეს უკ­ვე საქ­მეა. "კან­ტუს­თან" მო­გე­ბამ წა­მო­ი­ღო. "კან­ტუს­თან" ყვე­ლა­ნა­ი­რად მო­სა­გე­ბი იყო. შა­ვა­შის ახ­ლობ­ლებ­მა ეს იცოდ­ნენ და ყვე­ლა­ფე­რი მო­აგ­ვა­რეს.

მა­ნუ­ჩარ მარ­კო­იშ­ვილ­მა თა­ვი­დან სა­მი­ა­ნი გა­უშ­ვა და მე­რე ორი სწრა­ფი ფო­ლი მი­ი­ღო. და­ას­ვე­ნეს. ტრინ­კი­ე­რიმ მარ­კო­იშ­ვი­ლი ისევ დატ­ვირ­თა და ის მა­შინ­ვე მე­სა­მე პერ­სო­ნა­ლუ­რით და­იტ­ვირ­თა. მე­ო­რედ და­ას­ვე­ნეს. ამა­სო­ბა­ში შერ­მა­დინ­მა ასა­ღე­ბი აიღო, ჩა­აგ­დო, მოხ­ს­ნა, საქ­მე დაძ­რა, "კან­ტუს" ქა­რიზ­მა და­უბ­რუ­ნა. ეს ერ­თ­ჯე­რა­დი პრო­ცე­სი, და­უს­რუ­ლე­ბე­ლი აქ­ცია იყო. შა­ვაშ­მა აკ­რი­ფა, რო­კო უკიჩ­მა ნა­ვა­ხა გა­შა­ლა და იტა­ლი­უ­რი თარ­გიც და­ირ­ღ­ვა. "კან­ტუ" შემ­დეგ რა­უნ­დ­შია. იქ უკ­ვე ცუ­დი ბი­ჭე­ბი მო­დი­ან. იმ­პო­ტენ­ტი და ზარ­მა­ცი "კა­ხა ლა­ბო­რა­ლი", რო­მელ­მაც სა­ხის და­კარ­გ­ვა მო­ინ­დო­მა და ეს სა­ხე და­კარ­გა, ჯგუფ­ში დარ­ჩა. და­ის­ვე­ნებს. შემ­დე­გი ევ­რო­ლი­გის­თ­ვის უფ­რო მო­ტი­ვი­რე­ბულ ხალხს და­ი­კონ­ტ­რაქ­ტებს და უკე­თე­სი იქ­ნე­ბა.

მარ­კო­იშ­ვი­ლი - 8/3 (7/3 სა­მი­ა­ნი) სრო­ლით, მარ­გი ქმე­დე­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი - 9. ნორ­მა­ლუ­რია. მარ­კო­იშ­ვი­ლი ნორ­მა­ლურ­ზე კარ­გია და ბევ­რად აკუ­რა­ტუ­ლი. მა­ნუ მო­უ­მა­ტებს. მა­ნუ სან­დოა.

შერ­მა­დი­ნი - 8/3 სრო­ლით, მარ­გი ქმე­დე­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი - 13. გი­ორ­გიმ შვი­დი­ვე სა­ჯა­რი­მო გა­მო­ი­ყე­ნა. შერ­მა­დი­ნიც მო­უ­მა­ტებს. "არ­მა­ნის­თან" იტა­ლი­ურ ამ­ბებს გა­იხ­სე­ნე­ბენ. გიო ამ გახ­სე­ნე­ბის დროს ზედ­მე­ტი არ უნ­და იყოს. შერ­მა­დი­ნიც სან­დო ახალ­გაზ­რ­დაა.

A ჯგუ­ფი: ბილ­ბაო* (5:5)-კა­ხა ლა­ბო­რა­ლი (5:5) 77:72, 20:20, 20:14, 18:18, 19:20 (ბა­ნი­ჩი 18+4 მ; ბლუმ­სი 11+3 პ; მუმ­ბ­რუ 10+5 მ+4 პ; ა.ჯექ­სო­ნი 8+5 მ; ვა­სი­ლი­ა­დი­სი 7 - მ.ბი­ე­ლი­ცა 15+7 მ; პრი­ჯი­ო­ნი 13+4 პ+2 ჩ; ტე­ლე­ტო­ვი­ჩი 12+7 მ+2 დ; ოლე­სო­ნი 10+4 მ+2 პ+2 ჩ; რი­ბა­სი 10; ნ.ბი­ე­ლი­ცა 8)

კან­ტუ* (5:5)-ფე­ნერ­ბახ­ჩე* (6:4) 76:83, 16:17, 15:14, 24:24, 21:28 (შერ­მა­დი­ნი 21 წუ­თი, 13 ქუ­ლა, 5 მოხ­ს­ნა, 1 შეც­დო­მა, 3 ფო­ლი; ლო­ი­ნე­ნი 13+4 მ+2 პ; მარ­კო­ნა­ტო 10+5 მ; მარ­კო­იშ­ვი­ლი 20 წუ­თი, 9 ქუ­ლა, 3 პა­სი, 2 ჩაჭ­რა, 1 მოხ­ს­ნა, 4 ფო­ლი; ბა­ზი­ლე 9; მი­კო­ვი 8+6 მ+4 პ; ჩინ­ჩა­რი­ნი 5+3 პ - შა­ვა­ში 21+6 მ; ბოგ­და­ნო­ვი­ჩი 19+5 მ+2 დ; უკი­ჩი 17+3 მ+2 პ; პრელ­დ­ჟი­ჩი 9+6 მ+5 პ)

ნან­სი (3:7)-ოლიმ­პი­ა­კო­სი* (6:4) 74:79, 27:21, 17:26, 20:14, 10:18 (შუ­ლე­რი 18+9 მ+3 პ; მორ­მა­ნი 11; სამ­ნი­კი 10+3 მ; ლი­ნე­ჰა­ნი 8+5ჩ+3 პ+3 მ; ბა­დი­ა­ნე 8+4 დ - ან­ტი­ჩი 20+4 მ+3 პ; პრინ­ტე­ზი­სი 18+5 მ+2 პ; სლუ­კა­სი 8; ჰა­ინ­სი 8+12 მ+2 პ).

C ჯგუ­ფი: ეფეს პილ­ზე­ნი* (5:5)-რე­ა­ლი* (8:2) 66:75, 21:15, 22:21, 13:21, 10:18 (სა­ვა­ნო­ვი­ჩი 15+11 მ+4 პ; გი­უ­ლე­რი 13+3 მ+2 პ; ბა­რა­ჩი 11+9 მ+2 დ; ვუ­ი­ა­ჩი­ჩი 10+3 მ+3 პ; აქი­ო­ლი 8 - მი­რო­ტი­ჩი 16; ქე­რო­ლი 12+3 მ; სინ­გ­ლე­რი 12+3 მ; ლი­უ­ლი 12+4 მ+4 პ+3 ჩ; ტო­მი­ჩი 6+6 მ)

პარ­ტი­ზა­ნი (4:6)-არ­მა­ნი* (4:6) 66:72, 18:14, 18:15, 14:22, 16:21 (მი­ლო­სავ­ლი­ე­ვი­ჩი 14+6 მ; მაჩ­ვა­ნი 13+11 მ+4 პ; რა­დუ­ლი­ცა 11+8 მ; კა­ტი­ჩი 11; ლო 6+5 პ - ჰე­ირ­ს­ტო­ნი 18+4 მ+2 პ; კუ­კი 17+6 პ; ბუ­რუ­სი­სი 13+4 მ; მან­ჩი­ნე­ლი 6; ნი­კო­ლა­სი 6; ფო­ცი­სი 5+12 მ)

შარ­ლე­რუა (2:8)-მა­კა­ბი* (7:3) 69:86, 16:22, 18:16, 15:30, 20:18 (კ.გრი­ნი 16+5 მ; მა­ლე­ტი 13+2 ჩ; კ.ჰი­ლი 10+4 მ+3 პ; რი­დი­კი 6; ბე­გი­ნი 6+5 მ - ლენ­გ­ფორ­დი 20+5 მ+3 პ; ბლიუ 13+5 მ+3 ჩ; პნი­ნი 11; დ.სმი­ტი 10+5 მ+3 პ; პა­პა­ლუ­კა­სი 9+3 პ+2 ჩ).

შე­ნიშ­ვ­ნა: * - გა­ვი­და შემ­დეგ ეტაპ­ზე.

 

 

 

სხვა სიახლეები
06 დეკემბერი, 2013 დუ­შან უჰ­რინ­მა მო­ი­გო და წა­ვი­და
13 ივლისი, 2013 წყალ­ბურ­თე­ლებ­მა მე­ო­რე ჯგუ­ფუ­რი ეტა­პი მო­გე­ბით და­იწყეს
30 მაისი, 2013 19-წლამ­დე­ლე­ბი ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე გა­ვიდ­ნენ
21 მაისი, 2013 ან­ჩე­ლო­ტის რე­ა­ლუ­რი სურ­ვი­ლი
12 მარტი, 2013 ესპანეთზე გამარჯვებამ ბორჯღალოსნებს რეიტინგში 0,1 ქულა შემატა
11 დეკემბერი, 2012 ცინცაძემ “დნიპროსთან” სეზონის მეორე შედეგი აჩვენა
09 ოქტომბერი, 2012 სა­მარ­თ­ლი­ა­ნი შე­დე­გი
28 აგვისტო, 2012 რუნი ერთ თვეს დაისვენებს
03 აგვისტო, 2012 ლონ­დო­ნი 2012. Top 7 სკან­და­ლი
07 ივლისი, 2012 ევ­რო­მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბი