ზა­ზა ფა­ჩუ­ლია: "2011 წე­ლი ჩემს კა­რი­ე­რა­ში ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო"
16 დეკემბერი, 2011
1469
print

უკ­ვე ათი დღეა ზა­ზა ფა­ჩუ­ლია "ატ­ლან­ტა ჰო­უქსს" შე­უ­ერ­თ­და და გუნ­დ­თან ერ­თად შეკ­რე­ბას გა­დის.

ზა­ზამ, NBA-ს ბევ­რი მო­თა­მა­შის მსგავ­სად, სე­ზო­ნის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი ევ­რო­პულ კლუბ­ში გა­ა­ტა­რა, ლო­კა­უ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი ჯორ­ჯი­ე­ლებს მომ­ზა­დე­ბუ­ლი შე­უ­ერ­თ­და. ქარ­თ­ველ ცენტრს ის ტრავ­მაც აღარ აწუ­ხებს, რო­მე­ლიც მან გა­სულ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მი­ი­ღო. "ჰო­უქ­ს­ში" მე­დი­ის დღე მო­ეწყო და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, სხვებ­თან ერ­თად, ფა­ჩუ­ლი­ა­საც გა­ე­სა­უბ­რ­ნენ.

- ახალ­წ­ვე­ულ ვლა­დი­მირ რად­მა­ნო­ვიჩ­ზე რა აზ­რის ხართ?

- ის ამე­რი­კა­ში ჩემ­ზე ად­რე ჩა­მო­ვი­და და წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა გა­ი­კე­თა. NBA-ში რომ მოვ­ხ­ვ­დი, რად­მა­ნო­ვი­ჩი "სი­ეტლ სუ­პერ­სო­ნიქ­სის" ღირ­სე­ბას იცავ­და. მა­შინ მის გვერ­დით რეი ალე­ნი და კი­დევ არა­ერ­თი ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი თა­მა­შობ­და, "სი­ეტ­ლიც" ერთ-ერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი გუნ­დი იყო. ვლა­დი­მი­რი დი­დე­ბუ­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლია, უნი­ვერ­სა­ლუ­რი თვი­სე­ბე­ბი­თაა და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი და "ატ­ლან­ტას" დიდ სამ­სა­ხურს გა­უ­წევს.

- "ატ­ლან­ტა ჰო­უქ­სის" საწ­ვ­რ­თ­ნე­ლი პრო­ცე­სი რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს?

- შე­მომ­ხე­დეთ, თვა­ლი ოდ­ნავ გა­სი­ვე­ბუ­ლი მაქვს, მკლავ­ზე ნა­კაწ­რე­ბი მეტყო­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ვარ­ჯი­ში სრუ­ლი დატ­ვირ­თ­ვით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ასეც უნ­და იყოს - ჩვენ ხომ სე­რი­ო­ზუ­ლი მატ­ჩე­ბის­თ­ვის ვემ­ზა­დე­ბით.

- რამ­დე­ნად მომ­ზა­დე­ბუ­ლი ჩა­მოხ­ვე­დით შეკ­რე­ბა­ზე?

- ჩვენ­თ­ვი­საც სა­ინ­ტე­რე­სო იყო, ვინ რო­გორ ფორ­მა­ში მო­ვი­დო­და, რად­გან NBA-ში ლო­კა­უ­ტი დიდ­ხანს გაგ­რ­ძელ­და. სა­ბო­ლო­ოდ, მწვრთნელს უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის სა­ბა­ბი არ უნ­და ჰქონ­დეს - ყვე­ლა მო­თა­მა­შე მეტ-ნაკ­ლე­ბად კარგ ფორ­მა­შია, რად­გან ზო­გი კლუბ­ში ვთა­მა­შობ­დით, ზო­გი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ემ­ზა­დე­ბო­და.

- შე­მად­გენ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე ახა­ლი სა­ხეა. რას უნ­და ელო­დეს გულ­შე­მატ­კი­ვა­რი "ჰო­უქ­სის­გან"?

- ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა რე­გუ­ლა­რულ ჩემ­პი­ო­ნატს სა­თა­ნა­დო კონ­დი­ცი­ებ­ში შევ­ხ­ვ­დეთ. მა­ნამ­დე ერ­თ­მა­ნე­თის გაც­ნო­ბაც უნ­და მო­ვას­წ­როთ და შე­თა­მა­შე­ბაც. ვფიქ­რობ, ამ მხრივ პრობ­ლე­მე­ბი არ გვექ­ნე­ბა და "ატ­ლან­ტა" წლე­ულ­საც ერთ-ერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი გუნ­დი იქ­ნე­ბა კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში.

- ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში თურ­ქეთ­ში თა­მა­შობ­დით...

- რად­გან NBA-ში ლო­კა­უ­ტი გა­მოცხად­და, გა­დავ­წყ­ვი­ტე, ევ­რო­პა­ში მე­თა­მა­შა. მქონ­და რამ­დე­ნი­მე წი­ნა­და­დე­ბა, მაგ­რამ ყვე­ლას თურ­ქუ­ლი ვა­რი­ან­ტი ვამ­ჯო­ბი­ნე, რად­გან ამ ქვე­ყა­ნას კარ­გად ვიც­ნობ - ამე­რი­კა­ში გად­მოს­ვ­ლამ­დე (2003 წლამ­დე) ექ­ვ­სი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სტამ­ბოლ­ში ვთა­მა­შობ­დი და უამ­რა­ვი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და მე­გო­ბა­რი შე­ვი­ძი­ნე.

- "გა­ლა­თა­სა­რა­ის­თან" ერ­თად ევ­რო­ლი­გა­ზე იას­პა­რე­ზეთ...

- ეს კლუ­ბი ევ­რო­ლი­გის პა­რა­ლე­ლუ­რად თურ­ქე­თის ჩემ­პი­ო­ნატ­ში გა­მო­დი­ო­და და დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე. "გა­ლა­თა­სა­რაი" მდი­და­რი ტრა­დი­ცი­ე­ბის გუნ­დია, შე­მად­გენ­ლო­ბაც კარ­გი ჰყავს და გულ­შე­მატ­კი­ვა­რიც. დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბა იყო სავ­სე დარ­ბაზ­ში თა­მა­ში. წა­მოს­ვ­ლის წინ ქო­მა­გე­ბი თბი­ლად და­მემ­შ­ვი­დობ­ნენ.

- ლო­კა­უ­ტის დას­რუ­ლე­ბამ გუ­ლი ხომ არ დაგ­წყ­ვი­ტათ?

- არა, რად­გან ამე­რი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბა­საც მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დი. ატ­ლან­ტა ჩე­მი სახ­ლია და, კონ­ტ­რაქ­ტის მი­ხედ­ვით, "ჰო­უქ­ს­ში" თა­მაშს კი­დევ ორი წე­ლი ვა­პი­რებ. აქ თავს შე­სა­ნიშ­ნა­ვად ვგრძნობ.

- "გა­ლა­თა­სა­რა­ის" რამ­დე­ნი­მე მატ­ჩი გა­მო­ტო­ვეთ. რა იყო ამის მი­ზე­ზი?

- ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­ში თა­მა­ში­სას ფე­ხის ტრავ­მა მი­ვი­ღე, რო­მე­ლიც თურ­ქეთ­ში გა­დას­ვ­ლამ­დე მო­ვი­შუ­შე, თუმ­ცა გა­მი­მი­ზეზ­და და დას­ვე­ნე­ბა აუცი­ლე­ბე­ლი იყო. მწყობ­რ­ში რომ ჩავ­დე­ქი, "გა­ლა­თა­სა­რა­ის" მა­ი­სუ­რით რამ­დე­ნი­მე კარ­გი მატ­ჩი ჩა­ვა­ტა­რე. ახ­ლა მწყობ­რ­ში ვარ და სრუ­ლი დატ­ვირ­თ­ვით ვვარ­ჯი­შობ.

- ბო­ლოს ნაკ­რებ­ზე გვითხა­რით. რას ნიშ­ნავს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის­თ­ვის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე თა­მა­ში?

- ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად სა­კა­ლათ­ბურ­თო გუნ­დი ევ­რო­ბას­კეტ­ზე მოხ­ვ­და, რაც დი­დი წარ­მა­ტე­ბა იყო რო­გორც გულ­შე­მატ­კივ­რის­თ­ვის, ისე კა­ლათ­ბურ­თე­ლე­ბის­თ­ვის. ვა­მა­ყობ ჩე­მი გუნ­დით და მის მი­ერ ნაჩ­ვე­ნე­ბი შე­დე­გით - ბევ­რის­თ­ვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად, პირ­ვე­ლი ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის ბა­რი­ე­რი გა­დავ­ლა­ხეთ და სა­უ­კე­თე­სო 12-ში მოვ­ხ­ვ­დით. სწო­რედ ამი­ტომ თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ 2011 წე­ლი ჩემს კა­რი­ე­რა­ში ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო.

www.gbf.ge

სხვა სიახლეები
06 დეკემბერი, 2013 დუ­შან უჰ­რინ­მა მო­ი­გო და წა­ვი­და
13 ივლისი, 2013 წყალ­ბურ­თე­ლებ­მა მე­ო­რე ჯგუ­ფუ­რი ეტა­პი მო­გე­ბით და­იწყეს
30 მაისი, 2013 19-წლამ­დე­ლე­ბი ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე გა­ვიდ­ნენ
21 მაისი, 2013 ან­ჩე­ლო­ტის რე­ა­ლუ­რი სურ­ვი­ლი
12 მარტი, 2013 ესპანეთზე გამარჯვებამ ბორჯღალოსნებს რეიტინგში 0,1 ქულა შემატა
11 დეკემბერი, 2012 ცინცაძემ “დნიპროსთან” სეზონის მეორე შედეგი აჩვენა
09 ოქტომბერი, 2012 სა­მარ­თ­ლი­ა­ნი შე­დე­გი
28 აგვისტო, 2012 რუნი ერთ თვეს დაისვენებს
03 აგვისტო, 2012 ლონ­დო­ნი 2012. Top 7 სკან­და­ლი
07 ივლისი, 2012 ევ­რო­მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბი